პოლიტიკა

27

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მესამე დღე დაიწყება 06:24-ზე, მთვარე ლომში გადავა 10:09-ზე – ენერგიული დღეა. მოქმედების დროა, ხელსაყრელია ფიზიკური დატვირთვა. მოერიდეთ აგრესიის ნებისმიერ გამოვლინებას. გამოიჩინეთ მონდომება და გამძლეობა. არ არის რეკომენდებული ფინანსური საკითხების მოგვარება, შესაძლებელია ფულადი დანაკარგები. აქტიური ორგანოებია გული, სისხლის მიმოქცევის სისტემა, არტერიები, ზურგი, დიაფრაგმა. ცილები და ხილი კარგად შეიწოვება. კარგია ოთახების მოლამაზება. ინტერიერის განახლება. აგრეთვე სადილის მომზადება და ცხობა.
მსოფლიო
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
უკიდურესად ცივი და ექსტრემალური ზამთარი ევროპაში - ზოგი ქვეყანა დამანგრეველ წყალდიდობას ებრძვის, ზოგი კი მაქსიმალურად დაბალ ტემპერატურას: სად რა ვითარებაა
უკიდურესად ცივი და ექსტრემალური ზამთარი ევროპაში - ზოგი ქვეყანა დამანგრეველ წყალდიდობას ებრძვის, ზოგი კი მაქსიმალურად დაბალ ტემპერატურას: სად რა ვითარებაა

ევ­რო­პას ექ­სტრე­მა­ლურ ამინ­დთან უწევს გამ­კლა­ვე­ბა - ზოგი ქვე­ყა­ნა და­მან­გრე­ველ წყალ­დი­დო­ბას ებ­რძვის, ზოგი კი მაქ­სი­მა­ლუ­რად და­ბალ ტემ­პე­რა­ტუ­რას.

დიდ ბრი­ტა­ნეთ­ში, ნო­ტი­ნ­ჰემ­ში­რის რე­გი­ონ­ში მდი­ნა­რე ტრენ­ტი ადიდ­და. ხე­ლი­სუფ­ლე­ბის გან­ცხა­დე­ბით, მდი­ნა­რის დონე, შე­საძ­ლოა, რე­კორ­დულ სი­მაღ­ლეს მი­უ­ახ­ლოვ­დეს. ხუთ­შა­ბათს, ქვეყ­ნის სამ­ხრეთ ნა­წილ­ში ძლი­ე­რი წვი­მა და ქარი და­ფიქ­სირ­და. ად­გი­ლობ­რი­ვი პო­ლი­ცი­ის ცნო­ბით, ქა­რიშ­ხალ­მა სულ მცი­რე ერთი ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლე იმ­სხვერ­პლა.

ყვე­ლა­ზე ძლი­ე­რი ქა­რიშ­ხა­ლი დიდ ბრი­ტა­ნეთ­ში, კუნ­ძულ უა­იტ­ზე და­ფიქ­სირ­და, სა­დაც ქა­რის სიჩ­ქა­რე სა­ათ­ში 151 კი­ლო­მეტრს აღ­წევ­და.

ძლი­ერ­მა ქა­რიშ­ხალ­მა წყალ­დი­დო­ბა გა­მო­იწ­ვია საფ­რან­გე­თის ჩრდი­ლო­ეთ ნა­წი­ლებ­ში, რის შე­დე­გა­დაც ასო­ბით ოჯა­ხი ელექტრო­ე­ნერ­გი­ის გა­რე­შე დარ­ჩა. ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ბრძა­ნე­ბით 370-ზე მეტი ადა­მი­ა­ნის ევა­კუ­ა­ცია გან­ხორ­ცი­ელ­და. უა­მინ­დო­ბას ერთი ადა­მი­ა­ნი ემსხვერ­პლა.

ბოლო ორი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში მუდ­მი­ვი წყალ­დი­დო­ბა იყო გერ­მა­ნი­ა­ში. და­სავ­ლეთ რუ­სე­თი კი ციმ­ბი­რი­დან და არ­ქტი­კუ­ლი რე­გი­ო­ნი­დან შე­მო­სულ­მა ცივი ჰა­ე­რის ტალ­ღამ მო­იც­ვა, მოს­კოვ­ში და სხვა რა­ი­ო­ნებ­ში ტემ­პე­რა­ტუ­რა -30 გრა­დუ­სამ­დე და­ე­ცა.

არ­ქტი­კულ­მა აფეთ­ქე­ბამ რე­კორ­დუ­ლად და­ბა­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რა მო­ი­ტა­ნა სკან­დი­ნა­ვი­ის ქვეყ­ნებ­ში, მათ შო­რის ჩრდი­ლო­ეთ შვე­დეთ­სა და ფი­ნეთ­ში. უკი­დუ­რე­სად ცივ­მა ტემ­პე­რა­ტუ­რამ, თოვლმა და ძლი­ერ­მა ქარ­მა შე­ა­ფერ­ხა ტრან­სპორ­ტი­რე­ბა, და­ი­ხუ­რა რამ­დე­ნი­მე ხიდი და სკო­ლა, შე­ჩერ­და მა­ტა­რებ­ლის მოძ­რა­ო­ბა.

