თბილისში, ვარკეთილში ქმარმა ცოლი მოკლა. არსებული ინფორმაციით, კაცმა ცოლს მრავლობითი ჭრილობები ცივი იარაღით მიაყენა. სასტიკად ნაცემი და დაჭრილი ქალი ინგოროყვას კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც გარდაიცვალა.
როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, დანაშაულის ჩადენის შემდეგ მამაკაცმა დაზიანებები თავადაც მიიყენა. ის ახლა კლინიკაშია, მას ოპერაცია ჩაუტარდა და მდგომარეობა სტაბილურია. გარდაცვლილი ქალი 27 წელის ქეთევან ედიბერიძეა.
"სასწრაფო დახმარების ბრიგადამ შემოიყვანა ახალგაზრდა ქალბატონი, მას აღენიშნებოდა მრავლობითი სისხლმდენი ჭრილობები მთელ სხეულზე. შემოსვლისას პაციენტის მდგომარეობა იყო კრიტიკული და გადაყვანილი იქნა საოპერაციო ბლოკში, სადაც სიკვდილი დაფიქსირდა" - ამბობს ინგოროყვას კლინიკის ექიმი.
როგორც AMBEBI.GE-ს შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება 19-109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.