პოლიტიკა

27

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:58-ზე, მთვარე ლომშია – ნუ აჰყვებით პროვოკაციებს, მოერიდეთ კამათსა და კონფლიქტს. კარგია ახალი ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება. წარმოების ზრდა. დღის ენერგიამ შეიძლება გამოიწვიოს გაურკვევლობა, ადამიანებში იმატებს კომპრომისზე წასვლის უუნარობა. არ არის რეკომენდებული ახალი საქმეების დაწყება. ასევე, არ არის მიზანშეწონილი რომანტიკული პაემანი. საკვები არ უნდა იყოს ცხიმიანი. კარგია ბოსტნეული, სალათები; დამამშვიდებელი ბალახებისგან დამზადებული მცენარეული ჩაი.
მსოფლიო
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ხელოვნურ ინტელექტს აქვს პოტენციალი, უდიდესი გარდატეხა შეიტანოს ჩვენს ცხოვრებაში, თუმცა ადამიანის სულიერი განვითარების გარეშე, მოსალოდნელი უარყოფითი შედეგებიც" - პატრიარქი
"ხელოვნურ ინტელექტს აქვს პოტენციალი, უდიდესი გარდატეხა შეიტანოს ჩვენს ცხოვრებაში, თუმცა ადამიანის სულიერი განვითარების გარეშე, მოსალოდნელი უარყოფითი შედეგებიც" - პატრიარქი

ხე­ლოვ­ნურ ინ­ტე­ლექტს აქვს პო­ტენ­ცი­ა­ლი, უდი­დე­სი გარ­და­ტე­ხა შე­ი­ტა­ნოს ჩვენს ცხოვ­რე­ბა­ში და მთლი­ა­ნად შეც­ვა­ლოს ჩვე­ნი ყო­ველ­დღი­უ­რო­ბა, თუმ­ცა, ადა­მი­ა­ნის სუ­ლი­ე­რი გან­ვი­თა­რე­ბის გა­რე­შე, მო­სა­ლოდ­ნე­ლი უარ­ყო­ფი­თი შე­დე­გე­ბიც აუ­ცი­ლებ­ლად გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლია, - ამის შე­სა­ხებ სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქის, უწ­მინ­დე­სი­სა და უნე­ტა­რე­სის, ილია მე­ო­რის სა­შო­ბაო ეპის­ტო­ლე­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი.

რო­გორც ეპის­ტო­ლე­შია ნათ­ქვა­მი, ცნო­ბი­ლია, რომ ხე­ლოვ­ნუ­რი ინ­ტე­ლექ­ტი არის კა­ცობ­რი­ო­ბის მიერ დაგ­რო­ვი­ლი ცოდ­ნის ჯამი, კო­ლექ­ტი­უ­რი ცოდ­ნა, რო­მე­ლიც ალ­გო­რით­მე­ბით იძ­ლე­ვა შე­სა­ბა­მის ინ­ფორ­მა­ცი­ას.

"ამ სა­შუ­ა­ლე­ბით ადა­მი­ანს ექ­ნე­ბა წვდო­მა მრა­ვალ­გვარ მო­ნა­ცე­მებ­ზე მის­თვის სა­სურ­ველ ნე­ბის­მი­ერ სფე­რო­ში, რაც ტექ­ნო­ლო­გი­ურ წინსვლას კი­დევ უფრო და­აჩ­ქა­რებს. ხე­ლოვ­ნურ ინ­ტე­ლექტს აქვს პო­ტენ­ცი­ა­ლი, უდი­დე­სი გარ­და­ტე­ხა შე­ი­ტა­ნოს ჩვენს ცხოვ­რე­ბა­ში და მთლი­ა­ნად შეც­ვა­ლოს ჩვე­ნი ყო­ველ­დღი­უ­რო­ბა, თუმ­ცა, ადა­მი­ა­ნის სუ­ლი­ე­რი გან­ვი­თა­რე­ბის გა­რე­შე, მო­სა­ლოდ­ნე­ლი უარ­ყო­ფი­თი შე­დე­გე­ბიც აუ­ცი­ლებ­ლად გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლია.

უფრო და უფრო მკვეთ­რად დგე­ბა კი­თხვა: შეძ­ლებს ადა­მი­ა­ნი, გა­ა­ერ­თი­ა­ნოს ქრის­ტი­ა­ნუ­ლი ცხოვ­რე­ბის წესი და თუნ­დაც ხე­ლოვ­ნუ­რი ინ­ტე­ლექ­ტის შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი და ღვთის სა­დი­დებ­ლად მი­მარ­თოს იგი? თუ თა­ვის თავ­ში და­ჯე­რე­ბუ­ლი, თა­ვი­სი­ვე ქმნი­ლე­ბით მო­ხიბ­ლუ­ლი და მას­ზე მი­ჯაჭ­ვუ­ლი ადა­მი­ა­ნი ღმერ­თს კი­დევ უფრო გა­ნე­შო­რე­ბა? ვფიქ­რობ, მე­ტად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ფსი­ქო­ლო­გე­ბის და იმ სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბის გაც­ნო­ბა, რო­მელ­თაც ხე­ლოვ­ნურ ინ­ტე­ლექტთან აქვთ შე­ხე­ბა, რად­გან უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში ყვე­ლა ამ ახა­ლი რე­ა­ლო­ბის წი­ნა­შე აღ­მოჩ­ნდე­ბა და აუ­ცი­ლე­ბე­ლია, ჩვე­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბა მომ­ზა­დე­ბუ­ლი შეხ­ვდეს მას.

ერთი რამ კი ცხა­დია: თი­თო­ე­უ­ლი ჩვენ­გა­ნი უნდა ის­წრაფ­ვო­დეს პი­როვ­ნუ­ლი სრულ­ყო­ფი­ლე­ბის­კენ, რაც უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა, ღვთის შეც­ნო­ბის და მისი ჭეშ­მა­რი­ტე­ბის წვდო­მის სურ­ვილს გუ­ლის­ხმობს. ღმერ­თი ლო­გი­კურ კა­ტე­გო­რი­ებ­ზე მაღ­ლა დგას, ადა­მი­ა­ნუ­რი გო­ნე­ბა მას ვერ მის­წვდე­ბა ვერც კა­ცობ­რი­ვი ცოდ­ნის მთლი­ა­ნი ჯა­მით და ვერც ინ­ფორ­მა­ცი­ის სი­სავ­სით, ამი­ტო­მაც, ცოდ­ნას­თან ერ­თად, სა­ჭი­როა რწმე­ნა და ღვთი­უ­რი მად­ლით აღვსე­ბა, რომ ადა­მი­ა­ნი წარ­მარ­თულ მდგო­მა­რე­ო­ბას არ და­უბ­რუნ­დეს“,- ნათ­ქვა­მია ეპის­ტო­ლე­ში.

ნა­ხეთ სრუ­ლად: პატ­რი­არ­ქის სა­შო­ბაო ეპის­ტო­ლე 2024

მიხო
0

ხელოვნურ ინტელექტამდე პრობლემები არ არის პატივცემულო? ამდენი ყაჩაღი თოფიანი თუ გალსტუკიანი ქვეყანას რო ძარცვავს,ყოველდღე რო ადამიანს კლავენ .......................

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ირანის შეტევის შედეგად ისრაელის 6 კვლევითი ლაბორატორია განადგურდა და 9 დაზიანდა
ავტორი:

"ხელოვნურ ინტელექტს აქვს პოტენციალი, უდიდესი გარდატეხა შეიტანოს ჩვენს ცხოვრებაში, თუმცა ადამიანის სულიერი განვითარების გარეშე, მოსალოდნელი უარყოფითი შედეგებიც" - პატრიარქი

"ხელოვნურ ინტელექტს აქვს პოტენციალი, უდიდესი გარდატეხა შეიტანოს ჩვენს ცხოვრებაში, თუმცა ადამიანის სულიერი განვითარების გარეშე, მოსალოდნელი უარყოფითი შედეგებიც" - პატრიარქი

ხელოვნურ ინტელექტს აქვს პოტენციალი, უდიდესი გარდატეხა შეიტანოს ჩვენს ცხოვრებაში და მთლიანად შეცვალოს ჩვენი ყოველდღიურობა, თუმცა, ადამიანის სულიერი განვითარების გარეშე, მოსალოდნელი უარყოფითი შედეგებიც აუცილებლად გასათვალისწინებელია, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის საშობაო ეპისტოლეშია აღნიშნული.

როგორც ეპისტოლეშია ნათქვამი, ცნობილია, რომ ხელოვნური ინტელექტი არის კაცობრიობის მიერ დაგროვილი ცოდნის ჯამი, კოლექტიური ცოდნა, რომელიც ალგორითმებით იძლევა შესაბამის ინფორმაციას.

"ამ საშუალებით ადამიანს ექნება წვდომა მრავალგვარ მონაცემებზე მისთვის სასურველ ნებისმიერ სფეროში, რაც ტექნოლოგიურ წინსვლას კიდევ უფრო დააჩქარებს. ხელოვნურ ინტელექტს აქვს პოტენციალი, უდიდესი გარდატეხა შეიტანოს ჩვენს ცხოვრებაში და მთლიანად შეცვალოს ჩვენი ყოველდღიურობა, თუმცა, ადამიანის სულიერი განვითარების გარეშე, მოსალოდნელი უარყოფითი შედეგებიც აუცილებლად გასათვალისწინებელია.

უფრო და უფრო მკვეთრად დგება კითხვა: შეძლებს ადამიანი, გააერთიანოს ქრისტიანული ცხოვრების წესი და თუნდაც ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობები და ღვთის სადიდებლად მიმართოს იგი? თუ თავის თავში დაჯერებული, თავისივე ქმნილებით მოხიბლული და მასზე მიჯაჭვული ადამიანი ღმერთს კიდევ უფრო განეშორება? ვფიქრობ, მეტად მნიშვნელოვანია ფსიქოლოგების და იმ სპეციალისტების შეხედულებების გაცნობა, რომელთაც ხელოვნურ ინტელექტთან აქვთ შეხება, რადგან უახლოეს მომავალში ყველა ამ ახალი რეალობის წინაშე აღმოჩნდება და აუცილებელია, ჩვენი საზოგადოება მომზადებული შეხვდეს მას.

ერთი რამ კი ცხადია: თითოეული ჩვენგანი უნდა ისწრაფვოდეს პიროვნული სრულყოფილებისკენ, რაც უპირველეს ყოვლისა, ღვთის შეცნობის და მისი ჭეშმარიტების წვდომის სურვილს გულისხმობს. ღმერთი ლოგიკურ კატეგორიებზე მაღლა დგას, ადამიანური გონება მას ვერ მისწვდება ვერც კაცობრივი ცოდნის მთლიანი ჯამით და ვერც ინფორმაციის სისავსით, ამიტომაც, ცოდნასთან ერთად, საჭიროა რწმენა და ღვთიური მადლით აღვსება, რომ ადამიანი წარმართულ მდგომარეობას არ დაუბრუნდეს“,- ნათქვამია ეპისტოლეში.

ნახეთ სრულად: პატრიარქის საშობაო ეპისტოლე 2024