პოლიტიკა
სამართალი
საზოგადოება

22

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 01:23-ზე, მთვარე კირჩხიბში გადავა 16:28-ზე – რეკომენდებულია მედიტაცია, საიდუმლო ცოდნის მიღება. რთული სიტუაციიდან გამოსავლის პოვნა. იყავით ყურადღებიანი ყველა ფინანსურ საკითხზე. გადაიხადეთ ვალები. შუადღის შემდეგ გააფორმეთ კონტრაქტები და დაიწყეთ ახალი საქმე. მოაგვარეთ პრობლემები პარტნიორებთან, კოლეგებთან და უფროსებთან. გამოიჩინეთ ტოლერანტობა, გაგება, დიპლომატია. დრო დაუთმეთ სწავლას. გაზრდილია ემოციურობა, კარგია დიპლომატიის დემონსტრირება. გამოიძინეთ. აქტიური ორგანოებია გულმკერდი, ფილტვები, კუჭი, ღვიძლი, ნაღვლის ბუშტი, ნერვული სისტემა. დალიეთ სითხეები მცირე რაოდენობით. არ დალიოთ ალკოჰოლი.
მსოფლიო
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სამხედრო
კონფლიქტები
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ბავშვების თითქმის 30%-ს, რომელიც კლინიკას მომართავს, ფილტვების ანთება უდასტურდება" - ივანე ჩხაიძე მშობლებს აფრთხილებს
"ბავშვების თითქმის 30%-ს, რომელიც კლინიკას მომართავს, ფილტვების ანთება უდასტურდება" - ივანე ჩხაიძე მშობლებს აფრთხილებს

ბავ­შვე­ბის საკ­მა­ოდ დიდ ნა­წილს, თით­ქმის 30%-ს, რო­მე­ლიც კლი­ნი­კას მო­მარ­თავს, ფილ­ტვე­ბის ან­თე­ბა უდას­ტურ­დე­ბა-გრი­პით გა­მოწ­ვე­უ­ლი პნევ­მო­ნი­ის ბი­ნა­ზე მკურ­ნა­ლო­ბა არ არის სწო­რი, - ამის შე­სა­ხებ იაშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის ბავ­შვთა ცენ­ტრა­ლუ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს სა­მე­დი­ცი­ნო დი­რექ­ტორ­მა, თსსუ-ის პრო­ფე­სორ­მა, ივა­ნე ჩხა­ი­ძემ "ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან“ სა­უბ­რი­სას აღ­ნიშ­ნა.

რო­გორც მან გან­მარ­ტა, თუ დე­კემ­ბრის და­სა­წყის­ში კლი­ნი­კა­ში, 25-30 ბავ­შვი მკურ­ნა­ლობ­და სა­სუნ­თქი სის­ტე­მის მწვა­ვე ინ­ფექ­ცი­ე­ბის დი­აგ­ნო­ზით, დე­კემ­ბრის ბო­ლოს, იან­ვრის და­სა­წყის­ში ამ პა­ცი­ენ­ტე­ბის რი­ცხვი 80-მდე გა­ი­ზარ­და.

"გრი­პის და გრი­პის­მაგ­ვარ ვირუ­სებ­ში გან­სხვა­ვე­ბუ­ლი კლი­ნი­კუ­რი ნიშ­ნე­ბი არ გვაქვს. ბავ­შვე­ბის­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლია შემ­დე­გი სიმპტო­მე­ბი: მა­ღა­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რა, ყე­ლის ტკი­ვი­ლი, თა­ვის ტკი­ვი­ლი, კუნ­თე­ბის და სახ­სრე­ბის ტკი­ვი­ლი, მა­დის დაქ­ვე­ი­თე­ბა, ხვე­ლა.

ყვე­ლა ამ ნიშ­ნის გა­მოვ­ლე­ნი­სას უნდა ვი­ფიქ­როთ, რომ საქ­მე გრი­პის ვირუს­თან გვაქვს. გან­სა­კუთ­რე­ბით სა­ყუ­რა­დღე­ბოა მა­ღა­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რა. მა­ღა­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რა ერთ-ერთი პირ­ვე­ლი სა­ყუ­რა­დღე­ბო ნი­შა­ნია.

გრი­პის ვირუსს 5-წლამ­დე ასა­კის ბავ­შვებ­ში სხვა­დას­ხვა გარ­თუ­ლე­ბის დიდი რის­კი აქვს. ამე­რი­კის და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის მიერ პრე­ვენ­ცი­ის სა­მიზ­ნეს სწო­რედ 5 წლამ­დე ასა­კის ბავ­შვე­ბი წარ­მო­ად­გე­ნენ. 5 წლამ­დე ასა­კის ბავ­შვებ­ში არის სწო­რედ რე­კო­მენ­დე­ბუ­ლი ვაქ­ცი­ნა­ცია.

აღ­ნიშ­ნულ ასა­კობ­რივ კა­ტე­გო­რი­ა­ში არის ყვე­ლა­ზე მე­ტად მო­სა­ლოდ­ნე­ლი გრი­პის ვირუ­სის გარ­თუ­ლე­ბა, კერ­ძოდ, ფილ­ტვე­ბის ან­თე­ბა.

ახ­ლაც ჩვენს კლი­ნი­კა­ში პა­ცი­ენ­ტე­ბის ძა­ლი­ან დიდ ნა­წილს, თით­ქმის 30%-ს, რო­მე­ლიც კლი­ნი­კას მო­მარ­თავს გრი­პის და გრი­პის­მაგ­ვა­რი კლი­ნი­კურ ნიშ­ნე­ბით ფილ­ტვე­ბის ან­თე­ბა უდას­ტურ­დე­ბა, ეს ნიშ­ნავს, რომ ფილ­ტვე­ბის ან­თე­ბის გარ­თუ­ლე­ბა ახა­სი­ა­თებს.

ეს ერთ-ერთი დი­აგ­ნო­ზია, რო­მე­ლიც სა­ჭი­რო­ებს კლი­ნი­კა­ში მარ­თვას. გრი­პით გა­მოწ­ვე­უ­ლი პნევ­მო­ნი­ის ბი­ნა­ზე მკურ­ნა­ლო­ბა არ არის სწო­რი, ასე­თი ბავ­შვი, გან­სა­კუთ­რე­ბით 5 წლამ­დე, კლი­ნი­კა­ში უნდა იყოს გა­დაყ­ვა­ნი­ლი, შე­სა­ბა­მი­სი პრე­პა­რა­ტი უნდა მი­ი­ღოს.

თუ დე­კემ­ბრის და­სა­წყის­ში ჩვენ­თან, კლი­ნი­კა­ში, 25-30 პა­ცი­ენ­ტი იწვა სა­სუნ­თქი სის­ტე­მის მწვა­ვე ინ­ფექ­ცი­ე­ბით, დე­კემ­ბრის ბო­ლოს, იან­ვრის და­სა­წყის­ში ამ პა­ცი­ენ­ტე­ბის რი­ცხვი 75-80-ის ფარ­გლებ­შია. მო­მარ­თვი­ა­ნო­ბა გაზ­რდი­ლია, ასე იყო წინა წლებ­შიც, სა­ქარ­თვე­ლო­ში დე­კემ­ბე­რი - იან­ვა­რი ყო­ველ­თვის გრი­პის და გრი­პის­მაგ­ვა­რი და­ა­ვა­დე­ბე­ბის აქ­ტი­უ­რო­ბის მაქ­სი­მა­ლუ­რი პე­რი­ო­დია. თუმ­ცა უნდა აღი­ნიშ­ნოს, რომ წელს ეს შემ­თხვე­ვე­ბი გა­ცი­ლე­ბით ნაკ­ლე­ბია, ვიდ­რე იყო გა­სულ 2 წელს. თუ 2022 წლის დე­კემ­ბრის ბო­ლოს 380 შემ­თხვე­ვა იყო 100 ათასს მო­სახ­ლე­ზე, ახლა 160-170 არის, ამი­ტომ დიახ, მა­ტე­ბა არის, მაგ­რამ არა იმ­დე­ნი, რო­გორც 2022 და 2021 წელს იყო. შე­საძ­ლე­ბე­ლია, იან­ვარ­ში მო­ი­მა­ტოს ამ ციფ­რებ­მა, წინ არის იან­ვა­რი. სა­ვა­რა­უ­დოდ, წელს გრი­პის სე­ზო­ნი ისე­თი აქ­ტი­უ­რი არ იქ­ნე­ბა, რო­გორც წინა წლებ­ში“, - აღ­ნიშ­ნა ჩხა­ი­ძემ.

Qeto
3

მერე? იმისათვის ხართ მანდ, რომ უმკურნალოთ და არა ტელევიზიებში და მედიაში საპოზიოროდ!!!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
თბილისის საკრებულოსთან ავტომობიკებისა და ბაიკების მძღოლებმა საპროტესტო აქცია გამართეს
ავტორი:

"ბავშვების თითქმის 30%-ს, რომელიც კლინიკას მომართავს, ფილტვების ანთება უდასტურდება" - ივანე ჩხაიძე მშობლებს აფრთხილებს

"ბავშვების თითქმის 30%-ს, რომელიც კლინიკას მომართავს, ფილტვების ანთება უდასტურდება" - ივანე ჩხაიძე მშობლებს აფრთხილებს

ბავშვების საკმაოდ დიდ ნაწილს, თითქმის 30%-ს, რომელიც კლინიკას მომართავს, ფილტვების ანთება უდასტურდება-გრიპით გამოწვეული პნევმონიის ბინაზე მკურნალობა არ არის სწორი, - ამის შესახებ იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, თსსუ-ის პროფესორმა, ივანე ჩხაიძემ "ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას აღნიშნა.

როგორც მან განმარტა, თუ დეკემბრის დასაწყისში კლინიკაში, 25-30 ბავშვი მკურნალობდა სასუნთქი სისტემის მწვავე ინფექციების დიაგნოზით, დეკემბრის ბოლოს, იანვრის დასაწყისში ამ პაციენტების რიცხვი 80-მდე გაიზარდა.

"გრიპის და გრიპისმაგვარ ვირუსებში განსხვავებული კლინიკური ნიშნები არ გვაქვს. ბავშვებისთვის დამახასიათებელია შემდეგი სიმპტომები: მაღალი ტემპერატურა, ყელის ტკივილი, თავის ტკივილი, კუნთების და სახსრების ტკივილი, მადის დაქვეითება, ხველა.

ყველა ამ ნიშნის გამოვლენისას უნდა ვიფიქროთ, რომ საქმე გრიპის ვირუსთან გვაქვს. განსაკუთრებით საყურადღებოა მაღალი ტემპერატურა. მაღალი ტემპერატურა ერთ-ერთი პირველი საყურადღებო ნიშანია.

გრიპის ვირუსს 5-წლამდე ასაკის ბავშვებში სხვადასხვა გართულების დიდი რისკი აქვს. ამერიკის დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ პრევენციის სამიზნეს სწორედ 5 წლამდე ასაკის ბავშვები წარმოადგენენ. 5 წლამდე ასაკის ბავშვებში არის სწორედ რეკომენდებული ვაქცინაცია.

აღნიშნულ ასაკობრივ კატეგორიაში არის ყველაზე მეტად მოსალოდნელი გრიპის ვირუსის გართულება, კერძოდ, ფილტვების ანთება.

ახლაც ჩვენს კლინიკაში პაციენტების ძალიან დიდ ნაწილს, თითქმის 30%-ს, რომელიც კლინიკას მომართავს გრიპის და გრიპისმაგვარი კლინიკურ ნიშნებით ფილტვების ანთება უდასტურდება, ეს ნიშნავს, რომ ფილტვების ანთების გართულება ახასიათებს.

ეს ერთ-ერთი დიაგნოზია, რომელიც საჭიროებს კლინიკაში მართვას. გრიპით გამოწვეული პნევმონიის ბინაზე მკურნალობა არ არის სწორი, ასეთი ბავშვი, განსაკუთრებით 5 წლამდე, კლინიკაში უნდა იყოს გადაყვანილი, შესაბამისი პრეპარატი უნდა მიიღოს.

თუ დეკემბრის დასაწყისში ჩვენთან, კლინიკაში, 25-30 პაციენტი იწვა სასუნთქი სისტემის მწვავე ინფექციებით, დეკემბრის ბოლოს, იანვრის დასაწყისში ამ პაციენტების რიცხვი 75-80-ის ფარგლებშია. მომართვიანობა გაზრდილია, ასე იყო წინა წლებშიც, საქართველოში დეკემბერი - იანვარი ყოველთვის გრიპის და გრიპისმაგვარი დაავადებების აქტიურობის მაქსიმალური პერიოდია. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ წელს ეს შემთხვევები გაცილებით ნაკლებია, ვიდრე იყო გასულ 2 წელს. თუ 2022 წლის დეკემბრის ბოლოს 380 შემთხვევა იყო 100 ათასს მოსახლეზე, ახლა 160-170 არის, ამიტომ დიახ, მატება არის, მაგრამ არა იმდენი, როგორც 2022 და 2021 წელს იყო. შესაძლებელია, იანვარში მოიმატოს ამ ციფრებმა, წინ არის იანვარი. სავარაუდოდ, წელს გრიპის სეზონი ისეთი აქტიური არ იქნება, როგორც წინა წლებში“, - აღნიშნა ჩხაიძემ.