სამართალი
სამხედრო

22

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 02:01-ზე, მთვარე კუროში – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას. გამოირიცხეთ პარკოსნები, მარცვლეული და მცენარეული ზეთები. ნებადართულია კარტოფილი, თევზი და მწვანილი. დაიცავით მარხვა. არ არის რეკომენდებული სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება.
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ბავშვი, რომელიც ბაღში დადის, წელიწადში 18-ჯერ რომ გაცივდეს, ნორმაა" - პაატა იმნაძე
"ბავშვი, რომელიც ბაღში დადის, წელიწადში 18-ჯერ რომ გაცივდეს, ნორმაა" - პაატა იმნაძე

ჯან­მრთე­ლი ბავ­შვი, რო­მე­ლიც ბაღ­ში არ და­დის, წე­ლი­წად­ში 6-12-ჯერ რომ გა­ცივ­დეს, ან ვირუ­სი შეხ­ვდეს, ნორ­მაა. თუ ბავ­შვი ბაღ­ში და­დის, ეს მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი 18-მდე არის - წე­ლი­წად­ში ბავ­შვი 18-ჯერ რომ გა­ცივ­დეს, ნორ­მა არის, - ამის შე­სა­ხებ და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლი­სა და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­მრთე­ლო­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლემ პა­ა­ტა იმ­ნა­ძემ "ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან“ ინ­ტერ­ვი­უ­ში გა­ნა­ცხა­და.

რო­გორც იმ­ნა­ძემ აღ­ნიშ­ნა, ქვე­ყა­ნა­ში მუდ­მი­ვი მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს 21 სა­ხე­ო­ბის ვირუს­ზე.

"ბოლო კვი­რის მო­ნა­ცე­მე­ბით, ახლა ძი­რი­თა­დად ცირ­კუ­ლი­რებს "ა“ ტი­პის გრი­პის ვირუ­სი, რომ­ლის პრო­ცენ­ტუ­ლი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი 40-ზე მეტს შე­ად­გენს. ძი­რი­თა­დად, ეს არის H1N1 ვირუ­სი (ე.წ. ღო­რის გრი­პი) რო­მე­ლიც ე.წ. პან­დე­მი­უ­რი ვირუ­სია, მან 2009-2010 წლე­ბის პან­დე­მია გა­მო­იწ­ვია, ახლა ის სე­ზო­ნუ­რი ვირუ­სის სა­ხით არის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი. მცი­რე რა­ო­დე­ნო­ბით ფიქ­სირ­დე­ბა H3-ც, რო­მე­ლიც ასე­ვე პან­დე­მი­უ­რი ვირუ­სი იყო.

ცირ­კუ­ლი­რებს რეს­პი­რა­ტო­რულ-სინ­ცი­ტი­უ­რი ვირუ­სიც, რომ­ლის პრო­ცენ­ტუ­ლი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი საკ­მა­ოდ ბევ­რია, 20%-მდეა. რეს­პი­რა­ტო­რულ-სინ­ცი­ტი­უ­რი ვირუ­სი ბავ­შვებ­ში, შე­საძ­ლოა, მძი­მედ მიმ­დი­ნა­რე­ობ­დეს.

რაც შე­ე­ხე­ბა დღეს არ­სე­ბულ ვი­თა­რე­ბას, არა­ფე­რი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი არ ხდე­ბა. წინა წლებ­ში კო­რო­ნა­ვირუ­სი იყო წამ­ყვა­ნი, ეს ვირუ­სე­ბიც არ­სე­ბობ­დნენ, თუმ­ცა პირ­ბა­დის ტა­რე­ბა იცავ­და მათ­გან მო­სახ­ლე­ო­ბას. დღეს, სამ­წუ­ხა­როდ, ნი­ღა­ბი არა­ვის უკე­თია. შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ ახლა "აიშ­ვეს“ და ზამ­თრის პე­რი­ოდ­ში ჩვე­ულ ად­გილს და­უბ­რუნ­დნენ ეს ვირუ­სე­ბი, რომ­ლე­ბიც 2 წელი არ­სად ჩან­დნენ.

ბავ­შვე­ბი ისე გა­ი­ზარ­დნენ, რომ იზო­ლა­ცი­ა­ში იყ­ვნენ, ყვე­ლა ნიღ­ბით და­დი­ო­და და ამ ვირუ­სე­ბით არ ყო­ფი­ლან ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლე­ბი. ბავ­შვე­ბი ახლა და­ინ­ფი­ცირ­დნენ ამ ვირუ­სე­ბით და ავა­დო­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი მათ­თან უფრო მა­ღა­ლია, ვიდ­რე მოზ­რდი­ლებ­ში.

