მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პოლიტიკა
სამართალი
Faceამბები

22

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 03:27-ზე, მთვარე ვერძშია – საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ შევარჩიოთ შემოსაღობი მასალები და რას გვთავაზობს "ევრომეტალი?"
როგორ შევარჩიოთ შემოსაღობი მასალები და რას გვთავაზობს "ევრომეტალი?"

რო­გორც სხვა სამ­შე­ნებ­ლო თუ მო­სა­პირ­კე­თე­ბე­ლი მა­სა­ლე­ბის, ისე შე­მო­სა­ღო­ბი ბა­დე­ე­ბის შერ­ჩე­ვი­სას რე­კო­მენ­დე­ბუ­ლია, ყუ­რა­დღე­ბა გა­ვა­მახ­ვი­ლოთ ჩვენს სა­ჭი­რო­ე­ბებ­სა და ხა­რისხზე, რაც სა­მო­მავ­ლოდ დრო­ი­სა და ფი­ნან­სუ­რი რე­სურ­სის და­ზოგ­ვის სა­შუ­ა­ლე­ბას მოგ­ვცემს.

სხვა­დას­ხვა სა­ხის ტე­რი­ტო­რი­ის შე­მო­სა­ღო­ბად გან­სხვა­ვე­ბუ­ლი მა­სა­ლე­ბია სა­ჭი­რო, შე­სა­ბა­მი­სად, პრო­დუქ­ცი­ის სწო­რად შერ­ჩე­ვა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია.

რო­გორ შე­ვარ­ჩი­ოთ შე­მო­სა­ღო­ბი მა­სა­ლე­ბი? - ამ კი­თხვა­ზე სა­პა­სუ­ხოდ მივ­მარ­თეთ პრო­ფე­სი­ო­ნა­ლებს, რო­მელ­თა გუნდს სამ­შე­ნებ­ლო მა­სა­ლე­ბის სფე­რო­ში 30-წლი­ა­ნი გა­მოც­დი­ლე­ბა აქვს. კერ­ძოდ, კომ­პა­ნია „ევ­რო­მე­ტა­ლი“ ცნო­ბი­ლია უმაღ­ლე­სი ხა­რის­ხის მა­სა­ლე­ბის წარ­მო­ე­ბი­თა და იმ­პორ­ტით, რაც რო­გორც სამ­შე­ნებ­ლო-დე­ვე­ლო­პე­რულ სექ­ტორს, ისე ინ­დი­ვი­დუ­ა­ლურ მომ­ხმა­რებ­ლებს გამ­ძლე და სან­დო კონ­სტრუქ­ცი­ე­ბის მშე­ნებ­ლო­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევს.

რო­გორც „ევ­რო­მე­ტალ­ში“ გან­გვი­მარ­ტეს, ბა­ზარ­ზე არ­სე­ბუ­ლი სა­ჭი­რო­ე­ბე­ბი­სა და მო­თხოვ­ნე­ბის შე­სა­ბა­მი­სად, ყვე­ლა­ზე ხში­რად შემ­დე­გი შე­მო­სა­ღო­ბი მა­სა­ლე­ბი გა­მო­ი­ყე­ნე­ბა: პა­ნე­ლუ­რი ღობე, ეკ­ლი­ა­ნი მავ­თუ­ლი, შე­ნა­დუ­ღი ბადე, მოქ­სო­ვი­ლი ბადე, PVC მავ­თულ­ბა­დე და ფარ­თე ბადე, რო­მელ­თა ნი­მუ­შე­ბის შეს­წავ­ლა კომ­პა­ნი­ის სა­წარ­მო­ში ნე­ბის­მი­ერ მსურ­ველს შე­უძ­ლია:

  • პა­ნე­ლუ­რი ღობე ძი­რი­თა­დად, ტე­რი­ტო­რი­ე­ბის და­სა­ცა­ვად გა­მო­ი­ყე­ნე­ბა. ამას­თან, აღ­ნიშ­ნუ­ლი მა­სა­ლით სა­ჯა­რო ან კო­მერ­ცი­უ­ლი ობი­ექ­ტე­ბიც ხში­რად არის და­ცუ­ლი. ფე­რა­დი პა­ნე­ლუ­რი ღო­ბე­ე­ბი სხვა მა­სა­ლებ­თან შე­და­რე­ბით დახ­ვე­წი­ლი ვი­ზუ­ა­ლით გა­მო­ირ­ჩე­ვა. მისი ერთ-ერთი უპი­რა­ტე­სო­ბა კი გამ­ძლე­ო­ბაა;
  • ეკ­ლი­ა­ნი მავ­თუ­ლი ძი­რი­თა­დად, სამ­ხედ­რო და სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის სფე­რო­ში გა­მო­ი­ყე­ნე­ბა, თუმ­ცა ის მნიშ­ვნე­ლო­ვან როლს ას­რუ­ლებს სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბა­შიც, ნა­თე­სე­ბის და­სა­ცა­ვად. აღ­ნიშ­ნულ მა­სა­ლებს სხვა­დას­ხვა ქვე­ყა­ნა­ში ნა­თე­სე­ბის შე­მო­სა­ღო­ბად იყე­ნე­ბენ ხოლ­მე. აღ­ნიშ­ნულ მე­თოდს უკვე სა­ქარ­თვე­ლო­ში მი­მარ­თა­ვენ. რო­გორც „ევ­რო­მე­ტალ­ში“ აღ­ნიშ­ნა­ვენ, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, ღობე უჟან­გა­ვი და მა­ღა­ლი ხა­რის­ხის მა­სა­ლის­გან იყოს დამ­ზა­დე­ბუ­ლი, რათა პე­რი­მეტ­რის რამ­დენ­ჯერ­მე შე­მო­ღობ­ვა და და­მა­ტე­ბი­თი ხარ­ჯე­ბის გა­წე­ვა ავი­რი­დოთ თა­ვი­დან;
  • შე­ნა­დუ­ღი ბა­დე­ე­ბი სამ­შე­ნებ­ლო პრო­ცეს­ში გა­მო­ი­ყე­ნე­ბა და მის სიმ­ტკი­ცეს შე­ნო­ბის სიმ­ყა­რე­ში უდი­დე­სი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს. „ევ­რო­მე­ტა­ლი“ აწარ­მო­ებს პრე­მი­უმ ხა­რის­ხის მა­სა­ლებს, რო­მე­ლიც მნიშ­ვნე­ლოვ­ნად ამ­ცი­რებს რო­გორც მშე­ნებ­ლო­ბის პრო­ცე­სის ხან­გრძლი­ვო­ბას, ისე პერ­სო­ნა­ლის და­ქი­რა­ვე­ბის ვა­დებს;
  • მოქ­სო­ვი­ლი ბადე ასე­ვე ტე­რი­ტო­რი­ე­ბის შე­მო­სა­ღო­ბად გა­მო­ი­ყე­ნე­ბა. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, ის ხა­რის­ხი­ა­ნი მა­სა­ლის­გან იყოს დამ­ზა­დე­ბუ­ლი და უხვი ნა­ლე­ქის­გან სწრა­ფად არ და­ჟანგდეს;
  • PVC მავ­თულ­ბა­დე რო­გორც წესი, მინი მო­ედ­ნე­ბის შე­მო­სა­ღო­ბად გა­მო­ი­ყე­ნე­ბა. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, ბა­დის შე­სა­ღე­ბად ხა­რის­ხი­ა­ნი მა­სა­ლე­ბი იქ­ნას გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი და სხვა­დას­ხვა კლი­მა­ტურ პი­რო­ბებს გა­უძ­ლოს;
  • ფარ­თე ბა­დეს ასე­ვე დიდი ტე­რი­ტო­რი­ე­ბის და­სა­ცა­ვად, უსაფრ­თხო­ე­ბის პი­რო­ბე­ბის შე­სა­ნარ­ჩუ­ნებ­ლად იყე­ნე­ბენ.

რო­გორც „ევ­რო­მე­ტალ­ში“გან­მარ­ტა­ვენ, შე­მო­სა­ღო­ბი მა­სა­ლე­ბის ხა­რის­ხი ბოლო წლებ­ში მნიშ­ვნე­ლოვ­ნად გა­უმ­ჯო­ბეს­და. კომ­პა­ნია მომ­ხმა­რე­ბელს პრო­დუქ­ცი­ის ფარ­თო ასორ­ტი­მენტს, მა­ღალ სტან­დარ­ტებ­სა და ხელ­მი­საწ­ვდომ ფა­სებს სთა­ვა­ზობს, რის გა­მოც მისი პარტნი­ო­რე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით იზ­რდე­ბა.

კომ­პა­ნია მომ­ხმა­რე­ბელს ურ­ჩევს, შე­მო­სა­ღო­ბი მა­სა­ლე­ბის შერ­ჩე­ვი­სას რე­კო­მენ­და­ცია გა­ი­ა­რონ სპე­ცი­ა­ლის­ტებ­თან, რაც სა­შუ­ა­ლე­ბას მის­ცემთ, და­მა­ტე­ბი­თი ხარ­ჯე­ბი აი­რი­დონ თა­ვი­დან და სწრა­ფად მი­ი­ღონ სა­სურ­ვე­ლი შე­დე­გი.

R

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
სერგო
0

უამრავი ჯართი გადის და ღობის წარმოება ადგილზე რატო არ ხდება?

Status quo
1

ცოტა კომენტარები იმიტომაა, რომ ძვირია პროდუქცია.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

როგორ შევარჩიოთ შემოსაღობი მასალები და რას გვთავაზობს "ევრომეტალი?"

როგორ შევარჩიოთ შემოსაღობი მასალები და რას გვთავაზობს "ევრომეტალი?"

როგორც სხვა სამშენებლო თუ მოსაპირკეთებელი მასალების, ისე შემოსაღობი ბადეების შერჩევისას რეკომენდებულია, ყურადღება გავამახვილოთ ჩვენს საჭიროებებსა და ხარისხზე, რაც სამომავლოდ დროისა და ფინანსური რესურსის დაზოგვის საშუალებას მოგვცემს.

სხვადასხვა სახის ტერიტორიის შემოსაღობად განსხვავებული მასალებია საჭირო, შესაბამისად, პროდუქციის სწორად შერჩევა მნიშვნელოვანია.

როგორ შევარჩიოთ შემოსაღობი მასალები? - ამ კითხვაზე საპასუხოდ მივმართეთ პროფესიონალებს, რომელთა გუნდს სამშენებლო მასალების სფეროში 30-წლიანი გამოცდილება აქვს. კერძოდ, კომპანია „ევრომეტალი“ ცნობილია უმაღლესი ხარისხის მასალების წარმოებითა და იმპორტით, რაც როგორც სამშენებლო-დეველოპერულ სექტორს, ისე ინდივიდუალურ მომხმარებლებს გამძლე და სანდო კონსტრუქციების მშენებლობის საშუალებას აძლევს.

როგორც „ევრომეტალში“ განგვიმარტეს, ბაზარზე არსებული საჭიროებებისა და მოთხოვნების შესაბამისად, ყველაზე ხშირად შემდეგი შემოსაღობი მასალები გამოიყენება: პანელური ღობე, ეკლიანი მავთული, შენადუღი ბადე, მოქსოვილი ბადე, PVC მავთულბადე და ფართე ბადე, რომელთა ნიმუშების შესწავლა კომპანიის საწარმოში ნებისმიერ მსურველს შეუძლია:

  • პანელური ღობე ძირითადად, ტერიტორიების დასაცავად გამოიყენება. ამასთან, აღნიშნული მასალით საჯარო ან კომერციული ობიექტებიც ხშირად არის დაცული. ფერადი პანელური ღობეები სხვა მასალებთან შედარებით დახვეწილი ვიზუალით გამოირჩევა. მისი ერთ-ერთი უპირატესობა კი გამძლეობაა;
  • ეკლიანი მავთული ძირითადად, სამხედრო და სასჯელაღსრულების სფეროში გამოიყენება, თუმცა ის მნიშვნელოვან როლს ასრულებს სოფლის მეურნეობაშიც, ნათესების დასაცავად. აღნიშნულ მასალებს სხვადასხვა ქვეყანაში ნათესების შემოსაღობად იყენებენ ხოლმე. აღნიშნულ მეთოდს უკვე საქართველოში მიმართავენ. როგორც „ევრომეტალში“ აღნიშნავენ, მნიშვნელოვანია, ღობე უჟანგავი და მაღალი ხარისხის მასალისგან იყოს დამზადებული, რათა პერიმეტრის რამდენჯერმე შემოღობვა და დამატებითი ხარჯების გაწევა ავირიდოთ თავიდან;
  • შენადუღი ბადეები სამშენებლო პროცესში გამოიყენება და მის სიმტკიცეს შენობის სიმყარეში უდიდესი მნიშვნელობა აქვს. „ევრომეტალი“ აწარმოებს პრემიუმ ხარისხის მასალებს, რომელიც მნიშვნელოვნად ამცირებს როგორც მშენებლობის პროცესის ხანგრძლივობას, ისე პერსონალის დაქირავების ვადებს;
  • მოქსოვილი ბადე ასევე ტერიტორიების შემოსაღობად გამოიყენება. მნიშვნელოვანია, ის ხარისხიანი მასალისგან იყოს დამზადებული და უხვი ნალექისგან სწრაფად არ დაჟანგდეს;
  • PVC მავთულბადე როგორც წესი, მინი მოედნების შემოსაღობად გამოიყენება. მნიშვნელოვანია, ბადის შესაღებად ხარისხიანი მასალები იქნას გამოყენებული და სხვადასხვა კლიმატურ პირობებს გაუძლოს;
  • ფართე ბადეს ასევე დიდი ტერიტორიების დასაცავად, უსაფრთხოების პირობების შესანარჩუნებლად იყენებენ.

როგორც „ევრომეტალში“ განმარტავენ, შემოსაღობი მასალების ხარისხი ბოლო წლებში მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა. კომპანია მომხმარებელს პროდუქციის ფართო ასორტიმენტს, მაღალ სტანდარტებსა და ხელმისაწვდომ ფასებს სთავაზობს, რის გამოც მისი პარტნიორების რაოდენობა მთელი საქართველოს მასშტაბით იზრდება.

კომპანია მომხმარებელს ურჩევს, შემოსაღობი მასალების შერჩევისას რეკომენდაცია გაიარონ სპეციალისტებთან, რაც საშუალებას მისცემთ, დამატებითი ხარჯები აირიდონ თავიდან და სწრაფად მიიღონ სასურველი შედეგი.

R