ავტორი:

ჩრდილოეთ კორეამ სამხრეთ კორეის კუნძულებს 200 საარტილერიო ჭურვი ესროლა - სამხრეთ კორეაში კუნძულების ევაკუაციის ბრძანება გასცეს: როგორია ვითარება

ჩრდილოეთ კორეამ სამხრეთ კორეის კუნძულებს 200 საარტილერიო ჭურვი ესროლა - სამხრეთ კორეაში კუნძულების ევაკუაციის ბრძანება გასცეს: როგორია ვითარება

ჩრდილოეთ კორეამ სამხრეთ კორეის ორ კუნძულს 200-ზე მეტი საარტილერიო ჭურვი ესროლა. შემთხვევის შემდეგ, სამხრეთ კორეამ კუნძულის მოსახლეობის ევაკუაციის ბრძანება გასცა - ინფორმაცია სეულის თავდაცვის სამინისტრომ დაადასტურა.

"ჩრდილოეთ კორეის სამხედროებმა დღეს 09:00 საათიდან 11:00 საათამდე (12:00 საათიდან 02:00 საათამდე) 200-ზე მეტი საარტილერიო ჭურვი ისროლეს ჯანგსან-გოტის რაიონებში, ბაენგიონგის ჩრდილოეთ ნაწილში და ჩრდილოეთ იონპიონგის რაიონებში“, - განაცხადა სამხრეთ კორეის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ბრიფინგზე.

  • აღსანიშნავია, რომ ფხენიანში, წლის ბოლოს გამართულ პოლიტიკურ შეხვედრებზე, კიმ ჩენ ინმა სამხრეთ კორეა ბირთვული თავდასხმის შესახებ გააფრთხილა და ჩრდილოეთს სამხედრო არსენალის გაძლიერებისკენ მოუწოდა. მან "სხვადასხვა სახის სამხედრო საფრთხის" წარმოქმნაში შეერთებული შტატები დაადანაშაულა.

"სამხედროებმა სწრაფად უნდა უპასუხონ ნებისმიერ შესაძლო ბირთვულ კრიზისს და განუწყვეტლივ აწარმოონ მზადება დიდი მოვლენისთვის" - განაცხადა კიმ ჩენ ინმა.