პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

23

იანვარი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 04:20-ზე, მთვარე მორიელშია დღეს კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება. ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს, ცხარე და ცხიმიან საკვებს. რეკომენდებულია: ცურვა, შხაპის მიღება.
მოზაიკა
სამართალი
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"არ მიყვარს ეკრანზე გამოჩენა, ვზივარ სახლში, პენსიით ვცხოვრობ... მყავს ექიმი მეუღლე და წარმატებული შვილები" - როგორია "ერთაოზ ბრეგვაძის" დღევანდელობა და რას იხსენებს წლების წინანდელი გადაღებებიდან
"არ მიყვარს ეკრანზე გამოჩენა, ვზივარ სახლში, პენსიით ვცხოვრობ... მყავს ექიმი მეუღლე და წარმატებული შვილები" - როგორია "ერთაოზ ბრეგვაძის" დღევანდელობა და რას იხსენებს წლების წინანდელი გადაღებებიდან

და­ვით ჟღენ­ტი წლე­ბის წინ პო­პუ­ლა­რუ­ლი ერთი ფილ­მით გახ­და. ელ­დარ შენ­გე­ლა­ი­ას "შე­რე­კი­ლე­ბი" მა­შინ ქვე­ყა­ნას მო­ე­დო. ბა­ტო­ნი და­ვი­თი ერ­თა­ოზ ბრეგ­ვა­ძის როლ­ზე სრუ­ლი­ად გა­მო­უც­დე­ლი და­ამ­ტკი­ცეს. დღეს მსა­ხი­ო­ბი 69 წლი­საა, არ უყ­ვარს სა­ჯა­როდ გა­მო­ჩე­ნა. გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დი გლ­და­ნი-ნა­ძა­ლა­დე­ვის კომ­პლექ­სუ­რი სპორ­ტუ­ლი ცენ­ტრის ღა­მის და­რა­ჯი იყო. ამ­ბობს, რომ დღეს "სახ­ლში ზის, პენ­სი­ით ცხოვ­რობს".

და­ვით ჟღენ­ტი

- ოზურ­გე­თის რა­ი­ონ­ში და­ვი­ბა­დე და გა­ვი­ზარ­დე... 15 წლის რომ გავ­ხდი, თბი­ლის­ში, თე­ატ­რა­ლურ ინ­სტი­ტუ­ტში ჩა­სა­ბა­რებ­ლად წა­მო­ვე­დი. სკო­ლა­ში სწავ­ლის პე­რი­ოდ­ში პრო­ფე­სია უკვე არ­ჩე­უ­ლი მქონ­და, მსა­ხი­ო­ბო­ბა მსურ­და... მო­გეხ­სე­ნე­ბათ, იმ პე­რი­ოდ­ში თე­ატ­რა­ლურ ინ­სტი­ტუ­ტში მოხ­ვედ­რა უდი­დე­სი პრობ­ლე­მა იყო და თუ რა­ტომ, სა­ზო­გა­დო­ე­ბამ კარ­გად იცის... თე­ატ­რა­ლურ ინ­სტი­ტუ­ტში მოხ­ვედ­რა სირ­თუ­ლით სა­მე­დი­ცი­ნო სას­წავ­ლე­ბელ­ში მოხ­ვედ­რას­თან იყო გა­ტო­ლე­ბუ­ლი... რეზო ჩხე­ი­ძეს სკო­ლა ჰქონ­და მსა­ხი­ო­ბე­ბის აღ­საზ­რდე­ლად, გეგ­მა­ში ჰქონ­და კინო ჯგუ­ფი თბი­ლის­ში, თე­ატ­რა­ლურ ინ­სტი­ტუ­ტში გა­ეხ­სნა. იქ ჩა­ვი­რი­ცხე და ჩემ­თვის ძა­ლი­ან იღ­ბლი­ა­ნი აღ­მოჩ­ნდა, რად­გან გა­მოც­და­ზე ელ­დარ შენ­გე­ლა­ია იყო და ფილმში ამიყ­ვა­ნა, სამ დღე­ში როლ­ზე და­მამ­ტკი­ცა. ალ­ბათ, ის და­ი­ნა­ხა ჩემ­ში, რაც ამ რო­ლის­თვის ჭირ­დე­ბო­და.

