Faceამბები
პოლიტიკა
მსოფლიო

23

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 02:18-ზე, მთვარე ტყუპში გადავა 06:57-ზე – რეკომენდებულია საიდუმლო ცოდნის მიღება. რთული სიტუაციიდან გამოსავლის პოვნა. იყავით ყურადღებიანი ყველა ფინანსურ საკითხზე. გადაიხადეთ ვალები. შუადღის შემდეგ გააფორმეთ კონტრაქტები და დაიწყეთ ახალი საქმე. მოაგვარეთ პრობლემები პარტნიორებთან, კოლეგებთან და უფროსებთან. გამოიჩინეთ ტოლერანტობა, გაგება, დიპლომატია. დრო დაუთმეთ სწავლას. არ დალიოთ ალკოჰოლი. მოერიდეთ ხორცის კერძებს. კარგი დღეა რომანტიკული პაემნისთვის. ასევე ხელსაყრელი პერიოდია ჩხუბისა და კონფლიქტის შემდეგ შერიგებისთვის.
მოზაიკა
სამხედრო
საზოგადოება
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"პირადი ხარჯების გაწევის შესახებ ბრძანება არასდროს მიმიღია" - თემურ მღებრიშვილი
"პირადი ხარჯების გაწევის შესახებ ბრძანება არასდროს მიმიღია" - თემურ მღებრიშვილი

პი­რა­დი ხარ­ჯე­ბის გა­წე­ვის შე­სა­ხებ მე მსგავ­სი ბრძა­ნე­ბა არას­დროს მი­მი­ღია, - ამის შე­სა­ხებ სა­ხელ­მწი­ფო დაც­ვის სპე­ცი­ა­ლუ­რი სამ­სა­ხუ­რის ყო­ფილ­მა უფ­როს­მა, თე­მურ მღებ­რიშ­ვილ­მა ჟურ­ნა­ლის­ტებს სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში იმ პრო­ცე­სის გა­და­დე­ბის შემ­დეგ გა­ნუ­ცხა­და, რო­მელ­ზეც ის უნდა და­ე­კი­თხათ.

მი­სი­ვე თქმით, "ყო­ველ­თვის კომ­პე­ტენ­ცი­ის ფარ­გლებ­ში მოქ­მე­დებ­და“.

"გა­მოვ­რი­ცხავ. ჩემს დროს მსგავ­სი არა­ფე­რი მომ­ხდა­რა. სამ­სა­ხურ­ში ჩემს ხელ­მძღვა­ნე­ლად ყოფ­ნის პე­რი­ოდ­ში მსგავ­სი დო­კუ­მენ­ტი არ გა­მი­ცია, პი­რა­დი ხარ­ჯე­ბი არ გა­ი­წე­ო­და. რა კი­თხვა ექ­ნე­ბა დაც­ვის მხა­რეს, წი­ნას­წარ არ ვიცი. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ვე­რა­ფერს გე­ტყვით. კომ­პე­ტენ­ცი­ის ფარ­გლებ­ში ვმოქ­მე­დებ­დი და დღე­საც ასე ვმოქ­მე­დებ. პი­რა­დი ხარ­ჯე­ბის გა­წე­ვის შე­სა­ხებ მე მსგავ­სი ბრძა­ნე­ბა არას­დროს მი­მი­ღია. მსგავს დო­კუ­მენტზე ხელი არ მო­მი­წე­რია. შემ­დეგ პრო­ცეს­ზე, რა­საკ­ვირ­ვე­ლია, მო­ვალ“, - გა­ნა­ცხა­და თე­მურ მღებ­რიშ­ვილ­მა.

ცნო­ბის­თვის, დიდი ოდე­ნო­ბით სა­ბი­უ­ჯე­ტო თან­ხე­ბის ჯგუ­ფუ­რად გაფ­ლან­გვა­ში ბრალ­დე­ბუ­ლე­ბის, ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტის, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი­სა და სა­ხელ­მწი­ფო დაც­ვის სპე­ცი­ა­ლუ­რი სამ­სა­ხუ­რის ყო­ფი­ლი უფ­რო­სის, თე­ი­მუ­რაზ ჯა­ნა­ში­ას საქ­მე­ზე სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სი გა­და­ი­დო. დღე­ვან­დელ სხდო­მა­ზე სა­ხელ­მწი­ფო დაც­ვის სპე­ცი­ა­ლუ­რი დაც­ვის სამ­სა­ხუ­რის ყო­ფი­ლი უფ­რო­სი თე­მურ მღებ­რიშ­ვი­ლი უნდა და­ე­კი­თხათ.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Qeto
0

ეს ის არსება არაა, სააკაშვილის დროსაც რომ ყვაოდა და ახლა განსაკუთრებით?

ნონა
22

ივანიშვილის სასამართლოს მიღებული გადაწყვეტილებები, შენდგომ წლებში ყველა გადაიხედება. 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ზურაბ ჯაფარიძეს საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის საქმეზე, 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ასევე აეკრძალა 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავება
ავტორი:

"პირადი ხარჯების გაწევის შესახებ ბრძანება არასდროს მიმიღია" - თემურ მღებრიშვილი

"პირადი ხარჯების გაწევის შესახებ ბრძანება არასდროს მიმიღია" - თემურ მღებრიშვილი

პირადი ხარჯების გაწევის შესახებ მე მსგავსი ბრძანება არასდროს მიმიღია, - ამის შესახებ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილმა უფროსმა, თემურ მღებრიშვილმა ჟურნალისტებს საქალაქო სასამართლოში იმ პროცესის გადადების შემდეგ განუცხადა, რომელზეც ის უნდა დაეკითხათ.

მისივე თქმით, "ყოველთვის კომპეტენციის ფარგლებში მოქმედებდა“.

"გამოვრიცხავ. ჩემს დროს მსგავსი არაფერი მომხდარა. სამსახურში ჩემს ხელმძღვანელად ყოფნის პერიოდში მსგავსი დოკუმენტი არ გამიცია, პირადი ხარჯები არ გაიწეოდა. რა კითხვა ექნება დაცვის მხარეს, წინასწარ არ ვიცი. აქედან გამომდინარე, ვერაფერს გეტყვით. კომპეტენციის ფარგლებში ვმოქმედებდი და დღესაც ასე ვმოქმედებ. პირადი ხარჯების გაწევის შესახებ მე მსგავსი ბრძანება არასდროს მიმიღია. მსგავს დოკუმენტზე ხელი არ მომიწერია. შემდეგ პროცესზე, რასაკვირველია, მოვალ“, - განაცხადა თემურ მღებრიშვილმა.

ცნობისთვის, დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების ჯგუფურად გაფლანგვაში ბრალდებულების, ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსის, თეიმურაზ ჯანაშიას საქმეზე სასამართლო პროცესი გადაიდო. დღევანდელ სხდომაზე სახელმწიფო დაცვის სპეციალური დაცვის სამსახურის ყოფილი უფროსი თემურ მღებრიშვილი უნდა დაეკითხათ.