ავტორი:

კინოდან ბიზნესკომპანიაში - როგორ გამოიყურება დღეს მთავარი გმირი პოპულარული ქართული ფილმიდან "რაჭა ჩემო სიყვარულო": დარინას დღევანდელობა, ოჯახი და კარიერა

კინოდან ბიზნესკომპანიაში - როგორ გამოიყურება დღეს მთავარი გმირი პოპულარული ქართული ფილმიდან "რაჭა ჩემო სიყვარულო": დარინას დღევანდელობა, ოჯახი და კარიერა

1977 წლის 8 ივლისს საქართველოში ახალი ფილმი "რაჭა ჩემო სიყვარულო" გამოვიდა ეკრანებზე. ფილმში მოთხრობილია რაჭველ მევენახეებზე, რომლებიც სლოვაკეთში საკუთარი გამოცდილების გასაზიარებლად გაემგზავრებიან. თუმცა ვის ახსოვს ვენახი, როდესაც ქართველ ზაურის სლოვაკი დარინა შეუყვარდება.

მთავარ გმირებს, ცნობილი ქართველი მსახიობი ბადრი კაკაბაძე და ჩეხი მსახიობი ანდრეა ჩუნდერლიკოვა თამაშობენ. ევროპელმა გოგონამ ქართველების გული სამუდამოდ მოინადირა და ფილმთან ერთად დღემდე ყველას უყვარს დარინა, რომელიც ფილმში ქართველების რძალი გახდა, თუმცა რეალობაში კი ყველაფერი სხვანაირად მოხდა.

წლების შემდეგ, ბადრი კაკაბაძე ანდრეას "კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში იხსენებდა...

"ძალიან მომწონდა, ან რა გასაკვირია, ძალიან ლამაზი იყო, თანაც იმ დროს ცოლს გავცილდი. თუმცა ფილმის გამოსვლის შემდეგ აღარც მინახავს.“

აღმოჩნდა, რომ გადაღებების დასრულებიდან რამდენიმე დღეში ანდრეა სხვაზე გათხოვდა... მისი რჩეული როკ-მუსიკოსი, ჯგუფ "ოლიმპიკის" გიტარისტი ლადისლავ კლეინი გახდა, რომელთანაც ერთი შვილი - ჩოგბურთელი სანდრა კლეინი შეეძინა.

როგორ ცხოვრობს დღეს ცნობილი მსახიობი, რომელიც ახალს წელს გასულმა "რაჭა ჩემო სიყვარულომ" ისევ გაგვახსენა. გადავწყვიტეთ ანდრეაზე საინტერესო ცნობები და ფოტოები შეგვეკრიბა.

მიუხედავად იმისა, რომ ანდრეა ჩუნდერლიკოვას მსახიობობა პროფესიონალურად არასოდეს უსწავლია, მისმა რომანტიკულმა გარეგნობამ მრავალი რეჟისორის ყურადღება მიიპყრო, რომლებმაც მას ლამაზი, იდუმალი და მეოცნებე გოგონების როლები მისცეს.

საქართველოსგან განსხვავებით, ანდრეას ყველაზე ცნობილი როლი მედდა ინაა ტელესერიალიდან "ქალაქის გარეუბანში მდებარე ჰოსპიტალი". ცნობილ სერიალში, ის პრემიერ-მინისტრის არნოშტ ბლაჟეის საყვარელს თამაშობს. სერიალის გადაღებისას ქალი 24 წლის იყო და ერთ-ერთ ულამაზეს მსახიობად ითვლებოდა. თუმცა როგორც ინტერვიუებში თავად ამბობდა, ინას "მეოცნებე ხასიათი" არ მოსწონდა. ეს სრულიად ეწინააღმდეგებოდა მის ნამდვილ ტემპერამენტს.

ანდრეა ჩუნდერლიკოვა, რომლის მამაც ნახევრად სლოვაკი გახლდათ, 1952 წლის 6 მაისს პრაღაში დაიბადა. ის კინოში შემთხვევით მოხვდა. როდესაც გადამღები ჯგუფი დაწყებით სკოლას ეწვია, სადაც ახალგაზრდა გოგონა სწავლობდა. ის პირველ ფილმში რომანტიკულ დრამაში "მაღალი კედელი" (1964 წელი) სათამაშოდ მიიწვიეს. პირველ ფილმს უამრავი როლი მოჰყვა, რამაც საბჭოთა ქვეყნებში თავბრუდამხვევი პოპულარობა მოუტანა.

1989 წლიდან ანდრეას ცხოვრებაში კინოროლები შემცირდა, მან მუშაობა ერთ-ერთ კომპანიაში მენეჯერად დაიწყო. თუმცა გამონაკლისი იყო 2003 წელი, როდესაც ის ოცი წლის შემდეგ სერიალში სათამაშოდ დაბრუნდა.

ანდრეა ჩუნდერლიკოვა ამჟამად მუშაობს საკონსულტაციო ბიზნესკომპანიაში, სადაც ის ასევე საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილებას ხელმძღვანელობს. 1976 წლიდან ის არის ოლიმპიური ჯგუფის ყოფილი წევრის, ლადისლავ კლეინის ცოლი. მათ ერთად აღზარდეს ქალიშვილი სანდრა, რომელიც პროფესიონალურად თამაშობდა ჩოგბურთს.

მსახიობი ანდრეა ჩუდერლიკოვა 72 წლისაა.

წაიკითხეთ ასევე: