მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

20

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 03:06-ზე, მთვარე თევზებში იქნება 16:24-დან - კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი.
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
წიგნები
მეცნიერება
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ვარკეთილში ვცხოვრობ და ბევრჯერ სამსახურში ფეხით წავსულვარ... 90-იანებშიც სამსახური არ მივატოვე" - სვეტლანა ნიორაძის განსხვავებული ინტერვიუ ოჯახზე, სინოპტიკოსის პროფესიასა და აფხაზების მიერ გადარჩენილ მამაზე
"ვარკეთილში ვცხოვრობ და ბევრჯერ სამსახურში ფეხით წავსულვარ... 90-იანებშიც სამსახური არ მივატოვე" - სვეტლანა ნიორაძის განსხვავებული ინტერვიუ ოჯახზე, სინოპტიკოსის პროფესიასა და აფხაზების მიერ გადარჩენილ მამაზე

ამ ქალ­ბა­ტო­ნის სა­ხე­ლი და გვა­რი სა­ქარ­თვე­ლო­ში ამინ­დის პროგ­ნოზ­თან ასო­ცირ­დე­ბა. გა­რე­მოს ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს ჰიდ­რო­მე­ტე­ო­რო­ლო­გი­უ­რი პროგ­ნო­ზე­ბის სამ­მარ­თვე­ლოს უფ­რო­სი სვეტ­ლა­ნა ნი­ო­რა­ძე და ამინ­დი ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში უკვე წლე­ბია ერ­თმა­ნეთს და­უ­კავ­შირ­და. საქ­მის დიდი სიყ­ვა­რუ­ლი რომ არა, ამ სფე­რო­ში ათწლე­უ­ლე­ბი არ დარ­ჩე­ბო­და... მას­ზე ამინ­დის მიღ­მა ინ­ტერ­ნე­ტქ­სელ­ში ინ­ფორ­მა­ცია თით­ქმის არც არ­სე­ბობს. ამი­ტომ რო­გო­რია სვეტ­ლა­ნა ნი­ო­რა­ძე საყ­ვა­რე­ლი საქ­მის მიღ­მა, ამა­ზე მისი ინ­ტერ­ვი­უ­დან შე­ი­ტყობთ, რო­მე­ლიც მან AMBEBI.GE-ს მის­ცა.

- ქალ­ბა­ტო­ნო სვეტ­ლა­ნა, და­ვი­წყოთ თა­ვი­დან - რა­ტომ აირ­ჩი­ეთ სი­ნოპ­ტი­კო­სის პრო­ფე­სია, რო­მელ­საც მთე­ლი ცხოვ­რე­ბა მი­უ­ძღვე­ნით?

- გე­ოგ­რა­ფია-გე­ო­ლო­გი­ის ფა­კულ­ტეტ­ზე შემ­თხვე­ვით მოვ­ხვდი, თა­ვი­დან ფი­ზი­კის ფა­კულ­ტეტ­ზე ვსწავ­ლობ­დი, მე­ო­რე კურ­სი­დან კი უკვე სპე­ცი­ა­ლო­ბა შე­ვიც­ვა­ლე, რა­საც სა­ერ­თოდ არ ვნა­ნობ. ბუმ­ბე­რა­ზი ლექ­ტო­რე­ბი მყავ­და, სა­ო­ცა­რი მას­წავ­ლებ­ლე­ბი. ჩვენს სპე­ცი­ა­ლო­ბა­ზე საკ­მა­ოდ რთუ­ლი საგ­ნე­ბი ის­წავ­ლე­ბო­და: უმაღ­ლე­სი მა­თე­მა­ტი­კა, დი­ნა­მი­კუ­რი მე­ტე­ო­რო­ლო­გია (ძა­ლი­ან მკაც­რი ბა­ტო­ნი ზუ­რაბ ხვე­დე­ლი­ძე გვი­კი­თხავ­და), სი­ნოპ­ტი­კუ­რი მე­ტე­ო­რო­ლო­გია, ავი­ა­ცი­უ­რი მე­ტე­ო­რო­ლო­გია და ბევ­რი სხვა. ბა­ტონ­მა მი­ხე­ილ ზა­ხაშ­ვილ­მა შე­მაყ­ვა­რა სი­ნოპ­ტი­კუ­რი მე­ტე­ო­რო­ლო­გია და მი­ბიძ­გა კი­დე­ვაც გავმხდა­რი­ყა­ვი სი­ნოპ­ტი­კო­სი. არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი პი­როვ­ნე­ბა იყო. კი­დევ ერთი პე­და­გო­გი მინ­და და­ვა­სა­ხე­ლო, ცნო­ბი­ლი პრო­ფე­სო­რი ბა­ტო­ნი გი­ორ­გი სუ­ლაქ­ვე­ლი­ძე. მას­თან ერ­თად "აკა­დე­მი­ის მო­ამ­ბე­ში" რამ­დე­ნი­მე სტა­ტია მაქვს მომ­ზა­დე­ბუ­ლი. ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო პი­როვ­ნე­ბა იყო.

