საშობაო სუფრა მრავალფეროვნებით გამოირჩევა, თუმცა არის რამდენიმე ძირითადი კერძი, რომლებიც ყველას საშობაი მაგიდაზე აუცილებლად უნდა იყოს. თითოეული მათგანი უკვე საშობაო ტრადიციის ნაწილად იქცა და უამრავი ადამიანის წარმოდგენაში ახალ წელთან და შობასთან ასოცირდება. ერთ-ერთია გურული ღვეზელი.
ყველაზე ცნობილი გურული, ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე ღვეზელის რეცეპტს გვიზიარებს, რომელიც ბებიისგან ისწავლა:
"გურული ღვეზელის გამოცხობის რეცეპტი გურულადვე ჩემგან, მონასმენი და დამახსოვრებული ბებიაჩემისგან: ფქვილი, გნებავთ ქფილი უნდა ერთი კილო. ცოტა თუ დააკლდება, მაი აფერი. დროჟი უნდა ერთი სტოლის კობზი. ზუსტად. მარილი სიყვარულის მიხედვით.
ზეთი ნახევარი ჩაის ჭიქა გინდებლარიენ. ყველი ჩვეულებრივი. ახლა რომ შობიენ ფრონცკის, იმფერი არა. ჩვეულებრივი. კარაქიც სიყვარულის მიხედვით, ბევრი არ ჩაადღლიზოთ, თვარა ექნება კარაქის გემო.
რძეი თუ გაქვენ, უქენით, თუ არ გაქვენ, მაინც გამოცხობა უმისმაგისოდ. ახლა თვითონ გამოცხობა რაფერ უნდა: ფქვილს დუუმატეთ წყალი, კარგად დუუმიზნეთ, არ მოლაშტროთ სტოლი, მერე მოზილეთ, გააბტყელეთ ცემენტივით, უქენით ყველი, კვერცხი, ახალი მთვარის ფორმა მიეცით, შედევით დუხონკაში და გამეიღეთ, სანამ მთლა დეიწობა. და ღვეძელიც გამოცხობა.თქვენი მზარეულთა შორის მზარეული" - წერს გიორგი კეკელიძე.