კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
კონფლიქტები

16

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 01:14-ზე, მთვარე მერწყულშია – რეკომენდებულია კოლექტიური მუშაობა, ერთობლივი პრობლემების გადაჭრა. ფინანსური საკითხების მოგვარება. მშენებლობის დაწყება. ძველი კავშირების გაძლიერება. გამოავლინეთ ლიდერის თვისებები. არ არის რეკომენდებული შურისა და ბოროტების გამოვლენა. ეგოიზმის და საკუთარი შესაძლებლობების გადაჭარბებული შეფასება. გაუფრთხილდით ხერხემალს. დღე კარგია მარხვისთვის. კარგია რომანტიკული შეხვედრა წყნარ ატმოსფეროში.
პოლიტიკა
მოზაიკა
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ყინულის სამეფო, ლაგუნაში მოცურავე აისბერგები და ჯადოსნური ავრორა - ქართველი თამთას და ლიეტუველი ვალიკოს სიყვარული და ისლანდიური თავგადასავალი
ყინულის სამეფო, ლაგუნაში მოცურავე აისბერგები და ჯადოსნური ავრორა - ქართველი თამთას და ლიეტუველი ვალიკოს სიყვარული და ისლანდიური თავგადასავალი

ამ ცოტა ხნის წინ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ჩემი დიდი ხნის უნა­ხა­ვი და მო­ნატ­რე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნის გვერ­დზე ულა­მა­ზე­სი ფო­ტო­ე­ბი ვნა­ხე... ყი­ნუ­ლე­ბის "სა­მე­ფო­ში“, ჩრდი­ლო­ე­თის ნა­თე­ბით. თვალს არ ვუ­ჯე­რებ­დი, მე­გო­ნა, რო­მე­ლი­ღაც ამე­რი­კუ­ლი ფილ­მის კად­რე­ბი იყო - ავ­რო­რა, ყი­ნუ­ლე­ბი, ჩანჩქე­რე­ბი და... ორი შეყ­ვა­რე­ბუ­ლი. ფო­ტო­ებ­ზე ჩემი ახ­ლო­ბე­ლი გო­გო­ნა ჩან­და და კი­დევ - სიმ­პა­თი­უ­რი ყმაწ­ვი­ლი. მოგ­ვი­ა­ნე­ბით გა­ვარ­კვიე, რომ ეს ლა­მა­ზი მოგ­ზა­უ­რე­ბი ის­ლან­დი­ა­ში იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ და ჩრდი­ლო­ე­თის ცი­ა­ლით ტკბე­ბოდ­ნენ. წყვი­ლი, ზო­გა­დად, ბევ­რს მოგ­ზა­უ­რობს. მათ ის­ლან­დი­ის შემ­დეგ ევე­რეს­ტიც კი "და­ი­პყრეს“ - 5320 მეტ­რის სი­მაღ­ლეს აც­დნენ კი­დეც. ამ­ჯე­რად მათი მოგ­ზა­უ­რო­ბის "მო­ლივ­ლი­ვე-მო­ციმ­ცი­მე“ თავ­გა­და­სა­ვალ­ზე გი­ამ­ბობთ, სა­ოც­ნე­ბო ავ­რო­რას­თან შეხ­ვედ­რა­ზე და ყი­ნუ­ლე­ბის სა­მე­ფოს სა­ი­დუმ­ლო­ე­ბებ­ზე - ახ­ლაც ხომ ჩრდი­ლო­ე­თის ცი­ა­ლის სე­ზო­ნია და ვფიქ­რობ, ჩვე­ნი მო­ნა­თხრო­ბი ზედ­გა­მოჭ­რი­ლიც იქ­ნე­ბა სა­ა­ხალ­წლოდ! ვფიქ­რობ, ლა­მა­ზი ფო­ტო­ე­ბით მო­ი­ხიბ­ლე­ბით და ჩემ­სა­ვით გა­გიჩ­ნდე­ბათ იმე­დი, რომ ერთ მშვე­ნი­ერ დღეს თქვენც "გა­მო­გი­ცეკ­ვებთ“ ულა­მა­ზე­სი ავ­რო­რა. სხვა­თა შო­რის, ჩემ­მა მოგ­ზა­ურ­მა მე­გო­ბარ­მა - თამ­თა კირ­ვა­ლი­ძემ მი­თხრა, რომ ის­ლან­დი­ა­ში მოხ­ვედ­რა საკ­მა­ოდ ია­ფა­დაც შე­იძ­ლე­ბა, - მხო­ლოდ ცოტა შორი გზით სი­ა­რუ­ლი მო­გი­წევს, ამი­ტომ ნამ­დვი­ლად არ ღირს სურ­ვი­ლე­ბის ას­რუ­ლე­ბის სა­მო­მავ­ლოდ გა­და­დე­ბა, ყო­ველ­თვის არ­სე­ბობს გზა, რო­მე­ლიც მიზ­ნამ­დე უფრო ადრე მი­გიყ­ვან­სო.

