პოეტი ტარიელ ხარხელაური საშობაო მილოცვის წერილს აქვეყნებს.
"გილოცავთ შობის დღესასწაულს!
გისურვებთ ჩემთან ერთად გეცხოვროთ ისეთ წუთისოფელში, როცა "არა კაც ჰკლა'' და "გიყვარდეს მოყვასი შენი"- ს განცდა ჩვენი ფიქრის მუდმივ საფიქრალად არ იქცევა. იპოვეთ უფალი თქვენში...აღივსენით რწმენით, კაცთმოყვარეობით, რომ ვისწავლოთ მიტევება. გავხსნათ კარნი გულისა, დავისახლოთ სიყვარული ნათელი წუთისოფლისა, გაიღეთ სითბო უხვად, გაიღეთ, რათა დამშვიდდეს სული მბორგავი მსოფლიოსი, შეიტანეთ სიწმინდე სამყაროთა ქაოსში...კიდევ ერთხელ გილოცავთ შობის დიდებულ დღესასწაულს, მრავალს დაესწარით...სიყვარულით თქვენიტარიელ ხარხელაური" - წერია "ფეისბუქპოსტში".