სამართალი
კონფლიქტები
სამხედრო

17

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 01:23-ზე, მთვარე თევზებშია – რეკომენდებულია ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. კარგია ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. ყველაფერი შეიძლება მიირთვათ, მთავარია ღვიძლი არ გადაიტვირთოთ, აი, ტკბილეულს კი მოერიდეთ.
პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჯანდაცვის სისტემა გაუმართავია, ის მოუმზადებელი შეხვდა მორიგ გამოწვევას... "მედ-გიდი" ისევ თქვენს სამსახურშია" - სოფო ჯაფარიძე
"ჯანდაცვის სისტემა გაუმართავია, ის მოუმზადებელი შეხვდა მორიგ გამოწვევას... "მედ-გიდი" ისევ თქვენს სამსახურშია" - სოფო ჯაფარიძე

სა­ქარ­თვე­ლოს მე­სა­მე პრე­ზი­დენ­ტის მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის პი­რა­დი წარ­მო­მად­გენ­ლის სოფო ჯა­ფა­რი­ძის გან­ცხა­დე­ბით, „მედ გი­დის“ გუნ­დი მო­ქა­ლა­ქე­ებს ვირუ­სებ­თან და­კავ­ში­რე­ბით უფა­სო ონ­ლა­ინ კონ­სულ­ტა­ცი­ას სთა­ვა­ზობს.

რო­გორც სოფო ჯა­ფა­რი­ძემ დღე­ვან­დელ ბრი­ფინგზე გან­მარ­ტა, ვირუ­სებ­თან და­კავ­ში­რე­ბით არ­სე­ბუ­ლი მძი­მე ვი­თა­რე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ნათ­ლად გა­მოჩ­ნდა, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ჯან­დაც­ვის სის­ტე­მა­ში სრუ­ლი კო­ლაფ­სია.

"ქვეყ­ნის ათა­სო­ბით მო­ქა­ლა­ქე საკ­მა­ოდ რთულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბა. მდგო­მა­რე­ო­ბას ამ­ძი­მებს ის, რომ ადა­მი­ა­ნე­ბი სა­კუ­თა­რი ძა­ლე­ბით ცდი­ლო­ბენ ამ რთულ გა­მოწ­ვე­ვას გა­უმკლავ­დნენ.ჯან­დაც­ვის სის­ტე­მა ისევ გა­უ­მარ­თა­ვია, ისევ სრუ­ლი­ად მო­უმ­ზა­დე­ბე­ლი შეხ­ვდა მო­რიგ გა­მოწ­ვე­ვას. სამ­წუ­ხა­როდ, არ მე­გო­ნა, რომ კო­ვი­დის შემ­დეგ „მედ-გი­დის“ კვლავ დაბ­რუ­ნე­ბა გახ­დე­ბო­და სა­ჭი­რო, მაგ­რამ შექ­მნი­ლი რთუ­ლი ვი­თა­რე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი ექი­მე­ბის გუნდთან ერ­თად, სა­ჭი­როდ მი­მაჩ­ნია, აქ­ტი­უ­რად ჩა­ვერ­თოთ და მო­სახ­ლე­ო­ბას ყვე­ლა შე­საძ­ლო დახ­მა­რე­ბა გა­ვუ­წი­ოთ“, - გა­ნა­ცხა­და ჯა­ფა­რი­ძემ.

მან ასე­ვე აღ­ნიშ­ნა, რომ კო­ვიდ 19-ის პან­დე­მი­ის დროს ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ ვირუს­თან საბ­რძოლ­ვე­ლად პი­რის­პირ და­ტო­ვა მო­სახ­ლე­ო­ბა და „მედ-გი­დის“ გუნ­დმა ათა­სო­ბით მო­ქა­ლა­ქის სი­ცო­ცხლე გა­და­არ­ჩი­ნა.

"ერთხელ დაგ­პირ­დით და კი­დევ გე­ტყვით - ყო­ველ­თვის ვიქ­ნე­ბი ჩემს ძა­ლი­ან მა­გარ გუნდთან ერ­თად იქ, სა­დაც თქვენ დაგ­ჭირ­დე­ბათ. არა­სო­დეს მი­გა­ტო­ვებთ არც ერთ თქვენ­განს! გპირ­დე­ბით, რომ ძა­ლი­ან მალე ჩვენ ქვე­ყა­ნას ექ­ნე­ბა ევ­რო­პუ­ლი ჯან­დაც­ვის სის­ტე­მა, სა­დაც „მედ გიდი“ აღა­რა­სო­დეს გახ­დე­ბა სა­ჭი­რო, „მედ გიდი“ დარ­ჩე­ბა ლე­გენ­დად, თუ რო­გორ შე­იძ­ლე­ბო­და 17 კა­ცი­ან გუნდს ყვე­ლა­ზე დიდი კრი­ზი­სის დროს ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს ფუნ­ქცია შე­ეს­რუ­ლე­ბი­ნა და ათა­სო­ბით ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლე გა­და­ერ­ჩი­ნა. ეს ჩვე­ნი გმი­რი ექი­მე­ბის დამ­სა­ხუ­რე­ბაა, კი­დევ ერთხელ და კი­დევ ბევ­რჯერ მად­ლო­ბა მათ. ასე რომ, „მედ-გიდი“ ისევ თქვენს სამ­სა­ხურ­შია. ჩვე­ნი, სა­ქარ­თვე­ლო­ში წამ­ყვა­ნი ექი­მე­ბი გა­გი­წე­ვენ სრუ­ლი­ად უფა­სო ონ­ლა­ინ კონ­სულ­ტა­ცი­ებს. იქი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რომ ბევ­რი ყალ­ბი ე.წ. ექა­უნ­თი შე­იქ­მნა, შე­მო­დით ჩემს გვერ­დზე - სოფო ჯა­ფა­რი­ძე­ზე, სა­დაც გა­ზი­ა­რე­ბუ­ლი მაქვს ახა­ლი ჯგუ­ფი“, - გა­ნა­ცხა­და სოფო ჯა­ფა­რი­ძემ.

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 37 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ჯგირ
0

ადრე კბილებდამძვრალი დატოვეთ გაჭირვებული ხალხი ნაცსექტამ და ეხლა რა მორიგი ბოროტება მოიფიქრეთ!?

ოთარი
0

რა ქენი ქალო ვიტამინი დაგაკლდა? უცბათ შეგივსებენ "ვივა-მედში" და დაწყნარდები!:)))))))))

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ყირიმის ანექსიისთვის დაწესებული სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა
ავტორი:

"ჯანდაცვის სისტემა გაუმართავია, ის მოუმზადებელი შეხვდა მორიგ გამოწვევას... "მედ-გიდი" ისევ თქვენს სამსახურშია" - სოფო ჯაფარიძე

"ჯანდაცვის სისტემა გაუმართავია, ის მოუმზადებელი შეხვდა მორიგ გამოწვევას... "მედ-გიდი" ისევ თქვენს სამსახურშია" - სოფო ჯაფარიძე

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პირადი წარმომადგენლის სოფო ჯაფარიძის განცხადებით, „მედ გიდის“ გუნდი მოქალაქეებს ვირუსებთან დაკავშირებით უფასო ონლაინ კონსულტაციას სთავაზობს.

როგორც სოფო ჯაფარიძემ დღევანდელ ბრიფინგზე განმარტა, ვირუსებთან დაკავშირებით არსებული მძიმე ვითარებიდან გამომდინარე, ნათლად გამოჩნდა, რომ საქართველოს ჯანდაცვის სისტემაში სრული კოლაფსია.

"ქვეყნის ათასობით მოქალაქე საკმაოდ რთულ მდგომარეობაში იმყოფება. მდგომარეობას ამძიმებს ის, რომ ადამიანები საკუთარი ძალებით ცდილობენ ამ რთულ გამოწვევას გაუმკლავდნენ.ჯანდაცვის სისტემა ისევ გაუმართავია, ისევ სრულიად მოუმზადებელი შეხვდა მორიგ გამოწვევას. სამწუხაროდ, არ მეგონა, რომ კოვიდის შემდეგ „მედ-გიდის“ კვლავ დაბრუნება გახდებოდა საჭირო, მაგრამ შექმნილი რთული ვითარებიდან გამომდინარე, კვალიფიციური ექიმების გუნდთან ერთად, საჭიროდ მიმაჩნია, აქტიურად ჩავერთოთ და მოსახლეობას ყველა შესაძლო დახმარება გავუწიოთ“, - განაცხადა ჯაფარიძემ.

მან ასევე აღნიშნა, რომ კოვიდ 19-ის პანდემიის დროს ხელისუფლებამ ვირუსთან საბრძოლველად პირისპირ დატოვა მოსახლეობა და „მედ-გიდის“ გუნდმა ათასობით მოქალაქის სიცოცხლე გადაარჩინა.

"ერთხელ დაგპირდით და კიდევ გეტყვით - ყოველთვის ვიქნები ჩემს ძალიან მაგარ გუნდთან ერთად იქ, სადაც თქვენ დაგჭირდებათ. არასოდეს მიგატოვებთ არც ერთ თქვენგანს! გპირდებით, რომ ძალიან მალე ჩვენ ქვეყანას ექნება ევროპული ჯანდაცვის სისტემა, სადაც „მედ გიდი“ აღარასოდეს გახდება საჭირო, „მედ გიდი“ დარჩება ლეგენდად, თუ როგორ შეიძლებოდა 17 კაციან გუნდს ყველაზე დიდი კრიზისის დროს ჯანდაცვის სამინისტროს ფუნქცია შეესრულებინა და ათასობით ადამიანის სიცოცხლე გადაერჩინა. ეს ჩვენი გმირი ექიმების დამსახურებაა, კიდევ ერთხელ და კიდევ ბევრჯერ მადლობა მათ. ასე რომ, „მედ-გიდი“ ისევ თქვენს სამსახურშია. ჩვენი, საქართველოში წამყვანი ექიმები გაგიწევენ სრულიად უფასო ონლაინ კონსულტაციებს. იქიდან გამომდინარე, რომ ბევრი ყალბი ე.წ. ექაუნთი შეიქმნა, შემოდით ჩემს გვერდზე - სოფო ჯაფარიძეზე, სადაც გაზიარებული მაქვს ახალი ჯგუფი“, - განაცხადა სოფო ჯაფარიძემ.