თამ­თამ თა­ვი­სი სიყ­ვა­რუ­ლი, მე­წყვი­ლე, ლი­ე­ტუ­ვე­ლი მოგ­ზა­უ­რი ევალ­დას მი­კო­ლი­უ­ნა­სი 4 წლის წინ გა­იც­ნო, რო­დე­საც ევალ­და­სი ვე­ლო­ტუ­რით (ლი­ე­ტუ­ვა- ტა­ი­ლან­დი) გზად სა­ქარ­თვე­ლოს სტუმ­რობ­და. სა­ქარ­თვე­ლო­ში მისი სტუმ­რო­ბა 3 წელ­ზე დიდ­ხანს გაგ­რძე­ლე­ბუ­ლა, თამ­თას თქმით, ცოტა ჩემი და უფრო მე­ტად - კო­ვი­დის გა­მოო. ასე შეხ­ვდნენ მო­ნა­თე­სა­ვე სუ­ლე­ბი და შე­უყ­ვარ­დათ კი­დეც ერ­თმა­ნე­თი. ევალ­დასს, თურ­მე, ძა­ლი­ან უნ­დო­და, ქარ­თუ­ლი სა­ხე­ლი ჰქო­ნო­და, ამი­ტომ თამ­თამ სა­ხე­ლად ვა­ლი­კო შეურ­ჩია. ფაქ­ტია, ლი­ე­ტუ­ველს სა­ხე­ლი მო­ე­წო­ნა, რად­გან გო­გო­ნა დღემ­დე ასე მი­მარ­თავს და სტა­ტი­ა­შიც ვა­ლი­კოდ მო­იხ­სე­ნი­ებს.

  • "ქარ­თვე­ლი ყველ­გან ქარ­თვე­ლია, თუნ­დაც - გა­ყი­ნულ ის­ლან­დი­ა­ში!"

თამ­თა:

- ჩრდი­ლო­ე­თის ცი­ა­ლის ნახ­ვა ჩემი ბავ­შვო­ბის ოც­ნე­ბა იყო. 2023 წლის თე­ბერ­ვალ­ში მე და ვა­ლი­კომ ეს ოც­ნე­ბა რე­ა­ლო­ბად ვაქ­ცი­ეთ. ვი­ზი­ტის დროდ ზამ­თა­რი შე­ვარ­ჩი­ეთ, ავ­რო­რა და მას­ზე ნა­დი­რო­ბა უპირ­ვე­ლეს მიზ­ნად და­ვი­სა­ხეთ და ოპ­ტი­მა­ლუ­რი მარ­შრუ­ტიც შე­ვი­მუ­შა­ვეთ. პირ­ვე­ლი სა­ოც­რე­ბაც მალე მოხ­და - ის­ლან­დი­ა­ში ჩა­სუ­ლი ქარ­თველ-ლი­ე­ტუ­ვე­ლი წყვი­ლი, შემ­თხვე­ვით, ღა­მის გა­სა­თე­ვად მა­ინ­ცდა­მა­ინც დე­დით ლი­ე­ტუ­ველ და მა­მით ქარ­თველ და­თოს მი­ვა­დე­ქით. ზო­გა­დად, ამ­გვა­რი დამ­თხვე­ვის შან­სი 0-01%-ით თუ იქ­ნე­ბო­და. კარ­გი სა­ნა­ხა­ვი იყო - მე და დათო ქარ­თუ­ლად ვლა­პა­რა­კობ­დით, ევალ­და­სი და დათო კი - ლი­ე­ტუ­ვუ­რად. და­თომ ძა­ლი­ან თბი­ლად მიგ­ვი­ღო, ზუს­ტად ისე, რო­გორც ქარ­თველს შე­ე­ფე­რე­ბო­და და ვა­ლი­კოც და­უ­ღა­ლა­ვად იმე­ო­რებ­და, - ქარ­თვე­ლი ყველ­გან ქარ­თვე­ლია, თუნ­დაც გა­ყი­ნულ ის­ლან­დი­ა­შიო! თავ­და­პირ­ვე­ლად ქა­ლა­ქი და მისი შე­მო­გა­რე­ნი და­ვათ­ვა­ლი­ე­რეთ, 2️ დღის შემ­დეგ კი უკვე სა­ოც­ნე­ბო ზღაპ­რუ­ლი ჩანჩქე­რე­ბის, გე­ი­ზე­რე­ბის, მყინ­ვა­რე­ბის, თვა­ლუწ­ვდე­ნე­ლი შავი ქვი­შის სა­ნა­პი­რო­ე­ბის და ხავ­სის უდაბ­ნო­ე­ბის სა­ნა­ხა­ვად გა­ვე­შუ­რეთ, თან გა­მა­ლე­ბით ავ­რო­რას პროგ­ნოზს ვა­დევ­ნებ­დით თვალს. აქამდე ასე არ­სად და არას­დროს შე­მიგ­რძნია სამ­ყა­როს სი­დი­ა­დე, უკი­დე­გა­ნო­ბა და მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბა; არას­დროს გან­მიც­დია ემო­ცია, რო­დე­საც შენი სხე­უ­ლის თი­თო­ე­უ­ლი უჯრე­დით შე­იგ­რძნობ, რომ შენც ამ სამ­ყა­როს ქმნი­ლე­ბა და ამ ყვე­ლაფ­რის მიკ­რო­ნა­წი­ლა­კი ხარ!

ის­ლან­დი­ა­ში მოგ­ზა­უ­რო­ბა ავ­ტო­მო­ბი­ლით გა­დავ­წყვი­ტეთ, რად­გან უფრო მოქ­ნი­ლი და მო­სა­ხე­რე­ბე­ლი იქ­ნე­ბო­და, ჩვე­ნით გა­დაგ­ვე­წყვი­ტა მი­მარ­თუ­ლე­ბა, გა­ჩე­რე­ბის ად­გი­ლი და ხან­გრძლი­ვო­ბა. ვი­ქი­რა­ვეთ 2 კაც­ზე მო­წყო­ბი­ლი კომ­პაქ­ტუ­ლი ფურ­გო­ნი, სა­დაც სა­წოლ­თან ერ­თად გა­ზ­ქუ­რა და გათ­ბო­ბაც იყო, შე­სა­ბა­მი­სად, გემ­რი­ე­ლად ძილი და თბი­ლი ყავა გა­რან­ტი­რე­ბუ­ლი გვექ­ნე­ბო­და. ევალ­და­სი სა­ჭეს­თან არ ჯდე­ბა, შე­სა­ბა­მი­სად, ეს მი­სია და პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა სრუ­ლი­ად ჩემ­ზე იყო მონ­დო­ბი­ლი. ასეთ კლი­მა­ტურ პი­რო­ბებ­ში მან­ქა­ნის მარ­თვა ახა­ლი გა­მოწ­ვე­ვა აღ­მოჩ­ნდა - უცებ მო­ვარ­დნი­ლი ქარი, უკონ­ტრო­ლოდ მფრი­ნა­ვი ნივ­თე­ბი ან მოყი­ნუ­ლი და ბუ­რუს­ში გახ­ვე­უ­ლი გზე­ბი აქამ­დე არას­დროს გა­მო­მიც­დია, მაგ­რამ სწო­რედ ეს მიყ­ვარს ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში - ვი­ღებ გა­მოწ­ვე­ვებს და მათ გა­და­ლახ­ვას ვცდი­ლობ. არ დავ­მა­ლავ და გა­სა­ღე­ბის აღე­ბი­სას ხელი აშ­კა­რად მი­კან­კა­ლებ­და.

  • დუ­ე­ტი - მო­ცეკ­ვა­ვე ავ­რო­რა და ცი­სარ­ტყე­ლა

- პირ­ვე­ლი გა­ჩე­რე­ბად ოქ­როს წრე და გე­ი­ზე­რი სტრო­კი­უ­რი ავარ­ჩი­ეთ, რო­მე­ლიც ყო­ველ 6-10 წუთ­ში ერთხელ იფ­რქვე­ვა და მისი ამოფრქვე­ვის სი­მაღ­ლე 15-20 მეტ­რია, თუმ­ცა ზოგ­ჯერ 40 მეტრსაც აღ­წევს. სა­ო­ცა­რი დღის ბო­ლოს კემ­პინგ-სას­ტუმ­რო­ში დავ­ბი­ნავ­დით, სა­დაც ნამ­დვი­ლი სი­ურპრი­ზი გვე­ლო­და - ღია ცის­ქვეშ თერ­მუ­ლი წყლის ჯა­კუ­ზი და, რაც მთა­ვა­რია, ავ­რო­რას იდე­ა­ლუ­რი პროგ­ნო­ზი... სულ რა­ღაც 1 სა­ათ­ში ავ­რო­რა ჩვენს თავ­ზე ცეკ­ვას და­ი­წყებ­და. ამი­ტომ უცებ ვი­ვახ­შმეთ და ჩემი ოც­ნე­ბის სა­ნა­ხა­ვად მო­ვემ­ზა­დეთ. ცოტა ხან­ში მკრთა­ლი ხაზი შევ­ნიშ­ნე, რო­მე­ლიც ნელ-ნელა მუქ­დე­ბო­და, ფორ­მებს იც­ვლი­და და სა­ცეკ­ვა­ოდ ემ­ზა­დე­ბო­და.

გუ­ლის სიღ­მე­ში მე­გო­ნა, რომ ფო­ტო­ებ­ში ნა­ნა­ხი რე­ა­ლო­ბის­გან ძა­ლი­ან გას­ხვავ­დე­ბო­და, მაგ­რამ ეს ჯა­დოს­ნუ­რი მოვ­ლე­ნა ზუს­ტად ისე­თი მის­ტი­კუ­რი აღ­მოჩ­ნდა, რო­გორ­საც ვე­ლო­დი, თა­ნაც ყო­ველ­გვა­რი ფილტრის გა­რე­შე. ენით აღუ­წე­რე­ლი გან­ცდაა, რო­დე­საც ცას შეს­ცქე­რი და იქ ჯა­დოს­ნუ­რი რამ ხდე­ბა, თით­ქოს გა­ლაქ­ტი­კა­ში ხარ და უსა­ზღვრო ზო­მის კა­ლე­ი­დოს­კოპ­ში წარ­მოდ­გე­ნას უყუ­რებ, დიდ­ხანს არ მჯე­რო­და რომ აქ ვი­დე­ქი და ამ მოვ­ლე­ნას სა­კუ­თა­რი თვა­ლით ვუ­ყუ­რებ­დი. ავ­რო­რა კი უფრო და უფრო ძლი­ერ­დე­ბო­და, ცეკ­ვავ­და, ფე­რებს იმა­ტებ­და და პრან­ჭია ქალ­ბა­ტო­ნი­ვით თა­ვის მომ­ხიბ­ვლე­ლო­ბით თავს იწო­ნებ­და, მე კი ვი­დე­ქი, მისი სი­ლა­მა­ზით მო­ჯა­დო­ე­ბუ­ლი და ბედ­ნი­ე­რე­ბის­გან ცრემ­ლებს აღარც ვი­კა­ვებ­დი...

ჩვე­ნი და­მუნ­ჯე­ბუ­ლი სა­ხე­ე­ბი არ იკ­მა­რა, კუდი მო­იქ­ნია და გა­მოწ­ვე­ვა­შიც ჩაგ­ვით­რია. ყვე­ლა­ზე დიდი თავ­გა­და­სა­ვა­ლიც მა­შინ და­ი­წყო, უცებ მან­ქა­ნა­ში ჩავ­ხტით და მას­თან ერ­თად შუ­ა­ღა­მით გე­ი­ზე­რის­კენ ავი­ღეთ გეზი. შემ­დე­გი შოუ უკვე იქ უნდა მო­ე­წყო, სა­დაც წი­თე­ლი მო­სას­ხა­მით შე­ი­მო­სა და ჰო­რი­ზონ­ტა­ლუ­რად ისე და­ეშ­ვა ჩემ­კენ მე­გო­ნა ხელს შე­ვა­ხებ­დი. სა­ბო­ლო­ოდ, გულ­ფო­სის ჩანჩქე­რამ­დე ვდი­ეთ, სა­დაც ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში პირ­ვე­ლად ცი­სარ­ტყე­ლა და ჩრდი­ლო­ე­თის ცი­ა­ლი ერ­თდრო­უ­ლად და­ვი­ნა­ხე.

  • "ძა­ლი­ან იღ­ბლი­ა­ნი ვარ!"

- წინა კვი­რას მთელ ქვე­ყა­ნა­ში გზა და­კე­ტი­ლი იყო, ქარ­ბუ­ქი და ყინ­ვა გა­და­ად­გი­ლე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას არ იძ­ლე­ო­და და უცებ ყვე­ლა­ფე­რი შე­იც­ვა­ლა: ამინ­დი იდე­ა­ლუ­რი, გზე­ბის სტა­ტუ­სი - "მწვა­ნე“, სულო და გულო, წადი, სა­დაც გა­გი­ხარ­დე­ბა.

სა­ო­ცა­რია, ასე გა­გი­მარ­თლოს ადა­მი­ანს ქვე­ყა­ნა­ში, სა­დაც ამინ­დი ყვე­ლა­ზე არაპ­როგ­ნო­ზი­რე­ბა­დია. დი­ლით თერ­მუ­ლი ჯა­კუ­ზის ცდუ­ნე­ბას ვერ გა­ვუ­ძე­ლით და, შე­სა­ბა­მი­სად, კემ­პინ­გიც გვი­ან დავ­ტო­ვეთ. ერთი ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო და უნი­კა­ლუ­რი ად­გი­ლი ჰქონ­და ვა­ლი­კოს ჩემ­თვის შერ­ჩე­უ­ლი - პო­მიდვ­რის სათ­ბუ­რი, სა­დაც რეს­ტო­რა­ნი­ცაა და შენ თვალ­წინ დაკ­რე­ფი­ლი პო­მიდვ­რე­ბით გიმ­ზა­დე­ბენ უგემ­რი­ე­ლეს კერ­ძებს. ეს სათ­ბუ­რი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლია იმი­ტომ, რომ თა­ვი­დან ბო­ლომ­დე თერ­მუ­ლი წყლე­ბით თბე­ბა, შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლია ჭკვი­ა­ნი კლი­მა­ტის კონ­ტრო­ლის სის­ტე­მა, სათ­ბუ­რი სრუ­ლად მწვა­ნე ენერ­გი­ით იმარ­თე­ბა და, რაც მთა­ვა­რია, არა­ნა­ი­რი პეს­ტი­ცი­დე­ბი არ გა­მო­ი­ყე­ნე­ბა, ასე­ვე, მთე­ლი ის­ლან­დი­ის ბაზ­რის 40% ამ სათ­ბუ­რი­დან მა­რაგ­დე­ბა. სა­გან­გე­ბოდ ჰო­ლან­დი­ი­დან ხორ­ცი­ელ­დე­ბა "კარ­გი მწე­რე­ბის“ იმ­პორ­ტი, რო­მელ­თა სა­შუ­ა­ლე­ბი­თაც პო­მიდვ­რის შე­წამ­ვლა არ წარ­მო­ად­გენს სა­ჭი­რო­ე­ბას. ასევე, აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ის­ლან­დი­ა­ში არ ბი­ნად­რო­ბენ ფუტკრე­ბი, მაგ­რამ არც ეს წარ­მო­ად­გენს აქა­უ­რო­ბის­თვის დაბ­რკო­ლე­ბას, ამი­ტომ, დამ­ტვერ­ვის მიზ­ნით, მათი იმ­პორ­ტიც ჰო­ლან­დი­ი­დან ხორ­ცი­ელ­დე­ბა და ისი­ნიც მთე­ლი შე­მარ­თე­ბით და­ფუს­ფუ­სე­ბენ. ახლა წარ­მო­იდ­გი­ნეთ, სხედ­ხართ ამ უნი­კა­ლურ სათ­ბურ­ში, პო­მიდვ­რის ზღაპ­რუ­ლი არო­მა­ტით გა­ჯე­რე­ბულ რი­გებ­ში, თქვენ გვერ­დით ფუტკრე­ბი დაბ­ზუ­ი­ლე­ბენ, იქვე თა­ნამ­შრომ­ლე­ბი მწი­ფე პო­მიდვ­რებს კრე­ფენ და თქვენ კი უგემ­რი­ე­ლეს წვნი­ანს და ცხელ პურ­ზე გა­დას­მულ ნივ­რი­ან კა­რაქს შე­ექ­ცე­ვით... სწო­რედ ამი­ტომ მიყ­ვარს ვა­ლი­კოს­თან ერ­თად მოგ­ზა­უ­რო­ბა, ყო­ველ­თვის იპო­ვის რა­ღაც ძა­ლი­ან გან­სხვა­ვე­ბულს, უნი­კა­ლურს, ისეთს, რომ ჩემი ცნო­ბის­მოყ­ვა­რე სული და­აკ­მა­ყო­ფი­ლოს.

ლან­ჩის შემ­დეგ ერთ-ერთი პო­პუ­ლა­რუ­ლი ტუ­რის­ტუ­ლი ად­გი­ლი - 60 მეტ­რის სი­მაღ­ლის ჩანჩქე­რი სე­ლი­ა­ლან­დსფო­სი მო­ვი­ნა­ხუ­ლეთ, სა­ღა­მოს კი ჩანჩქერ სკო­გა­ფო­სის­კენ გა­ვე­შუ­რეთ და ჩვე­ნი მან­ქა­ნით ზუს­ტად მის წინ დავ­კემ­პინგდით და დი­ლის სა­ოც­ნე­ბო ხე­დის მო­ლო­დინ­ში და­ვი­ძი­ნეთ. მთე­ლი ღამე მისი მრის­ხა­ნე ხმა ჩა­მეს­მო­და ყურ­ში, ერთი სული მქონ­და ყა­ვით ხელ­ში ჩემი ფურ­გო­ნის კარი შე­მე­ღო და მისი ყუ­რე­ბით დავმტკბა­რი­ყა­ვი...

  • რე­ი­ნის­ფჯა­რას მის­ტი­კა და ავ­რო­რას კუ­დის მოქ­ნე­ვა

- ჩანჩქე­რე­ბის შემ­დეგ რე­ი­ნის­ფჯა­რას - ის­ლან­დი­ის ყვე­ლა­ზე სა­ხი­ფა­თო ქვი­შის სა­ნა­პი­როს ვეს­ტუმ­რეთ. ყი­ნუ­ლი­ვით ცივი წყა­ლი, უცებ მო­ვარ­დნი­ლი ტალ­ღა და ძლი­ე­რი დი­ნე­ბა სი­ცო­ცხლის­თვის უკი­დუ­რე­სად დიდ საფრ­თხეს წარ­მო­ად­გენს. ტალ­ღე­ბი მო­უ­ლოდ­ნე­ლად მო­ვარ­დე­ბა და თუ გა­გი­ტა­ცა, ფაქ­ტობ­რი­ვად, შე­უძ­ლე­ბე­ლია უკან, ნა­პირ­ზე გა­მოს­ვლა, ხოლო წყა­ლი იმ­დე­ნად ცი­ვია, რომ წუ­თებ­ში ადა­მი­ა­ნი შოკ­ში ვარ­დე­ბა და იღუ­პე­ბა. ეს ად­გი­ლი რამ­დე­ნა­დაც სა­ში­შია, იმ­დე­ნად - მიმ­ზიდ­ვე­ლია. შავ­ზე შავი უკი­დე­გა­ნო სა­ნა­პი­რო და მრის­ხა­ნე ჩრდი­ლო­ე­თის ყი­ნუ­ლო­ვა­ნი ოკე­ა­ნე მის­ტი­კურ ტან­დემს წარ­მო­ად­გენს, თით­ქოს ჰიპ­ნო­ზის ქვეშ ხარ, უსას­რუ­ლოდ შე­გიძ­ლია აქ იდგე და ჰო­რი­ზონტს უყუ­რო.

ტუ­რის­ტე­ბი აქაც სა­ნა­პი­როს მხო­ლოდ ერთ მხა­რეს სტუმ­რო­ბენ, მე კი მე­ო­რეც ვი­პო­ვე... უფრო იდუ­მა­ლი, ნაკ­ლე­ბად შე­ლა­ხუ­ლი და კი­დევ უფრო მა­გი­უ­რი. ბევ­რი ვი­სე­ირ­ნე, ვირ­ბი­ნე, ვი­ცი­ნე, ცო­ტაც ვი­ტი­რე და გა­დავ­წყვი­ტე ამ ხედ­ზე, ტალ­ღე­ბის ხმა­ზე, ამ ბრიზ­ზე და მზის ჩას­ვლა­ზე ლა­მაზ ად­გილს სა­ვახ­შმოდ ვერ შე­ვარ­ჩევ­დი, თან პროგ­ნო­ზიც ავ­რო­რას იუ­წყე­ბო­და. ცი­ა­ლის ლო­დინს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ხიბ­ლი აქვს, ყო­ველ ორ წუთ­ში ცას ას­ცქე­რი და თი­თო­ე­უ­ლი მკრთა­ლი ხა­ზის უკან მის ამოც­ნო­ბას ცდი­ლობ. თუ სტა­ტის­ტი­კას გა­დავ­ხე­დავთ, ძა­ლი­ან ხში­რად მოგ­ზა­უ­რე­ბი ის­ლან­დი­ას ავ­რო­რას უნა­ხა­ვად ტო­ვე­ბენ, მე კი 4️ დღე­ში რამ­დენ­ჯერ­მე ვნა­ხე. ჯერ ისევ მყინ­ვა­რის­კენ მი­მა­ვალ გზა­ზე ვი­ყა­ვი რომ დაგ­ვე­წია, ვი­ღას ახ­სოვ­და გზა და მარ­შუ­ტი! ფაქ­ტობ­რი­ვად, მოძ­რა­ო­ბა გა­ჩერ­და, ყვე­ლა გა­რეთ გა­მო­ვი­და და ამ ზღაპ­რუ­ლი სა­ნა­ხა­ო­ბის­გან მი­ღე­ბუ­ლი ემო­ცი­ე­ბი ერ­თმა­ნეთს გა­ვუ­ზი­ა­რეთ. ამ გა­ზი­ა­რე­ბამ გარ­შე­მო კი­დევ უფრო ჯა­დოს­ნუ­რი გა­რე­მო შეგ­ვიქ­მნა. ავ­რო­რა ამ­ჯე­რად ძა­ლი­ან მოძ­რა­ვი და ინ­ტენ­სი­უ­რი იყო, ცაში აჭ­რილ უდი­დეს ფრანს მო­გა­გო­ნებ­და, ნარ­ნა­რებ­და და ფე­რებს იც­ვლი­და. იმ ღა­მეს თით­ქმის დი­ლამ­დე თავს დაგ­ვყუ­რებ­და, მერე კი კუდი ძლი­ე­რად მო­იქ­ნია და ულა­მა­ზე­სი მყინ­ვა­რის ფონ­ზე დაგ­ვემ­შვი­დო­ბა.

ის­ლან­დი­ი­სა და ევ­რო­პის ყვე­ლა­ზე დიდი მყინ­ვა­რი ვატ­ნა­ი­ე­კუდ­ლი სა­ოც­რე­ბა იყო. ყი­ნუ­ლის სა­მე­ფო­ში ცის­ფრად მო­ელ­ვა­რე ბორ­ცვე­ბი და ლა­გუ­ნა­ში მო­ცუ­რა­ვე უზარ­მა­ზა­რი აის­ბერ­გე­ბი თავს სხვა სამ­ყა­რო­ში გაგ­რძნო­ბი­ნე­ბენ... ოდეს­მე მო­გის­მე­ნია ყი­ნუ­ლის სუნ­თქვა ან გიგ­რძნია, რომ ყი­ნუ­ლი ცო­ცხა­ლია? წარ­მო­იდ­გი­ნე, რომ იქ ყვე­ლა­ფერს მთე­ლი არ­სე­ბით იაზ­რებ. თით­ქმის 2️ სა­ათს იქა­უ­რო­ბას მდუ­მა­რედ "ვუს­მენ­დით“, მის ცის­ფერ­ში ასო­ბით ელ­ფერს შევ­ყუ­რებ­დით და ამ, თით­ქოს ერ­თფე­რო­ვა­ნი გა­რე­მოს უკი­დე­გა­ნო მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბა გვა­ოგ­ნებ­და.

შემ­დე­გი იყო სტოკ­ქ­სნე­სი - ეს არის სა­მო­თხე დე­და­მი­წა­ზე. სი­ტყვე­ბი­თაც ვერ გად­მოგ­ცემთ შეგ­რძნე­ბას, რა­საც ეს ად­გი­ლი ანი­ჭებს ადა­მი­ანს. თა­ვი­დან მე­გო­ნა, არ გა­მი­მარ­თლა, ნის­ლი და ღრუბ­ლი­ა­ნი ამინ­დი დამ­ხვდა, მაგ­რამ... აქა­უ­რო­ბას ზუს­ტად ამ ყვე­ლა­ფერ­მა შეჰ­მა­ტა სხვა ღი­რე­ბუ­ლე­ბა: ზე­მო­დან ნისლში გახ­ვე­უ­ლი, ლა­გუ­ნა­დან ცი­ცა­ბოდ აზ­რდი­ლი კალ­თე­ბით შემ­კუ­ლი მთა - ვესტრაჰორ­ნი დაგ­ვყუ­რებ­და, გარ­შე­მო კი, შავი ქვი­შის სა­ნა­პი­რო­ზე, მრის­ხა­ნე ტალ­ღე­ბის მიერ გა­მო­რი­ყუ­ლი ნი­ჟა­რე­ბი ციმ­ცი­მებ­და. ხავ­სის ბორ­ცვე­ბი, სა­ნა­პი­რო­ზე არეკ­ლი­ლი მთის რე­ლი­ე­ფი, ნის­ლი და უზარ­მა­ზა­რი ტალ­ღე­ბი თით­ქოს იდე­ა­ლუ­რად დად­გმულ ინ­სტა­ლა­ცი­ას უფრო ჰგავ­და, ვიდ­რე რე­ა­ლო­ბას. იცი, რამ გა­მა­ო­ცა? ავ­რო­რამ დამ­შვი­დო­ბე­ბა გა­და­წყვი­ტა და კი­დევ ერთხელ წა­მოგ­ვე­წია შუა გზა­ში. სას­წრა­ფოდ აქ­ტი­ვო­ბის რუკა მოვ­ძებ­ნეთ და ჩვე­ნი მარ­შრუ­ტიც მი­სას ავუ­წყეთ. ასე აღ­მოვ­ჩნდით ულა­მა­ზე­სი ტბის პი­რას და კრი­სუ­ვი­კის გა­მა­ოგ­ნე­ბელ გე­ო­თერ­მულ მხა­რე­ში. მოგ­ზა­უ­რო­ბის დას­რუ­ლე­ბის ასეთ სა­უ­კე­თე­სო სცე­ნარს ვე­რას­დროს წარ­მო­ვიდ­გენ­დი, თუმ­ცა ასეა - ხან­და­ხან გეგ­მა­საც უნდა გა­და­უხ­ვიო.

  • ავ­ტო­რი: ირმა ხარ­ში­ლა­ძე
00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 14 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნათიაკ
0

ჩემი სუპერ გოგოს მოგზაურობა💙💙💙

გურამი
1

ჩვენ კი ვნახოთ როგორ შეხვდა ივანიშვილის შვილი და რძალი ახალ წელს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისრაელმა ირანზე მასშტაბური დარტყმები განახორციელა: განადგურებულია ბირთვულ იარაღი, დაიღუპნენ სამხედრო მეთაურები
ავტორი:

ყინულის სამეფო, ლაგუნაში მოცურავე აისბერგები და ჯადოსნური ავრორა - ქართველი თამთას და ლიეტუველი ვალიკოს სიყვარული და ისლანდიური თავგადასავალი

ყინულის სამეფო, ლაგუნაში მოცურავე აისბერგები და ჯადოსნური ავრორა - ქართველი თამთას და ლიეტუველი ვალიკოს სიყვარული და ისლანდიური თავგადასავალი

ამ ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში ჩემი დიდი ხნის უნახავი და მონატრებული ადამიანის გვერდზე ულამაზესი ფოტოები ვნახე... ყინულების "სამეფოში“, ჩრდილოეთის ნათებით. თვალს არ ვუჯერებდი, მეგონა, რომელიღაც ამერიკული ფილმის კადრები იყო - ავრორა, ყინულები, ჩანჩქერები და... ორი შეყვარებული. ფოტოებზე ჩემი ახლობელი გოგონა ჩანდა და კიდევ - სიმპათიური ყმაწვილი. მოგვიანებით გავარკვიე, რომ ეს ლამაზი მოგზაურები ისლანდიაში იმყოფებოდნენ და ჩრდილოეთის ციალით ტკბებოდნენ. წყვილი, ზოგადად, ბევრს მოგზაურობს. მათ ისლანდიის შემდეგ ევერესტიც კი "დაიპყრეს“ - 5320 მეტრის სიმაღლეს აცდნენ კიდეც. ამჯერად მათი მოგზაურობის "მოლივლივე-მოციმციმე“ თავგადასავალზე გიამბობთ, საოცნებო ავრორასთან შეხვედრაზე და ყინულების სამეფოს საიდუმლოებებზე - ახლაც ხომ ჩრდილოეთის ციალის სეზონია და ვფიქრობ, ჩვენი მონათხრობი ზედგამოჭრილიც იქნება საახალწლოდ! ვფიქრობ, ლამაზი ფოტოებით მოიხიბლებით და ჩემსავით გაგიჩნდებათ იმედი, რომ ერთ მშვენიერ დღეს თქვენც "გამოგიცეკვებთ“ ულამაზესი ავრორა. სხვათა შორის, ჩემმა მოგზაურმა მეგობარმა - თამთა კირვალიძემ მითხრა, რომ ისლანდიაში მოხვედრა საკმაოდ იაფადაც შეიძლება, - მხოლოდ ცოტა შორი გზით სიარული მოგიწევს, ამიტომ ნამდვილად არ ღირს სურვილების ასრულების სამომავლოდ გადადება, ყოველთვის არსებობს გზა, რომელიც მიზნამდე უფრო ადრე მიგიყვანსო.

თამთამ თავისი სიყვარული, მეწყვილე, ლიეტუველი მოგზაური ევალდას მიკოლიუნასი 4 წლის წინ გაიცნო, როდესაც ევალდასი ველოტურით (ლიეტუვა- ტაილანდი) გზად საქართველოს სტუმრობდა. საქართველოში მისი სტუმრობა 3 წელზე დიდხანს გაგრძელებულა, თამთას თქმით, ცოტა ჩემი და უფრო მეტად - კოვიდის გამოო. ასე შეხვდნენ მონათესავე სულები და შეუყვარდათ კიდეც ერთმანეთი. ევალდასს, თურმე, ძალიან უნდოდა, ქართული სახელი ჰქონოდა, ამიტომ თამთამ სახელად ვალიკო შეურჩია. ფაქტია, ლიეტუველს სახელი მოეწონა, რადგან გოგონა დღემდე ასე მიმართავს და სტატიაშიც ვალიკოდ მოიხსენიებს.

