მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კონფლიქტები
პოლიტიკა
მსოფლიო

20

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 03:14, მთვარე თევზებშია - კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება. ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. კარგია ტერფების მასაჟი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
სამართალი
მეცნიერება
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
წიგნები
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გასაიდუმლოებული შეხვედრა უკრაინის თაობაზე ელ-რიადში - რა კულუარულ ინფორმაციას ავრცელებს Bloomberg-ი?
გასაიდუმლოებული შეხვედრა უკრაინის თაობაზე ელ-რიადში -  რა კულუარულ ინფორმაციას ავრცელებს Bloomberg-ი?

უკ­რა­ი­ნი­სა და მისი მო­კავ­ში­რე "დიდი შვი­დე­უ­ლის" (G7) ქვეყ­ნე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებ­სა და ე.წ. გლო­ბა­ლუ­რი სამ­ხრე­თის სა­ხელ­მწი­ფო­თა მცი­რე ჯგუფს შო­რის ელ-რი­ად­ში სა­ი­დუმ­ლო შეხ­ვედ­რა გა­ი­მარ­თა - ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას Bloomberg-ი ავ­რცე­ლებს.

გა­მო­ცე­მის ცნო­ბით, შეხ­ვედ­რა სა­უ­დის არა­ბე­თის დე­და­ქა­ლაქ­ში გა­სუ­ლი წლის 16 დე­კემ­ბერს შედ­გა, რა­საც წინ უძღო­და უფრო ფარ­თო დის­კუ­სი­ე­ბი.

დის­კუ­სი­ის გა­სა­ი­დუმ­ლო­ე­ბა ნა­წი­ლობ­რივ გან­პი­რო­ბე­ბუ­ლი იყო იმით, რომ მო­ნა­წი­ლე­ებს თავი უფრო კომ­ფორ­ტუ­ლად ეგ­რძნოთ. მცი­რე ფორ­მა­ტი, რო­გორც პუბ­ლი­კა­ცი­ა­შია ნათ­ქვა­მი, უკ­რა­ი­ნუ­ლი "მშვი­დო­ბის ფორ­მუ­ლი­სა" და მისი გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის თა­ვი­სუ­ფა­ლი და გულ­წრფე­ლი გან­ხილ­ვის სა­შუ­ა­ლე­ბას იძ­ლე­ო­და.

Bloomberg-ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ელ-რი­ა­დის შეხ­ვედ­რა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პროგ­რე­სი არ მიღ­წე­უ­ლა: უკ­რა­ი­ნა და G7 კვლავ ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბი­ან "გლო­ბა­ლუ­რი სამ­ხრე­თის" მო­წო­დე­ბებს რუ­სეთ­თან უშუ­ა­ლო მო­ლა­პა­რა­კე­ბის შე­სა­ხებ. მო­ნა­წი­ლე­ებ­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­ა­გენ­ტო წერს, რომ დე­კემ­ბრის შეხ­ვედ­რას ეს­წრე­ბოდ­ნენ ოფი­ცი­ა­ლუ­რი პი­რე­ბი ინ­დო­ე­თი­დან, თურ­ქე­თი­დან და სა­უ­დის არა­ბე­თი­დან, ხოლო "გლო­ბა­ლუ­რი სამ­ხრე­თის" სხვა სა­ხელ­მწი­ფო­ებ­მა, კერ­ძოდ, ჩი­ნეთ­მა, ბრა­ზი­ლი­ამ და არაბ­თა გა­ერ­თი­ა­ნე­ბულ­მა სა­ა­მი­რო­ებ­მა წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი არ გაგ­ზავ­ნეს.

გარ­და ამი­სა, პე­კი­ნი შეხ­ვედ­რის მო­ნა­წი­ლე ბევ­რი ქვეყ­ნის მიერ გა­ნი­ხი­ლე­ბა, რო­გორც მოს­კოვ­ზე გავ­ლე­ნის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ფაქ­ტო­რი - რუ­სეთ­სა და ჩი­ნეთს შო­რის მჭიდ­რო კავ­ში­რე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით.

კი­ევ­მა და მო­კავ­ში­რე­ებ­მა შეხ­ვედ­რა­ზე და­ა­დას­ტუ­რეს მათი პო­ზი­ცია, რომ ნე­ბის­მი­ე­რი სა­მარ­თლი­ა­ნი მშვი­დო­ბა უნდა შე­ე­სა­ბა­მე­ბო­დეს უკ­რა­ი­ნის ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბი­სა და სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტის პრინ­ციპს. მო­კავ­ში­რე­ებ­მა აღ­ნიშ­ნეს, რომ ვლა­დი­მერ პუ­ტინს მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის და­სა­წყე­ბად აქამ­დე არა­ნა­ი­რი სურ­ვი­ლი არ გა­მო­უთ­ქვამს.

"შვი­დე­უ­ლის" წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა გან­მარ­ტეს, რომ ისი­ნი გა­აგ­რძე­ლე­ბენ უკ­რა­ი­ნის მხარ­და­ჭე­რას. შე­ერ­თე­ბულ­მა შტა­ტებ­მა და ევ­რო­კავ­შირ­მა გა­ნა­ცხა­დეს, რომ დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი არი­ან კი­ე­ვის­თვის შემ­დგო­მი დახ­მა­რე­ბის შე­სა­ხებ შე­თან­ხმე­ბის წარ­მა­ტე­ბა­ში.

აშშ-ის პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის ეროვ­ნუ­ლი უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭო­ში პუბ­ლი­კა­ცი­ა­ზე კო­მენ­ტარს არ აკე­თე­ბენ. კო­მენ­ტა­რის გა­კე­თე­ბა­ზე უარი თქვეს უკ­რა­ი­ნი­სა და სა­უ­დის არა­ბე­თის მთავ­რო­ბებ­მაც.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ ვლა­დი­მერ პუ­ტინ­მა გა­სულ სექ­ტემ­ბერს, აღ­მო­სავ­ლეთ ეკო­ნო­მი­კუ­რი ფო­რუ­მის სე­სი­ა­ზე გა­მოს­ვლი­სას გა­ნა­ცხა­და, რომ რუ­სე­თი მზა­დაა უკ­რა­ი­ნას­თან მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის და­სა­წყე­ბად, მაგ­რამ თა­ვი­სი ინ­ტე­რე­სე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით. მოს­კოვ­მა უარ­ყო კი­ე­ვის წი­ნა­და­დე­ბა დი­ა­ლო­გის "მშვი­დო­ბის ფორ­მუ­ლის" სა­ფუძ­ველ­ზე წარ­მარ­თვის შე­სა­ხებ, რო­მე­ლიც ით­ვა­ლის­წი­ნებს რუ­სუ­ლი ჯა­რე­ბის სრულ გაყ­ვა­ნას და უკ­რა­ი­ნის ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბის დე­ო­კუ­პა­ცი­ას.

მკითხველის კომენტარები / 26 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Gigi
30

უკრაინა ჩაიძირა მინიმუმ 50 წლიათ,მაგრამ ამდენი რუსეთით დაშინებული ხალხი სად ეტევით ამ პატარა საქართველოში? რუსეთს არ უდგას კარგი დღე. დაიშლება. რომ დაიშალოს ჩვენ რა? მაგაზე იფიქრეთ, ვართ მზად? ჩვენ თავს მივხედოთ იქნებ როგორმე თორემ რუსეთი რომ გასკდეს ჩვენც მოგვიყოლევს 

ტიტე
87

მე ვამბობ რომ ადრე თუ გვიან უკრაინა გაიყოფა ან თუ გაჯიუტდა რუსეთი წაიღებს ,ლვოვის გარდა .

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
პირველებმა ბექა ონიანზე სასტიკი ანგარიშსწორების პირველი კადრები მოიპოვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

გასაიდუმლოებული შეხვედრა უკრაინის თაობაზე ელ-რიადში - რა კულუარულ ინფორმაციას ავრცელებს Bloomberg-ი?

გასაიდუმლოებული შეხვედრა უკრაინის თაობაზე ელ-რიადში -  რა კულუარულ ინფორმაციას ავრცელებს Bloomberg-ი?

უკრაინისა და მისი მოკავშირე "დიდი შვიდეულის" (G7) ქვეყნების წარმომადგენლებსა და ე.წ. გლობალური სამხრეთის სახელმწიფოთა მცირე ჯგუფს შორის ელ-რიადში საიდუმლო შეხვედრა გაიმართა - ამის შესახებ ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, შეხვედრა საუდის არაბეთის დედაქალაქში გასული წლის 16 დეკემბერს შედგა, რასაც წინ უძღოდა უფრო ფართო დისკუსიები.

დისკუსიის გასაიდუმლოება ნაწილობრივ განპირობებული იყო იმით, რომ მონაწილეებს თავი უფრო კომფორტულად ეგრძნოთ. მცირე ფორმატი, როგორც პუბლიკაციაშია ნათქვამი, უკრაინული "მშვიდობის ფორმულისა" და მისი განხორციელების საშუალებების თავისუფალი და გულწრფელი განხილვის საშუალებას იძლეოდა.

Bloomberg-ის ინფორმაციით, ელ-რიადის შეხვედრაზე მნიშვნელოვანი პროგრესი არ მიღწეულა: უკრაინა და G7 კვლავ ეწინააღმდეგებიან "გლობალური სამხრეთის" მოწოდებებს რუსეთთან უშუალო მოლაპარაკების შესახებ. მონაწილეებთან დაკავშირებით სააგენტო წერს, რომ დეკემბრის შეხვედრას ესწრებოდნენ ოფიციალური პირები ინდოეთიდან, თურქეთიდან და საუდის არაბეთიდან, ხოლო "გლობალური სამხრეთის" სხვა სახელმწიფოებმა, კერძოდ, ჩინეთმა, ბრაზილიამ და არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა წარმომადგენლები არ გაგზავნეს.

გარდა ამისა, პეკინი შეხვედრის მონაწილე ბევრი ქვეყნის მიერ განიხილება, როგორც მოსკოვზე გავლენის მნიშვნელოვანი ფაქტორი - რუსეთსა და ჩინეთს შორის მჭიდრო კავშირების გათვალისწინებით.

კიევმა და მოკავშირეებმა შეხვედრაზე დაადასტურეს მათი პოზიცია, რომ ნებისმიერი სამართლიანი მშვიდობა უნდა შეესაბამებოდეს უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის პრინციპს. მოკავშირეებმა აღნიშნეს, რომ ვლადიმერ პუტინს მოლაპარაკებების დასაწყებად აქამდე არანაირი სურვილი არ გამოუთქვამს.

"შვიდეულის" წარმომადგენლებმა განმარტეს, რომ ისინი გააგრძელებენ უკრაინის მხარდაჭერას. შეერთებულმა შტატებმა და ევროკავშირმა განაცხადეს, რომ დარწმუნებული არიან კიევისთვის შემდგომი დახმარების შესახებ შეთანხმების წარმატებაში.

აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ეროვნული უშიშროების საბჭოში პუბლიკაციაზე კომენტარს არ აკეთებენ. კომენტარის გაკეთებაზე უარი თქვეს უკრაინისა და საუდის არაბეთის მთავრობებმაც.

შეგახსენებთ, რომ ვლადიმერ პუტინმა გასულ სექტემბერს, აღმოსავლეთ ეკონომიკური ფორუმის სესიაზე გამოსვლისას განაცხადა, რომ რუსეთი მზადაა უკრაინასთან მოლაპარაკებების დასაწყებად, მაგრამ თავისი ინტერესების გათვალისწინებით. მოსკოვმა უარყო კიევის წინადადება დიალოგის "მშვიდობის ფორმულის" საფუძველზე წარმართვის შესახებ, რომელიც ითვალისწინებს რუსული ჯარების სრულ გაყვანას და უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების დეოკუპაციას.