მოზაიკა
პოლიტიკა
საზოგადოება

5

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:23-ზე, მთვარე მორიელშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. არ არის რეკომენდებული ფოკუსირება მხოლოდ მატერიალურ ფასეულობებზე. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. ჯობია გამოიჩინოთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი.
მსოფლიო
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
კონფლიქტები
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქვეყანაში ცირკულირებს გრიპის ვირუსი, რომელიც გადამდებია - რა სიმპტომები ახასიათებს და როგორია მედიკოსების რეკომენდაცია?
ქვეყანაში ცირკულირებს გრიპის ვირუსი, რომელიც გადამდებია - რა სიმპტომები ახასიათებს და როგორია მედიკოსების რეკომენდაცია?

იაშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის ბავ­შვთა ცენ­ტრა­ლუ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს სა­მე­დი­ცი­ნო დი­რექ­ტო­რის, თსსუ-ის პრო­ფე­სო­რის, ივა­ნე ჩხა­ი­ძის ინ­ფორ­მა­ცი­ით, "ქვე­ყა­ნა­ში გრი­პის ვირუ­სის სტა­ტის­ტი­კა აღ­მა­ვალ მრუდ­ზეა“.

რო­გორც ჩხა­ი­ძემ აღ­ნიშ­ნა, 2023 წლის 49-ე კა­ლენ­და­რულ კვი­რას გრი­პის და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვე­ბი 16% იყო, 2 კვი­რის შემ­დეგ ეს მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი 27% გახ­და.

მი­სი­ვე თქმით, ბოლო 2 კვი­რა­ში გა­ორ­მა­გე­ბუ­ლია ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლად და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი გრი­პის შემ­თხვე­ვე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა.

"ქვე­ყა­ნა­ში გრი­პი დო­მი­ნან­ტუ­რი გახ­და. გრი­პის ვირუ­სის სტა­ტის­ტი­კა აღ­მა­ვალ მრუდ­ზეა. თუ გა­დავ­ხე­დავთ და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის მო­ნა­ცე­მებს, 2023 წლის 49-ე და 51-ე კვი­რის მო­ნა­ცე­მებს თუ შე­ვა­და­რებთ, პრაქ­ტი­კუ­ლად გა­ორ­მა­გე­ბუ­ლია ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლად და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი გრი­პის შემ­თხვე­ვე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა. თუ 49-ე კვი­რას ეს ციფ­რი 16% იყო, 2 კვი­რის შემ­დეგ ეს მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი 27 % გახ­და. ნე­ბის­მი­ე­რი ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­საც ტემ­პე­რა­ტუ­რა აქვს 38 გრა­დუ­სი და მეტი, ძლი­ე­რი თა­ვის ტკი­ვი­ლი, სახ­სრე­ბის და კუნ­თე­ბის ტკი­ვი­ლი, სა­ერ­თო სი­სუს­ტე მი­უ­თი­თებს გრი­პის ვირუ­სის არ­სე­ბო­ბა­ზე. ბავ­შვებ­ში ამ ყვე­ლა­ფერს ემა­ტე­ბა მო­მა­ტე­ბუ­ლი ძი­ლი­ა­ნო­ბა, საკ­ვებ­ზე უა­რის თქმა, ჭირ­ვე­უ­ლო­ბა. ეს ყვე­ლა­ფე­რი გრი­პის ვირუ­სის არ­სე­ბო­ბა­ზე მი­უ­თი­თებს, გან­სა­კუთ­რე­ბით მცი­რე ასა­კის ბავ­შვებ­ში ეს შემ­თხვე­ვა უნდა იყოს ექი­მის მიერ მარ­თუ­ლი“,- აღ­ნიშ­ნა ჩხა­ი­ძემ მე­დი­ა­ცენ­ტრ „მთა­ვარ­ში".

მი­სი­ვე თქმით, გრი­პი გა­დამ­დე­ბია და ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი ბავ­შვი თუ მოზ­რდი­ლი, სხვის­თვის სა­ში­შია.

"რე­კო­მენ­და­ცია ეხე­ბა სიმპტო­მურ მარ­თვას. ტემ­პე­რა­ტუ­რის შემ­თხვე­ვა­ში (38 და მეტი) სი­ცხის დამ­წე­ვი სა­შუ­ა­ლე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა, დიდი რა­ო­დე­ნო­ბით სი­თხე­ე­ბის მი­ღე­ბა - ეს შე­იძ­ლე­ბა იყოს ჩაი, წყა­ლი, ახ­ლად მომ­ზა­დე­ბუ­ლი წვე­ნი. აუ­ცი­ლებ­ლად დარ­ჩით სახ­ლში.

გრი­პი გა­დამ­დე­ბია და ბავ­შვი თუ მოზ­რდი­ლი, სხვის­თვის სა­ში­შია, ამი­ტომ თუ თქვენ ეს ნიშ­ნე­ბი გაქვთ, ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ დარ­ჩეთ სახ­ლში“,- აღ­ნიშ­ნავს ივა­ნე ჩხა­ი­ძე.

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 12 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დათო
3

აბა. დაწყეთ. აცრები. შემდეგ

ბუსტერი. ისევ. აცრები. და. ა.შ.

ბუნების შვილი
2

გრიპი განკურნებადია ,!!!!! ოღონდ ჰორიზონტალური და ლოგინში ბრუნვადი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?
ავტორი:

ქვეყანაში ცირკულირებს გრიპის ვირუსი, რომელიც გადამდებია - რა სიმპტომები ახასიათებს და როგორია მედიკოსების რეკომენდაცია?

ქვეყანაში ცირკულირებს გრიპის ვირუსი, რომელიც გადამდებია - რა სიმპტომები ახასიათებს და როგორია მედიკოსების რეკომენდაცია?

იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, თსსუ-ის პროფესორის, ივანე ჩხაიძის ინფორმაციით, "ქვეყანაში გრიპის ვირუსის სტატისტიკა აღმავალ მრუდზეა“.

როგორც ჩხაიძემ აღნიშნა, 2023 წლის 49-ე კალენდარულ კვირას გრიპის დადასტურებული შემთხვევები 16% იყო, 2 კვირის შემდეგ ეს მაჩვენებელი 27% გახდა.

მისივე თქმით, ბოლო 2 კვირაში გაორმაგებულია ლაბორატორიულად დადასტურებული გრიპის შემთხვევების რაოდენობა.

"ქვეყანაში გრიპი დომინანტური გახდა. გრიპის ვირუსის სტატისტიკა აღმავალ მრუდზეა. თუ გადავხედავთ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებს, 2023 წლის 49-ე და 51-ე კვირის მონაცემებს თუ შევადარებთ, პრაქტიკულად გაორმაგებულია ლაბორატორიულად დადასტურებული გრიპის შემთხვევების რაოდენობა. თუ 49-ე კვირას ეს ციფრი 16% იყო, 2 კვირის შემდეგ ეს მაჩვენებელი 27 % გახდა. ნებისმიერი ადამიანი, რომელსაც ტემპერატურა აქვს 38 გრადუსი და მეტი, ძლიერი თავის ტკივილი, სახსრების და კუნთების ტკივილი, საერთო სისუსტე მიუთითებს გრიპის ვირუსის არსებობაზე. ბავშვებში ამ ყველაფერს ემატება მომატებული ძილიანობა, საკვებზე უარის თქმა, ჭირვეულობა. ეს ყველაფერი გრიპის ვირუსის არსებობაზე მიუთითებს, განსაკუთრებით მცირე ასაკის ბავშვებში ეს შემთხვევა უნდა იყოს ექიმის მიერ მართული“,- აღნიშნა ჩხაიძემ მედიაცენტრ „მთავარში".

მისივე თქმით, გრიპი გადამდებია და ინფიცირებული ბავშვი თუ მოზრდილი, სხვისთვის საშიშია.

"რეკომენდაცია ეხება სიმპტომურ მართვას. ტემპერატურის შემთხვევაში (38 და მეტი) სიცხის დამწევი საშუალების გამოყენება, დიდი რაოდენობით სითხეების მიღება - ეს შეიძლება იყოს ჩაი, წყალი, ახლად მომზადებული წვენი. აუცილებლად დარჩით სახლში.

გრიპი გადამდებია და ბავშვი თუ მოზრდილი, სხვისთვის საშიშია, ამიტომ თუ თქვენ ეს ნიშნები გაქვთ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დარჩეთ სახლში“,- აღნიშნავს ივანე ჩხაიძე.