ავტორი:

"ტიგრანმა ცხოვრებაში ერთხელ მოისმინა ჩემი ყვირილი და მას შემდეგ, ძალიან ეშინია..." - მარგარიტა სიმონიანი

"ტიგრანმა ცხოვრებაში ერთხელ მოისმინა ჩემი ყვირილი და მას შემდეგ, ძალიან ეშინია..." - მარგარიტა სიმონიანი

ცნობილი რუსი პროპაგანდისტი მარგარიტა სიმონიანი და ტიგრან კეოსიანი 10 წელზე მეტია ერთად არიან. წყვილს სამი შვილი ჰყავს. ტელეკომპანია RT-ის ხელმძღვანელი არ მალავს, რომ ოჯახური ცხოვრების დასაწყისში მას გარკვეული შიშები ჰქონდა, როგორი იქნებოდა მათი თანაცხოვრება, მაგრამ ამბობს, რომ ოჯახური ცხოვრება ძალიან მშვიდი გამოდგა.

"მე და ტიგრანს ძალიან გვეშინოდა, რომ ერთ ჭერქვეშ ცხოვრებას ვერ გავუმკლავდებოდით. აღმოჩნდა, რომ ჩვენი შიში უსაფუძვლო იყო. ახლა გვეცინება იმ დღეებს რომ ვიხსენებთ, როცა ამის გვეშინოდა. წარმოდგენაც კი ძნელია, როგორ შეგვეძლო ერთმანეთის გარეშე ცხოვრება“, - წერს კრემლის პროპაგანდისტი პირად ბლოგზე.

ერთ-ერთი გამომწერის კითხვაზე, თუ როგორ გადაეჩვია ტიგრან კესოიანი ყვირილს, მარგარიტამ უპასუხა, - "ტიგრანმა ცხოვრებაში ერთხელ მოისმინა ჩემი ყვირილი და მას შემდეგ, ძალიან ეშინია, რომ კიდევ განმეორდება.“

წაიკითხეთ ასევე: