ავტორი:

სამხარაულმა ამ საქმის რეალური თუ მოგონილი მტკიცებულებების საიდუმლო იცოდა - მკვლელობა, რომელმაც ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების  ოფიციალური  ვერსია კიდევ უფრო საეჭვო გახადა

სამხარაულმა ამ საქმის რეალური თუ მოგონილი მტკიცებულებების საიდუმლო იცოდა - მკვლელობა, რომელმაც ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების  ოფიციალური  ვერსია კიდევ უფრო საეჭვო გახადა
  • სპეცსამსახურები - ბესიკ ალადაშვილის ბლოგი

შეიძლება ზოგიერთმა იფიქროს: ამ ახალი წლის დღეებში, როცა საზეიმო განწყობაა და მთელი საქართველო სუფრას შემოსხდომია, რა დროს მკვლელობა - ტრაგიკული შემთხვევების გახსენებაოო, თუმცა ჩვენთან საზეიმო-საქეიფო დღეებს რა გამოლევს (ორი შობა, ორი ახალი წელი, მერე აღდგომა, გიორგობა, მალევე - მარიამობა, ისევ გიორგობა და ა.შ.) და სერიოზულ თემებზე როდისღა ვისაუბროთ?

2005 წლის 3 თებერვალს ზ. ჟვანიასა და რ. იუსუპოვის გარდაცვალების ფაქტზე აღძრულ სისხლის სამართლის საქმეში ძალზე ბევრი “თეთრი ლაქაა”. ეს ეხება ზურაბ ჟვანიას პირადი დაცვის (საკმაოდ გამოცდილი თანამშომლების) საეჭვოდ არაპროფესიონალურ გადაწყვეტილებებს, მობილური ტელეფონების მოულოდნელ “გაფუჭებას”, შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებების ლაფსუსებს, „კონსპირაციულ ბინაში“ არსებულ ნივთებზე გარდაცვლილების თითის ანაბეჭდების არ არსებობას, ჟვანიას დაცვის წევრების ჩვენებებში არსებულ შეუსაბამობებს და ა.შ.

მაქსიმალური ობიექტურობის მიზნით ამ “თეთრი ლაქებიდან” მხოლოდ სამ, ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებულ, საკითხს შევეხები: ჯერ ერთი, შევეცადოთ და ერთად გავარკვიოთ უმთავრესი - რამდენად შეესაბამება სიმართლეს სიკვდილის გამომწვევი მიზეზების ოფიციალური ვერსია: „ნახშირშანგით გაგუდვა“; შემდეგ - ვის ინტერესებში იყო ზურაბ ჟვანიას თავიდან მოცილება და ბოლოს: “ტექნიკურად” რომელი ქვეყნის სპეცსამსახურებს შეუძლიათ ამგვარი პოლიტიკური მკვლელობის მომზადება და შესრულება. თავიდანვე უნდა ითქვას, რომ ამ სისხლის სამართლის საქმეში ზოგიერთ აშკარად დაინტერესებულ პირს ყურადღება შეგნებულად გადაჰქონდა პიროვნულ ფაქტორზე, „სკანდალურ ნიუანსებზე“ და არა: სიკვდილის გამომწვევი მიზეზების; გარდაცვლილების იმ საბედისწერო ბინაში აღმოჩენის; ჟვანიას დაცვის წევრების ბინაში შეღწევის და კიდევ ბევრ ალოგიკურ და შეუსაბამო გარემოებებზე. სწორედ ამიტომ ხომ არ იყო თავდანვე „სექსუალურ მოტივი“ ჩაფიქრებული, რათა ეს კითხვები გადაეფარა?

უკვე ვთქვი, რომ მაშინდელი ხელისუფლების უმაღლესი პირების განცხადებები და ექსპერტ-კრიმინალისტების დასკვნები თავიდანვე ქმნიდა დაეჭვების საფუძველს.

პირადი სამწუხარო გამოცდილებით ვიცი, რომ ნახშირჟანგით მოწამვლის სიმძიმეს სხვა ფაქტორებთან ერთად, განსაზღვრავს დაზარალებულების დაშორება მოწამვლის კერასთან, მათი მდებარეობა და მოწამლულ გარემოში ყოფნის ხანგრძლივობა.

ამ სახის მოწამვლების მრავალი შემთხვევების საექსპერტო დასკვნების შესწავლის შემდეგ გამოიკვეთა რამდენიმე კანონზომიერება, რომელთაგან მხოლოდ ზოგიერთს შემოგთავაზებთ, კერძოდ: გააგრძელეთ კითხვა