პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

24

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 03:53-ზე, მთვარის პირველი დღე დადგება 23:10-ზე, მთვარე ლომს ესტუმრება 19:32-ზე – არაფერი ახალი და მნიშვნელოვანი არ გააკეთოთ, დაასრულეთ ის, რაც ადრე დაიწყეთ. გაუფრთხილდით სახლს და ოჯახს, გაასუფთავეთ და მოაწესრიგეთ თქვენი სახლი. არ არის რეკომენდებული, რომ მოაგვაროთ ფინანსური საქმეები, ხელი მოაწეროთ დოკუმენტებს. არ გირჩევთ ფულის სესხება და გასესხებას, ახალი თანამშრომლების დაქირავებას. მოლაპარაკებების წარმოებას, უარყოფითი ემოციების გამოხატვას. ახალი მთვარის პირველი დღე არ არის ხელსაყრელი ქორწინებისთვის, ქორწილისთვის, თუმცა, დაგეგმვა შეგიძლიათ.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კინოდან ბიზნესკომპანიაში - როგორ გამოიყურება დღეს მთავარი გმირი პოპულარული ქართული ფილმიდან "რაჭა ჩემო სიყვარულო": დარინას დღევანდელობა, ოჯახი და კარიერა
კინოდან ბიზნესკომპანიაში - როგორ გამოიყურება დღეს მთავარი გმირი პოპულარული ქართული ფილმიდან "რაჭა ჩემო სიყვარულო": დარინას დღევანდელობა, ოჯახი და კარიერა

1977 წლის 8 ივ­ლისს სა­ქარ­თვე­ლო­ში ახა­ლი ფილ­მი "რაჭა ჩემო სიყ­ვა­რუ­ლო" გა­მო­ვი­და ეკ­რა­ნებ­ზე. ფილმში მო­თხრო­ბი­ლია რაჭ­ველ მე­ვე­ნა­ხე­ებ­ზე, რომ­ლე­ბიც სლო­ვა­კეთ­ში სა­კუ­თა­რი გა­მოც­დი­ლე­ბის გა­სა­ზი­ა­რებ­ლად გა­ემ­გზავ­რე­ბი­ან. თუმ­ცა ვის ახ­სოვს ვე­ნა­ხი, რო­დე­საც ქარ­თველ ზა­უ­რის სლო­ვა­კი და­რი­ნა შე­უყ­ვარ­დე­ბა.

მთა­ვარ გმი­რებს, ცნო­ბი­ლი ქარ­თვე­ლი მსა­ხი­ო­ბი ბადრი კა­კა­ბა­ძე და ჩეხი მსა­ხი­ო­ბი ან­დრეა ჩუნ­დერ­ლი­კო­ვა თა­მა­შო­ბენ. ევ­რო­პელ­მა გო­გო­ნამ ქარ­თვე­ლე­ბის გული სა­მუ­და­მოდ მო­ი­ნა­დი­რა და ფილმთან ერ­თად დღემ­დე ყვე­ლას უყ­ვარს და­რი­ნა, რო­მე­ლიც ფილმში ქარ­თვე­ლე­ბის რძა­ლი გახ­და, თუმ­ცა რე­ა­ლო­ბა­ში კი ყვე­ლა­ფე­რი სხვა­ნა­ი­რად მოხ­და.

წლე­ბის შემ­დეგ, ბად­რი კა­კა­ბა­ძე ან­დრე­ას "კვი­რის პა­ლიტ­რას­თან“ ინ­ტერ­ვი­უ­ში იხ­სე­ნებ­და...

"ძა­ლი­ან მომ­წონ­და, ან რა გა­საკ­ვი­რია, ძა­ლი­ან ლა­მა­ზი იყო, თა­ნაც იმ დროს ცოლს გავ­ცილ­დი. თუმ­ცა ფილ­მის გა­მოს­ვლის შემ­დეგ აღარც მი­ნა­ხავს.“

აღ­მოჩ­ნდა, რომ გა­და­ღე­ბე­ბის დას­რუ­ლე­ბი­დან რამ­დე­ნი­მე დღე­ში ან­დრეა სხვა­ზე გა­თხოვ­და... მისი რჩე­უ­ლი როკ-მუ­სი­კო­სი, ჯგუფ "ოლიმ­პი­კის" გი­ტა­რის­ტი ლა­დის­ლავ კლე­ი­ნი გახ­და, რო­მელ­თა­ნაც ერთი შვი­ლი - ჩოგ­ბურ­თე­ლი სან­დრა კლე­ი­ნი შე­ე­ძი­ნა.

რო­გორ ცხოვ­რობს დღეს ცნო­ბი­ლი მსა­ხი­ო­ბი, რო­მე­ლიც ახალს წელს გა­სულ­მა "რაჭა ჩემო სიყ­ვა­რუ­ლომ" ისევ გაგ­ვახ­სე­ნა. გა­დავ­წყვი­ტეთ ან­დრე­ა­ზე სა­ინ­ტე­რე­სო ცნო­ბე­ბი და ფო­ტო­ე­ბი შეგ­ვეკ­რი­ბა.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ან­დრეა ჩუნ­დერ­ლი­კო­ვას მსა­ხი­ო­ბო­ბა პრო­ფე­სი­ო­ნა­ლუ­რად არა­სო­დეს უს­წავ­ლია, მის­მა რო­მან­ტი­კულ­მა გა­რეგ­ნო­ბამ მრა­ვა­ლი რე­ჟი­სო­რის ყუ­რა­დღე­ბა მი­ი­პყრო, რომ­ლებ­მაც მას ლა­მა­ზი, იდუ­მა­ლი და მე­ოც­ნე­ბე გო­გო­ნე­ბის რო­ლე­ბი მის­ცეს.

სა­ქარ­თვე­ლოს­გან გან­სხვა­ვე­ბით, ან­დრე­ას ყვე­ლა­ზე ცნო­ბი­ლი როლი მედ­და ინაა ტე­ლე­სე­რი­ა­ლი­დან "ქა­ლა­ქის გა­რე­უ­ბან­ში მდე­ბა­რე ჰოს­პი­ტა­ლი". ცნო­ბილ სე­რი­ალ­ში, ის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის არ­ნოშტ ბლა­ჟე­ის საყ­ვა­რელს თა­მა­შობს. სე­რი­ა­ლის გა­და­ღე­ბი­სას ქალი 24 წლის იყო და ერთ-ერთ ულა­მა­ზეს მსა­ხი­ო­ბად ით­ვლე­ბო­და. თუმ­ცა რო­გორც ინ­ტერ­ვი­უ­ებ­ში თა­ვად ამ­ბობ­და, ინას "მე­ოც­ნე­ბე ხა­სი­ა­თი" არ მოს­წონ­და. ეს სრუ­ლი­ად ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბო­და მის ნამ­დვილ ტემ­პე­რა­მენტს.

ან­დრეა ჩუნ­დერ­ლი­კო­ვა, რომ­ლის მა­მაც ნა­ხევ­რად სლო­ვა­კი გახ­ლდათ, 1952 წლის 6 მა­ისს პრა­ღა­ში და­ი­ბა­და. ის კი­ნო­ში შემ­თხვე­ვით მოხ­ვდა. რო­დე­საც გა­დამ­ღე­ბი ჯგუ­ფი და­წყე­ბით სკო­ლას ეწ­ვია, სა­დაც ახალ­გაზ­რდა გო­გო­ნა სწავ­ლობ­და. ის პირ­ველ ფილმში რო­მან­ტი­კულ დრა­მა­ში "მა­ღა­ლი კე­დე­ლი" (1964 წელი) სა­თა­მა­შოდ მი­იწ­ვი­ეს. პირ­ველ ფილ­მს უამ­რა­ვი როლი მოჰ­ყვა, რა­მაც საბ­ჭო­თა ქვეყ­ნებ­ში თავ­ბრუ­დამ­ხვე­ვი პო­პუ­ლა­რო­ბა მო­უ­ტა­ნა.

1989 წლი­დან ან­დრე­ას ცხოვ­რე­ბა­ში კი­ნო­რო­ლე­ბი შემ­ცირ­და, მან მუ­შა­ო­ბა ერთ-ერთ კომ­პა­ნი­ა­ში მე­ნე­ჯე­რად და­ი­წყო. თუმ­ცა გა­მო­ნაკ­ლი­სი იყო 2003 წელი, რო­დე­საც ის ოცი წლის შემ­დეგ სე­რი­ალ­ში სა­თა­მა­შოდ დაბ­რუნ­და.

ან­დრეა ჩუნ­დერ­ლი­კო­ვა ამ­ჟა­მად მუ­შა­ობს სა­კონ­სულ­ტა­ციო ბიზ­ნეს­კომ­პა­ნი­ა­ში, სა­დაც ის ასე­ვე სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის გან­ყო­ფი­ლე­ბას ხელ­მძღვა­ნე­ლობს. 1976 წლი­დან ის არის ოლიმ­პი­უ­რი ჯგუ­ფის ყო­ფი­ლი წევ­რის, ლა­დის­ლავ კლე­ი­ნის ცოლი. მათ ერ­თად აღ­ზარ­დეს ქა­ლიშ­ვი­ლი სან­დრა, რო­მე­ლიც პრო­ფე­სი­ო­ნა­ლუ­რად თა­მა­შობ­და ჩოგ­ბურთს.

მსა­ხი­ო­ბი ან­დრეა ჩუ­დერ­ლი­კო­ვა 72 წლი­საა.

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 11 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დარიას
1

ამ ფილმს რაჭასთან წარმოსახვითი საერთო აქვს . ალბათ უცხოელთათვის თორე აფხაზეთში არის გადაღებული! ჯანსუღ კახიძის სიმღერა ისე მოუხდა კინოს რომ კომედიაც არის და მუსიკალური შედევრიც!

ანო
127

გულახდილად გეტყვით, ფილმი თავიდან ბოლომდე არ მინახავს. არ მომეწონა და იმიტომ. ძალიან თითიდან გამოწოვილი, იაფფფასიანი სიუჟეტია.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ამალ კლუნი ჯორჯ კლუნთან ოჯახური ცხოვრების საიდუმლოზე საუბრებს
ავტორი:

კინოდან ბიზნესკომპანიაში - როგორ გამოიყურება დღეს მთავარი გმირი პოპულარული ქართული ფილმიდან "რაჭა ჩემო სიყვარულო": დარინას დღევანდელობა, ოჯახი და კარიერა

კინოდან ბიზნესკომპანიაში - როგორ გამოიყურება დღეს მთავარი გმირი პოპულარული ქართული ფილმიდან "რაჭა ჩემო სიყვარულო": დარინას დღევანდელობა, ოჯახი და კარიერა

1977 წლის 8 ივლისს საქართველოში ახალი ფილმი "რაჭა ჩემო სიყვარულო" გამოვიდა ეკრანებზე. ფილმში მოთხრობილია რაჭველ მევენახეებზე, რომლებიც სლოვაკეთში საკუთარი გამოცდილების გასაზიარებლად გაემგზავრებიან. თუმცა ვის ახსოვს ვენახი, როდესაც ქართველ ზაურის სლოვაკი დარინა შეუყვარდება.

მთავარ გმირებს, ცნობილი ქართველი მსახიობი ბადრი კაკაბაძე და ჩეხი მსახიობი ანდრეა ჩუნდერლიკოვა თამაშობენ. ევროპელმა გოგონამ ქართველების გული სამუდამოდ მოინადირა და ფილმთან ერთად დღემდე ყველას უყვარს დარინა, რომელიც ფილმში ქართველების რძალი გახდა, თუმცა რეალობაში კი ყველაფერი სხვანაირად მოხდა.

წლების შემდეგ, ბადრი კაკაბაძე ანდრეას "კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში იხსენებდა...

"ძალიან მომწონდა, ან რა გასაკვირია, ძალიან ლამაზი იყო, თანაც იმ დროს ცოლს გავცილდი. თუმცა ფილმის გამოსვლის შემდეგ აღარც მინახავს.“

აღმოჩნდა, რომ გადაღებების დასრულებიდან რამდენიმე დღეში ანდრეა სხვაზე გათხოვდა... მისი რჩეული როკ-მუსიკოსი, ჯგუფ "ოლიმპიკის" გიტარისტი ლადისლავ კლეინი გახდა, რომელთანაც ერთი შვილი - ჩოგბურთელი სანდრა კლეინი შეეძინა.

როგორ ცხოვრობს დღეს ცნობილი მსახიობი, რომელიც ახალს წელს გასულმა "რაჭა ჩემო სიყვარულომ" ისევ გაგვახსენა. გადავწყვიტეთ ანდრეაზე საინტერესო ცნობები და ფოტოები შეგვეკრიბა.

მიუხედავად იმისა, რომ ანდრეა ჩუნდერლიკოვას მსახიობობა პროფესიონალურად არასოდეს უსწავლია, მისმა რომანტიკულმა გარეგნობამ მრავალი რეჟისორის ყურადღება მიიპყრო, რომლებმაც მას ლამაზი, იდუმალი და მეოცნებე გოგონების როლები მისცეს.

საქართველოსგან განსხვავებით, ანდრეას ყველაზე ცნობილი როლი მედდა ინაა ტელესერიალიდან "ქალაქის გარეუბანში მდებარე ჰოსპიტალი". ცნობილ სერიალში, ის პრემიერ-მინისტრის არნოშტ ბლაჟეის საყვარელს თამაშობს. სერიალის გადაღებისას ქალი 24 წლის იყო და ერთ-ერთ ულამაზეს მსახიობად ითვლებოდა. თუმცა როგორც ინტერვიუებში თავად ამბობდა, ინას "მეოცნებე ხასიათი" არ მოსწონდა. ეს სრულიად ეწინააღმდეგებოდა მის ნამდვილ ტემპერამენტს.

ანდრეა ჩუნდერლიკოვა, რომლის მამაც ნახევრად სლოვაკი გახლდათ, 1952 წლის 6 მაისს პრაღაში დაიბადა. ის კინოში შემთხვევით მოხვდა. როდესაც გადამღები ჯგუფი დაწყებით სკოლას ეწვია, სადაც ახალგაზრდა გოგონა სწავლობდა. ის პირველ ფილმში რომანტიკულ დრამაში "მაღალი კედელი" (1964 წელი) სათამაშოდ მიიწვიეს. პირველ ფილმს უამრავი როლი მოჰყვა, რამაც საბჭოთა ქვეყნებში თავბრუდამხვევი პოპულარობა მოუტანა.

1989 წლიდან ანდრეას ცხოვრებაში კინოროლები შემცირდა, მან მუშაობა ერთ-ერთ კომპანიაში მენეჯერად დაიწყო. თუმცა გამონაკლისი იყო 2003 წელი, როდესაც ის ოცი წლის შემდეგ სერიალში სათამაშოდ დაბრუნდა.

ანდრეა ჩუნდერლიკოვა ამჟამად მუშაობს საკონსულტაციო ბიზნესკომპანიაში, სადაც ის ასევე საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილებას ხელმძღვანელობს. 1976 წლიდან ის არის ოლიმპიური ჯგუფის ყოფილი წევრის, ლადისლავ კლეინის ცოლი. მათ ერთად აღზარდეს ქალიშვილი სანდრა, რომელიც პროფესიონალურად თამაშობდა ჩოგბურთს.

მსახიობი ანდრეა ჩუდერლიკოვა 72 წლისაა.

წაიკითხეთ ასევე: