Wall Street Journal-ის ინფორმაციით Tesla-ს და SpaceX-ის დამფუძნებელი ილონ მასკი რამდენიმე წელია მოიხმარს LSD-ს, კოკაინს, ექსტაზსა და კეტამინს. მასკის კომპანიების ლიდერები შიშობენ, რომ მისმა ქმედებებმა შეიძლება ზიანი მიაყენოს არამხოლოდ მის ჯანმრთელობას, არამედ ბიზნესსაც.
გავრცელებული ინფორმაციით, 2018 წელს მან ერთ-ერთ წვეულებაზე LSD მიიღო. 2021 წელს კი მაიამიში ყოფნისას - კეტამინი. WSJ ასევე ირწმუნება, რომ მასკმა SpaceX-ის საბჭოს წევრ სტივ იურვეტსონთან ერთადაც მიიღო არალეგალური ნივთიერებები.
მასკთან დაახლოებული ადამიანების თქმით, ბიზნესმენი დღემდე იყენებს სხვადასხვა ნარკოტიკულ ნივთიერებას, ძირითადად კეტამინს. მათივე მტკიცებით, მასკი ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა მაშინაც, როცა 2018 წელს ტესლას აქციების დაბრუნების შესახებ პოსტი გამოაქვეყნა.
WSJ აღნიშნავს, რომ მასკი ამჟამად 6 კომპანიას აკონტროლებს, მასზეა დამოკიდებული ინვესტორების მთლიანი აქტივები, რომელთა ღირებულება დაახლოებით ტრილიონი დოლარია, ათიათასობით სამუშაო ადგილი და აშშ-ის კოსმოსური პროგრამის ნაწილი.
NASA-მ და SpaceX-მა გააფორმეს შეთანხმება, რომლის მიხედვითაც ილონ მასკმა და კომპანიის თანამშრომლებმა პერიოდულად უნდა გაიარონ ტესტირება სისხლში ნარკოტიკების არარსებობის დასამტკიცებლად.
რაც ამან იცის, ამის ნახევარი განათლება მქონდეს ტექნიკაში და ჯანდაბას ნარკოტიკი,ტიპი გენიოსია ფიზიკის კანონების ნახევარი ფეხებით დაკიდა.ამ ადამიანმა ტესლას საიდუმლოებები ამოხსნა. ასე მგონია,რომ სიკვდილის სამეფოში დიდ მეცნიერს ტესლას ესტუმრა და მისგან მიიღო ეს უდიდესი განათლება, თორემ რაც მან იცის ეს არც ფიზიკაში და არც ქიმიაში არ ისწავლებოდა არასდროს,მისი განათლება ძალიან ძველია,მაგრამ ჩვენთვის ძალიან ახალია
მიბაძოს ჩვენს მილიარდერს ცხოვრების წესით. 11 საათზე დაძინება, ვარჯიში, ბოჰემური ცხოვრების ნაცვლად, დაკუნთული შვილები. ნუ მოკლედ, ჭკვიანი ჭკვიანია.....