პოლიტიკა
საზოგადოება

25

იანვარი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 08:16-ზე, მთვარე თხის რქას ესტუმრება 17:38-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით.
სამართალი
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კონფლიქტები
Faceამბები
სამხედრო
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ზურას ინფარქტმა ისე დაარტყა, ტკივილი არ უგრძნია. უკანა კედელი დაზიანდა... გული საკმაოდ ხანგრძლივად გაჩერდა" - რას ამბობს მანანა ბერიკაშვილი ძმის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე?
"ზურას ინფარქტმა ისე დაარტყა, ტკივილი არ უგრძნია. უკანა კედელი დაზიანდა... გული საკმაოდ ხანგრძლივად გაჩერდა" - რას ამბობს მანანა ბერიკაშვილი ძმის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე?

რამ­დე­ნი­მე დღის წინ მსა­ხი­ობ ზურა ბე­რი­კაშ­ვილს მო­უ­ლოდ­ნე­ლად ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მა შე­ექ­მნა - მას გული გა­უ­ჩერ­და. ამის შე­სა­ხებ აუ­დი­ტო­რი­ას სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლის სა­შუ­ა­ლე­ბით მსა­ხი­ო­ბის დამ მა­ნა­ნა ბე­რი­კაშ­ვილ­მა აც­ნო­ბა.

ambebi.ge მსა­ხი­ო­ბის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის გა­სა­გე­ბად მა­ნა­ნა ბე­რი­კაშ­ვილს და­უ­კავ­შირ­და.

- მისი მდგო­მა­რე­ო­ბა ჯერ კი­დევ მძი­მეა, თუმ­ცა, რო­გორც MRT-ზე გა­მოჩ­ნდა, თა­ვის ტვი­ნის დიდი ნა­წი­ლი და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი არ არის. კვლავ არის მარ­თვით სუნ­თქვა­ზე და არის კო­მა­ში. რე­ა­ნი­მა­ცი­ის მი­მარ­თუ­ლე­ბით ყვე­ლა­ფე­რი უკეთ­დე­ბა. ფილ­ტვე­ბის ან­თე­ბა უკვე ჩაქ­რა, თირკმე­ლი ფუნ­ქცი­ო­ნი­რებს, ყვე­ლა ორ­გა­ნო მწყობ­რშია. ახლა ვე­ლო­დე­ბით კონ­სი­ლი­უმს გერ­მა­ნელ ექი­მებ­თან, რომ სა­ერ­თო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ვი­ღოთ, რად­გან მთა­ვა­რი პრობ­ლე­მაა თა­ვის ტვი­ნი და მარ­თვი­თი სუნ­თქვი­დან მოხ­სნა.

- მის ამ მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბას რა­ი­მე წი­ნა­პი­რო­ბა ხომ არ ჰქონ­და?

- არა­ნა­ი­რი... სა­ერ­თოდ, ზუ­რი­კო 22 წლის ასა­კი­დან ინ­სუ­ლინ­ზეა, დი­ა­ბე­ტი აქვს. თურ­მე "დი­ა­ბე­ტი­კებს“ არ აქვთ ტკი­ვი­ლის შეგ­რძნე­ბა. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ინ­ფარ­ქტმა ისე და­არ­ტყა, ტკი­ვი­ლი არ უგ­რძნია. უკა­ნა კე­დე­ლი და­ზი­ან­და. რო­გორც კი მოხ­და გუ­ლის ამუ­შა­ვე­ბა (გული საკ­მა­ოდ ხან­გრძლი­ვად გა­ჩერ­და), მა­ში­ვე სტენ­ტი ჩა­უდ­გეს. ერთი სტენ­ტის ჩად­გმა დას­ჭირ­და, მაგ­რამ ტვი­ნი და­ზი­ან­და.

- ხე­ლოვ­ნურ კო­მა­შია?

- არა, ბუ­ნებ­რი­ვი კო­მაა... სა­ოც­რე­ბა გა­ა­კე­თა სას­წრა­ფომ, 7 წუთ­ში გაჩ­ნდნენ და მათ გვა­ჩუ­ქეს ზუ­რას სი­ცო­ცხლე, მარ­თლა სა­ოც­რე­ბა ჩა­ი­დი­ნეს, შემ­დგომ უკვე კლი­ნი­კამ - რე­ა­ნი­მა­ტო­ლოგ­მა გუ­ლი­კო ქი­ლიფ­თარ­მა და მის­მა გან­ყო­ფი­ლე­ბამ. სი­ტყვე­ბი არ მყოფ­ნის. არ ვიცი, რო­გორ გა­და­ვუ­ხა­დო მად­ლო­ბა.

- ზუ­რას მალე გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბას ვუ­სურ­ვებთ.

- დიდი მად­ლო­ბა.

მკითხველის კომენტარები / 37 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ია
0

ზურა გამოჯანმრთელდი წმიდა ღვთის მშობელი დგას შენს წინ ილოცე მის წმიდა ხატთან შეავედრებს შენს სიცოცხლეს უფალს იესო ქრისტეს ვიცი გადრჩები და დიდხანს იცოცხებ შენს ლამაზ ოჯახთან და ქართველ თეატრის მოყვარულთა საზოგადოებასთან ერთად შენ ხომ ძალიან ნიჭიერი ხარ გვიყვარხარ სიცოცხლე შენია🥰

მარია
0

მალე გამოჯანმრთელებას და საყვარელი საქმიანობის გაგრძელებას ვუსურვებ .

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უიშვიათესი კადრები - სათვალთვალო კამერამ, სახლის ზღურბლთან მეტეორის ჩამოვარდნა დააფიქსირა
ავტორი:

"ზურას ინფარქტმა ისე დაარტყა, ტკივილი არ უგრძნია. უკანა კედელი დაზიანდა... გული საკმაოდ ხანგრძლივად გაჩერდა" - რას ამბობს მანანა ბერიკაშვილი ძმის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე?

"ზურას ინფარქტმა ისე დაარტყა, ტკივილი არ უგრძნია. უკანა კედელი დაზიანდა... გული საკმაოდ ხანგრძლივად გაჩერდა" - რას ამბობს მანანა ბერიკაშვილი ძმის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე?

რამდენიმე დღის წინ მსახიობ ზურა ბერიკაშვილს მოულოდნელად ჯანმრთელობის პრობლემა შეექმნა - მას გული გაუჩერდა. ამის შესახებ აუდიტორიას სოციალური ქსელის საშუალებით მსახიობის დამ მანანა ბერიკაშვილმა აცნობა.

ambebi.ge მსახიობის ჯანმრთელობის მდგომარეობის გასაგებად მანანა ბერიკაშვილს დაუკავშირდა.

- მისი მდგომარეობა ჯერ კიდევ მძიმეა, თუმცა, როგორც MRT-ზე გამოჩნდა, თავის ტვინის დიდი ნაწილი დაზიანებული არ არის. კვლავ არის მართვით სუნთქვაზე და არის კომაში. რეანიმაციის მიმართულებით ყველაფერი უკეთდება. ფილტვების ანთება უკვე ჩაქრა, თირკმელი ფუნქციონირებს, ყველა ორგანო მწყობრშია. ახლა ველოდებით კონსილიუმს გერმანელ ექიმებთან, რომ საერთო გადაწყვეტილება მივიღოთ, რადგან მთავარი პრობლემაა თავის ტვინი და მართვითი სუნთქვიდან მოხსნა.

- მის ამ მძიმე მდგომარეობას რაიმე წინაპირობა ხომ არ ჰქონდა?

- არანაირი... საერთოდ, ზურიკო 22 წლის ასაკიდან ინსულინზეა, დიაბეტი აქვს. თურმე "დიაბეტიკებს“ არ აქვთ ტკივილის შეგრძნება. აქედან გამომდინარე, ინფარქტმა ისე დაარტყა, ტკივილი არ უგრძნია. უკანა კედელი დაზიანდა. როგორც კი მოხდა გულის ამუშავება (გული საკმაოდ ხანგრძლივად გაჩერდა), მაშივე სტენტი ჩაუდგეს. ერთი სტენტის ჩადგმა დასჭირდა, მაგრამ ტვინი დაზიანდა.

- ხელოვნურ კომაშია?

- არა, ბუნებრივი კომაა... საოცრება გააკეთა სასწრაფომ, 7 წუთში გაჩნდნენ და მათ გვაჩუქეს ზურას სიცოცხლე, მართლა საოცრება ჩაიდინეს, შემდგომ უკვე კლინიკამ - რეანიმატოლოგმა გულიკო ქილიფთარმა და მისმა განყოფილებამ. სიტყვები არ მყოფნის. არ ვიცი, როგორ გადავუხადო მადლობა.

- ზურას მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ.

- დიდი მადლობა.