ავტორი:

რუსი ოლიგარქი სოტბის აუქციონს უჩივის - მილიარდერის მტკიცებით, მისი არტ დილერის და აუქციონის სახლის გარიგებით მილიონები იზარალა

რუსი ოლიგარქი სოტბის აუქციონს უჩივის -  მილიარდერის მტკიცებით, მისი არტ დილერის და აუქციონის სახლის გარიგებით მილიონები იზარალა

რუსი ოლიგარქი სოტბის აუქციონს უჩივის. დმიტრი რიბოლოვლევის მტკიცებით, არტ დილერმა, რომელთანაც ის თანამშრომლობდა, სოტბისთან პირი შეკრა და მათ ერთობლივად დასცინცლეს ოლიგარქს ფული. მილიარდერის თქმით, მან ფერწერულ ტილოებში მათ რეალურ ღირებულებაზე ბევრად მეტი თანხა გადაიხადა. შედეგად, რიბოლოვლევის შეძენილი ლეონარდო და ვინჩის Salvator Mundi მსოფლიოს ყველაზე ძვირად გაყიდულ ფერწერულ ნამუშევრად იქცა.

ოლიგარქი ამბობს, რომ თავისი არტ დილერის, ივ ბუვიეს თაღლითური ხრიკების შესახებ ტილოების შეძენიდან ბევრად უფრო გვიან შეიტყო. როგორც ირკვევა, ბუვიემ ჯერ თავად შეიძინა ხელოვნების ნიმუშები, შემდეგ კი რუს ოლიგარქს მათში ათობით მილიონით მეტი გადაახდევინა. ბუვიემ ეს ბრალდებები უარყო და დმიტრისთან სასამართლოს გარეშე მოახერხა მოლაპარაკება. ბუვიესთან მოლაპარაკების შემდეგ, რიბოლოვლევმა სოტბისთვისაც გადაწყვიტა ჩივილი. მისი მტკიცებით, სწორედ მათ შეუწყვეს ხელი ბუვიეს თაღლითობაში, თუმცა ბრალდებას სოტბიც უარყოფს.

ლეონარდო და ვინჩის Salvator Mundi

დმიტრი რიბოლოვლევის ქონება 9 მილიარდ დოლარას შეადგენს. სასუქების ბიზნესით გამდიდრებული ოლიგარქი ამტკიცებს, რომ სოტბიმ იმ ნამუშევრების რეალური ღირებულება, რომლითაც ბიზნესმენი დაინტერესდა, ხელოვნურად გაბერა. დასახელებულ მხატვრებს შორის გუსტავ კლიმტის, ამადეო მოდილიანის და რენე მაგრიტის ტილოებიცაა. ოლიგარქი აუქციონის სახლს ჯამში 38 ნამუშევრისთვის გადახდილ თანხაზე ედავება.

57 წლის რიბოლოვლევს ფერწერული ნამუშევრების უაზარმაზარ კოლექციაში დაახლოებით 2 მილიარდი დოლარი აქვს გადახდილი. ოლიგარქის შეძენილ ნამუშევრებში ლეონარდო და ვინჩის, ტულუზ-ლოტრეკის და მატისის ტილოებსაც ვხვდებით.

წყარო: theguardian

მოამზადა: ანა სიბოშვილმა