"ჯეო ჰოსპიტალსის“ თბილისის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრის რეანიმატოლოგის განცხადებით, მამაკაცი, რომელმაც ვარკეთილში ცოლი მოკლა, კონტაქტურია, თუმცა დღეს ჩვენების მიცემას ვერ შეძლებს.
როგორც ნინო ცეცხლაშვილი აღნიშნავს, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილური რჩება, გაუარესების გარეშეა.
"პაციენტი კვლავ რეანიმაციაში იმყოფება, გუშინ მას კარდიოქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა, გულის ჭრილობა იყო, რომელიც გაიკერა. ამ დროისთვის, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილური რჩება, გაუარესების გარეშე. პაციენტი კონტაქტურია. სავარაუდოდ, დღეს ჩვენების მიცემას ვერ შეძლებს. დღეს პაციენტის დაკითხვა არ მოხდება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე. მასთან საბადრაგო სამსახურია“,- აღნიშნავს ექიმი.
ცნობისთვის, ვარკეთილში ქმარმა ცოლი მოკლა. ცივი იარაღით მიყენებული ჭრილობებით ახალგაზრდა ქალი "ინგოროყვას“ კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა მედიკოსებმა მისი გადარჩენა ვერ მოახერხეს. არსებული ინფორმაციით, მომხდარის შემდეგ მამაკაცმა თვითდაზიანებები მიიყენა, რის შედეგადაც ის კლინიკაში გადაიყვანეს.
როგორც "ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19/109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.
ასევე იხილეთ: