2 იანვარს, გვიან ღამით, თბილისში ავტოსაგზაო შემთხვევას მოცეკვავე მარი ბაბეტა ემსხვერპლა. ტრაგიკული შემთხვევა შარდენის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე, დაახლოებით, 03:30 საათზე მოხდა.
მომხდარის თაობაზე არაერთი ინფორმაცია გავრცელდა, ერთ-ერთი ვერსიით, ქალმა ჯერ თვითმკვლელობა სცადა, თუმცა მას შემდეგ, რაც ხელი შეუშალეს, უკან გზაზე გადმოსვლისას "მერსედესის" მარკის ავტომობილი დაეჯახა. შსს-მ უკვე ამოიღო კამერების ჩანაწერები, თუმცა ამ ეტაპზე უცნობია, რა მუხლით მიმდინარეობს გამოძიება. გამოკითხულია ავტომობილის მძღოლიც. მომხდარ ტრაგედიას საზოგადოების დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ამის თაობაზე წერს ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი:
"ბაბეტაზე რაც გარდაცვალების შემდეგ ხდება, რა მარაზმია. მანამდე როგორი იყო მისი შეფასებები და დღეს, ერთ დღეში, როგორ შეუყვარდა ბევრს. სიკვდილზე ვგიჟდებით. როცა მოვკვდები, ვისაც დღეს არ გიყვარვართ, არ მოგწონვართ, გიკრძალავთ ყალბ სტატუსებს. და ვისაც გიყვარვართ სიკვდილამდე მირჩევნია ამის გაგება".
იხილეთ ასევე: