ავტორი:

"ერთ- ერთი დაღუპული ჩემი სკოლის მეშვიდე კლასის მოსწავლეა... ბავშვები გზის პირას პროდუქტს ყიდულობდნენ" - რა დეტალები ხდება ცნობილი ბოლნისში მომხდარ ავარიაზე

"ერთ- ერთი დაღუპული ჩემი სკოლის მეშვიდე კლასის მოსწავლეა... ბავშვები გზის პირას პროდუქტს ყიდულობდნენ" - რა დეტალები ხდება ცნობილი ბოლნისში მომხდარ ავარიაზე

დღეს უმძიმესი ტრაგედია დატრიალდა ბოლნისის რაიონში, სოფელ ბალახაურში. ჩვენი ინფორმაციით, ბავშვები გზის პირას პროდუქტს ყიდულობდნენ, როცა მოულოდნელად მათ ავტომობილი დაეჯახა და სამწუხაროდ, ორი მოზარდი ადგილზე დაიღუპა. ავარიის შედეგად ასევე დაშავდა სამი პირი, მათგან ერთი მოვაჭრე ქალბატონია, რომელიც მოტეხილობებით კლინიკაში გადაიყვანეს. ხოლო დანარჩენი ორი დაშავებული მანქანაში მყოფები არიან.

ჩვენ დავუკავშირდით ბოლნისის სოფელ მუხნარას სკოლის დირექტორს, ნესტან ონიანს, სადაც დაღუპული ერთ- ერთი ბიჭუნა სწავლობდა. მან უარყო მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, რომ თითქოს დაღუპულები ძმები არიან. მისი თქმით, დაღუპულებიდან ერთია ადგილობრივი, ხოლო მეორე მოზარდი მარნეულიდან არის და ის სოფელში სტუმრად იყო ჩასული.

  • ნესტან ონიანი:

"ძალიან მძიმე ამბავი მოხდა. ერთ- ერთი დაღუპული ჩემი სკოლის მეშვიდე კლასის მოსწავლეა. ასევე გარდაცვლილია მეორე მოზარდი, მისი თანატოლი, რომელიც მარნეულიდან არის და სტუმრად იყო ჩამოსული სოფელში. ითქვა, რომ თითქოს ძმები არიან დაღუპულები, მაგრამ ეს არ არის სიმართლე, გადავამოწმე ინფორმაცია და დავაზუსტე, მეორე დაღუპული მარნეულიდანაა. არც ის არის სიმართლე, რომ ისინი იქ ვაჭრობდნენ, არა, იმ ადგილას ძირითადად მოხუცები დგანან და ვაჭრობენ. პატარა ბაზარივით აქვთ და სოფლის პროდუქტებს, ბოსტნეულს ყიდიან. ბავშვები იქ პროდუქტის საყიდლად იყვნენ მისულები და ამ დროს მოხდა ავტოსაგზაო შემთხვევა. წაიკითხეთ ვრცლად