ავტორი:

"გავრცელებული ინფორმაცია, ზურა ბერიკაშვილის გარდაცვალებაზე, ტყუილია" - რა ინფორმაციას ავრცელებენ მსახიობის ოჯახის ახლობლები?

"გავრცელებული ინფორმაცია, ზურა ბერიკაშვილის გარდაცვალებაზე, ტყუილია" - რა ინფორმაციას ავრცელებენ მსახიობის ოჯახის ახლობლები?

"გავრცელებული ინფორმაცია არის ტყუილი! ზურიკო ცოცხალია, უკეთესად არის"

ჩვენ ვაგრძელებთ მისი ჯანმრთელობისთვის ბრძოლას. ძალიან გთხოვთ, გადაუმოწმებელ ინფორმაციას ნუ გაავრცელებთ"

"მეგობრებო, კოლეგებოო, ნუ გაავრცელებთ მცდარ ინფორმაციას გთხოვთ, ზურა ბერიკაშვილი ცოცხალია და ყველაფერი იქნება კარგად" - ეს პოსტები მსახიობ ზურა ბერიკაშვილის მეგობრებს ეკუთვნით.

ცოტა ხნის წინ გავრცელებული ინფორმაცია თითქოს მსახიობი გარდაიცვალა, ambebi.ge-მ ოჯახის წევრთან გადაამოწმა. ნიკო ნანიტაშვილი ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ მისი მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია და გავრცელებული ინფორმაცია ტყუილია და ყველას სთხოვს, თავი შეიკავონ მსგავსი პოსტების გაზიარებისგან.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ მსახიობ ზურა ბერიკაშვილს მოულოდნელად ჯანმრთელობის პრობლემა შეექმნა - მას გული გაუჩერდა. ამის შესახებ აუდიტორიას სოციალური ქსელის საშუალებით მსახიობის დამ, მანანა ბერიკაშვილმა აცნობა.

წაიკითხეთ ასევე: