პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

9

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:10-ზე, მთვარე თხის რქაში გადავა 12:52-ზე – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, ეს შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგებათ. იზრდება ტრავმებისა და ძლიერი ნერვული დაძაბულობის ალბათობა. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი.
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"პატივსაცემი კიმ ჯუ" მამის მსგავს სამოსში - კიმ ჩენ ინი ქალიშვილს ქვეყნის მმართველად მოიაზრებს: რას აცხადებს სამხრეთ კორეის დაზვერვა (ფოტოები)
"პატივსაცემი კიმ ჯუ" მამის მსგავს სამოსში  - კიმ ჩენ ინი ქალიშვილს ქვეყნის მმართველად მოიაზრებს: რას აცხადებს სამხრეთ კორეის დაზვერვა (ფოტოები)

სამ­ხრეთ კო­რე­ის სა­დაზ­ვერ­ვო სა­ა­გენ­ტო აცხა­დებს, რომ კიმ ჩენ ინი თა­ვის მცი­რე­წლო­ვან ქა­ლიშ­ვილს მემ­კვიდ­რე­ო­ბის­თვის ამ­ზა­დებს. ეს პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვაა, როცა ეროვ­ნულ­მა სა­დაზ­ვერ­ვო სამ­სა­ხურ­მა კიმ ჯუ ე კიმ ჩენ ინის მემ­კვიდ­რედ მი­იჩ­ნია.

ის ამ დრო­ის­თვის მემ­კვიდ­რე­ო­ბის ყვე­ლა­ზე სარ­წმუ­ნო კან­დი­და­ტად გვევ­ლი­ნე­ბა.

"მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, ჩვენ მა­ინც მზად ვართ ყვე­ლაფ­რის­თვის, რად­გან კიმი ჯერ კი­დევ ახალ­გაზ­რდაა, ჯან­მრთე­ლო­ბის სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მე­ბიც არ აქვს და ბევ­რი რა­მაა შე­საძ­ლე­ბე­ლი",- აცხა­დე­ბენ სა­დაზ­ვერ­ვო სამ­სა­ხურ­ში.

  • ქა­ლიშ­ვი­ლის მო­უ­ლოდ­ნე­ლი აღ­ზე­ვე­ბა დამ­კვირ­ვებ­ლებს ვა­რა­უდს უჩენს, რომ ჩრდი­ლო­ე­თის დიქ­ტა­ტო­რი თა­ვის ერთ დროს ძლე­ვა­მო­სილ დას, კიმ იო ჯონგს აღარ ენ­დო­ბა.

სამ­ხრეთ კო­რე­ის გა­ერ­თი­ა­ნე­ბის მი­ნის­ტრმა, კიმ იუნგ-ჰომ გა­სულ თვე­ში გა­მარ­თულ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ის დიქ­ტა­ტო­რის მემ­კვიდ­რე­ზეც ისა­უბ­რა: " კიმ ჩენ ინის ქა­ლიშ­ვილ­ზე მუდ­მი­ვი აქ­ცენ­ტი შე­საძ­ლოა იმის მტკი­ცე­ბუ­ლე­ბად ჩა­ით­ვა­ლოს, რომ კიმი შიდა გა­რე­მო­ე­ბე­ბის სირ­თუ­ლის ფონ­ზე მემ­კვიდ­რე­ო­ბის გა­ნა­წი­ლე­ბის გეგ­მე­ბის წარ­მო­ჩე­ნას ცდი­ლობს",- გა­ნა­ცხა­და მან.

დაზ­ვერ­ვის სამ­სა­ხურ­ში აღ­ნიშ­ნეს, რომ კიმ ჯუ ეს "პა­ტივ­სა­ცემ ქა­ლიშ­ვი­ლად" მო­იხ­სე­ნი­ე­ბენ, და არა "საყ­ვა­რელ" ქა­ლიშ­ვი­ლად, რო­გორც ის მისი პირ­ვე­ლი სა­ჯა­რო გა­მოს­ვლი­სას მო­იხ­სე­ნი­ეს.

რო­გორც წესი, ზედ­სარ­თა­ვი სა­ხე­ლი "პა­ტივ­სა­ცე­მი" ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ის ყვე­ლა­ზე დამ­სა­ხუ­რე­ბულ ადა­მი­ა­ნებ­ზე სა­უბ­რი­სას გა­მო­ი­ყე­ნე­ბა. კიმ ჩენ ინის შემ­თხვე­ვა­ში, მას "პა­ტივ­სა­ცემ ამ­ხა­ნა­გად" მხო­ლოდ მას შემ­დეგ მო­იხ­სე­ნი­ებ­დნენ, რაც მისი, რო­გორც მო­მა­ვა­ლი ლი­დე­რის სტა­ტუ­სი გამ­ყარ­და.

ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ის მო­სახ­ლე­ო­ბას არ­წმუ­ნე­ბენ, რომ "კი­მე­ბი" წმინ­და სის­ხლის შტო­დან არი­ან, რაც ნიშ­ნავს, რომ მხო­ლოდ მათ შე­უძ­ლი­ათ ქვეყ­ნის მარ­თვა.

სულ ახ­ლა­ხან, 10 წლის გო­გო­ნა მა­მა­მისს ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ის კონ­ტი­ნენ­ტთა­შო­რი­სი ბა­ლის­ტი­კუ­რი რა­კე­ტის Hwasong-18 (ICBM)-ის სა­ტეს­ტო გაშ­ვე­ბა­ზე თან ახ­ლდა. ის მა­მის გვერ­დით იყო ასე­ვე ჯა­შუ­შუ­რი თა­ნამ­გზავ­რის გაშ­ვე­ბი­სას. დიქ­ტა­ტორ­მა გო­გო­ნა გა­სულ ხუთ­შა­ბათს რა­კე­ტე­ბის სა­წარ­მო­შიც მი­იყ­ვა­ნა, სა­დაც მამა-შვილს მსგავ­სი შავი ფე­რის სა­მო­სი ეცვა.

კიმ ჯუ ეს მო­მა­ვალ გეგ­მებს ისიც მოწ­მობს, რომ სულ ახ­ლა­ხან მთავ­რო­ბის მიერ გა­მოშ­ვე­ბულ ხუთ ახალ სა­ფოს­ტო მარ­კა­ზე 10 წლის გო­გო­ნას ფო­ტოც გა­ნა­თავ­სეს.

წყა­რო: bbc

მო­ამ­ზა­და: ანა სი­ბოშ­ვილ­მა

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დათო
7

მამასავით ლამაზია პატარა გოგო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე?
ავტორი:

"პატივსაცემი კიმ ჯუ" მამის მსგავს სამოსში - კიმ ჩენ ინი ქალიშვილს ქვეყნის მმართველად მოიაზრებს: რას აცხადებს სამხრეთ კორეის დაზვერვა (ფოტოები)

"პატივსაცემი კიმ ჯუ" მამის მსგავს სამოსში  - კიმ ჩენ ინი ქალიშვილს ქვეყნის მმართველად მოიაზრებს: რას აცხადებს სამხრეთ კორეის დაზვერვა (ფოტოები)

სამხრეთ კორეის სადაზვერვო სააგენტო აცხადებს, რომ კიმ ჩენ ინი თავის მცირეწლოვან ქალიშვილს მემკვიდრეობისთვის ამზადებს. ეს პირველი შემთხვევაა, როცა ეროვნულმა სადაზვერვო სამსახურმა კიმ ჯუ ე კიმ ჩენ ინის მემკვიდრედ მიიჩნია.

ის ამ დროისთვის მემკვიდრეობის ყველაზე სარწმუნო კანდიდატად გვევლინება.

"მიუხედავად ამისა, ჩვენ მაინც მზად ვართ ყველაფრისთვის, რადგან კიმი ჯერ კიდევ ახალგაზრდაა, ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემებიც არ აქვს და ბევრი რამაა შესაძლებელი",- აცხადებენ სადაზვერვო სამსახურში.

  • ქალიშვილის მოულოდნელი აღზევება დამკვირვებლებს ვარაუდს უჩენს, რომ ჩრდილოეთის დიქტატორი თავის ერთ დროს ძლევამოსილ დას, კიმ იო ჯონგს აღარ ენდობა.

სამხრეთ კორეის გაერთიანების მინისტრმა, კიმ იუნგ-ჰომ გასულ თვეში გამართულ პრესკონფერენციაზე ჩრდილოეთ კორეის დიქტატორის მემკვიდრეზეც ისაუბრა: " კიმ ჩენ ინის ქალიშვილზე მუდმივი აქცენტი შესაძლოა იმის მტკიცებულებად ჩაითვალოს, რომ კიმი შიდა გარემოებების სირთულის ფონზე მემკვიდრეობის განაწილების გეგმების წარმოჩენას ცდილობს",- განაცხადა მან.

დაზვერვის სამსახურში აღნიშნეს, რომ კიმ ჯუ ეს "პატივსაცემ ქალიშვილად" მოიხსენიებენ, და არა "საყვარელ" ქალიშვილად, როგორც ის მისი პირველი საჯარო გამოსვლისას მოიხსენიეს.

როგორც წესი, ზედსართავი სახელი "პატივსაცემი" ჩრდილოეთ კორეის ყველაზე დამსახურებულ ადამიანებზე საუბრისას გამოიყენება. კიმ ჩენ ინის შემთხვევაში, მას "პატივსაცემ ამხანაგად" მხოლოდ მას შემდეგ მოიხსენიებდნენ, რაც მისი, როგორც მომავალი ლიდერის სტატუსი გამყარდა.

ჩრდილოეთ კორეის მოსახლეობას არწმუნებენ, რომ "კიმები" წმინდა სისხლის შტოდან არიან, რაც ნიშნავს, რომ მხოლოდ მათ შეუძლიათ ქვეყნის მართვა.

სულ ახლახან, 10 წლის გოგონა მამამისს ჩრდილოეთ კორეის კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტის Hwasong-18 (ICBM)-ის სატესტო გაშვებაზე თან ახლდა. ის მამის გვერდით იყო ასევე ჯაშუშური თანამგზავრის გაშვებისას. დიქტატორმა გოგონა გასულ ხუთშაბათს რაკეტების საწარმოშიც მიიყვანა, სადაც მამა-შვილს მსგავსი შავი ფერის სამოსი ეცვა.

კიმ ჯუ ეს მომავალ გეგმებს ისიც მოწმობს, რომ სულ ახლახან მთავრობის მიერ გამოშვებულ ხუთ ახალ საფოსტო მარკაზე 10 წლის გოგონას ფოტოც განათავსეს.

წყარო: bbc

მოამზადა: ანა სიბოშვილმა