მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება

13

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 23:31-ზე, მთვარე მერწყულშია – ფრთხილად იყავით სიტყვებთან და ქმედებებთან, იოლია კონფლიქტური სიტუაციის პროვოცირება. დღე მშვიდად გაატარე, მაგრამ არა მარტოობაში. ყურადღებით შეამოწმეთ ყველა ინფორმაცია. სერიოზული საქმეები გადადე. გაასუფთავეთ თქვენი სამუშაო ადგილი არასაჭირო ნივთებისგან. თანამშრომლებს ნაკლები შეხება უნდა ჰქონდეთ უფროსთან, მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგების მიმართ. არ არის რეკომენდებული შეხვედრების დანიშვნა. ხელშეკრულებების გაფორმება. ახალ სამსახურში გადასვლა. დაუფიქრებლად მოქმედება. ნუ აჰყვებით პროვოკაციებს და ნუ მოახდინეთ სხვების პროვოცირება. მოერიდეთ მთვრალ ადამიანებთან ურთიერთობა. უცნობ ადამიანებთან კონტაქტი.
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ყირიმელი პარტიზანების ბრძოლა სიკვდილის რისკით - რას ჰყვებიან მოძრაობა "ათეშის" წევრები, რომლებიც რუს სამხედროებს უთვალთვალებენ და თავს ესხმიან მტრის ზურგში
ყირიმელი პარტიზანების ბრძოლა სიკვდილის რისკით - რას ჰყვებიან მოძრაობა "ათეშის" წევრები, რომლებიც რუს სამხედროებს უთვალთვალებენ და თავს ესხმიან მტრის ზურგში

"ათე­ში“ ასე ჰქვია პარ­ტი­ზა­ნულ მოძ­რა­ო­ბას, რო­მე­ლიც ანექ­სი­რე­ბულ ყი­რიმ­ში მოქ­მე­დებს და მათ უკ­რა­ი­ნე­ლე­ბის სა­სარ­გებ­ლოდ რუსი სამ­ხედ­რო­ე­ბის თვალ­თვა­ლი, მო­ნა­ცე­მე­ბის შეგ­რო­ვე­ბა და უკ­რა­ი­ნის სამ­ხედ­რო ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბის­თვის ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­და­ცე­მა ევა­ლე­ბათ.

"ათე­ში“ ყი­რი­მე­ლი თათ­რე­ბის ენა­ზე "ცე­ცხლს“ ნიშ­ნავს. BBC აქ­ვეყ­ნებს სტა­ტი­ას, რო­მელ­შიც მოძ­რა­ო­ბის რამ­დე­ნი­მე წევ­რი სა­კუ­თარ საქ­მი­ა­ნო­ბა­ზე ლა­პა­რა­კობს.

ისი­ნი ძა­ლი­ან ფრთხი­ლად მოქ­მე­დე­ბენ. ეს სა­ში­ში საქ­მეა, სიკ­ვდი­ლის რის­კით. ერთ-ერთი მათ­გა­ნი ამ­ბობს, რომ ოპე­რა­ცი­ის დროს რუსი სამ­ხედ­რო­ე­ბის ჯგუფს გა­და­ე­ყა­რა.

"ეს სა­ში­ნე­ლე­ბა იყო, მაგ­რამ მან­ქა­ნა გა­ვა­ჩე­რე, თით­ქოს სა­ბუ­რავს პრობ­ლე­მა ჰქონ­და, სას­წა­უ­ლი მოხ­და და არც კი და­მე­ლა­პა­რაკ­ნენ“, - ამ­ბობს ის.

მოძ­რა­ო­ბის წევ­რე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ მათი საქ­მი­ა­ნო­ბა არა მხო­ლოდ ყი­რიმს, არა­მედ სხვა ოკუ­პი­რე­ბულ ტე­რი­ტო­რი­ებ­საც მო­ი­ცავს და რუ­სე­თის შიგ­ნი­თაც კი შე­აღ­წი­ეს. სწო­რედ მათ­მა შეგ­რო­ვე­ბულ­მა ინ­ფორ­მა­ცი­ამ გა­ხა­და შე­საძ­ლე­ბე­ლი უკ­რა­ი­ნას დარ­ტყმე­ბი მი­ე­ყე­ნე­ბი­ნა ყი­რიმ­ში არ­სე­ბულ რუ­სულ სამ­ხედ­რო ინფრას­ტრუქ­ტუ­რა­ზე. "ათე­შის“ თქმით, ასე­ვე მათი სა­შუ­ა­ლე­ბით მოხ­და უკ­რა­ი­ნუ­ლი სა­რა­კე­ტო თავ­დას­ხმა რუ­სულ სა­დე­სან­ტო გემ­ზე და წყალ­ქვე­შა ნავ­ზე - მინ­სკსა და დო­ნის როს­ტოვ­ზე, ასე­ვე შე­ტე­ვა რუ­სე­თის შავი ზღვის ფლო­ტის შტაბ-ბი­ნა­ზე 2023 წლის სექ­ტემ­ბერ­ში.

რუს სამ­ხედ­რო ბლო­გე­რებს არ სჯე­რათ "ათე­შის“ არ­სე­ბო­ბი­სა და ამ­ტკი­ცე­ბენ, რომ დაჯ­გუ­ფე­ბა უკ­რა­ი­ნულ­მა დაზ­ვერ­ვამ გა­მო­ი­გო­ნა. ამას­თან, ზო­გი­ერ­თი რუ­სუ­ლი მე­დია მათ ტე­რო­რის­ტუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­დაც მო­იხ­სე­ნი­ებს.

  • "ყვე­ლა ყი­რი­მე­ლი ზომ­ბი არ არის"

BBC და­უ­კავ­შირ­და ხუთ მა­მა­კაცს, რომ­ლებ­მაც გა­ნა­ცხა­დეს, რომ ისი­ნი "ათე­შის“ წევ­რე­ბი არი­ან. მათ შო­რის ერთ-ერთი ამ­ბობს, რომ ამ­ჟა­მად მუ­შა­ობს რუ­სე­თის ჯარ­ში.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ინ­ფორ­მა­ცი­ის და­მო­უ­კი­დებ­ლად გა­და­მოწ­მე­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლია, უკ­რა­ი­ნის თავ­დაც­ვი­სა და დაზ­ვერ­ვის წყა­რომ BBC-ს გა­ნუ­ცხა­და, რომ ის­ტო­რი­ე­ბი სან­დო იყო.

"ყვე­ლა ყი­რი­მე­ლი ზომ­ბი არ არის და ისი­ნი მზად არი­ან წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის­თვის ტო­ტა­ლუ­რი ცენ­ზუ­რის პი­რო­ბებ­შიც კი", - ამ­ბობს ერთ-ერთი მათ­გა­ნი.

მათი ის­ტო­რი­ე­ბი სა­ში­შია, რად­გან თი­თო­ე­ულ მათ­განს ორ­მა­გი ცხოვ­რე­ბა უწევს. ფსო­ნე­ბი ძა­ლი­ან მა­ღა­ლია - არა­ვის სურს ცი­ხე­ში წას­ვლა. და­კა­ვე­ბუ­ლებს კი ღა­ლა­ტის ბრალ­დე­ბა და ხან­გრძლი­ვი პა­ტიმ­რო­ბა ემუქ­რე­ბათ.

"ყვე­ლა­ფერს ფრთხი­ლად და გა­აზ­რე­ბუ­ლად უნდა მი­ვუდ­გეთ. შეც­დო­მე­ბი, უბ­რა­ლოდ, მი­უ­ღე­ბე­ლია“.

რუ­სეთ­მა ყი­რი­მის ნა­ხე­ვარ­კუნ­ძუ­ლის ანექ­სია 2014 წლის მარ­ტში, უკ­რა­ი­ნა­ში სრულ­მას­შტა­ბი­ან შეჭ­რამ­დე რვა წლით ადრე მო­ახ­დი­ნა. ეთ­ნი­კუ­რი რუ­სე­ბი ახლა ყი­რი­მის მო­სახ­ლე­ო­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბას შე­ად­გე­ნენ, მაგ­რამ იქ ჯერ კი­დევ ცხოვ­რო­ბენ უკ­რა­ი­ნე­ლე­ბი და ყი­რი­მე­ლი თათ­რე­ბი.

”რუ­სუ­ლი სა­დაზ­ვერ­ვო სამ­სა­ხუ­რე­ბი მუდ­მი­ვად ცდი­ლო­ბენ პარ­ტი­ზა­ნე­ბის პოვ­ნას”, - ამ­ბობს ერთი-ერთი პარ­ტი­ზა­ნი, რომ­ლის ოჯა­ხის წევ­რებ­მაც კი არ იცი­ან მისი საქ­მი­ა­ნო­ბის შე­სა­ხებ.

"ათე­შის“ წევ­რე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ უკ­რა­ი­ნას აწ­ვდი­ან ინ­ფორ­მა­ცი­ას სა­ჰა­ე­რო თავ­დაც­ვის, სა­წყო­ბე­ბის, სამ­ხედ­რო ბა­ზე­ბი­სა და ჯა­რის­კა­ცე­ბის გა­და­ად­გი­ლე­ბის შე­სა­ხებ, ზოგ­ჯერ კვი­რე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში აკ­ვირ­დე­ბი­ან ობი­ექ­ტებს.

ერთ-ერ­თის თქმით, მას არ უხ­დი­ან სა­მუ­შა­ოს­თვის, მაგ­რამ უნა­ზღა­უ­რე­ბენ ისეთ ხარ­ჯებს, რო­გო­რი­ცაა გა­და­ად­გი­ლე­ბა.

ის ჰყვე­ბა, თუ რო­გორ გა­ი­ა­რა მან 100 კმ-ზე მეტი სამ­ხედ­რო ობი­ექ­ტის გა­მო­საკ­ვლე­ვად. ის ეძებ­და ხვრელს ობი­ექ­ტში "ძა­ლი­ან დიდი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში" - და სა­ბო­ლო­ოდ, იპო­ვა. გა­და­ი­ღო ფო­ტო­ე­ბი და შე­აგ­რო­ვა სამ­ხედ­რო ტექ­ნი­კის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია.

მომ­დევ­ნო დღე­ებ­ში შე­ი­ტყო, რომ ამ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე უკ­რა­ი­ნის მხრი­დან წარ­მა­ტე­ბუ­ლი დარ­ტყმა გან­ხორ­ცი­ელ­და.

"ეს არის ის, რი­თაც მე ყვე­ლა­ზე მე­ტად ვა­მა­ყობ", - ამ­ბობს ის.

ყი­რიმ­ში რუ­სე­თის სამ­ხედ­რო ობი­ექ­ტებ­ზე მა­სობ­რი­ვი თავ­დას­ხმე­ბი კი­ე­ვის მიერ გა­ნი­ხი­ლე­ბა, რო­გორც კონ­ტრშე­ტე­ვის ძი­რი­თა­დი ნა­წი­ლი, რო­მე­ლიც სხვა­გან, გან­სა­კუთ­რე­ბით ფრონ­ტის ხაზ­ზე, წა­რუ­მა­ტე­ბე­ლი აღ­მოჩ­ნდა.

  • "ათეშ­ში“, პრო­რუ­სი "ბო­ე­ვი­კე­ბის" შეღ­წე­ვის საფრ­თხე რე­ა­ლუ­რია...

"ვცდი­ლობთ არ გა­ვუმ­ჟღავ­ნოთ სტრა­ტე­გი­უ­ლი გეგ­მე­ბი ჩვენს წევ­რებს, რომ­ლე­ბიც შე­საძ­ლოა, FSB-მ გა­შიფ­როს”, - ამ­ბობს კო­ორ­დი­ნა­ტო­რი. "კონ­კრე­ტულ­მა ადა­მი­ან­მა იცის მხო­ლოდ ის, რაც უნდა იცო­დეს.”

ერთ-ერთი პარ­ტი­ზა­ნის თქმით, "რუსი სამ­ხედ­რო­ე­ბის­თვის ფო­ტო­ე­ბის გა­და­ღე­ბა ლა­მის თვით­მკვლე­ლო­ბის ტოლ­ფა­სია, მაგ­რამ რის­კი ღირს ამ კრი­მი­ნა­ლუ­რი ომის გამო, რო­მელ­საც რუ­სე­თი აწარ­მო­ებს".

"ჩვენ ხში­რად ვხე­დავთ ჩვე­ნი მუ­შა­ო­ბის შე­დე­გებს", - ამ­ბობს ის. ზოგ­ჯერ მისი სა­მუ­შაო ორი ფო­ტოს გა­და­ღე­ბით შე­მო­ი­ფარ­გლე­ბა, ხა­ნაც ტე­რი­ტო­რი­ას დიდი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში აკ­ვირ­დე­ბა.

"უნდა გა­ვარ­კვი­ოთ ყვე­ლა სა­პატ­რუ­ლო მარ­შრუ­ტი, ყვე­ლა შე­სას­ვლე­ლი და გა­სას­ვლე­ლი, რა აღ­ჭურ­ვი­ლო­ბაა ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ან კონ­კრე­ტუ­ლად, რა ინა­ხე­ბა სა­წყობ­ში".

თი­თო­ე­უ­ლი პარ­ტი­ზა­ნი ამ­ბობს, რომ ის მარ­ტო მუ­შა­ობს, ურ­თი­ერ­თობს მხო­ლოდ "კო­ორ­დი­ნა­ტორ­თან“, რო­მელ­საც ინ­ფორ­მა­ცი­ას გა­დას­ცემს.

"ათე­ში“ 2022 წელს, რუ­სე­თის სრულ­მას­შტა­ბი­ა­ნი შეჭ­რის შემ­დეგ შე­იქ­მნა. მისი წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი აცხა­დე­ბენ, რომ ეს არის მა­სობ­რი­ვი მოძ­რა­ო­ბა, რო­მე­ლიც წარ­მო­იშ­ვა მცი­რე ჯგუ­ფი­დან, რო­მე­ლიც ახლა "ათა­სო­ბით" ადა­მი­ანს ით­ვლის.

ფიც­ში, რო­მე­ლიც გა­მოქ­ვეყ­ნდა Telegram-ის აპ­ლი­კა­ცი­ა­ში 2022 წლის სექ­ტემ­ბერ­ში, წე­რია: "ვფი­ცავ ჩემს სის­ხლსა და სულს, რომ ვიყო "ათე­შის“ მოძ­რა­ო­ბის ერ­თგუ­ლი და ვიბ­რძო­ლო უკ­რა­ი­ნის სა­ხელ­მწი­ფოს­თვის“.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მოძ­რა­ო­ბა უკ­რა­ი­ნას ძი­რი­თა­დად ლო­ჯის­ტი­კურ ინ­ფორ­მა­ცი­ას აწ­ვდის, პარ­ტი­ზა­ნუ­ლი აქ­ტი­ვის­ტე­ბი აცხა­დე­ბენ, რომ ისი­ნი თა­ვა­დაც ახორ­ცი­ე­ლებ­დნენ დი­ვერ­სი­ულ თავ­დას­ხმებს, რო­გო­რი­ცაა 30 რუსი ჯა­რის­კა­ცის მკვლე­ლო­ბა სამ­ხედ­რო ჰოს­პი­ტალ­ში და და­ნაღ­მუ­ლი მან­ქა­ნის აფეთ­ქე­ბა რუ­სე­თის მიერ ოკუ­პი­რე­ბულ ხერ­სონ­ში.

გა­სულ გა­ზა­ფხულ­ზე "ათე­შის“ წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა აი­ღეს მწე­რალ ზა­ხარ პრი­ლე­პი­ნის სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბის მცდე­ლო­ბა­ზე.

კო­ორ­დი­ნა­ტო­რი აღი­ა­რებს, რომ მათ სურთ გა­ავ­რცე­ლონ ინ­ფორ­მა­ცია ჯგუ­ფის შე­სა­ხებ, რათა მეტი წევ­რი აიყ­ვა­ნონ და რუ­სე­ბი ანერ­ვი­უ­ლონ.

პარ­ტი­ზა­ნე­ბის გა­მო­ცე­მას­თან ამ­ბო­ბენ, რომ მათი მთა­ვა­რი მი­ზა­ნია და­ას­რუ­ლონ რუ­სე­თის შე­მოჭ­რა და უკ­რა­ი­ნის მი­წე­ბის ოკუ­პა­ცია. ერთ-ერთი მათ­გა­ნის თქმით, ყი­რიმ­ში ხალ­ხი პრო­პა­გან­დი­სა და კონ­ტრო­ლის "სა­ში­ნელ პი­რო­ბებ­ში" ცხოვ­რობს.

”მაგ­რამ, აბ­სო­ლუ­ტუ­რად, დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ ჩვენ თან­და­თან ვუ­ახ­ლოვ­დე­ბით ყი­რი­მის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბას”, - ამ­ბობს ის.

მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
აბსურდია
3

კომენტარებში, ქართველები ვერ იჯერებენ რომ, საკუთარი მიწის დასაცავად ერმა შეიძლება პარტიზანულად იომოს. ეს ტროლინგია.

მთიელი
6

დაბალი ძაან დაბალი დონის უზუსტო ინფორმაცია

 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საბავშვო ბაღში გარდაცვლილი 2 წლის დაჩის დედის პირველი კომენტარი - "ჩემზეც ბევრი ბრალდებები წამოვიდა"
ავტორი:

ყირიმელი პარტიზანების ბრძოლა სიკვდილის რისკით - რას ჰყვებიან მოძრაობა "ათეშის" წევრები, რომლებიც რუს სამხედროებს უთვალთვალებენ და თავს ესხმიან მტრის ზურგში

ყირიმელი პარტიზანების ბრძოლა სიკვდილის რისკით - რას ჰყვებიან მოძრაობა "ათეშის" წევრები, რომლებიც რუს სამხედროებს უთვალთვალებენ და თავს ესხმიან მტრის ზურგში

"ათეში“ ასე ჰქვია პარტიზანულ მოძრაობას, რომელიც ანექსირებულ ყირიმში მოქმედებს და მათ უკრაინელების სასარგებლოდ რუსი სამხედროების თვალთვალი, მონაცემების შეგროვება და უკრაინის სამხედრო ხელმძღვანელობისთვის ინფორმაციის გადაცემა ევალებათ.

"ათეში“ ყირიმელი თათრების ენაზე "ცეცხლს“ ნიშნავს. BBC აქვეყნებს სტატიას, რომელშიც მოძრაობის რამდენიმე წევრი საკუთარ საქმიანობაზე ლაპარაკობს.

ისინი ძალიან ფრთხილად მოქმედებენ. ეს საშიში საქმეა, სიკვდილის რისკით. ერთ-ერთი მათგანი ამბობს, რომ ოპერაციის დროს რუსი სამხედროების ჯგუფს გადაეყარა.

"ეს საშინელება იყო, მაგრამ მანქანა გავაჩერე, თითქოს საბურავს პრობლემა ჰქონდა, სასწაული მოხდა და არც კი დამელაპარაკნენ“, - ამბობს ის.

მოძრაობის წევრები ამბობენ, რომ მათი საქმიანობა არა მხოლოდ ყირიმს, არამედ სხვა ოკუპირებულ ტერიტორიებსაც მოიცავს და რუსეთის შიგნითაც კი შეაღწიეს. სწორედ მათმა შეგროვებულმა ინფორმაციამ გახადა შესაძლებელი უკრაინას დარტყმები მიეყენებინა ყირიმში არსებულ რუსულ სამხედრო ინფრასტრუქტურაზე. "ათეშის“ თქმით, ასევე მათი საშუალებით მოხდა უკრაინული სარაკეტო თავდასხმა რუსულ სადესანტო გემზე და წყალქვეშა ნავზე - მინსკსა და დონის როსტოვზე, ასევე შეტევა რუსეთის შავი ზღვის ფლოტის შტაბ-ბინაზე 2023 წლის სექტემბერში.

რუს სამხედრო ბლოგერებს არ სჯერათ "ათეშის“ არსებობისა და ამტკიცებენ, რომ დაჯგუფება უკრაინულმა დაზვერვამ გამოიგონა. ამასთან, ზოგიერთი რუსული მედია მათ ტერორისტული ორგანიზაციადაც მოიხსენიებს.

  • "ყველა ყირიმელი ზომბი არ არის"

BBC დაუკავშირდა ხუთ მამაკაცს, რომლებმაც განაცხადეს, რომ ისინი "ათეშის“ წევრები არიან. მათ შორის ერთ-ერთი ამბობს, რომ ამჟამად მუშაობს რუსეთის ჯარში.

მიუხედავად იმისა, რომ ინფორმაციის დამოუკიდებლად გადამოწმება შეუძლებელია, უკრაინის თავდაცვისა და დაზვერვის წყარომ BBC-ს განუცხადა, რომ ისტორიები სანდო იყო.

"ყველა ყირიმელი ზომბი არ არის და ისინი მზად არიან წინააღმდეგობისთვის ტოტალური ცენზურის პირობებშიც კი", - ამბობს ერთ-ერთი მათგანი.

მათი ისტორიები საშიშია, რადგან თითოეულ მათგანს ორმაგი ცხოვრება უწევს. ფსონები ძალიან მაღალია - არავის სურს ციხეში წასვლა. დაკავებულებს კი ღალატის ბრალდება და ხანგრძლივი პატიმრობა ემუქრებათ.

"ყველაფერს ფრთხილად და გააზრებულად უნდა მივუდგეთ. შეცდომები, უბრალოდ, მიუღებელია“.

რუსეთმა ყირიმის ნახევარკუნძულის ანექსია 2014 წლის მარტში, უკრაინაში სრულმასშტაბიან შეჭრამდე რვა წლით ადრე მოახდინა. ეთნიკური რუსები ახლა ყირიმის მოსახლეობის უმრავლესობას შეადგენენ, მაგრამ იქ ჯერ კიდევ ცხოვრობენ უკრაინელები და ყირიმელი თათრები.

”რუსული სადაზვერვო სამსახურები მუდმივად ცდილობენ პარტიზანების პოვნას”, - ამბობს ერთი-ერთი პარტიზანი, რომლის ოჯახის წევრებმაც კი არ იციან მისი საქმიანობის შესახებ.

"ათეშის“ წევრები ამბობენ, რომ უკრაინას აწვდიან ინფორმაციას საჰაერო თავდაცვის, საწყობების, სამხედრო ბაზებისა და ჯარისკაცების გადაადგილების შესახებ, ზოგჯერ კვირების განმავლობაში აკვირდებიან ობიექტებს.

ერთ-ერთის თქმით, მას არ უხდიან სამუშაოსთვის, მაგრამ უნაზღაურებენ ისეთ ხარჯებს, როგორიცაა გადაადგილება.

ის ჰყვება, თუ როგორ გაიარა მან 100 კმ-ზე მეტი სამხედრო ობიექტის გამოსაკვლევად. ის ეძებდა ხვრელს ობიექტში "ძალიან დიდი ხნის განმავლობაში" - და საბოლოოდ, იპოვა. გადაიღო ფოტოები და შეაგროვა სამხედრო ტექნიკის შესახებ ინფორმაცია.

მომდევნო დღეებში შეიტყო, რომ ამ ტერიტორიაზე უკრაინის მხრიდან წარმატებული დარტყმა განხორციელდა.

"ეს არის ის, რითაც მე ყველაზე მეტად ვამაყობ", - ამბობს ის.

ყირიმში რუსეთის სამხედრო ობიექტებზე მასობრივი თავდასხმები კიევის მიერ განიხილება, როგორც კონტრშეტევის ძირითადი ნაწილი, რომელიც სხვაგან, განსაკუთრებით ფრონტის ხაზზე, წარუმატებელი აღმოჩნდა.

  • "ათეშში“, პრორუსი "ბოევიკების" შეღწევის საფრთხე რეალურია...

"ვცდილობთ არ გავუმჟღავნოთ სტრატეგიული გეგმები ჩვენს წევრებს, რომლებიც შესაძლოა, FSB-მ გაშიფროს”, - ამბობს კოორდინატორი. "კონკრეტულმა ადამიანმა იცის მხოლოდ ის, რაც უნდა იცოდეს.”

ერთ-ერთი პარტიზანის თქმით, "რუსი სამხედროებისთვის ფოტოების გადაღება ლამის თვითმკვლელობის ტოლფასია, მაგრამ რისკი ღირს ამ კრიმინალური ომის გამო, რომელსაც რუსეთი აწარმოებს".

"ჩვენ ხშირად ვხედავთ ჩვენი მუშაობის შედეგებს", - ამბობს ის. ზოგჯერ მისი სამუშაო ორი ფოტოს გადაღებით შემოიფარგლება, ხანაც ტერიტორიას დიდი ხნის განმავლობაში აკვირდება.

"უნდა გავარკვიოთ ყველა საპატრულო მარშრუტი, ყველა შესასვლელი და გასასვლელი, რა აღჭურვილობაა ტერიტორიაზე ან კონკრეტულად, რა ინახება საწყობში".

თითოეული პარტიზანი ამბობს, რომ ის მარტო მუშაობს, ურთიერთობს მხოლოდ "კოორდინატორთან“, რომელსაც ინფორმაციას გადასცემს.

"ათეში“ 2022 წელს, რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ შეიქმნა. მისი წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ეს არის მასობრივი მოძრაობა, რომელიც წარმოიშვა მცირე ჯგუფიდან, რომელიც ახლა "ათასობით" ადამიანს ითვლის.

ფიცში, რომელიც გამოქვეყნდა Telegram-ის აპლიკაციაში 2022 წლის სექტემბერში, წერია: "ვფიცავ ჩემს სისხლსა და სულს, რომ ვიყო "ათეშის“ მოძრაობის ერთგული და ვიბრძოლო უკრაინის სახელმწიფოსთვის“.

მიუხედავად იმისა, რომ მოძრაობა უკრაინას ძირითადად ლოჯისტიკურ ინფორმაციას აწვდის, პარტიზანული აქტივისტები აცხადებენ, რომ ისინი თავადაც ახორციელებდნენ დივერსიულ თავდასხმებს, როგორიცაა 30 რუსი ჯარისკაცის მკვლელობა სამხედრო ჰოსპიტალში და დანაღმული მანქანის აფეთქება რუსეთის მიერ ოკუპირებულ ხერსონში.

გასულ გაზაფხულზე "ათეშის“ წარმომადგენლებმა პასუხისმგებლობა აიღეს მწერალ ზახარ პრილეპინის სიცოცხლის მოსპობის მცდელობაზე.

კოორდინატორი აღიარებს, რომ მათ სურთ გაავრცელონ ინფორმაცია ჯგუფის შესახებ, რათა მეტი წევრი აიყვანონ და რუსები ანერვიულონ.

პარტიზანების გამოცემასთან ამბობენ, რომ მათი მთავარი მიზანია დაასრულონ რუსეთის შემოჭრა და უკრაინის მიწების ოკუპაცია. ერთ-ერთი მათგანის თქმით, ყირიმში ხალხი პროპაგანდისა და კონტროლის "საშინელ პირობებში" ცხოვრობს.

”მაგრამ, აბსოლუტურად, დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ თანდათან ვუახლოვდებით ყირიმის გათავისუფლებას”, - ამბობს ის.