სენეგალელი ფეხბურთელი სადიო მანე შეყვარებულ გოგონაზე, აიშა ტამბაზე დაქორწინდა.
მედიის ცნობით, წყვილმა სენეგალის დედაქალაქ დაკარში გამართა საქორწინო ცერემონია, რომელსაც მხოლოდ მათი ოჯახის წევრები და მეგობრები ესწრებოდნენ, რომელთა შორისაც იყვნენ ფეხბურთელებიც.
19 წლის აიშა ტამბა დიდი ხანია 31 წლის ფეხბურთელის საცოლედ მიიჩნეოდა. სადიომ აიშა ჯერ კიდევ მაშინ გაიცნო, როცა გოგონა 16 წლის იყო, თუმცა როდის დაიწყეს მათ ურთიერთობა უცნობია.
Pulse Sports-ის ინფორმაციით, "ლივერპულის" ვარსკვლავი შეყვარებული გოგონას გადასახადებს ჯერ კიდევ მაშინ იხდიდა, როცა აიშა სკოლაში სწავლობდა.
სადიოს და აიშას საერთო რელიგია, ისლამი აქვთ და საკმაოდ კარჩაკეტილ ცხოვრებას ეწევიან. 19 წლის პატარძალი სოციალურ ქსელებს არ იყენებს და მისი ქორწილის ფოტოებიც მხოლოდ სადიო მანეს ოფიციალურ "ინსტაგრამ" გვერდზე გამოქვეყნდა წარწერით: "ღმერთის წყალობით".
მანამ, სანამ მანე "ლივერპულის" ფეხბურთელი იყო, მას საჯაროდ არ განუცხადებია, რომ შეყვარებული ჰყავდა და აიშასთან ურთიერთობას საიდუმლოდ ინახავდა.
2022 წლის ინტერვიუში სადიომ სამომავლო გეგმებზე ისაუბრა: "ისეთ ქალზე მინდა ვიქორწინო, რომელიც ღმერთს პატივს სცემს და ლოცულობს",- განაცხადა ფეხბურთელმა.
წყარო: dailymail