მუ­შა­ობ­და სე­ტყვის, თავ­სხმა წვი­მე­ბის პროგ­ნო­ზი­რე­ბის და უამ­რავ სხვა სა­კი­თხზე, სხვა­დას­ხვა ქვე­ყა­ნა­ში ბევ­რი ნაშ­რო­მი ჰქონ­და გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი. სტუ­დენ­ტებ­თან თბი­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა ჰქონ­და. სწო­რედ მან წაგ­ვიყ­ვა­ნა მე­ო­თხე-მე­ხუ­თე კურ­სზე ნალ­ჩი­კის სე­ტყვის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ექ­სპე­დი­ცი­ა­ში, სა­დაც პირ­ვე­ლად ბევ­რი რამ სა­კუ­თა­რი თვა­ლით ვნა­ხეთ (მე­ტე­ო­რო­ლო­გი­უ­რი რა­და­რი, ზარ­ბაზ­ნე­ბი, სა­ი­და­ნაც ის­როდ­ნენ სე­ტყვის ღრუბ­ლე­ბის და­საშ­ლე­ლად). უნი­ვერ­სი­ტე­ტი რომ და­ვამ­თავ­რე, გა­ნა­წი­ლე­ბით მოვ­ხვდი ამინ­დის ბი­უ­რო­ში, სა­ი­და­ნაც ერთი წლით, სი­ნოპ­ტი­კო­სად აე­რო­პორ­ტში გა­და­ვე­დი. იქ სხვა­ნა­ი­რი მუ­შა­ო­ბის სტი­ლია, საკ­მა­ოდ რთუ­ლი, მაგ­რამ ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო. ავი­ა­მეტ­ცენ­ტრში ვის­წავ­ლე ფრონ­ტე­ბის გა­ტა­რე­ბა პროგ­ნოს­ტი­კულ რუ­კებ­ზე და ზო­გა­დად ოპე­რა­ტი­ულ სამ­სა­ხურ­ში მუ­შა­ო­ბის კარ­გი გა­მოც­დი­ლე­ბა მი­ვი­ღე. მერე გავ­თხოვ­დი და ას­პი­რან­ტუ­რა­ში აღარ ჩა­ვა­ბა­რე, რად­გან უკვე ბავ­შვს ვე­ლო­დე­ბო­დი და სა­მეც­ნი­ე­რო კუ­თხით ვე­ღარ შევ­ძე­ლი წას­ვლა.

- არ ნა­ნობთ?

- არა, რად­გან ოჯა­ხი ყო­ველ­თვის პირ­ველ ად­გილ­ზე მყავ­და. შე­იძ­ლე­ბო­და შე­თავ­სე­ბა, მაგ­რამ ალ­ბათ ეს ვერ შევ­ძე­ლი... მერე მე­ო­რე შვი­ლი შე­მე­ძი­ნა, მოგ­ვი­ა­ნე­ბით ტყუ­პი გოგო-ბიჭი. ჩემი მე­უღ­ლე თა­ნა­კურ­სე­ლია, სპე­ცი­ა­ლო­ბით ოკე­ა­ნო­ლო­გი და ფარ­თო ერუ­დი­ცი­ის მქო­ნე ადა­მი­ა­ნია. მან შე­აყ­ვა­რა ოთხი­ვე შვილს კარ­გი მუ­სი­კა, გან­სა­კუთ­რე­ბით ჯაზი, წიგ­ნე­ბის კი­თხვა, ზოგს ას­ტრო­ნო­მია, ზოგს ფო­ტო­მოყ­ვა­რუ­ლო­ბა. ჩვე­ნი საქ­მი­ა­ნო­ბა ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სოა, პირ­ველ რიგ­ში იმი­ტომ, რომ ამინ­დი ყო­ველ­თვის აინ­ტე­რე­სებს ყვე­ლას, გან­სა­კუთ­რე­ბით ასე­თი გე­ოგ­რა­ფი­უ­ლი მდე­ბა­რე­ო­ბის ქვე­ყა­ნა­ში, რო­გორც სა­ქარ­თვე­ლოა, სა­დაც ამინ­დი შე­იძ­ლე­ბა15-20 წუთ­ში შე­იც­ვა­ლოს, ან ქა­ლა­ქის ერთ ქუ­ჩა­ზე წვიმ­დეს, მე­ო­რე­ზე დარი იყოს... შე­იც­ვა­ლა მუ­შა­ო­ბის სტი­ლი. ადრე ხე­ლით ვი­ტან­დით და ვა­მუ­შა­ვებ­დით რუ­კებს, ახლა თა­ნა­მედ­რო­ვე ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის და­ნერგვით სულ სხვაგ­ვა­რად არის ყვე­ლა­ფე­რი. ეს საქ­მი­ა­ნო­ბა არ მოგ­წყინ­დე­ბა. მარ­თლა იშ­ვი­ა­თი პრო­ფე­სი­აა და თუ არ გიყ­ვარს, ვერ იმუ­შა­ვებ.

- კონ­კრე­ტუ­ლად რამ შე­გაყ­ვა­რათ?

- შე­იძ­ლე­ბა იმან, რომ მუდ­მი­ვად სწავ­ლობ რა­ღაც ახალს, ატ­მოს­ფე­რო ჯე­რაც ბო­ლომ­დე არ არის ამოც­ნო­ბი­ლი. მუდ­მი­ვი ძი­ე­ბის პრო­ცე­სია. ჩვე­ნი სი­ნოპ­ტი­კო­სე­ბი, დამ­კვირ­ვებ­ლე­ბი, ტე­ლე­კო­მუ­ნი­კა­ცი­ის სამ­სა­ხუ­რი 24-სა­ა­თი­ან რე­ჟიმ­ში დგა­ნან ამინ­დის სა­და­რა­ჯო­ზე, მუ­შა­ო­ბა უწყვე­ტად მიმ­დი­ნა­რე­ობს, არ იცი­ან ახა­ლი წელი, არა­ნა­ი­რი დღე­სას­წა­უ­ლი, შა­ბა­თი, კვი­რა... 2008 წელს აგ­ვის­ტოს ომის დროს იმის საფრ­თხე გაჩ­ნდა, რომ თბი­ლის­ზეც გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი­ყო შე­ტე­ვა (თან ჩვენ­თან იქვე თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროა), ყვე­ლა სახ­ლებ­ში გარ­ბო­და, მაგ­რამ მო­რი­გე­ებ­მა პო­ზი­ცი­ე­ბი არ და­ტო­ვეს. გო­რის (ქა­ლა­ქი, რო­მე­ლიც რე­ა­ლუ­რად იბომ­ბე­ბო­და) მე­ტე­ო­სად­გუ­რის უფ­როს­მა ქალ­ბა­ტონ­მა ნორა პავ­ლი­აშ­ვილ­მა არ­ცერ­თი წუ­თით არ მი­ა­ტო­ვა სად­გუ­რი. შემ­დგომ­ში ეს ადა­მი­ა­ნი და­ა­ჯილ­დო­ვეს ღირ­სე­ბის ორ­დე­ნით. ამ სფე­რო­ში თავ­და­დე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი მუ­შა­ო­ბენ და ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში ამ დარ­გს ყო­ველ­თვის ექ­ნე­ბა პერ­სპექ­ტი­ვა. არ მინ­და გა­მომ­რჩეს რო­მე­ლი­მე დარ­გი, ჩვენ ყვე­ლა­ნი მჭიდ­როდ ვართ ერ­თმა­ნეთ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლე­ბი: მე­ტე­ო­რო­ლო­გე­ბი, კლი­მა­ტო­ლო­გე­ბი, ჰიდ­რო­ლო­გე­ბი, აგ­რო­მე­ტე­ო­რო­ლო­გე­ბი.

ბა­ბუა-ბე­ბია და შვი­ლიშ­ვი­ლე­ბი

- მო­მა­ვა­ლი ექ­ნე­ბა ალ­ბათ იმი­ტომ, რომ ურ­თუ­ლე­სი გე­ოგ­რა­ფი­უ­ლი მდე­ბა­რე­ო­ბა გვაქვს, ხომ?

- დიახ, ფი­ზი­კურ-გე­ოგ­რა­ფი­უ­ლი პი­რო­ბე­ბის მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბის შე­სა­ბა­მი­სად სა­ქარ­თვე­ლოს შე­და­რე­ბით მცი­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე წარ­მოდ­გე­ნი­ლია კლი­მა­ტის თით­ქმის ყვე­ლა ტიპი (გარ­და სა­ვა­ნე­ბი­სა და ტრო­პი­კუ­ლი ტყე­ე­ბის კლი­მა­ტე­ბი­სა) და მო­ი­ცავს რო­გორც ნო­ტიო სუბტ­რო­პი­კულ, ასე­ვე მუდ­მი­ვი გამ­ყინ­ვა­რე­ბის ზო­ნებს, თა­ნაც პირ­და­პი­რი და­შო­რე­ბა მათ შო­რის ზოგ შემ­თხვე­ვა­ში არ აღე­მა­ტე­ბა 70-80 კმ-ს.

- სტი­ქი­ებ­თან და­კავ­ში­რე­ბით რის პროგ­ნო­ზი­რე­ბას ახერ­ხებთ?

- ვცდი­ლობთ, თა­ნა­მედ­რო­ვე ცვლი­ლე­ბებს ფეხ­და­ფეხ მივ­ყვეთ. სა­ქარ­თვე­ლო წლე­ბია, მსოფ­ლიო მე­ტე­ო­რო­ლო­გი­უ­რი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის წევ­რი ქვე­ყა­ნაა. ამ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ში სა­ქარ­თვე­ლოს წარ­მო­მად­გე­ნე­ლია ჩვე­ნი უშუ­ა­ლო უფ­რო­სი ბა­ტო­ნი რა­მაზ ჭი­თა­ნა­ვა. ასე­ვე ცოტა ხნის წინ ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა რე­დინ­გის სა­შუ­ა­ლო ვა­დი­ა­ნი პროგ­ნო­ზე­ბის ცენ­ტრის (ECMWF) წევ­რი გახ­და. თა­ვად ცენ­ტრი ინ­გლის­შია - უძ­ლი­ე­რე­სი და წამ­ყვა­ნია ევ­რო­პა­ში. რად­გან მისი წევ­რი ქვე­ყა­ნა ვართ, მეტი წვდო­მა გვაქვს თა­ნა­მედ­რო­ვე პროგ­ნოს­ტი­კულ პრო­დუქ­ტებ­ზე, რა­ზეც ბევ­რს ვმუ­შა­ობთ. გვჭირ­დე­ბა ახალ­გაზ­რდა სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი, პროგ­რა­მის­ტე­ბი და მათი მო­თხოვ­ნაც ამ დარ­გის მი­მართ იზ­რდე­ბა. ძა­ლი­ან კარ­გი ახალ­გაზ­რდო­ბა მო­დის, რაც მთა­ვა­რია, ამ თე­მით და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი...

რაც შე­ე­ხე­ბა სტი­ქი­ურ მოვ­ლე­ნებს, ვცდი­ლობთ, დრო­უ­ლად გა­ვაფრ­თხი­ლოთ შე­სა­ბა­მი­სი სტრუქ­ტუ­რე­ბი და მო­სახ­ლე­ო­ბა ამინ­დის პი­რო­ბე­ბის მო­სა­ლოდ­ნელ გა­უ­ა­რე­სე­ბა­ზე. ეს არის - ძლი­ე­რი წვი­მა, მას თან დარ­თუ­ლი წყალ­დი­დო­ბა, წყალ­მო­ვარ­დნა, მე­წყე­რი, ღვარ­ცო­ფი; ზამ­თარ­ში - ძლი­ე­რი თოვა და თან მო­ყო­ლი­ლი მე­წყე­რი, ზვა­ვი, გზებ­ზე ლიპ-ყი­ნუ­ლი, ელექტრო­გა­დამ­ცე­მი ხა­ზე­ბის შე­მოყი­ნუ­ლო­ბა, ძლი­ე­რი ქარი, ზღვა­ზე შტორ­მი, ელ­ჭე­ქი, სე­ტყვა. ყო­ველ­თვის შე­იძ­ლე­ბა 100%-ით არ გვი­მარ­თლებს, მაგ­რამ ძი­რი­თა­დად ჩვე­ნი პროგ­ნო­ზე­ბი ზუს­ტია.

- 90-იან წლებ­ში უკვე სი­ნოპ­ტი­კო­სი იყა­ვით. ეს ის პე­რი­ო­დი იყო, როცა სა­მეც­ნი­ე­რო-კვლე­ვი­თი ინ­სტი­ტუ­ტე­ბი იშ­ლე­ბო­და, დიდი გა­სა­ჭი­რი იყო. ხალ­ხი მცი­რე ხელ­ფას­ზე მუ­შა­ობ­და. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, მა­ინც არ მი­ა­ტო­ვეთ ეს საქ­მე და არც სამ­სა­ხუ­რი. რა­ტომ?

- შუქი, ტრან­სპორ­ტი რომ არ იყო, ფე­ხით დავ­დი­ო­დით სამ­სა­ხურ­ში... ვარ­კე­თილ­ში ვცხოვ­რობ და ბევ­რჯერ სახ­ლი­დან თოვლში, წვი­მა­ში, ჭყაპ­ში ფე­ხით წა­მოვ­სულ­ვარ, რად­გან მეტ­რო ჩერ­დე­ბო­და. სამ­სა­ხურ­ში ნავთქუ­რე­ბი, შე­შის ღუ­მე­ლი გვენ­თო. ჭერი გაჭ­ვარტლუ­ლი იყო, სა­ში­ნელ პი­რო­ბებ­ში ვი­ყა­ვით. ხელ­ფა­სე­ბიც სა­სა­ცი­ლო გვქონ­და, იმ კუ­პო­ნე­ბით მხო­ლოდ ერთ კილო ხახვს თუ იყიდ­დი. მაგ­რამ იმე­დი გვქონ­და, რომ ყვე­ლა­ფე­რი ოდეს­ღაც დამ­თავ­რდე­ბო­და და ეს სი­ტუ­ა­ცი­აც შე­იც­ვლე­ბო­და...

- რო­გორც ვიცი, თქვე­ნი ბავ­შვო­ბა აფხა­ზეთს უკავ­შირ­დე­ბა - მოგ­ვი­ყე­ვით ამა­ზე?

- თბი­ლის­ში და­ვი­ბა­დე, მამა მშე­ნე­ბე­ლი ინ­ჟი­ნე­რი იყო, და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში მცი­რე ჰე­სებს აშე­ნებ­და. მერე აფხა­ზეთ­ში, კერ­ძოდ, ბიჭ­ვინ­თა­ში მოხ­ვდა და იქა­უ­რო­ბა ძა­ლი­ან მო­ე­წო­ნა. ამი­ტომ ოჯა­ხიც გა­დაგ­ვიყ­ვა­ნა. მე­ო­თხე კლა­სი­დან სკო­ლა­ში ბიჭ­ვინ­თა­ში დავ­დი­ო­დი და იქვე და­ვამ­თავ­რე. ბიჭ­ვინ­თის ცნო­ბი­ლი კუ­რორ­ტის მშე­ნებ­ლო­ბა­ში მა­მა­ჩე­მიც მო­ნა­წი­ლე­ობ­და. მა­მას, მი­ხე­ილ ნი­ო­რა­ძეს აფხა­ზეთ­ში კარ­გი სა­ხე­ლი ჰქონ­და. დიდ პა­ტი­ვის სცემ­დნენ. იმი­ტომ არა, რომ მა­მა­ჩე­მი იყო, მარ­თლა გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი გახ­ლდათ. მე­ო­რე მსოფ­ლიო ომის დროს იუ­გოს­ლა­ვი­ა­ში მოხ­ვდა პარ­ტი­ზა­ნებ­ში, შემ­დეგ გერ­მა­ნი­ა­ში და­ჰა­უს სა­კონ­ცენ­ტრა­ციო ბა­ნა­კი ჰქონ­და გა­მოვ­ლი­ლი, სა­ი­და­ნაც გა­მო­იქ­ცა და სხვე­ბიც გა­მო­აქ­ცია. აფხა­ზე­თის ომის დროს, რო­დე­საც ბიჭ­ვინ­თა­ში ჩვენს სა­ცხოვ­რე­ბელ კორ­პუს­თან მი­ვიდ­ნენ და მო­ი­თხო­ვეს, - ქარ­თვე­ლი ვინ არის, გა­მო­იყ­ვა­ნე­თო. უნდა ჩა­ეგ­დოთ სარ­დაფ­ში, მა­მამ უთხრა დე­და­ჩემს, და­ჰაუ გა­მოვ­ლი­ლი კაცი ვარ, არ მე­ში­ნია არაფ­რის, მაგ­რამ მე­ზობ­ლებ­მა მა­მა­ჩე­მი არ გას­ცეს... ომის შემ­დეგ იქ დარ­ჩა, მერე ავად­მყო­ფო­ბით გარ­და­იც­ვა­ლა. აფხა­ზე­ბი დე­დას და დას აქეთ გად­მოს­ვე­ნე­ბა­ში და­ეხ­მარ­ნენ და თბი­ლის­ში დავ­კრძა­ლეთ.

- შვი­ლე­ბიც გაგ­ვა­ცა­ნით?

- ჩემი უფ­რო­სი შვი­ლი გა­ნათ­ლე­ბით გე­ოგ­რა­ფია, მე­ო­რე ბი­ჭ­საც გეო-ფი­ზი­კის ფა­კულ­ტე­ტი აქვს დამ­თავ­რე­ბუ­ლი, ტყუ­პის ცალი ბიჭი - გე­ო­დე­ზის­ტია, ხოლო მისი ტყუ­პის­ცა­ლი და - ფსი­ქო­ლო­გია გა­ნათ­ლე­ბით. მო­ნა­თე­სა­ვე სპე­ცი­ა­ლო­ბე­ბი გვაქვს ოჯახ­ში თით­ქმის ყვე­ლას - გე­ოგ­რა­ფე­ბი ვართ... უფ­რო­სი გო­გოა, მერე ვაჟი, და ბო­ლოს ტყუ­პი - გოგო-ბიჭი. ჩემი გოგო ტყუპ­ზე 12 წლით უფ­რო­სია. უფ­რო­სი შვი­ლე­ბი, მე­უღ­ლე უმ­ცრო­სე­ბის გაზ­რდა­ში მეხ­მა­რე­ბოდ­ნენ და ყვე­ლა­ნი ერ­თმა­ნეთს ვეხ­მა­რე­ბო­დით. მოკ­ლედ, არც ერთ ეტაპ­ზე სამ­სა­ხუ­რი არ მი­ვა­ტო­ვე... კარ­გი შვი­ლე­ბი მყავს ნამ­დვი­ლად. მყავს ასე­ვე 8 შვი­ლიშ­ვი­ლი.

შვი­ლე­ბი: თა­მა­რი, გი­ორ­გი, ვახ­ტან­გი და ირი­ნა

- ცნო­ბილ სი­ნოპ­ტი­კოსს, ამინ­დის პროგ­ნო­ზის გარ­და, რა ინ­ტე­რე­სე­ბი გაქვთ?

- საყ­ვა­რე­ლი წიგ­ნე­ბი მაქვს, რო­მელ­თა გა­და­კი­თხვაც მიყ­ვარს, ასე­ვე სა­ინ­ტე­რე­სო ფილ­მე­ბის ყუ­რე­ბა, კარ­გი მუ­სი­კის მოს­მე­ნა, რა­ი­მე გა­მორ­ჩე­უ­ლი ჰობი არ მაქვს... სამ­ზა­რე­უ­ლო­შიც არა მი­შავს, ოჯა­ხის წევ­რებს ჩემი ნა­ხე­ლა­ვი მოს­წონთ.

- ისე, თვი­თონ რო­გო­რი ამინ­დი გიყ­ვართ?

- პრო­ფე­სი­ი­დან გა­მომ­დი­ნა­რე გი­პა­სუ­ხებთ - სი­ნოპ­ტი­კო­სის­თვის ყო­ველ­თვის ის ამინ­დია კარ­გი, რო­მე­ლიც მან ზუს­ტად იწი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლა... თუმ­ცა ძა­ლი­ან არ მიყ­ვარს ქარი, მით უფრო ძლი­ე­რი. ძა­ლი­ან გა­მიკ­ვირ­და, როცა გა­ვი­გე, რომ თურ­მე არი­ან ადა­მი­ა­ნე­ბი, ვი­საც ძლი­ე­რი ქარი უყ­ვართ....

- სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ხში­რად თქვე­ნი მი­სა­მარ­თით არც ისე კო­რექ­ტულ ფრა­ზებს ვკი­თხუ­ლობთ ხოლ­მე - "მა­გათ რა იცი­ან“, "ამინ­დის პროგ­ნოზს ვერ "არ­ტყა­მენ“, - ამ ადა­მი­ა­ნებს რას ეტყო­დით?

- იცით, ზო­გა­დად მე­ტე­ო­რო­ლო­გე­ბი ყო­ველ­თვის გა­გე­ბით ვე­კი­დე­ბით ამ ირო­ნი­ას ზო­გი­ერ­თი ადა­მი­ა­ნე­ბის მხრი­დან. მათ ვე­ტყო­დი, რომ მე­დი­ა­ში გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი პროგ­ნო­ზი ყუ­რა­დღე­ბით წა­ი­კი­თხონ ხოლ­მე. მხო­ლოდ სა­თა­ურს წა­ი­კი­თხა­ვენ და ტექ­სტის არ­გაც­ნო­ბით დას­კვნე­ბის გა­კე­თე­ბა არ შე­იძ­ლე­ბა. მერე მი­დის და­ცინ­ვა, სა­ო­ცა­რი კო­მენ­ტა­რე­ბი... ყუ­რა­დღე­ბით გა­ეც­ნონ, შე­ა­და­რონ სხვა პროგ­ნო­ზებს, ისე, 100%-იანი პროგ­ნო­ზი ჩვენ­თან კი არა, მო­წი­ნა­ვე და უძ­ლი­ე­რეს ქვეყ­ნებ­ში არ არ­სე­ბობს. ძა­ლი­ან რთუ­ლია ამის მიღ­წე­ვა, მაგ­რამ მო­მა­ვალ­ში - შე­საძ­ლე­ბე­ლი.

შვი­ლიშ­ვი­ლე­ბი

- ისე, რა გიშ­ლით ხელს პროგ­ნო­ზე­ბის 100%-იან გა­მარ­თლე­ბა­ში?

- ბევ­რი რამ, ჯერ იქი­დან და­ვი­წყოთ, რომ ბო­ლომ­დე არ არის შეს­წავ­ლი­ლი ატ­მოს­ფე­რო და მისი ურ­თი­ერ­თო­ბა ოკე­ა­ნეს­თან, ჩვე­ნი რთუ­ლი ოროგ­რა­ფია არ­თუ­ლებს წერ­ტი­ლო­ვა­ნი პროგ­ნო­ზე­ბის შედ­გე­ნას, ზუს­ტად სად მოვა ნა­ლე­ქი, რო­მელ ქა­ლაქ­სა, თუ სო­ფელ­ში და რა რა­ო­დე­ნო­ბით. მაგ­რამ მეც­ნი­ე­რე­ბას­თან ერ­თად ჩვენც ვვი­თარ­დე­ბით და იმე­დია, ახლო მო­მა­ვალ­ში მო­სახ­ლე­ო­ბას უზუს­ტეს პროგ­ნო­ზებს მი­ვაწ­ვდით.

მკითხველის კომენტარები / 12 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
////////???
0

ყველა ადამიანი ყველა სფეროში რომ ერთმანეთს ლანძღავენ ეს ჩვენი 30 წლიანი მონაპოვარია. ადრე მე არ მსმენია ასეტი.ყველას ერტმანეტი უყვარდატ და ერთმანეთს რომ გაუცინებდნენ ეს მართლა გულიდან მოდიოდა ეხლა არავის გულს არ ეცინება ისე ვიკრიჭებიტ ყველა. ნატესაობის მისვლა მოსვლასაც ხომ ფასი დაეკარგა.. მადლობა უნდა უტხრატ დასავლეტს ასეტი კარგი დემოკრატიისტვის.

ნინა
0

კარგი ქალბატონი და კარგი ოჯახიც ჰყავს. ღმერთმა გაბედნიეტოთ. დღეს ადამიანები ყველას ლანძღავენ , რატომღაც ასე აწვთ ტვინი მომატყული. სამწუხაროა ძალიან. 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
პირველებმა ბექა ონიანზე სასტიკი ანგარიშსწორების პირველი კადრები მოიპოვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

"ვარკეთილში ვცხოვრობ და ბევრჯერ სამსახურში ფეხით წავსულვარ... 90-იანებშიც სამსახური არ მივატოვე" - სვეტლანა ნიორაძის განსხვავებული ინტერვიუ ოჯახზე, სინოპტიკოსის პროფესიასა და აფხაზების მიერ გადარჩენილ მამაზე

"ვარკეთილში ვცხოვრობ და ბევრჯერ სამსახურში ფეხით წავსულვარ... 90-იანებშიც სამსახური არ მივატოვე" - სვეტლანა ნიორაძის განსხვავებული ინტერვიუ ოჯახზე, სინოპტიკოსის პროფესიასა და აფხაზების მიერ გადარჩენილ მამაზე

ამ ქალბატონის სახელი და გვარი საქართველოში ამინდის პროგნოზთან ასოცირდება. გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების სამმართველოს უფროსი სვეტლანა ნიორაძე და ამინდი ჩვენს ქვეყანაში უკვე წლებია ერთმანეთს დაუკავშირდა. საქმის დიდი სიყვარული რომ არა, ამ სფეროში ათწლეულები არ დარჩებოდა... მასზე ამინდის მიღმა ინტერნეტქსელში ინფორმაცია თითქმის არც არსებობს. ამიტომ როგორია სვეტლანა ნიორაძე საყვარელი საქმის მიღმა, ამაზე მისი ინტერვიუდან შეიტყობთ, რომელიც მან AMBEBI.GE-ს მისცა.

- ქალბატონო სვეტლანა, დავიწყოთ თავიდან - რატომ აირჩიეთ სინოპტიკოსის პროფესია, რომელსაც მთელი ცხოვრება მიუძღვენით?

- გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტზე შემთხვევით მოვხვდი, თავიდან ფიზიკის ფაკულტეტზე ვსწავლობდი, მეორე კურსიდან კი უკვე სპეციალობა შევიცვალე, რასაც საერთოდ არ ვნანობ. ბუმბერაზი ლექტორები მყავდა, საოცარი მასწავლებლები. ჩვენს სპეციალობაზე საკმაოდ რთული საგნები ისწავლებოდა: უმაღლესი მათემატიკა, დინამიკური მეტეოროლოგია (ძალიან მკაცრი ბატონი ზურაბ ხვედელიძე გვიკითხავდა), სინოპტიკური მეტეოროლოგია, ავიაციური მეტეოროლოგია და ბევრი სხვა. ბატონმა მიხეილ ზახაშვილმა შემაყვარა სინოპტიკური მეტეოროლოგია და მიბიძგა კიდევაც გავმხდარიყავი სინოპტიკოსი. არაჩვეულებრივი პიროვნება იყო. კიდევ ერთი პედაგოგი მინდა დავასახელო, ცნობილი პროფესორი ბატონი გიორგი სულაქველიძე. მასთან ერთად "აკადემიის მოამბეში" რამდენიმე სტატია მაქვს მომზადებული. ძალიან საინტერესო პიროვნება იყო.

მუშაობდა სეტყვის, თავსხმა წვიმების პროგნოზირების და უამრავ სხვა საკითხზე, სხვადასხვა ქვეყანაში ბევრი ნაშრომი ჰქონდა გამოქვეყნებული. სტუდენტებთან თბილი ურთიერთობა ჰქონდა. სწორედ მან წაგვიყვანა მეოთხე-მეხუთე კურსზე ნალჩიკის სეტყვის საწინააღმდეგო ექსპედიციაში, სადაც პირველად ბევრი რამ საკუთარი თვალით ვნახეთ (მეტეოროლოგიური რადარი, ზარბაზნები, საიდანაც ისროდნენ სეტყვის ღრუბლების დასაშლელად). უნივერსიტეტი რომ დავამთავრე, განაწილებით მოვხვდი ამინდის ბიუროში, საიდანაც ერთი წლით, სინოპტიკოსად აეროპორტში გადავედი. იქ სხვანაირი მუშაობის სტილია, საკმაოდ რთული, მაგრამ ძალიან საინტერესო. ავიამეტცენტრში ვისწავლე ფრონტების გატარება პროგნოსტიკულ რუკებზე და ზოგადად ოპერატიულ სამსახურში მუშაობის კარგი გამოცდილება მივიღე. მერე გავთხოვდი და ასპირანტურაში აღარ ჩავაბარე, რადგან უკვე ბავშვს ველოდებოდი და სამეცნიერო კუთხით ვეღარ შევძელი წასვლა.

- არ ნანობთ?

- არა, რადგან ოჯახი ყოველთვის პირველ ადგილზე მყავდა. შეიძლებოდა შეთავსება, მაგრამ ალბათ ეს ვერ შევძელი... მერე მეორე შვილი შემეძინა, მოგვიანებით ტყუპი გოგო-ბიჭი. ჩემი მეუღლე თანაკურსელია, სპეციალობით ოკეანოლოგი და ფართო ერუდიციის მქონე ადამიანია. მან შეაყვარა ოთხივე შვილს კარგი მუსიკა, განსაკუთრებით ჯაზი, წიგნების კითხვა, ზოგს ასტრონომია, ზოგს ფოტომოყვარულობა. ჩვენი საქმიანობა ძალიან საინტერესოა, პირველ რიგში იმიტომ, რომ ამინდი ყოველთვის აინტერესებს ყველას, განსაკუთრებით ასეთი გეოგრაფიული მდებარეობის ქვეყანაში, როგორც საქართველოა, სადაც ამინდი შეიძლება15-20 წუთში შეიცვალოს, ან ქალაქის ერთ ქუჩაზე წვიმდეს, მეორეზე დარი იყოს... შეიცვალა მუშაობის სტილი. ადრე ხელით ვიტანდით და ვამუშავებდით რუკებს, ახლა თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვით სულ სხვაგვარად არის ყველაფერი. ეს საქმიანობა არ მოგწყინდება. მართლა იშვიათი პროფესიაა და თუ არ გიყვარს, ვერ იმუშავებ.

- კონკრეტულად რამ შეგაყვარათ?

- შეიძლება იმან, რომ მუდმივად სწავლობ რაღაც ახალს, ატმოსფერო ჯერაც ბოლომდე არ არის ამოცნობილი. მუდმივი ძიების პროცესია. ჩვენი სინოპტიკოსები, დამკვირვებლები, ტელეკომუნიკაციის სამსახური 24-საათიან რეჟიმში დგანან ამინდის სადარაჯოზე, მუშაობა უწყვეტად მიმდინარეობს, არ იციან ახალი წელი, არანაირი დღესასწაული, შაბათი, კვირა... 2008 წელს აგვისტოს ომის დროს იმის საფრთხე გაჩნდა, რომ თბილისზეც განხორციელებულიყო შეტევა (თან ჩვენთან იქვე თავდაცვის სამინისტროა), ყველა სახლებში გარბოდა, მაგრამ მორიგეებმა პოზიციები არ დატოვეს. გორის (ქალაქი, რომელიც რეალურად იბომბებოდა) მეტეოსადგურის უფროსმა ქალბატონმა ნორა პავლიაშვილმა არცერთი წუთით არ მიატოვა სადგური. შემდგომში ეს ადამიანი დააჯილდოვეს ღირსების ორდენით. ამ სფეროში თავდადებული ადამიანები მუშაობენ და ჩვენს ქვეყანაში ამ დარგს ყოველთვის ექნება პერსპექტივა. არ მინდა გამომრჩეს რომელიმე დარგი, ჩვენ ყველანი მჭიდროდ ვართ ერთმანეთთან დაკავშირებულები: მეტეოროლოგები, კლიმატოლოგები, ჰიდროლოგები, აგრომეტეოროლოგები.

ბაბუა-ბებია და შვილიშვილები

- მომავალი ექნება ალბათ იმიტომ, რომ ურთულესი გეოგრაფიული მდებარეობა გვაქვს, ხომ?

- დიახ, ფიზიკურ-გეოგრაფიული პირობების მრავალფეროვნების შესაბამისად საქართველოს შედარებით მცირე ტერიტორიაზე წარმოდგენილია კლიმატის თითქმის ყველა ტიპი (გარდა სავანებისა და ტროპიკული ტყეების კლიმატებისა) და მოიცავს როგორც ნოტიო სუბტროპიკულ, ასევე მუდმივი გამყინვარების ზონებს, თანაც პირდაპირი დაშორება მათ შორის ზოგ შემთხვევაში არ აღემატება 70-80 კმ-ს.

- სტიქიებთან დაკავშირებით რის პროგნოზირებას ახერხებთ?

- ვცდილობთ, თანამედროვე ცვლილებებს ფეხდაფეხ მივყვეთ. საქართველო წლებია, მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის წევრი ქვეყანაა. ამ ორგანიზაციაში საქართველოს წარმომადგენელია ჩვენი უშუალო უფროსი ბატონი რამაზ ჭითანავა. ასევე ცოტა ხნის წინ ჩვენი ქვეყანა რედინგის საშუალო ვადიანი პროგნოზების ცენტრის (ECMWF) წევრი გახდა. თავად ცენტრი ინგლისშია - უძლიერესი და წამყვანია ევროპაში. რადგან მისი წევრი ქვეყანა ვართ, მეტი წვდომა გვაქვს თანამედროვე პროგნოსტიკულ პროდუქტებზე, რაზეც ბევრს ვმუშაობთ. გვჭირდება ახალგაზრდა სპეციალისტები, პროგრამისტები და მათი მოთხოვნაც ამ დარგის მიმართ იზრდება. ძალიან კარგი ახალგაზრდობა მოდის, რაც მთავარია, ამ თემით დაინტერესებული...

რაც შეეხება სტიქიურ მოვლენებს, ვცდილობთ, დროულად გავაფრთხილოთ შესაბამისი სტრუქტურები და მოსახლეობა ამინდის პირობების მოსალოდნელ გაუარესებაზე. ეს არის - ძლიერი წვიმა, მას თან დართული წყალდიდობა, წყალმოვარდნა, მეწყერი, ღვარცოფი; ზამთარში - ძლიერი თოვა და თან მოყოლილი მეწყერი, ზვავი, გზებზე ლიპ-ყინული, ელექტროგადამცემი ხაზების შემოყინულობა, ძლიერი ქარი, ზღვაზე შტორმი, ელჭექი, სეტყვა. ყოველთვის შეიძლება 100%-ით არ გვიმართლებს, მაგრამ ძირითადად ჩვენი პროგნოზები ზუსტია.

- 90-იან წლებში უკვე სინოპტიკოსი იყავით. ეს ის პერიოდი იყო, როცა სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტები იშლებოდა, დიდი გასაჭირი იყო. ხალხი მცირე ხელფასზე მუშაობდა. მიუხედავად ამისა, მაინც არ მიატოვეთ ეს საქმე და არც სამსახური. რატომ?

- შუქი, ტრანსპორტი რომ არ იყო, ფეხით დავდიოდით სამსახურში... ვარკეთილში ვცხოვრობ და ბევრჯერ სახლიდან თოვლში, წვიმაში, ჭყაპში ფეხით წამოვსულვარ, რადგან მეტრო ჩერდებოდა. სამსახურში ნავთქურები, შეშის ღუმელი გვენთო. ჭერი გაჭვარტლული იყო, საშინელ პირობებში ვიყავით. ხელფასებიც სასაცილო გვქონდა, იმ კუპონებით მხოლოდ ერთ კილო ხახვს თუ იყიდდი. მაგრამ იმედი გვქონდა, რომ ყველაფერი ოდესღაც დამთავრდებოდა და ეს სიტუაციაც შეიცვლებოდა...

- როგორც ვიცი, თქვენი ბავშვობა აფხაზეთს უკავშირდება - მოგვიყევით ამაზე?

- თბილისში დავიბადე, მამა მშენებელი ინჟინერი იყო, დასავლეთ საქართველოში მცირე ჰესებს აშენებდა. მერე აფხაზეთში, კერძოდ, ბიჭვინთაში მოხვდა და იქაურობა ძალიან მოეწონა. ამიტომ ოჯახიც გადაგვიყვანა. მეოთხე კლასიდან სკოლაში ბიჭვინთაში დავდიოდი და იქვე დავამთავრე. ბიჭვინთის ცნობილი კურორტის მშენებლობაში მამაჩემიც მონაწილეობდა. მამას, მიხეილ ნიორაძეს აფხაზეთში კარგი სახელი ჰქონდა. დიდ პატივის სცემდნენ. იმიტომ არა, რომ მამაჩემი იყო, მართლა განსაკუთრებული ადამიანი გახლდათ. მეორე მსოფლიო ომის დროს იუგოსლავიაში მოხვდა პარტიზანებში, შემდეგ გერმანიაში დაჰაუს საკონცენტრაციო ბანაკი ჰქონდა გამოვლილი, საიდანაც გამოიქცა და სხვებიც გამოაქცია. აფხაზეთის ომის დროს, როდესაც ბიჭვინთაში ჩვენს საცხოვრებელ კორპუსთან მივიდნენ და მოითხოვეს, - ქართველი ვინ არის, გამოიყვანეთო. უნდა ჩაეგდოთ სარდაფში, მამამ უთხრა დედაჩემს, დაჰაუ გამოვლილი კაცი ვარ, არ მეშინია არაფრის, მაგრამ მეზობლებმა მამაჩემი არ გასცეს... ომის შემდეგ იქ დარჩა, მერე ავადმყოფობით გარდაიცვალა. აფხაზები დედას და დას აქეთ გადმოსვენებაში დაეხმარნენ და თბილისში დავკრძალეთ.

- შვილებიც გაგვაცანით?

- ჩემი უფროსი შვილი განათლებით გეოგრაფია, მეორე ბიჭსაც გეო-ფიზიკის ფაკულტეტი აქვს დამთავრებული, ტყუპის ცალი ბიჭი - გეოდეზისტია, ხოლო მისი ტყუპისცალი და - ფსიქოლოგია განათლებით. მონათესავე სპეციალობები გვაქვს ოჯახში თითქმის ყველას - გეოგრაფები ვართ... უფროსი გოგოა, მერე ვაჟი, და ბოლოს ტყუპი - გოგო-ბიჭი. ჩემი გოგო ტყუპზე 12 წლით უფროსია. უფროსი შვილები, მეუღლე უმცროსების გაზრდაში მეხმარებოდნენ და ყველანი ერთმანეთს ვეხმარებოდით. მოკლედ, არც ერთ ეტაპზე სამსახური არ მივატოვე... კარგი შვილები მყავს ნამდვილად. მყავს ასევე 8 შვილიშვილი.

შვილები: თამარი, გიორგი, ვახტანგი და ირინა

- ცნობილ სინოპტიკოსს, ამინდის პროგნოზის გარდა, რა ინტერესები გაქვთ?

- საყვარელი წიგნები მაქვს, რომელთა გადაკითხვაც მიყვარს, ასევე საინტერესო ფილმების ყურება, კარგი მუსიკის მოსმენა, რაიმე გამორჩეული ჰობი არ მაქვს... სამზარეულოშიც არა მიშავს, ოჯახის წევრებს ჩემი ნახელავი მოსწონთ.

- ისე, თვითონ როგორი ამინდი გიყვართ?

- პროფესიიდან გამომდინარე გიპასუხებთ - სინოპტიკოსისთვის ყოველთვის ის ამინდია კარგი, რომელიც მან ზუსტად იწინასწარმეტყველა... თუმცა ძალიან არ მიყვარს ქარი, მით უფრო ძლიერი. ძალიან გამიკვირდა, როცა გავიგე, რომ თურმე არიან ადამიანები, ვისაც ძლიერი ქარი უყვართ....

- სოციალურ ქსელში ხშირად თქვენი მისამართით არც ისე კორექტულ ფრაზებს ვკითხულობთ ხოლმე - "მაგათ რა იციან“, "ამინდის პროგნოზს ვერ "არტყამენ“, - ამ ადამიანებს რას ეტყოდით?

- იცით, ზოგადად მეტეოროლოგები ყოველთვის გაგებით ვეკიდებით ამ ირონიას ზოგიერთი ადამიანების მხრიდან. მათ ვეტყოდი, რომ მედიაში გამოქვეყნებული პროგნოზი ყურადღებით წაიკითხონ ხოლმე. მხოლოდ სათაურს წაიკითხავენ და ტექსტის არგაცნობით დასკვნების გაკეთება არ შეიძლება. მერე მიდის დაცინვა, საოცარი კომენტარები... ყურადღებით გაეცნონ, შეადარონ სხვა პროგნოზებს, ისე, 100%-იანი პროგნოზი ჩვენთან კი არა, მოწინავე და უძლიერეს ქვეყნებში არ არსებობს. ძალიან რთულია ამის მიღწევა, მაგრამ მომავალში - შესაძლებელი.

შვილიშვილები

- ისე, რა გიშლით ხელს პროგნოზების 100%-იან გამართლებაში?

- ბევრი რამ, ჯერ იქიდან დავიწყოთ, რომ ბოლომდე არ არის შესწავლილი ატმოსფერო და მისი ურთიერთობა ოკეანესთან, ჩვენი რთული ოროგრაფია ართულებს წერტილოვანი პროგნოზების შედგენას, ზუსტად სად მოვა ნალექი, რომელ ქალაქსა, თუ სოფელში და რა რაოდენობით. მაგრამ მეცნიერებასთან ერთად ჩვენც ვვითარდებით და იმედია, ახლო მომავალში მოსახლეობას უზუსტეს პროგნოზებს მივაწვდით.