სპორტი
პოლიტიკა
Faceამბები

5

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:23-ზე, მთვარე მორიელშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. არ არის რეკომენდებული ფოკუსირება მხოლოდ მატერიალურ ფასეულობებზე. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. ჯობია გამოიჩინოთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი.
მოზაიკა
სამხედრო
საზოგადოება
მსოფლიო
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ჩხვლეტა გურულად - შევარდნაძის საჩუქარი პუტინს: ნახატი "დედის ოცნება", რომლითაც "შევემ" რუსეთის პრეზიდენტს აშკარად ვერა პუტინაზე მიანიშნა
ჩხვლეტა გურულად -  შევარდნაძის საჩუქარი პუტინს: ნახატი "დედის ოცნება", რომლითაც "შევემ" რუსეთის პრეზიდენტს აშკარად ვერა პუტინაზე მიანიშნა

გთა­ვა­ზობთ ამო­ნა­რიდს kvirispalitra.ge-ზე გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი ბე­სიკ ალა­დაშ­ვი­ლის ბლო­გი­დან:

2002 წლის 7 ოქ­ტომ­ბერს კი­ში­ნი­ოვ­ში დსთ-ს სა­მი­ტი გა­ი­მარ­თა, იმ დღეს რუ­სე­თის პრე­ზი­დენტ ვლა­დი­მერ პუ­ტინს 50 წელი შე­უს­რულ­და. ბუ­ნებ­რი­ვია შეხ­ვედ­რის მო­ნა­წი­ლე­ნი ამ თა­რი­ღის­თვის მომ­ზა­დე­ბულ­ნი აღ­მოჩ­ნდნენ. იყო მრა­ვა­ლი სა­ჩუ­ქა­რი და მი­ლოც­ვა. მაგ­რამ ამ სიჭ­რე­ლე­ში მა­ინც გა­მო­ირ­ჩე­ო­და სა­ქარ­თვე­ლოს მა­შინ­დე­ლი პრე­ზი­დენ­ტის ედუ­არდ შე­ვარ­დნა­ძის სა­ჩუ­ქა­რი. მან იუ­ბი­ლარს აჩუ­ქა სუ­რა­თი ”დე­დის ოც­ნე­ბა”, რო­მე­ლიც სიძ­ვირ­ფა­სით და ზო­მე­ბით (სულ 80X60 სმ იყო) იმ­დე­ნად არ გა­მო­ირ­ჩე­ო­და, რამ­დე­ნა­დაც გუ­რუ­ლი ეშ­მა­კუ­რი მი­ნიშ­ნე­ბით. სუ­რათ­ზე და­ხა­ტუ­ლი იყო მდი­ნა­რის პი­რას მდგა­რი ქალი, პა­ტა­რა ბი­ჭუ­ნას­თან ერ­თად. ახალ­გაზ­რდა ქალს ოც­ნე­ბებ­ში ჩა­ძი­რულ სა­ხე­ზე შვი­ლის დიდი მო­მავ­ლის იმე­დი ესა­ხე­ბა.

ჩემი აზ­რით, მე­ტად სა­ინ­ტე­რე­სო და საკ­მა­ოდ თა­მა­მი მი­ნიშ­ნე­ბა იმა­ლე­ბო­და ამ ერთი შე­ხედ­ვით უბ­რა­ლო სა­ჩუქ­რის მიღ­მა. პირ­ვე­ლი და მო­უ­ლოდ­ნე­ლი „სა­ჩუ­ქა­რი“ ქარ­თვე­ლებ­მა პუ­ტინს 1999 წლის შე­მოდ­გო­მა­ზე "მი­არ­თვეს“: ბევ­რს გე­მახ­სოვ­რე­ბათ პუ­ტი­ნის რუ­სე­თის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრად და­ნიშ­ვნის შემ­დეგ ჩვენ­თან ატე­ხი­ლი აჟი­ო­ტა­ჟი: ვი­თომ ის სა­ქარ­თვე­ლო­ში, კერ­ძოდ კი კას­პის რა­ი­ო­ნის სო­ფელ მე­ტეხ­ში იყო და­ბა­დე­ბუ­ლი და, რომ მისი დედა, სა­კუ­თა­რი შვი­ლის­გან მი­ვი­წყე­ბუ­ლი, იქ ცხოვ­რობ­და. ქარ­თულ პრე­სა­ში და­ი­ბეჭ­და კი­დეც სლა­ვუ­რი გა­რეგ­ნო­ბის მო­ხუ­ცი ქა­ლის ფო­ტო­სუ­რა­თი: ჭა­ღა­რა ქალ­ბა­ტო­ნის თვა­ლებ­ში წლე­ბის მან­ძილ­ზე უნა­ხა­ვი შვი­ლის დიდი სევ­და თით­ქოს მარ­თლაც იხა­ტე­ბო­და. ვერა პუ­ტი­ნა, რო­მე­ლიც ამ­ტკი­ცებ­და, რომ რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტის, ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნის დედა იყო, 2023 წელს, 97 წლის ასაკ­ში გარ­და­იც­ვა­ლა. მა­შინ, რო­გორც მო­სა­ლოდ­ნე­ლი იყო, რუ­სულ­მა მა­ს­მე­დი­ამ ირო­ნი­უ­ლად მი­ი­ღო ქარ­თვე­ლე­ბის “პრო­ვინ­ცი­უ­ლი ახი­რე­ბა” და ოფი­ცი­ლურ წყა­რო­ებ­ზე დაყ­რდნო­ბით საკ­მა­ოდ მკვა­ხედ უარ­ყო ეს ვერ­სია. წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

