პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი

4

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:23-ზე, მთვარე მორიელშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. არ არის რეკომენდებული ფოკუსირება მხოლოდ მატერიალურ ფასეულობებზე. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. ჯობია გამოიჩინოთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი.
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
კონფლიქტები
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ანარქიაა და ყველა იმას აკეთებს, რაც სურს... ეს საშინელებაა" - "კვარა", მამუკა ჯუღელი და განრისხებული ოსიმენი - როგორ ეხმიანება იტალიური მედია და გულშემატკივარი სკანდალს
"ანარქიაა და ყველა იმას აკეთებს, რაც სურს... ეს საშინელებაა" - "კვარა", მამუკა ჯუღელი და განრისხებული ოსიმენი - როგორ ეხმიანება იტალიური მედია და გულშემატკივარი სკანდალს

ტრი­უმ­ფის შემ­დეგ, იტა­ლი­ურ სა­ფეხ­ბურ­თო კლუბ "ნა­პო­ლი­ში" პრობ­ლე­მე­ბია. რო­გორც მე­დი­ა­ში არა­ერ­თხელ და­ი­წე­რა, პრობ­ლე­მე­ბია გა­სახ­დელ­ში, მწვრთნელ­თან და ა.შ. რაც აი­სა­ხე­ბა კლუ­ბის შე­დე­გებ­ზე. მიმ­დი­ნა­რე სე­ზონ­ში "ნა­პო­ლი" სე­რია ა-ში ამ დრო­ის­თვის მე­ცხრე ად­გილს იკა­ვებს.

ამ ყვე­ლა­ფერს კი­დევ ერთი სკან­და­ლი და­ე­მა­ტა, რაც ამ­ჯე­რად კლუ­ბის ქარ­თვე­ლი ფეხ­ბურ­თე­ლის, ხვი­ჩა კვა­რა­ცხე­ლი­ას აგენტს, მა­მუ­კა ჯუ­ღელს და მის მიერ კვა­რა­ცხე­ლი­ას ნი­გე­რი­ე­ლი თა­ნა­გუნ­დე­ლის, ვიქ­ტორ ოსი­მე­ნის შე­სა­ხებ გა­კე­თე­ბულ გან­ცხა­დე­ბას უკავ­შირ­დე­ბა.

  • ამ­ბა­ვი ასე­თია - მა­მუ­კა ჯუ­ღელ­მა პირ­ვე­ლი არ­ხის­თვის მი­ცე­მულ ინ­ტერ­ვი­უ­ში თქვა:

"თქვენ გგო­ნი­ათ, მთე­ლი ცხოვ­რე­ბა ნე­ა­პოლ­ში ითა­მა­შებს ოსი­მე­ნი? მა­შინ მე წი­ნას­წარ გე­ტყვით, ზა­ფხუ­ლის სატ­რანსფე­რო ფან­ჯა­რა­ზე წავა სა­უ­დის არა­ბეთ­ში. ხვი­ჩას მი­ლი­არ­დი რომ მის­ცე, არა­ბეთ­ში არ წავა, ხვი­ჩა წავა "რე­ალ­ში", "ბა­ვა­რია", "ბარ­სე­ლო­ნა", "მან­ჩეს­ტერ სიტი", ამ გუნ­დებს სი­ტყვა­ზე გე­უბ­ნე­ბით.

ხვი­ჩას სხვა გე­მოვ­ნე­ბა და სხვა ცხოვ­რე­ბი­სე­უ­ლი ტვი­ნი აქვს. ხვი­ჩას სურს, რომ სულ ზე­მოთ იყოს და ასეც იქ­ნე­ბა", - გა­ნა­ცხა­და ჯუ­ღელ­მა.

"კვა­რას" აგენ­ტის ამ გან­ცხა­დე­ბამ ოსი­მე­ნი რო­გორც ჩანს, ძა­ლი­ან გა­ა­ნა­წყე­ნა და ჯუ­ღელს "ინ­სტაგ­რამ­ზე" გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი სთო­რის სა­შუ­ა­ლე­ბით უპა­სუ­ხა. პა­სუ­ხი საკ­მა­ოდ მწვა­ვეა:

"ძვირ­ფა­სო მა­მუ­კა ჯუ­ღე­ლო, სა­მარ­ცხვი­ნო და ბინ­ძუ­რი ხარ! მრცხვე­ნია შენი მსჯე­ლო­ბის უნა­რის გამო. ჩემი სა­ხე­ლი აღარ ახ­სე­ნო, იდი­ო­ტო", - წერს ოსი­მე­ნი.

