დეკანოზი ილია ჭიღლაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ წმინდა მატრონას ხატი, რომელზეც წმინდანთან ერთად იოსებ სტალიანია განოსახული, უნდა დაიწვას.
"არათუ საღებავის შესხმა, მართლმადიდებლური კანონიკის მიხედვით, არაკანონიკური და მკრეხელური ხატი უნდა დაიწვას! ამიტომ მე, როგორც მართლმადიდებელი მღვდელი, მიტროსანი დეკანოზი, ჩვენი საპატრიარქოსგან მოვითხოვ კატეგორიულად, რომ ეს მატრონა-სტალინის მკრეხელური ნახატი გამოათრიონ საპატრიარქო ტაძრიდან და საჯაროდ დაწვან, თანახმად საეკლესიო წესისა!" - წერს დეკანოზი.
ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ, გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ჩანს, რომ აღნიშნულ ხატს საღებავი შეასხეს. ფაქტზე გამოძება ვანდალიზმის მუხლით დაიწყო.
ასევე იხილეთ:
რა სამწუხაროა ამდენი გაუნათლებელი ხალხი სტალინის სურათთან დაკავშირებით შინაარსი არ იციან და რას არ ამბობენ, სირცხვილია ასეთნაირად რომ უდგებით საქმეს.
რა მღვდელი შენა ხარ? რიგითი ნაცსექტანტი ხარ!