ქვეყანაში ცირკულირებს გრიპის ვირუსი. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, თსსუ-ის პროფესორის, ივანე ჩხაიძის ინფორმაციით, "ქვეყანაში გრიპის ვირუსის სტატისტიკა აღმავალ მრუდზეა“.
სოციალურ ქსელში არაერთი ადამიანი წერს, რომ ვირუსი მათთან საკმაოდ მძიმე ფორმებით მიმდინარეობს. მათ შორის არის ჟურნალისტი მაკა რაზმაძე. ის სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
"თუ ახლა ამ სტატუსს კითხულობთ, ე.ი. არ მოვკვდი ეს რა იყო, ღმერთო...
ბუნდოვნად მახსოვს ჩემი ცხოვრების ბოლო რამდენიმე დღე. ასეთი საშინელი ვირუსი მართლა არ მქონია.
იწყება გულ-მკერდის სიმძიმით მერე ხველება და მერე ითიშები უბრალოდ. სიცხე,ბუნდოვანი მხედველობა, კუნთების და სახსრების ტეხვა ,
ვერ გრძნობ საკუთარ თავს და ასე შემდეგ.მგონი ვბრუნდები ნელ-ნელა...ფრთხილად იყავით,ხალხო.მართლა საშინელებაა.ჯანმრთელობა ყველას", - წერს მაკა რაზმაძე.
ნუ დაპანიკდებით. ტიპიური სიმპტომები აქვს. მაღალი ტემპერატურა, საერთო სისუსტე და ვირუსული ინტოქსიკაცია - აქედან გსმომდინარე ყველაფრის ტკივილი. რა თქმა უნდა ჯობია არ დაგემართოთ, მაგრამ თუ დაგემართად - წოლითი რეჟიმი, ბევრი სითხეები დეტოქსიკაციისთვის და ტემპერატურის კონტროლი, 39 -ს რომ არ აცდეს. ორგანიზმი თვითონ მიხედავს თავს. 36 საათი მქონდა 39 ტემპ, თვითონ ჩამოვიიდა და ტკივილებიც ეგრევე გაქრა.. ჯანმრატელობას გისურვებთ ყველას და სიმშვიდეს ❤️
ძაან ლამაზად გამოიყურები მშვენიერო ავადმყოფობა ვერაფერს დაგაკლებს გელით ეთერში მთელი გულით