მკითხველის კომენტარები / 20 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
...
2

ახალი ზღაპარი. პუტინის დედას რაც შეეხება 86 "დედა" უპოვეს პუტინს მარტო რუსეთში. კასპი არა ჩხოროწყუ... 

R
5

ბიჭოს რა გაუკეთებია შევარდნაძე,ძაღლი იყო და ჩაძაღლდა როგორც ძაღლი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?
ავტორი:

ჩხვლეტა გურულად - შევარდნაძის საჩუქარი პუტინს: ნახატი "დედის ოცნება", რომლითაც "შევემ" რუსეთის პრეზიდენტს აშკარად ვერა პუტინაზე მიანიშნა

ჩხვლეტა გურულად -  შევარდნაძის საჩუქარი პუტინს: ნახატი "დედის ოცნება", რომლითაც "შევემ" რუსეთის პრეზიდენტს აშკარად ვერა პუტინაზე მიანიშნა

გთავაზობთ ამონარიდს kvirispalitra.ge-ზე გამოქვეყნებული ბესიკ ალადაშვილის ბლოგიდან:

2002 წლის 7 ოქტომბერს კიშინიოვში დსთ-ს სამიტი გაიმართა, იმ დღეს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს 50 წელი შეუსრულდა. ბუნებრივია შეხვედრის მონაწილენი ამ თარიღისთვის მომზადებულნი აღმოჩნდნენ. იყო მრავალი საჩუქარი და მილოცვა. მაგრამ ამ სიჭრელეში მაინც გამოირჩეოდა საქართველოს მაშინდელი პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის საჩუქარი. მან იუბილარს აჩუქა სურათი ”დედის ოცნება”, რომელიც სიძვირფასით და ზომებით (სულ 80X60 სმ იყო) იმდენად არ გამოირჩეოდა, რამდენადაც გურული ეშმაკური მინიშნებით. სურათზე დახატული იყო მდინარის პირას მდგარი ქალი, პატარა ბიჭუნასთან ერთად. ახალგაზრდა ქალს ოცნებებში ჩაძირულ სახეზე შვილის დიდი მომავლის იმედი ესახება.

ჩემი აზრით, მეტად საინტერესო და საკმაოდ თამამი მინიშნება იმალებოდა ამ ერთი შეხედვით უბრალო საჩუქრის მიღმა. პირველი და მოულოდნელი „საჩუქარი“ ქართველებმა პუტინს 1999 წლის შემოდგომაზე "მიართვეს“: ბევრს გემახსოვრებათ პუტინის რუსეთის პრემიერ-მინისტრად დანიშვნის შემდეგ ჩვენთან ატეხილი აჟიოტაჟი: ვითომ ის საქართველოში, კერძოდ კი კასპის რაიონის სოფელ მეტეხში იყო დაბადებული და, რომ მისი დედა, საკუთარი შვილისგან მივიწყებული, იქ ცხოვრობდა. ქართულ პრესაში დაიბეჭდა კიდეც სლავური გარეგნობის მოხუცი ქალის ფოტოსურათი: ჭაღარა ქალბატონის თვალებში წლების მანძილზე უნახავი შვილის დიდი სევდა თითქოს მართლაც იხატებოდა. ვერა პუტინა, რომელიც ამტკიცებდა, რომ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის დედა იყო, 2023 წელს, 97 წლის ასაკში გარდაიცვალა. მაშინ, როგორც მოსალოდნელი იყო, რუსულმა მასმედიამ ირონიულად მიიღო ქართველების “პროვინციული ახირება” და ოფიცილურ წყაროებზე დაყრდნობით საკმაოდ მკვახედ უარყო ეს ვერსია. წაიკითხეთ სრულად