პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

4

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 16:04-ზე, მთვარე მორიელში გადავა 13:33-ზე – გააუმჯობესეთ ოჯახური ურთიერთობები, აღადგინეთ ოჯახური ტრადიციები. კარგია სახლის აშენება ან გარემონტება. რეკომენდებულია საოჯახო ბიზნესის დაწყება. ოჯახთან დაკავშირებული ფინანსური საკითხების მოგვარება. მოლაპარაკებების წარმოება, კონტაქტების დამყარება. გააძლიერეთ კავშირები. ჩაერთეთ შემოქმედებით და ინტელექტუალურ საქმიანობაში. ფრთხილად იყავით ემოციებთან. ხელსაყრელი დღეა რთული პრობლემების გადასაჭრელად. კარგია ჭურჭლისა და სარეცხის გარეცხვა. მორწყეთ მცენარეები.
მოზაიკა
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გუგა გოცირიძეს ძალიან მძიმე ემოციური ფონი აქვს" - რა განაცხადა "თიბისი ბანკზე“ ყაჩაღური თავდასხმისთვის დაკავებულის ადვოკატმა და რა გადაწყვიტა სასამართლომ?
"გუგა გოცირიძეს ძალიან მძიმე ემოციური ფონი აქვს" - რა განაცხადა "თიბისი ბანკზე“ ყაჩაღური თავდასხმისთვის დაკავებულის ადვოკატმა და რა გადაწყვიტა სასამართლომ?
  • "მთა­ვა­რი არ­ხის" ფოტო

"თი­ბი­სი ბან­კში“ მომ­ხდა­რი ყა­ჩა­ღუ­რი თავ­დას­ხმის ფაქ­ტზე და­კა­ვე­ბულ გუგა გო­ცი­რი­ძეს თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბა შე­უ­ფარ­და.

აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით მო­სა­მარ­თლემ პრო­კუ­რო­რის შუ­ამ­დგომ­ლო­ბა და­აკ­მა­ყო­ფი­ლა. ბრალ­დე­ბის მხა­რე აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბად პა­ტიმ­რო­ბის შე­ფარ­დე­ბას ითხოვ­და.

რო­გორც ად­ვო­კატ­მა, და­ვით ბარ­ბა­ქა­ძემ გა­ნა­ცხა­და, გუგა გო­ცი­რი­ძე გა­მო­ძი­ე­ბას­თან თა­ნამ­შრომ­ლობს და აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე მარ­თე­ბუ­ლი იქ­ნე­ბო­და მო­სა­მარ­თლეს ნაკ­ლე­ბად მკაც­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ე­ღო.

ამას­თან, ად­ვო­კა­ტის თქმით, გუგა გო­ცი­რი­ძეს ძა­ლი­ან მძი­მე ემო­ცი­უ­რი ფონი აქვს, რის გა­მოც სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე გან­ცხა­დე­ბე­ბი არ გა­უ­კე­თე­ბია.

მომ­დევ­ნო სა­სა­მარ­თლო სხდო­მა მო­სა­მარ­თლემ 29 თე­ბერ­ვალს, 13:00 სა­ათ­ზე ჩა­ნიშ­ნა.

გა­მო­ძი­ე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, 3 იან­ვარს, თბი­ლის­ში, სულ­ხან ცინ­ცა­ძის ქუ­ჩა­ზე მდე­ბა­რე "თი­ბი­სი ბან­კის“ ფი­ლი­ალ­ში, ბრალ­დე­ბუ­ლი პის­ტო­ლე­ტის მსგავ­სი საგ­ნის დე­მონ­სტრი­რე­ბით, თავს და­ეს­ხა ბან­კის თა­ნამ­შრომ­ლებს და სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბის მუ­ქა­რით ფულს ითხოვ­და, თუმ­ცა გან­გა­შის სიგ­ნა­ლის ჩარ­თვის გამო, ბრალ­დე­ბულ­მა თან­ხის და­უფ­ლე­ბა ვერ შეძ­ლო და შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან მი­ი­მა­ლა.

"და­კა­ვე­ბულს ბრალ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 179-ე მუხ­ლის 1-ელი ნა­წი­ლით (ყა­ჩა­ღო­ბა, ესე იგი თავ­დას­ხმა სხვი­სი მოძ­რა­ვი ნივ­თის მარ­თლსა­წი­ნა­აღ­მდე­გო მი­სა­კუთ­რე­ბის მიზ­ნით, ჩა­დე­ნი­ლი სი­ცო­ცხლი­სათ­ვის სა­ში­ში ძა­ლა­დო­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის მუ­ქა­რით) წა­რედ­გი­ნა, რაც სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად 5-დან 7 წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს“, - ნათ­ქვა­მია პრო­კუ­რა­ტუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

იხი­ლეთ ასე­ვე:

გიო
0

რა იყო დაგეძახა ჩვენთვის შეკაცო,ატასზე მაინც დაგიდგებოდით სხვა თუ არაფერი,მაგ დედააფეთქებული დაწესებულებისთვის ბრატ!...

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საქართველოში ყოველთვიურ ხელფასს დაახლოებით მილიონი ადამიანი იღებს, აქედან უმეტესობას ხელფასი თვეში 1200 დან 2400 ლარამდე აქვს
ავტორი:

"გუგა გოცირიძეს ძალიან მძიმე ემოციური ფონი აქვს" - რა განაცხადა "თიბისი ბანკზე“ ყაჩაღური თავდასხმისთვის დაკავებულის ადვოკატმა და რა გადაწყვიტა სასამართლომ?

"გუგა გოცირიძეს ძალიან მძიმე ემოციური ფონი აქვს" - რა განაცხადა "თიბისი ბანკზე“ ყაჩაღური თავდასხმისთვის დაკავებულის ადვოკატმა და რა გადაწყვიტა სასამართლომ?
  • "მთავარი არხის" ფოტო

"თიბისი ბანკში“ მომხდარი ყაჩაღური თავდასხმის ფაქტზე დაკავებულ გუგა გოცირიძეს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

აღნიშნული გადაწყვეტილებით მოსამართლემ პროკურორის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. ბრალდების მხარე აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა.

როგორც ადვოკატმა, დავით ბარბაქაძემ განაცხადა, გუგა გოცირიძე გამოძიებასთან თანამშრომლობს და აქედან გამომდინარე მართებული იქნებოდა მოსამართლეს ნაკლებად მკაცრი გადაწყვეტილება მიეღო.

ამასთან, ადვოკატის თქმით, გუგა გოცირიძეს ძალიან მძიმე ემოციური ფონი აქვს, რის გამოც სასამართლო პროცესზე განცხადებები არ გაუკეთებია.

მომდევნო სასამართლო სხდომა მოსამართლემ 29 თებერვალს, 13:00 საათზე ჩანიშნა.

გამოძიების ინფორმაციით, 3 იანვარს, თბილისში, სულხან ცინცაძის ქუჩაზე მდებარე "თიბისი ბანკის“ ფილიალში, ბრალდებული პისტოლეტის მსგავსი საგნის დემონსტრირებით, თავს დაესხა ბანკის თანამშრომლებს და სიცოცხლის მოსპობის მუქარით ფულს ითხოვდა, თუმცა განგაშის სიგნალის ჩართვის გამო, ბრალდებულმა თანხის დაუფლება ვერ შეძლო და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

"დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის 1-ელი ნაწილით (ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 5-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - ნათქვამია პროკურატურის ინფორმაციაში.

იხილეთ ასევე: