საზოგადოება
სამართალი
მსოფლიო

2

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 07:57-ზე, მთვარე ტყუპშია მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას. უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა სხვა დღისთვის გადადეთ. არ გირჩევთ საქმეების, ურთიერთობის გარჩევას. მშვიდად აკეთეთ თქვენი საქმე. ნუ განიხილავთ ახალ პროექტებს. ივარჯიშეთ.ცუდი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისთვის. მოერიდეთ ცხოველური საკვებს. ნაკლები დრო გაატარეთ უჰაერო ოთახში, მოერიდეთ ე.წ. მოწევის ადგილებს. გაანიავეთ ოთახი. შეამცირეთ დატვირთვა ხელებსა და მხრებზე.
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვრცელდება ვიდეო, სადაც არსებული ინფორმაციით ჩანს, თუ როგორ კლავენ ისრაელელი სამხედროები თინეიჯერს - ერთ-ერთ მამაკაცს მანქანით გადაუარეს: რას წერს "გარდიანი"
ვრცელდება ვიდეო, სადაც არსებული ინფორმაციით ჩანს, თუ როგორ კლავენ ისრაელელი სამხედროები თინეიჯერს - ერთ-ერთ მამაკაცს მანქანით გადაუარეს: რას წერს "გარდიანი"

მე­დი­ა­ში ვრცელ­დე­ბა პა­ლეს­ტი­ნის და­სავ­ლეთ სა­ნა­პი­როს ერთ-ერთ სო­ფელ­ში გა­და­ღე­ბუ­ლი ვი­დეო, სა­დაც სხვა­დას­ხვა გა­მო­ცე­მე­ბის, მათ შო­რის, "გარ­დი­ა­ნის" ცნო­ბით, ჩანს რომ ის­რა­ე­ლის სამ­ხედ­რო­ე­ბი 17 წლის პა­ლეს­ტი­ნელ ბიჭს ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი­დან ეს­ვრი­ან და კლა­ვენ. კი­დევ ერთ ვი­დე­ო­ში ნაჩ­ვე­ნე­ბია ისიც, თუ რო­გორ გა­და­უ­ა­რეს ის­რა­ე­ლის სა­სა­ზღვრო პო­ლი­ცი­ის მან­ქა­ნით და­შა­ვე­ბულ პა­ლეს­ტი­ნელ მა­მა­კაცს.

  • ამ ვი­დე­ო­ებ­მა კი­დევ უფრო გა­ამ­ძაფ­რა ის­რა­ე­ლის სამ­ხედ­რო­ე­ბის მიერ ომის კა­ნო­ნე­ბის დარ­ღვე­ვის შე­სა­ხებ შეშ­ფო­თე­ბა.

ვი­დე­ო­ში ჩანს, რო­გორ ეს­ვრი­ან შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი სამ­ხედ­რო­ე­ბი 17 წლის ოსა­იდ რი­მა­ვის. ჩა­ნა­წერ­ში გარ­კვე­ვით ჩანს, რო­გორ აგ­რო­ვებ­და თი­ნე­ი­ჯე­რი ბიჭი ქა­ღალ­დებს და მუ­ყა­ოს ნაჭ­რებს, რომ მის მე­გობ­რებ­თან მი­ე­ტა­ნა და გა­სათ­ბო­ბად ცე­ცხლი და­ენ­თოთ. აქვე ჩანს, რო­გორ დაჭ­რეს მათ სრო­ლი­სას ორი შე­უ­ია­რა­ღე­ბე­ლი მა­მა­კა­ცი. ოსა­იდ რი­მა­ვი მა­შინ და­ი­ღუ­პა, როცა მათ და­სახ­მა­რებ­ლად მირ­ბო­და.

სრო­ლის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ ის­რა­ე­ლის სამ­ხედ­რო­ე­ბი დაჭ­რი­ლე­ბის სა­ნა­ხა­ვად მი­ვიდ­ნენ. ერთ-ერ­თმა მათ­გან­მა უკვე გარ­დაც­ვლილ რი­მა­ვის ფეხი წაკ­რა და შემ­დეგ მან­ქა­ნით წა­ვი­და. მათ ისე და­ტო­ვეს შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი, რომ არა­ვინ და­უ­კა­ვე­ბი­ათ.

ის­რა­ე­ლის სამ­ხედ­რო­ე­ბის მტკი­ცე­ბით, მა­მა­კა­ცებს იმი­ტომ გა­უხ­სნეს ცე­ცხლი, რომ ისი­ნი ასა­ფეთ­ქე­ბელ ნივ­თი­ე­რე­ბებს და ბომ­ბებს ის­როდ­ნენ, თუმ­ცა სა­წი­ნა­აღ­მდე­გოს ამ­ტკი­ცე­ბენ ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი.

მათი თქმით, ასა­ფეთ­ქებ­ლე­ბი არა­ვის უს­ვრია.

და­სავ­ლეთ სა­ნა­პი­რო­ზე ძა­ლა­დო­ბის ფაქ­ტე­ბის რი­ცხვის ზრდა Unicef-საც არ გა­მოჰ­პარ­ვია. ბოლო დრო­იდნ­დელ შემ­თხვე­ვებს Unicef-ის სპი­კე­რი გა­მო­ეხ­მა­უ­რა: "და­სავ­ლეთ სა­ნა­პი­რო­ზე ძა­ლა­დო­ბამ უპ­რე­ცე­დენ­ტო დო­ნეს მი­აღ­წია.

გა­სუ­ლი 12 კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში 85 პა­ლეს­ტი­ნე­ლი ბავ­შვი და­ი­ღუ­პა. Unicef-ი ძა­ლი­ან ღე­ლავს აქა­უ­რი ბავ­შვე­ბის უფ­ლე­ბებ­ზე, მათ უსაფრ­თხო­ე­ბა­სა და დაც­ვა­ზე და სა­ბო­ლო­ოდ, სი­ცო­ცხლის უფ­ლე­ბა­ზე, რო­მე­ლიც მათ და­ბა­დე­ბი­დან აქვთ."

გავ­რცელ­და და­სავ­ლეთ სა­ნა­პი­რო­ზე გა­და­ღე­ბუ­ლი კი­დევ ერთი ვი­დეო, სა­დაც მო­რი­გი სი­სას­ტი­კე აღ­ბეჭ­დი­ლი. ვი­დეო ქა­ლაქ ტულ­კა­ნის უსაფრ­თხო­ე­ბის კა­მე­რამ გა­და­ი­ღო. ვი­დე­ო­ში ნაჩ­ვე­ნე­ბია, რო­გორ ეს­ვრი­ან ის­რა­ე­ლის ჯა­რის­კა­ცე­ბი ახალ­გაზ­რდა მა­მა­კა­ცებს, რო­მელ­თა­გან ერთი შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლია.

ის­რა­ე­ლის სამ­ხედ­რო მან­ქა­ნა ორ გაქ­ცე­ულ მა­მა­კაცს წა­მო­ე­წია და ერთ-ერთ მათ­განს სხე­ულ­ზე სამ­ჯერ გა­და­უ­ა­რა. ის­რა­ე­ლის სა­სა­ზღვრო პო­ლი­ცი­ის თქმით, მან­ქა­ნა ის­რა­ე­ლის ძა­ლე­ბის გა­მო­საყ­ვა­ნად მი­ვი­და ად­გილ­ზე, რა დრო­საც კა­ცის ცხე­დარს უნე­ბუ­რად გა­და­უ­ა­რა.

სხვა აზ­რი­საა პა­ლეს­ტი­ნის სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო, სა­დაც აცხა­დე­ბენ, რომ მომ­ხდა­რი "სი­ძულ­ვილ­სა და ექ­სტრე­მიზმს" ასა­ხავს.

წყა­რო: theguardian

მო­ამ­ზა­და: ანა სი­ბოშ­ვილ­მა

მკითხველის კომენტარები / 17 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მალხაზი
4

ებრაელებისა და ამერიკის დაზვერვას, რომ არაფერი გამოეპარებოდათ, ეს ისეთი ჭეშმარიტებაა, რომ არავის ეჭვი ეპარება. შესაბამისად ეს ყველაფერი კარგად დაგეგმილი ორერაციაა ღაზის სექტორის არაბებისაგან გასაწმენდად. ებრაელები მაქსიმალურად ცხდილობენ აითვისონ ღვთის მიერ 4 ათასი წლის წინ ბოძებული მიწა. თუმცა მუდმივად მტრულ და შეურიგებელ მოწინააღმდეგეებით გარშემორტყმულ სახელმწიფოს ძალიან გაუჭირდება არსებობა. ჩემი აზრით, ადრე თუ გვინა მას განადგურება ემუქრება, თუ არ მოახდენს ასეთი მტრული გარემოს შეცვლისკენ რაიმე ღონისძიებების გატარებას. 

კ ო მ ბ ლ ე
21

ჰმ, გასაჟუჟები არიან, მარა ვინ იზავს მაგას?

უფალს ვკითხე და; მალე დედამიწა გასკდება და წყალი დაფარავსო ისრაელს! მარა როდის? აი ამაშია საქმე.

ავტორი:

ვრცელდება ვიდეო, სადაც არსებული ინფორმაციით ჩანს, თუ როგორ კლავენ ისრაელელი სამხედროები თინეიჯერს - ერთ-ერთ მამაკაცს მანქანით გადაუარეს: რას წერს "გარდიანი"

ვრცელდება ვიდეო, სადაც არსებული ინფორმაციით ჩანს, თუ როგორ კლავენ ისრაელელი სამხედროები თინეიჯერს - ერთ-ერთ მამაკაცს მანქანით გადაუარეს: რას წერს "გარდიანი"

მედიაში ვრცელდება პალესტინის დასავლეთ სანაპიროს ერთ-ერთ სოფელში გადაღებული ვიდეო, სადაც სხვადასხვა გამოცემების, მათ შორის, "გარდიანის" ცნობით, ჩანს რომ ისრაელის სამხედროები 17 წლის პალესტინელ ბიჭს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესვრიან და კლავენ. კიდევ ერთ ვიდეოში ნაჩვენებია ისიც, თუ როგორ გადაუარეს ისრაელის სასაზღვრო პოლიციის მანქანით დაშავებულ პალესტინელ მამაკაცს.

  • ამ ვიდეოებმა კიდევ უფრო გაამძაფრა ისრაელის სამხედროების მიერ ომის კანონების დარღვევის შესახებ შეშფოთება.

ვიდეოში ჩანს, როგორ ესვრიან შეიარაღებული სამხედროები 17 წლის ოსაიდ რიმავის. ჩანაწერში გარკვევით ჩანს, როგორ აგროვებდა თინეიჯერი ბიჭი ქაღალდებს და მუყაოს ნაჭრებს, რომ მის მეგობრებთან მიეტანა და გასათბობად ცეცხლი დაენთოთ. აქვე ჩანს, როგორ დაჭრეს მათ სროლისას ორი შეუიარაღებელი მამაკაცი. ოსაიდ რიმავი მაშინ დაიღუპა, როცა მათ დასახმარებლად მირბოდა.

<iframe width="620" height="349" src="https://www.youtube.com/embed/-2s0vkeLgZY" title="Video appears to show Israeli army shooting Palestinians without provocation – report" frameborder="0" allow="accelerometer; autoplay; clipboard-write; encrypted-media; gyroscope; picture-in-picture; web-share" allowfullscreen></iframe>

სროლის დასრულების შემდეგ ისრაელის სამხედროები დაჭრილების სანახავად მივიდნენ. ერთ-ერთმა მათგანმა უკვე გარდაცვლილ რიმავის ფეხი წაკრა და შემდეგ მანქანით წავიდა. მათ ისე დატოვეს შემთხვევის ადგილი, რომ არავინ დაუკავებიათ.

ისრაელის სამხედროების მტკიცებით, მამაკაცებს იმიტომ გაუხსნეს ცეცხლი, რომ ისინი ასაფეთქებელ ნივთიერებებს და ბომბებს ისროდნენ, თუმცა საწინააღმდეგოს ამტკიცებენ ადგილობრივები.

მათი თქმით, ასაფეთქებლები არავის უსვრია.

დასავლეთ სანაპიროზე ძალადობის ფაქტების რიცხვის ზრდა Unicef-საც არ გამოჰპარვია. ბოლო დროიდნდელ შემთხვევებს Unicef-ის სპიკერი გამოეხმაურა: "დასავლეთ სანაპიროზე ძალადობამ უპრეცედენტო დონეს მიაღწია.

გასული 12 კვირის განმავლობაში 85 პალესტინელი ბავშვი დაიღუპა. Unicef-ი ძალიან ღელავს აქაური ბავშვების უფლებებზე, მათ უსაფრთხოებასა და დაცვაზე და საბოლოოდ, სიცოცხლის უფლებაზე, რომელიც მათ დაბადებიდან აქვთ."

გავრცელდა დასავლეთ სანაპიროზე გადაღებული კიდევ ერთი ვიდეო, სადაც მორიგი სისასტიკე აღბეჭდილი. ვიდეო ქალაქ ტულკანის უსაფრთხოების კამერამ გადაიღო. ვიდეოში ნაჩვენებია, როგორ ესვრიან ისრაელის ჯარისკაცები ახალგაზრდა მამაკაცებს, რომელთაგან ერთი შეიარაღებულია.

ისრაელის სამხედრო მანქანა ორ გაქცეულ მამაკაცს წამოეწია და ერთ-ერთ მათგანს სხეულზე სამჯერ გადაუარა. ისრაელის სასაზღვრო პოლიციის თქმით, მანქანა ისრაელის ძალების გამოსაყვანად მივიდა ადგილზე, რა დროსაც კაცის ცხედარს უნებურად გადაუარა.

სხვა აზრისაა პალესტინის საგარეო საქმეთა სამინისტრო, სადაც აცხადებენ, რომ მომხდარი "სიძულვილსა და ექსტრემიზმს" ასახავს.

წყარო: theguardian

მოამზადა: ანა სიბოშვილმა

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"