აშშ-ის თავდაცვის მდივანი, ლოიდ ოსტინი 1-ელი იანვრის შემდეგ საავადმყოფოში იმყოფება, - ამის შესახებ ინფორმაციას პენტაგონის პრესსპიკერი, პეტ რაიდერი ავრცელებს.
"1-ელი იანვრის საღამოს, თავდაცვის მდივანი, ლოიდ ჯ. ოსტინი არჩევითი სამედიცინო პროცედურის შემდეგ წარმოქმნილი გართულებების გამო უოლტერ რიდის ეროვნულ სამხედრო სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს“, - განაცხადა პეტ რაიდერმა.
პენტაგონის პრესსპიკერმა აღნიშნა, რომ ოსტინი საავადმყოფოში რჩება და მისი გამოჯანმრთელების პროცესი კარგად მიმდინარეობს.
პეტ რაიდერს არ დაუზუსტებია თუ რა სამედიცინო პროცედურა დასჭირდა ლოიდ ოსტინს ან რა გართულებები მოჰყვა ჩატარებულ პროცედურებს.