ჩრდი­ლო­ეთ შვე­დეთ­ში, ოთხშა­ბათს -43,6 გრა­დუ­სი ცელ­სი­უ­სი (-46,4 ფა­რე­ნ­ჰა­ი­ტი) და­ფიქ­სირ­და, რაც ქვე­ყა­ნა­ში 1887 წლის შემ­დეგ ყვე­ლა­ზე და­ბა­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რაა. თოვ­ლის ნა­კად­მა სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი შექ­მნა გზებ­ზე.

ფი­ნე­თის უკი­დუ­რეს ჩრდი­ლო-და­სავ­ლეთ­ში, ენონ­ტე­კი­ოს მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში ტემ­პე­რა­ტუ­რა -42,4 გრა­დუს ცელ­სი­უ­სამ­დე (-44,3 ფა­რე­ნ­ჰა­ი­ტი) და­ე­ცა. ქვეყ­ნის ჩრდი­ლო­ე­თით, ქარ­ბუქ­ში გარ­დაც­ვლი­ლი ქა­ლის ცხე­და­რი იპო­ვეს.

და­ნი­ის პო­ლი­ცი­ამ მძღო­ლებს მო­უ­წო­და, თავი აა­რი­დონ ზედ­მეტ მოგ­ზა­უ­რო­ბას. ნი­დერ­ლან­დებ­ში კი ქა­რიშ­ხალს 75 წლის მა­მა­კა­ცის სი­ცო­ცხლე ემსხვერ­პლა.

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გიორგი
1

მა დათბაო?

1234....
1

Ძალიან ცხელი ზაფხული გველის! 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ირანის შეტევის შედეგად ისრაელის 6 კვლევითი ლაბორატორია განადგურდა და 9 დაზიანდა
ავტორი:

უკიდურესად ცივი და ექსტრემალური ზამთარი ევროპაში - ზოგი ქვეყანა დამანგრეველ წყალდიდობას ებრძვის, ზოგი კი მაქსიმალურად დაბალ ტემპერატურას: სად რა ვითარებაა

უკიდურესად ცივი და ექსტრემალური ზამთარი ევროპაში - ზოგი ქვეყანა დამანგრეველ წყალდიდობას ებრძვის, ზოგი კი მაქსიმალურად დაბალ ტემპერატურას: სად რა ვითარებაა

ევროპას ექსტრემალურ ამინდთან უწევს გამკლავება - ზოგი ქვეყანა დამანგრეველ წყალდიდობას ებრძვის, ზოგი კი მაქსიმალურად დაბალ ტემპერატურას.

დიდ ბრიტანეთში, ნოტინჰემშირის რეგიონში მდინარე ტრენტი ადიდდა. ხელისუფლების განცხადებით, მდინარის დონე, შესაძლოა, რეკორდულ სიმაღლეს მიუახლოვდეს. ხუთშაბათს, ქვეყნის სამხრეთ ნაწილში ძლიერი წვიმა და ქარი დაფიქსირდა. ადგილობრივი პოლიციის ცნობით, ქარიშხალმა სულ მცირე ერთი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

ყველაზე ძლიერი ქარიშხალი დიდ ბრიტანეთში, კუნძულ უაიტზე დაფიქსირდა, სადაც ქარის სიჩქარე საათში 151 კილომეტრს აღწევდა.

ძლიერმა ქარიშხალმა წყალდიდობა გამოიწვია საფრანგეთის ჩრდილოეთ ნაწილებში, რის შედეგადაც ასობით ოჯახი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. ხელისუფლების ბრძანებით 370-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. უამინდობას ერთი ადამიანი ემსხვერპლა.

ბოლო ორი კვირის განმავლობაში მუდმივი წყალდიდობა იყო გერმანიაში. დასავლეთ რუსეთი კი ციმბირიდან და არქტიკული რეგიონიდან შემოსულმა ცივი ჰაერის ტალღამ მოიცვა, მოსკოვში და სხვა რაიონებში ტემპერატურა -30 გრადუსამდე დაეცა.

არქტიკულმა აფეთქებამ რეკორდულად დაბალი ტემპერატურა მოიტანა სკანდინავიის ქვეყნებში, მათ შორის ჩრდილოეთ შვედეთსა და ფინეთში. უკიდურესად ცივმა ტემპერატურამ, თოვლმა და ძლიერმა ქარმა შეაფერხა ტრანსპორტირება, დაიხურა რამდენიმე ხიდი და სკოლა, შეჩერდა მატარებლის მოძრაობა.

ჩრდილოეთ შვედეთში, ოთხშაბათს -43,6 გრადუსი ცელსიუსი (-46,4 ფარენჰაიტი) დაფიქსირდა, რაც ქვეყანაში 1887 წლის შემდეგ ყველაზე დაბალი ტემპერატურაა. თოვლის ნაკადმა სერიოზული პრობლემები შექმნა გზებზე.

ფინეთის უკიდურეს ჩრდილო-დასავლეთში, ენონტეკიოს მუნიციპალიტეტში ტემპერატურა -42,4 გრადუს ცელსიუსამდე (-44,3 ფარენჰაიტი) დაეცა. ქვეყნის ჩრდილოეთით, ქარბუქში გარდაცვლილი ქალის ცხედარი იპოვეს.

დანიის პოლიციამ მძღოლებს მოუწოდა, თავი აარიდონ ზედმეტ მოგზაურობას. ნიდერლანდებში კი ქარიშხალს 75 წლის მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა.