მსოფლიო
სპორტი
პოლიტიკა

11

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:08-ზე, მთვარე მერწყულს ესტუმრება 21:19-ზე – რეკომენდებულია კომუნიკაცია, შეხვედრები მეგობრებთან; შემოქმედებითი საქმიანობა; პრეზენტაციებისა და სარეკლამო კამპანიების ჩატარება. გუნდური მუშაობა. წარუდგინეთ პროექტები თქვენს უფროსებს განსახილველად. მოაწყვეთ კორპორაციული წვეულებები. არ არის რეკომენდებული მნიშვნელოვანი საკითხების გადაჭრა. სერიოზული და ფართომასშტაბიანი მოლაპარაკებების წარმოება. ხელსაყრელი პერიოდია სამეცნიერო საქმიანობის, კვლევისთვის. ადამიანები ავლენენ დამოუკიდებლობას, ექსტრავაგანტურობას, კომუნიკაბელურობას, ექსპერიმენტებისადმი მიდრეკილებას და გამომგონებლობას. მნიშვნელოვანია მოამზადოთ რაიმე გემრიელი და უჩვეულო, ჩაატაროთ ექსპერიმენტები სამზარეულოში.
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
4 შვილის დედა ძილში მოულოდნელად გარდაიცვალა - ავსტრალიაში მომხდარი ტრაგედიის შემდეგ საზოგადოებაში ვერსიები გაჩნდა, რამაც ქალის ოჯახი აღაშფოთა
4 შვილის დედა ძილში მოულოდნელად გარდაიცვალა - ავსტრალიაში მომხდარი ტრაგედიის შემდეგ საზოგადოებაში ვერსიები გაჩნდა, რამაც ქალის ოჯახი აღაშფოთა

ავ­სტრა­ლი­ა­ში 4 შვი­ლის დედა ძილ­ში მო­უ­ლოდ­ნე­ლად გარ­და­იც­ვა­ლა. 33 წლის ეშლი სტა­ნიკ­მა შო­ბის დი­ლას თავი ცუ­დად იგ­რძნო და ქმარს, კეინ სტა­ნიკს უთხრა, რომ და­წო­ლას აპი­რებ­და.

როცა მე­უღ­ლე შუ­ა­დღემ­დე აღარ გა­მოჩ­ნდა, ქმა­რი მის შე­სა­მოწ­მებ­ლად წა­ვი­და და ოთახ­ში გარ­დაც­ვლი­ლი აღ­მო­ა­ჩი­ნა. სტა­ნი­კის თქმით, შვი­ლე­ბი მა­შინ­ვე მაკ­დო­ნალდსში წა­იყ­ვა­ნა, რათა სახ­ლი­დან შორს ყო­ფი­ლიყ­ვნენ და სწო­რედ იქ უთხრა დე­დის გარ­დაც­ვა­ლე­ბის ამ­ბა­ვი.

ეშ­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბი­დან უკვე ერთი კვი­რა გა­ვი­და, ოჯახს კი პა­სუ­ხე­ბი ისევ არ აქვს. მათ მხო­ლოდ ის იცი­ან, რომ ქალს გარ­დაც­ვა­ლე­ბამ­დე გრი­პის და გა­ცი­ე­ბის სიმპტო­მე­ბი ჰქონ­და.

კეინ სტა­ნი­კის გან­ცხა­დე­ბით, მის მე­უღ­ლეს ადრე კუ­ჭის პრობ­ლე­მე­ბი და გა­დი­დე­ბუ­ლი ელენ­თა აწუ­ხებ­და. ოჯა­ხის გა­ღი­ზი­ა­ნე­ბა იმ ფაქ­ტმა გა­მო­იწ­ვია, რომ ხალ­ხი ეშ­ლის ნარ­კო­ტი­კე­ბის მოხ­მა­რე­ბა­ში ადა­ნა­შა­უ­ლებს:

"ისი­ნი სა­ში­ნელ სი­ტყვებს ამ­ბო­ბენ - თით­ქოს ეშლი ნარ­კო­ტი­კე­ბის მომ­ხმა­რე­ბე­ლი იყო“ - ამ­ბობს კე­ი­ნი, თუმ­ცა იმა­საც აღი­ა­რებს, რომ ეშლი წარ­სულ­ში ნარ­კო­ტი­კებ­ზე და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას ებ­რძო­და და ამის­თვის ცი­ხე­შიც იჯდა.

ოჯა­ხის ახ­ლო­ბელ­მა ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, რომ ბავ­შვე­ბი დე­დის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ ჯერ კი­დევ შოკ­ში არი­ან:

”ვფიქ­რობ, ორი შუ­ა­თა­ნა გო­გო­ნა, 12 და 8 წლის, ჯერ კი­დევ შოკ­ში არი­ან... ყვე­ლა­ზე პა­ტა­რა 4 წლი­საა. ბო­ლომ­დე ვერ ხვდე­ბა რა მოხ­და“ - ამ­ბობს ის.

ეშ­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის მი­ზე­ზი ჯერ კი­დევ უც­ნო­ბია, ოჯა­ხი ექ­სპერ­ტი­ზის შე­დე­გის მო­ლო­დინ­შია, თუმ­ცა პა­სუ­ხი ცნო­ბი­ლი რამ­დე­ნი­მე თვე­ში გახ­დე­ბა...წყა­რო

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
სვანსკი
1

ავსტრალია ზრუნავს თავის მოქალაქეებზე,რასაც ვერ ვიტყვით საქართველოზე,ერთი შემდგარი ქვეყანაა,მეორეს საკუთარი ხალხი არ აინტერესებს და სხვა ქვეყანაში უბიძგებს გაქცევისკენ,თორემ ვის უნდა,რომ საკუთარ კერას მოწყდეს,რამდენ ადამიანს ენატრება თავისი ოჯახი

ლია
4

სულ დაშტერდით?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ვიდეოკადრებს ავრცელებს პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ 19 წლის საბა ჯიქიასთან დაკავშირებით?
ავტორი:

4 შვილის დედა ძილში მოულოდნელად გარდაიცვალა - ავსტრალიაში მომხდარი ტრაგედიის შემდეგ საზოგადოებაში ვერსიები გაჩნდა, რამაც ქალის ოჯახი აღაშფოთა

4 შვილის დედა ძილში მოულოდნელად გარდაიცვალა - ავსტრალიაში მომხდარი ტრაგედიის შემდეგ საზოგადოებაში ვერსიები გაჩნდა, რამაც ქალის ოჯახი აღაშფოთა

ავსტრალიაში 4 შვილის დედა ძილში მოულოდნელად გარდაიცვალა. 33 წლის ეშლი სტანიკმა შობის დილას თავი ცუდად იგრძნო და ქმარს, კეინ სტანიკს უთხრა, რომ დაწოლას აპირებდა.

როცა მეუღლე შუადღემდე აღარ გამოჩნდა, ქმარი მის შესამოწმებლად წავიდა და ოთახში გარდაცვლილი აღმოაჩინა. სტანიკის თქმით, შვილები მაშინვე მაკდონალდსში წაიყვანა, რათა სახლიდან შორს ყოფილიყვნენ და სწორედ იქ უთხრა დედის გარდაცვალების ამბავი.

ეშლის გარდაცვალებიდან უკვე ერთი კვირა გავიდა, ოჯახს კი პასუხები ისევ არ აქვს. მათ მხოლოდ ის იციან, რომ ქალს გარდაცვალებამდე გრიპის და გაციების სიმპტომები ჰქონდა.

კეინ სტანიკის განცხადებით, მის მეუღლეს ადრე კუჭის პრობლემები და გადიდებული ელენთა აწუხებდა. ოჯახის გაღიზიანება იმ ფაქტმა გამოიწვია, რომ ხალხი ეშლის ნარკოტიკების მოხმარებაში ადანაშაულებს:

"ისინი საშინელ სიტყვებს ამბობენ - თითქოს ეშლი ნარკოტიკების მომხმარებელი იყო“ - ამბობს კეინი, თუმცა იმასაც აღიარებს, რომ ეშლი წარსულში ნარკოტიკებზე დამოკიდებულებას ებრძოდა და ამისთვის ციხეშიც იჯდა.

ოჯახის ახლობელმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ბავშვები დედის გარდაცვალების შემდეგ ჯერ კიდევ შოკში არიან:

”ვფიქრობ, ორი შუათანა გოგონა, 12 და 8 წლის, ჯერ კიდევ შოკში არიან... ყველაზე პატარა 4 წლისაა. ბოლომდე ვერ ხვდება რა მოხდა“ - ამბობს ის.

ეშლის გარდაცვალების მიზეზი ჯერ კიდევ უცნობია, ოჯახი ექსპერტიზის შედეგის მოლოდინშია, თუმცა პასუხი ცნობილი რამდენიმე თვეში გახდება...წყარო