  • ამ და­პი­რის­პი­რე­ბას რე­ზო­ნან­სი მოჰ­ყვა მე­დი­ა­ში, მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხვა გა­მო­ცე­მე­ბი აქ­ტი­უ­რად აშუ­ქე­ბენ ჯუ­ღე­ლი­სა და ოსი­მე­ნის და­პი­რის­პი­რე­ბას. თემა პო­პუ­ლა­რუ­ლია X-ში, სა­დაც ფა­ნე­ბი სა­კი­თხის გარ­შე­მო თა­ვი­ანთ მო­საზ­რე­ბას გა­მოთ­ქვა­მენ. გან­სა­კუთ­რე­ბით კი იტა­ლი­ე­ლი ფა­ნე­ბი აქ­ტი­უ­რო­ბენ. გთა­ვა­ზობთ ზო­გი­ერ­თი მათ­გა­ნის კო­მენ­ტარს:

"მშვი­დი კლი­მა­ტი ნე­ა­პოლ­ში, ტკბი­ლი სი­ტყვე­ბი ოსი­მენ­სა და კვა­რა­ცხე­ლი­ას აგენტს შო­რის.“

"ოსი­მე­ნის სენ­სა­ცი­უ­რი გან­ცხა­დე­ბა კვა­რა­ცხე­ლი­ას აგენ­ტის მი­მართ.“

"სი­მარ­თლე ისაა, რომ შარ­შან "ნა­პო­ლი­ში" მუ­შა­ობ­დნენ ჯუნ­ტო­ლი და სპა­ლე­ტი, შე­სა­ნიშ­ნა­ვი დუ­ე­ტი, რომ­ლე­ბიც იცავ­დნენ გა­სახ­დელს. ახლა ანარ­ქი­აა და ყვე­ლა იმას აკე­თებს რაც სურს, სა­ში­ნე­ლე­ბაა“.

"მი­უ­ხე­და­ვად შარ­შან­დე­ლი წარ­მა­ტე­ბი­სა, ნა­თე­ლია, რომ გუნდში პრობ­ლე­მე­ბია. იტა­ლი­ურ კლუბს ესა­ჭი­რო­ე­ბა მე­ნე­ჯე­რი, რო­მე­ლიც ყვე­ლა­ფერს და­ა­ლა­გებს", - წე­რენ გულ­შე­მატ­კივ­რე­ბი.

და­პი­რის­პი­რე­ბის შე­სა­ხებ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ინ­ფორ­მა­ცი­ას აქ­ვეყ­ნებს ცნო­ბი­ლი იტა­ლი­ე­ლი ჟურ­ნა­ლის­ტი ფაბ­რი­ციო რო­მა­ნო და თა­ვის გა­მომ­წე­რებს კონ­ფლიქ­ტის დე­ტა­ლებს უზი­ა­რებს:

ოსი­მე­ნი­სა და ჯუ­ღე­ლის სი­ტყვებს ცი­ტი­რებს ასე­ვე პო­პუ­ლა­რუ­ლი იტა­ლი­უ­რი გა­მო­ცე­მა La Gazzetta dello Sport:

მკითხველის კომენტარები / 46 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მაკა
0

აგენტმა თუ იმდენი არ იცის სად რა უნდა ილაპარაკოს რა უნდა იქ სადა არის,აუტკივარი თავი რატო უნდა აიტკიო შენი მატრაკვეცობით და უტვინობით!

რიონი
2

რა გვიქნა ამ კაცის ბჟუტურმა, ომს გვიცხადებს მგონია ნიგერია. 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?
ავტორი:

"ანარქიაა და ყველა იმას აკეთებს, რაც სურს... ეს საშინელებაა" - "კვარა", მამუკა ჯუღელი და განრისხებული ოსიმენი - როგორ ეხმიანება იტალიური მედია და გულშემატკივარი სკანდალს

"ანარქიაა და ყველა იმას აკეთებს, რაც სურს... ეს საშინელებაა" - "კვარა", მამუკა ჯუღელი და განრისხებული ოსიმენი - როგორ ეხმიანება იტალიური მედია და გულშემატკივარი სკანდალს

ტრიუმფის შემდეგ, იტალიურ საფეხბურთო კლუბ "ნაპოლიში" პრობლემებია. როგორც მედიაში არაერთხელ დაიწერა, პრობლემებია გასახდელში, მწვრთნელთან და ა.შ. რაც აისახება კლუბის შედეგებზე. მიმდინარე სეზონში "ნაპოლი" სერია ა-ში ამ დროისთვის მეცხრე ადგილს იკავებს.

ამ ყველაფერს კიდევ ერთი სკანდალი დაემატა, რაც ამჯერად კლუბის ქართველი ფეხბურთელის, ხვიჩა კვარაცხელიას აგენტს, მამუკა ჯუღელს და მის მიერ კვარაცხელიას ნიგერიელი თანაგუნდელის, ვიქტორ ოსიმენის შესახებ გაკეთებულ განცხადებას უკავშირდება.

  • ამბავი ასეთია - მამუკა ჯუღელმა პირველი არხისთვის მიცემულ ინტერვიუში თქვა:

"თქვენ გგონიათ, მთელი ცხოვრება ნეაპოლში ითამაშებს ოსიმენი? მაშინ მე წინასწარ გეტყვით, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე წავა საუდის არაბეთში. ხვიჩას მილიარდი რომ მისცე, არაბეთში არ წავა, ხვიჩა წავა "რეალში", "ბავარია", "ბარსელონა", "მანჩესტერ სიტი", ამ გუნდებს სიტყვაზე გეუბნებით.

ხვიჩას სხვა გემოვნება და სხვა ცხოვრებისეული ტვინი აქვს. ხვიჩას სურს, რომ სულ ზემოთ იყოს და ასეც იქნება", - განაცხადა ჯუღელმა.

"კვარას" აგენტის ამ განცხადებამ ოსიმენი როგორც ჩანს, ძალიან გაანაწყენა და ჯუღელს "ინსტაგრამზე" გამოქვეყნებული სთორის საშუალებით უპასუხა. პასუხი საკმაოდ მწვავეა:

"ძვირფასო მამუკა ჯუღელო, სამარცხვინო და ბინძური ხარ! მრცხვენია შენი მსჯელობის უნარის გამო. ჩემი სახელი აღარ ახსენო, იდიოტო", - წერს ოსიმენი.

  • ამ დაპირისპირებას რეზონანსი მოჰყვა მედიაში, მსოფლიოს სხვადასხვა გამოცემები აქტიურად აშუქებენ ჯუღელისა და ოსიმენის დაპირისპირებას. თემა პოპულარულია X-ში, სადაც ფანები საკითხის გარშემო თავიანთ მოსაზრებას გამოთქვამენ. განსაკუთრებით კი იტალიელი ფანები აქტიურობენ. გთავაზობთ ზოგიერთი მათგანის კომენტარს:

"მშვიდი კლიმატი ნეაპოლში, ტკბილი სიტყვები ოსიმენსა და კვარაცხელიას აგენტს შორის.“

"ოსიმენის სენსაციური განცხადება კვარაცხელიას აგენტის მიმართ.“

"სიმართლე ისაა, რომ შარშან "ნაპოლიში" მუშაობდნენ ჯუნტოლი და სპალეტი, შესანიშნავი დუეტი, რომლებიც იცავდნენ გასახდელს. ახლა ანარქიაა და ყველა იმას აკეთებს რაც სურს, საშინელებაა“.

"მიუხედავად შარშანდელი წარმატებისა, ნათელია, რომ გუნდში პრობლემებია. იტალიურ კლუბს ესაჭიროება მენეჯერი, რომელიც ყველაფერს დაალაგებს", - წერენ გულშემატკივრები.

დაპირისპირების შესახებ სოციალურ ქსელში ინფორმაციას აქვეყნებს ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო და თავის გამომწერებს კონფლიქტის დეტალებს უზიარებს:

ოსიმენისა და ჯუღელის სიტყვებს ციტირებს ასევე პოპულარული იტალიური გამოცემა La Gazzetta dello Sport: