როდის უნდა აღვნიშნოთ შობა - 25 დეკემბერს, თუ 7 იანვარს? ამ საკითხზე საზოგადოების აზრი სხვადასხვაგვარია. გარკვეული ნაწილი მიიჩნევს, რომ შობა 25 დეკემბერს უნდა აღინიშნებოდეს.
ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი აქვეყნებს იმ ავტოკეფალიური ეკლესიების სიას, რომლებიც შობას 25 დეკემბერს აღნიშნავენ და ასევე იმ ეკლესიების სიას, რომლებიც 7 იანვარს ზეიმობენ:
"25 დეკემბერს ქრისტესშობას 13 ავტოკეფალიური, მართლმადიდებელი ეკლესია ქრისტიანების უმრავლესობასთან ერთად ზეიმობს.
კონსტანტინოპოლის, ალექსანდრიის, ანტიოქიის, საბერძნეთის, კვიპროსის, რუმინეთის, ბულგარეთის, ალბანეთის, ჩეხეთის, ლოვაკეთის, აამერიკის, უკრაინის, პოლონეთის.
7 იანვარს ქრისტესშობას 4 ავტოკეფალიური მართლმადიდებელი ეკლესია შეხვდება : იერუსალიმის, რუსეთის, საქართველოს. სერბეთის.
იმედია მოვა დღე, როცა 25 დეკემბერს ვიზეიმებთ ყველა, მაგრამ ვისთვისაც დღეს არის შობა, გილოცავთ იმავეს გისურვებთ, რასაც 25 ში. ქრისტეს დაბადებას გულებში", - წერს ნანუკა ჟორჟოლიანი.