ჯან­მრთე­ლი ბავ­შვი, რო­მე­ლიც ბაღ­ში არ და­დის, წე­ლი­წად­ში 6 -12- ჯერ, რომ გა­ცივ­დეს, ან ვირუ­სი შეხ­ვდეს ნორ­მა არის. თუ ბავ­შვი ბაღ­ში და­დის, ეს მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი 18-მდე არის, წე­ლი­წად­ში ბავ­შვი 18-ჯერ რომ გა­ცივ­დეს ნორ­მა არის. 200-მდე სხვა­დას­ხვა ვირუ­სია, რო­მე­ლიც ზამ­თარ­ში გა­ცი­ე­ბის სიმპტო­მებს იწ­ვევს. გა­მორ­ჩე­უ­ლია გრი­პი, რო­მე­ლიც შე­და­რე­ბით უფრო მძი­მედ მიმ­დი­ნა­რე­ობს“,- აღ­ნიშ­ნა იმ­ნა­ძემ.

ინ­ტერ­ვი­უს სრუ­ლი ვერ­სია იხი­ლეთ ბმულ­ზე.

მკითხველის კომენტარები / 14 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
0000
3

ამ კაცმა რამოწია ასეთი

დეა
5

ამ კაცმა გააფრინა წადი პენსიაში და დაჯექი სახლში ხომ ხედავ ვეღარ აზროვნებ

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!
ავტორი:

"ბავშვი, რომელიც ბაღში დადის, წელიწადში 18-ჯერ რომ გაცივდეს, ნორმაა" - პაატა იმნაძე

"ბავშვი, რომელიც ბაღში დადის, წელიწადში 18-ჯერ რომ გაცივდეს, ნორმაა" - პაატა იმნაძე

ჯანმრთელი ბავშვი, რომელიც ბაღში არ დადის, წელიწადში 6-12-ჯერ რომ გაცივდეს, ან ვირუსი შეხვდეს, ნორმაა. თუ ბავშვი ბაღში დადის, ეს მაჩვენებელი 18-მდე არის - წელიწადში ბავშვი 18-ჯერ რომ გაცივდეს, ნორმა არის, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ "ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა.

როგორც იმნაძემ აღნიშნა, ქვეყანაში მუდმივი მეთვალყურეობა მიმდინარეობს 21 სახეობის ვირუსზე.

"ბოლო კვირის მონაცემებით, ახლა ძირითადად ცირკულირებს "ა“ ტიპის გრიპის ვირუსი, რომლის პროცენტული მაჩვენებელი 40-ზე მეტს შეადგენს. ძირითადად, ეს არის H1N1 ვირუსი (ე.წ. ღორის გრიპი) რომელიც ე.წ. პანდემიური ვირუსია, მან 2009-2010 წლების პანდემია გამოიწვია, ახლა ის სეზონური ვირუსის სახით არის ჩამოყალიბებული. მცირე რაოდენობით ფიქსირდება H3-ც, რომელიც ასევე პანდემიური ვირუსი იყო.

ცირკულირებს რესპირატორულ-სინციტიური ვირუსიც, რომლის პროცენტული მაჩვენებელი საკმაოდ ბევრია, 20%-მდეა. რესპირატორულ-სინციტიური ვირუსი ბავშვებში, შესაძლოა, მძიმედ მიმდინარეობდეს.

რაც შეეხება დღეს არსებულ ვითარებას, არაფერი განსაკუთრებული არ ხდება. წინა წლებში კორონავირუსი იყო წამყვანი, ეს ვირუსებიც არსებობდნენ, თუმცა პირბადის ტარება იცავდა მათგან მოსახლეობას. დღეს, სამწუხაროდ, ნიღაბი არავის უკეთია. შეიძლება ითქვას, რომ ახლა "აიშვეს“ და ზამთრის პერიოდში ჩვეულ ადგილს დაუბრუნდნენ ეს ვირუსები, რომლებიც 2 წელი არსად ჩანდნენ.

ბავშვები ისე გაიზარდნენ, რომ იზოლაციაში იყვნენ, ყველა ნიღბით დადიოდა და ამ ვირუსებით არ ყოფილან ინფიცირებულები. ბავშვები ახლა დაინფიცირდნენ ამ ვირუსებით და ავადობის მაჩვენებელი მათთან უფრო მაღალია, ვიდრე მოზრდილებში.

ჯანმრთელი ბავშვი, რომელიც ბაღში არ დადის, წელიწადში 6 -12- ჯერ, რომ გაცივდეს, ან ვირუსი შეხვდეს ნორმა არის. თუ ბავშვი ბაღში დადის, ეს მაჩვენებელი 18-მდე არის, წელიწადში ბავშვი 18-ჯერ რომ გაცივდეს ნორმა არის. 200-მდე სხვადასხვა ვირუსია, რომელიც ზამთარში გაციების სიმპტომებს იწვევს. გამორჩეულია გრიპი, რომელიც შედარებით უფრო მძიმედ მიმდინარეობს“,- აღნიშნა იმნაძემ.

ინტერვიუს სრული ვერსია იხილეთ ბმულზე.