- სრუ­ლი­ად გა­მო­უც­დე­ლი მთა­ვარ როლ­ზე აღ­მოჩ­ნდით...

- დიახ.. სკო­ლა­ში რა­ღაც დრა­მა­ტუ­ლი წრე­ე­ბი იყო, ყველ­გან აქ­ტი­უ­რი ვი­ყა­ვი, იცოდ­ნენ ჩემი წინა გან­ზრახ­ვა და მა­კა­ვებ­დნენ ...

- ფილმში ძა­ლი­ან ლაღი და ბუ­ნებ­რი­ვი ხართ, ეს რო­გორ შე­ძე­ლით?

- ბავ­შვი ვი­ყა­ვი და სი­ლა­ღეც მქონ­და... მა­შინ ისე­თი დრო იყო, 16-18 წლის ჯერ კი­დევ ბავ­შვე­ბი ვი­ყა­ვით. ეს სი­ლა­ღე და სი­სუფ­თა­ვე სულ დამ­რჩა, მა­პა­ტი­ეთ ამ თქმა­ზე და არ გავ­ბინ­ძუ­რე­ბულ­ვარ... მა­შინ კი ჩვე­ნი ასა­კის ადა­მი­ა­ნებ­ში ეს სი­ლა­ღე და სი­სუფ­თა­ვე ჭარ­ბად იყო. სხვა­ნა­ი­რე­ბი ვი­ყა­ვით, სხვა­ნა­ი­რი დრო იყო... მარ­თა­ლია კო­მუ­ნის­ტუ­რი წყო­ბა იყო, მაგ­რამ მშობ­ლებ­ზე და­მო­კი­დე­ბუ­ლი ვი­ყა­ვით, მშობ­ლე­ბის, დედ­მა­მიშ­ვი­ლე­ბის გვჯე­რო­და. სხვე­ბის მი­მართ მეტი პა­ტი­ვის­ცე­მა გვქონ­და. ჩვენ­ში ნაკ­ლე­ბი თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლო­ბა იყო, მაგ­რამ უფ­რო­სე­ბის გვჯე­რო­და... ამ ყვე­ლა­ფერ­მა ჩვენს მო­მა­ვალ­ზე ალ­ბათ დიდი გავ­ლე­ნა იქო­ნია. გა­და­ღე­ბე­ბი რომ და­ი­წყო, კი­ნომ­სა­ხი­ობ­თა ჯგუ­ფი გა­იხ­სნა, თე­ატ­რა­ლურ ინ­სტი­ტუ­ტში მოვ­ხვდი და აუხ­დე­ნე­ლი ნატ­ვრაც ავის­რუ­ლე... ბრწყინ­ვა­ლე რე­ჟი­სო­რის - შალ­ვა გა­წე­რე­ლი­ას ჯგუ­ფი და­ვამ­თავ­რე, შემ­დეგ თა­ვის­თან, მო­ზარდ მა­ყუ­რე­ბელ­თა თე­ატ­რში წა­მიყ­ვა­ნა, ოთხი წელი ამ თე­ატ­რში ვმუ­შა­ობ­დი...

შემ­დეგ უფრო მე­ტად ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ სა­მუ­შა­ო­ებ­ზე გა­და­ვე­დი, მყავს ოჯა­ხი, ექი­მი მე­უღ­ლე და სამი შვი­ლი. სა­მი­ვე შვი­ლი ძა­ლი­ან წარ­მა­ტე­ბუ­ლია... მე პენ­სი­ო­ნე­რი ვარ, პენ­სი­ით ვცხოვ­რობ, ვზი­ვარ სახ­ლში ვერ­თო­ბი, ხან სად წა­ვალ, ხან სად...

"შე­რე­კი­ლე­ბი"

- ისევ ფილმზე სა­უ­ბარს რომ და­ვუბ­რუნ­დეთ, გა­და­ღე­ბე­ბის დროს ლე­გენ­და არ­ტის­ტებს შეხ­ვდით... ეს რას ნიშ­ნავ­და თქვენ­თვის?

- ეს ყვე­ლა­ზე დიდი ბედ­ნი­ე­რე­ბა იყო... ყვე­ლა­ნი ძა­ლი­ან კარ­გე­ბი, უბ­რა­ლო­ე­ბი იყ­ვნენ. ყვე­ლა­ნა­ი­რად ხელს მი­წყობ­დნენ, მე­ფე­რე­ბოდ­ნენ. ახალ­გაზ­რდა ვი­ყა­ვი, არ მა­თა­მა­მებ­დნენ, მაგ­რამ ჩემს მი­მართ ძა­ლი­ან მე­გობ­რუ­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ჰქონ­დათ. ეს ჩემ­თვის ძა­ლი­ან დიდი სი­ხა­რუ­ლი იყო... გახ­მო­ვა­ნე­ბებ­ზე თუ ერო­სი მან­ჯგა­ლა­ძის, ცხო­ნე­ბუ­ლი რა­მა­ზის გვერ­დით მოვ­ხვდე­ბო­დი, რას წარ­მო­ვიდ­გენ­დი?! ელ­დარ შენ­გე­ლა­ი­ას ფილმში მოხ­ვედ­რა ხომ მი­თუ­მე­ტეს... ელ­დარ შენ­გე­ლა­ია ერთ-ერთი სა­უ­კე­თე­სო რე­ჟი­სო­რია სა­ქარ­თვე­ლო­ში, თით­ქმის ყვე­ლა მისი ფილ­მი შე­დევ­რია. აქე­დან სამ ფილმზე სა­უ­ბა­რიც აღარ არის, მთელ­მა სა­ქარ­თვე­ლომ და­ი­ზე­პი­რა ამ ფილ­მე­ბი­დან ფრა­ზე­ბი...

- ფილ­მი ძა­ლი­ან სა­ხა­ლი­სოა, მაგ­რამ გა­და­ღე­ბე­ბიც ასე იყო, თუ სირ­თუ­ლეც ბევ­რი ახ­ლდა?

- დიახ, ბევ­რს ყვე­ლა­ფე­რი ძა­ლი­ან ად­ვი­ლი ჰგო­ნია და მა­შინ მეც ასე მე­გო­ნა, რომ მსა­ხი­ო­ბო­ბა ძა­ლი­ან ად­ვი­ლი იყო. არა­და მსა­ხი­ო­ბო­ბა ურ­თუ­ლე­სია, ძა­ლი­ან მძი­მე შრო­მა... ვხე­დავ­დი, ამ ხნის ხალ­ხი რა თავ­და­უ­ზო­გა­ვად შრო­მობ­დნენ წვი­მა­ში, თოვლში, ქარ­ში. მო­ხუ­რუ­ლი ქურ­თუ­კე­ბით, ავ­ტო­ბუს­ში შე­ყუ­ჟუ­ლე­ბი, დი­ლი­დან სა­ღა­მომ­დე ელო­დე­ბოდ­ნენ, რო­დის წა­მო­ვი­დო­და ღრუ­ბე­ლი, მზე. სა­ში­ნე­ლი ტან­ჯვა ჰქონ­დათ და ფილ­მის ყუ­რე­ბი­სას ყვე­ლას წარ­მო­უდ­გე­ნია, რომ იქ დროს­ტა­რე­ბის მეტს არა­ფერს აკე­თებ­დნენ. ფილ­მის გა­და­ღე­ბა წე­ლი­წად­ზე მეტი გრძელ­დე­ბო­და. სა­ში­ნე­ლი პი­რო­ბე­ბი გვქონ­და, სად არ დავ­დი­ო­დით. მა­შინ მა­ღა­ლი დო­ნის ტრან­სპორ­ტი არ იყო, ავ­ტო­ბუ­სი ხან სად ფუჭ­დე­ბო­და, ხან სად... მოკ­ლედ, გა­და­ღე­ბა ტან­ჯვა იყო, მაგ­რამ ბო­ლოს დიდი შე­დე­გი მო­ვიმ­კეთ.

- ფილ­მი ძა­ლი­ან ბევრ კი­ნო­ფეს­ტი­ვალ­ზე იყო და რო­გორც მთა­ვა­რი რო­ლის შემ­სრუ­ლე­ბელს ბევ­რგან მო­გიხ­დათ წას­ვლა?

- დიახ, მექ­სი­კა­შიც კი იყ­ვნენ წა­სუ­ლე­ბი, მაგ­რამ მე უკვე სხვა ფილმზე ვი­ყა­ვი და­კა­ვე­ბუ­ლი და არ­სად წავ­სულ­ვარ. და­ვით რონ­დელ­მა გა­და­ი­ღო ფილ­მი, სა­დაც მთა­ვარ როლს ვას­რუ­ლებ­დი... შემ­დეგ კი­ნო­ფეს­ტი­ვა­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ში, ქუ­თა­ის­ში ჩა­ტარ­და, მა­შინ გა­და­ღე­ბებ­ზე ზუგ­დიდ­ში ვი­ყა­ვით და რეზო ჩხე­ი­ძემ გა­მო­ი­ა­რა. წა­მო­ვე­დი და ამ კი­ნო­ფეს­ტი­ვალ­ზე პრი­ზი ავი­ღე სა­უ­კე­თე­სო დე­ბი­უ­ტი­სათ­ვის.

- არ ჩან­ხართ, არ გიყ­ვართ პრე­სა­ში გა­მო­ჩე­ნა და თქვენს მი­მართ დიდი ინ­ტე­რე­სია...

- არ მიყ­ვარს გა­მო­ჩე­ნა, ზოგს რომ ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში და­უ­ძა­ხე­ბენ და თავ­ქუდ­მოგ­ლე­ჯი­ლე­ბი გარ­ბი­ან, ასე არ ვარ. არ ვიცი რამ­დე­ნი ტე­ლე­ვი­ზია აღარ და­მი­კავ­შირ­და, ვინ აღარ მთხო­ვა, მაგ­რამ თავს ვი­კა­ვებ, არ მიყ­ვარს ეკ­რან­ზე გა­მო­ჩე­ნა. ზოგს უხა­რია და ღმერ­თმა სი­კე­თე მის­ცეთ... რაც შე­ე­ხე­ბა მო­ა­რულ ხმებს, ისიც კი გა­ვი­გე ჩემს შე­სა­ხებ, თით­ქოს სა­ცხოვ­რებ­ლად ამე­რი­კა­ში გა­და­ვე­დი. არ­სად წავ­სულ­ვარ, აგერ ვარ ჩემს ქვე­ყა­ნა­ში! ამი­ე­რი­დან რაღა დროს ჩემი წას­ვლაა, 69 წელი და­ვამ­თავ­რე...

- თუ შე­მო­თა­ვა­ზე­ბა იქ­ნე­ბო­და, გა­და­სა­ღებ მო­ე­დანს და­უბ­რუნ­დე­ბო­დით?

- რა­ტო­მაც არა? რა­ტომ არ უნდა და­ვუბ­რუნ­დე და ვი­თა­მა­შო?! შე­მიძ­ლია, ჯან­ზე ვარ, ენერ­გია მაქვს... ელ­დარ შენ­გე­ლა­ია აპი­რებ­და ფილ­მის გა­და­ღე­ბას, შემ­დეგ არ და­უ­ფი­ნან­სეს, თო­რემ მპირ­დე­ბო­და როლს.

- რა უთ­ქვამთ, ერ­თა­ოზ ბრეგ­ვა­ძის რო­ლის შეს­რუ­ლე­ბის­თვის, რაც ყვე­ლა­ზე მე­ტად და­გა­მახ­სოვ­რდათ?

- რა ვიცი, ყვე­ლამ ასე ჩათ­ვა­ლა, ამ რო­ლის­თვის და­ი­ბა­დეო... ჩემს თავს არ ვი­ქებ, ელ­დარ შენ­გე­ლა­ი­ას ფილ­მია. ბრწყინ­ვა­ლე ადა­მი­ა­ნის და რე­ჟი­სო­რის. ელ­დარ შენ­გე­ლა­ი­ას ფილმში ვინც მოხ­ვდე­ბა, ჩათ­ვა­ლოს, რომ 50 პრო­ცენ­ტი უკვე წარ­მა­ტე­ბა მიღ­წე­უ­ლი აქვს. ფილ­მებს "არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი გა­მო­ფე­ნა“, „ცის­ფე­რი მთე­ბი“, „შე­რე­კი­ლე­ბი“ დღე­საც კი ასპრო­ცენ­ტი­ა­ნი მა­ყუ­რე­ბე­ლი ჰყავს და სამ­ჯერ რომ უყუ­რონ, მე­ო­თხედ მა­ინც უყუ­რე­ბენ...

მკითხველის კომენტარები / 21 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნონა
0

რამდენჯერაც გადის,სულ შემიძლია ვუყურო შერეკილებს

გიორგი
2

განა კაბინეტში იჯდა, ციხეში იყო და თანაც უზარმაზარ ჭურში

 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უიშვიათესი კადრები - სათვალთვალო კამერამ, სახლის ზღურბლთან მეტეორის ჩამოვარდნა დააფიქსირა
ავტორი:

"არ მიყვარს ეკრანზე გამოჩენა, ვზივარ სახლში, პენსიით ვცხოვრობ... მყავს ექიმი მეუღლე და წარმატებული შვილები" - როგორია "ერთაოზ ბრეგვაძის" დღევანდელობა და რას იხსენებს წლების წინანდელი გადაღებებიდან

"არ მიყვარს ეკრანზე გამოჩენა, ვზივარ სახლში, პენსიით ვცხოვრობ... მყავს ექიმი მეუღლე და წარმატებული შვილები" - როგორია "ერთაოზ ბრეგვაძის" დღევანდელობა და რას იხსენებს წლების წინანდელი გადაღებებიდან

დავით ჟღენტი წლების წინ პოპულარული ერთი ფილმით გახდა. ელდარ შენგელაიას "შერეკილები" მაშინ ქვეყანას მოედო. ბატონი დავითი ერთაოზ ბრეგვაძის როლზე სრულიად გამოუცდელი დაამტკიცეს. დღეს მსახიობი 69 წლისაა, არ უყვარს საჯაროდ გამოჩენა. გარკვეული პერიოდი გლდანი-ნაძალადევის კომპლექსური სპორტული ცენტრის ღამის დარაჯი იყო. ამბობს, რომ დღეს "სახლში ზის, პენსიით ცხოვრობს".

დავით ჟღენტი

- ოზურგეთის რაიონში დავიბადე და გავიზარდე... 15 წლის რომ გავხდი, თბილისში, თეატრალურ ინსტიტუტში ჩასაბარებლად წამოვედი. სკოლაში სწავლის პერიოდში პროფესია უკვე არჩეული მქონდა, მსახიობობა მსურდა... მოგეხსენებათ, იმ პერიოდში თეატრალურ ინსტიტუტში მოხვედრა უდიდესი პრობლემა იყო და თუ რატომ, საზოგადოებამ კარგად იცის... თეატრალურ ინსტიტუტში მოხვედრა სირთულით სამედიცინო სასწავლებელში მოხვედრასთან იყო გატოლებული... რეზო ჩხეიძეს სკოლა ჰქონდა მსახიობების აღსაზრდელად, გეგმაში ჰქონდა კინო ჯგუფი თბილისში, თეატრალურ ინსტიტუტში გაეხსნა. იქ ჩავირიცხე და ჩემთვის ძალიან იღბლიანი აღმოჩნდა, რადგან გამოცდაზე ელდარ შენგელაია იყო და ფილმში ამიყვანა, სამ დღეში როლზე დამამტკიცა. ალბათ, ის დაინახა ჩემში, რაც ამ როლისთვის ჭირდებოდა.

- სრულიად გამოუცდელი მთავარ როლზე აღმოჩნდით...

- დიახ.. სკოლაში რაღაც დრამატული წრეები იყო, ყველგან აქტიური ვიყავი, იცოდნენ ჩემი წინა განზრახვა და მაკავებდნენ ...

- ფილმში ძალიან ლაღი და ბუნებრივი ხართ, ეს როგორ შეძელით?

- ბავშვი ვიყავი და სილაღეც მქონდა... მაშინ ისეთი დრო იყო, 16-18 წლის ჯერ კიდევ ბავშვები ვიყავით. ეს სილაღე და სისუფთავე სულ დამრჩა, მაპატიეთ ამ თქმაზე და არ გავბინძურებულვარ... მაშინ კი ჩვენი ასაკის ადამიანებში ეს სილაღე და სისუფთავე ჭარბად იყო. სხვანაირები ვიყავით, სხვანაირი დრო იყო... მართალია კომუნისტური წყობა იყო, მაგრამ მშობლებზე დამოკიდებული ვიყავით, მშობლების, დედმამიშვილების გვჯეროდა. სხვების მიმართ მეტი პატივისცემა გვქონდა. ჩვენში ნაკლები თავდაჯერებულობა იყო, მაგრამ უფროსების გვჯეროდა... ამ ყველაფერმა ჩვენს მომავალზე ალბათ დიდი გავლენა იქონია. გადაღებები რომ დაიწყო, კინომსახიობთა ჯგუფი გაიხსნა, თეატრალურ ინსტიტუტში მოვხვდი და აუხდენელი ნატვრაც ავისრულე... ბრწყინვალე რეჟისორის - შალვა გაწერელიას ჯგუფი დავამთავრე, შემდეგ თავისთან, მოზარდ მაყურებელთა თეატრში წამიყვანა, ოთხი წელი ამ თეატრში ვმუშაობდი...

შემდეგ უფრო მეტად ადმინისტრაციულ სამუშაოებზე გადავედი, მყავს ოჯახი, ექიმი მეუღლე და სამი შვილი. სამივე შვილი ძალიან წარმატებულია... მე პენსიონერი ვარ, პენსიით ვცხოვრობ, ვზივარ სახლში ვერთობი, ხან სად წავალ, ხან სად...

"შერეკილები"

- ისევ ფილმზე საუბარს რომ დავუბრუნდეთ, გადაღებების დროს ლეგენდა არტისტებს შეხვდით... ეს რას ნიშნავდა თქვენთვის?

- ეს ყველაზე დიდი ბედნიერება იყო... ყველანი ძალიან კარგები, უბრალოები იყვნენ. ყველანაირად ხელს მიწყობდნენ, მეფერებოდნენ. ახალგაზრდა ვიყავი, არ მათამამებდნენ, მაგრამ ჩემს მიმართ ძალიან მეგობრული დამოკიდებულება ჰქონდათ. ეს ჩემთვის ძალიან დიდი სიხარული იყო... გახმოვანებებზე თუ ეროსი მანჯგალაძის, ცხონებული რამაზის გვერდით მოვხვდებოდი, რას წარმოვიდგენდი?! ელდარ შენგელაიას ფილმში მოხვედრა ხომ მითუმეტეს... ელდარ შენგელაია ერთ-ერთი საუკეთესო რეჟისორია საქართველოში, თითქმის ყველა მისი ფილმი შედევრია. აქედან სამ ფილმზე საუბარიც აღარ არის, მთელმა საქართველომ დაიზეპირა ამ ფილმებიდან ფრაზები...

- ფილმი ძალიან სახალისოა, მაგრამ გადაღებებიც ასე იყო, თუ სირთულეც ბევრი ახლდა?

- დიახ, ბევრს ყველაფერი ძალიან ადვილი ჰგონია და მაშინ მეც ასე მეგონა, რომ მსახიობობა ძალიან ადვილი იყო. არადა მსახიობობა ურთულესია, ძალიან მძიმე შრომა... ვხედავდი, ამ ხნის ხალხი რა თავდაუზოგავად შრომობდნენ წვიმაში, თოვლში, ქარში. მოხურული ქურთუკებით, ავტობუსში შეყუჟულები, დილიდან საღამომდე ელოდებოდნენ, როდის წამოვიდოდა ღრუბელი, მზე. საშინელი ტანჯვა ჰქონდათ და ფილმის ყურებისას ყველას წარმოუდგენია, რომ იქ დროსტარების მეტს არაფერს აკეთებდნენ. ფილმის გადაღება წელიწადზე მეტი გრძელდებოდა. საშინელი პირობები გვქონდა, სად არ დავდიოდით. მაშინ მაღალი დონის ტრანსპორტი არ იყო, ავტობუსი ხან სად ფუჭდებოდა, ხან სად... მოკლედ, გადაღება ტანჯვა იყო, მაგრამ ბოლოს დიდი შედეგი მოვიმკეთ.

- ფილმი ძალიან ბევრ კინოფესტივალზე იყო და როგორც მთავარი როლის შემსრულებელს ბევრგან მოგიხდათ წასვლა?

- დიახ, მექსიკაშიც კი იყვნენ წასულები, მაგრამ მე უკვე სხვა ფილმზე ვიყავი დაკავებული და არსად წავსულვარ. დავით რონდელმა გადაიღო ფილმი, სადაც მთავარ როლს ვასრულებდი... შემდეგ კინოფესტივალი საქართველოში, ქუთაისში ჩატარდა, მაშინ გადაღებებზე ზუგდიდში ვიყავით და რეზო ჩხეიძემ გამოიარა. წამოვედი და ამ კინოფესტივალზე პრიზი ავიღე საუკეთესო დებიუტისათვის.

- არ ჩანხართ, არ გიყვართ პრესაში გამოჩენა და თქვენს მიმართ დიდი ინტერესია...

- არ მიყვარს გამოჩენა, ზოგს რომ ტელევიზიაში დაუძახებენ და თავქუდმოგლეჯილები გარბიან, ასე არ ვარ. არ ვიცი რამდენი ტელევიზია აღარ დამიკავშირდა, ვინ აღარ მთხოვა, მაგრამ თავს ვიკავებ, არ მიყვარს ეკრანზე გამოჩენა. ზოგს უხარია და ღმერთმა სიკეთე მისცეთ... რაც შეეხება მოარულ ხმებს, ისიც კი გავიგე ჩემს შესახებ, თითქოს საცხოვრებლად ამერიკაში გადავედი. არსად წავსულვარ, აგერ ვარ ჩემს ქვეყანაში! ამიერიდან რაღა დროს ჩემი წასვლაა, 69 წელი დავამთავრე...

- თუ შემოთავაზება იქნებოდა, გადასაღებ მოედანს დაუბრუნდებოდით?

- რატომაც არა? რატომ არ უნდა დავუბრუნდე და ვითამაშო?! შემიძლია, ჯანზე ვარ, ენერგია მაქვს... ელდარ შენგელაია აპირებდა ფილმის გადაღებას, შემდეგ არ დაუფინანსეს, თორემ მპირდებოდა როლს.

- რა უთქვამთ, ერთაოზ ბრეგვაძის როლის შესრულებისთვის, რაც ყველაზე მეტად დაგამახსოვრდათ?

- რა ვიცი, ყველამ ასე ჩათვალა, ამ როლისთვის დაიბადეო... ჩემს თავს არ ვიქებ, ელდარ შენგელაიას ფილმია. ბრწყინვალე ადამიანის და რეჟისორის. ელდარ შენგელაიას ფილმში ვინც მოხვდება, ჩათვალოს, რომ 50 პროცენტი უკვე წარმატება მიღწეული აქვს. ფილმებს "არაჩვეულებრივი გამოფენა“, „ცისფერი მთები“, „შერეკილები“ დღესაც კი ასპროცენტიანი მაყურებელი ჰყავს და სამჯერ რომ უყურონ, მეოთხედ მაინც უყურებენ...