  • "ქართველი ყველგან ქართველია, თუნდაც - გაყინულ ისლანდიაში!"

თამთა:

- ჩრდილოეთის ციალის ნახვა ჩემი ბავშვობის ოცნება იყო. 2023 წლის თებერვალში მე და ვალიკომ ეს ოცნება რეალობად ვაქციეთ. ვიზიტის დროდ ზამთარი შევარჩიეთ, ავრორა და მასზე ნადირობა უპირველეს მიზნად დავისახეთ და ოპტიმალური მარშრუტიც შევიმუშავეთ. პირველი საოცრებაც მალე მოხდა - ისლანდიაში ჩასული ქართველ-ლიეტუველი წყვილი, შემთხვევით, ღამის გასათევად მაინცდამაინც დედით ლიეტუველ და მამით ქართველ დათოს მივადექით. ზოგადად, ამგვარი დამთხვევის შანსი 0-01%-ით თუ იქნებოდა. კარგი სანახავი იყო - მე და დათო ქართულად ვლაპარაკობდით, ევალდასი და დათო კი - ლიეტუვურად. დათომ ძალიან თბილად მიგვიღო, ზუსტად ისე, როგორც ქართველს შეეფერებოდა და ვალიკოც დაუღალავად იმეორებდა, - ქართველი ყველგან ქართველია, თუნდაც გაყინულ ისლანდიაშიო! თავდაპირველად ქალაქი და მისი შემოგარენი დავათვალიერეთ, 2️ დღის შემდეგ კი უკვე საოცნებო ზღაპრული ჩანჩქერების, გეიზერების, მყინვარების, თვალუწვდენელი შავი ქვიშის სანაპიროების და ხავსის უდაბნოების სანახავად გავეშურეთ, თან გამალებით ავრორას პროგნოზს ვადევნებდით თვალს. აქამდე ასე არსად და არასდროს შემიგრძნია სამყაროს სიდიადე, უკიდეგანობა და მრავალფეროვნება; არასდროს განმიცდია ემოცია, როდესაც შენი სხეულის თითოეული უჯრედით შეიგრძნობ, რომ შენც ამ სამყაროს ქმნილება და ამ ყველაფრის მიკრონაწილაკი ხარ!

ისლანდიაში მოგზაურობა ავტომობილით გადავწყვიტეთ, რადგან უფრო მოქნილი და მოსახერებელი იქნებოდა, ჩვენით გადაგვეწყვიტა მიმართულება, გაჩერების ადგილი და ხანგრძლივობა. ვიქირავეთ 2 კაცზე მოწყობილი კომპაქტული ფურგონი, სადაც საწოლთან ერთად გაზქურა და გათბობაც იყო, შესაბამისად, გემრიელად ძილი და თბილი ყავა გარანტირებული გვექნებოდა. ევალდასი საჭესთან არ ჯდება, შესაბამისად, ეს მისია და პასუხისმგებლობა სრულიად ჩემზე იყო მონდობილი. ასეთ კლიმატურ პირობებში მანქანის მართვა ახალი გამოწვევა აღმოჩნდა - უცებ მოვარდნილი ქარი, უკონტროლოდ მფრინავი ნივთები ან მოყინული და ბურუსში გახვეული გზები აქამდე არასდროს გამომიცდია, მაგრამ სწორედ ეს მიყვარს ჩემს ცხოვრებაში - ვიღებ გამოწვევებს და მათ გადალახვას ვცდილობ. არ დავმალავ და გასაღების აღებისას ხელი აშკარად მიკანკალებდა.

  • დუეტი - მოცეკვავე ავრორა და ცისარტყელა

- პირველი გაჩერებად ოქროს წრე და გეიზერი სტროკიური ავარჩიეთ, რომელიც ყოველ 6-10 წუთში ერთხელ იფრქვევა და მისი ამოფრქვევის სიმაღლე 15-20 მეტრია, თუმცა ზოგჯერ 40 მეტრსაც აღწევს. საოცარი დღის ბოლოს კემპინგ-სასტუმროში დავბინავდით, სადაც ნამდვილი სიურპრიზი გველოდა - ღია ცისქვეშ თერმული წყლის ჯაკუზი და, რაც მთავარია, ავრორას იდეალური პროგნოზი... სულ რაღაც 1 საათში ავრორა ჩვენს თავზე ცეკვას დაიწყებდა. ამიტომ უცებ ვივახშმეთ და ჩემი ოცნების სანახავად მოვემზადეთ. ცოტა ხანში მკრთალი ხაზი შევნიშნე, რომელიც ნელ-ნელა მუქდებოდა, ფორმებს იცვლიდა და საცეკვაოდ ემზადებოდა.

გულის სიღმეში მეგონა, რომ ფოტოებში ნანახი რეალობისგან ძალიან გასხვავდებოდა, მაგრამ ეს ჯადოსნური მოვლენა ზუსტად ისეთი მისტიკური აღმოჩნდა, როგორსაც ველოდი, თანაც ყოველგვარი ფილტრის გარეშე. ენით აღუწერელი განცდაა, როდესაც ცას შესცქერი და იქ ჯადოსნური რამ ხდება, თითქოს გალაქტიკაში ხარ და უსაზღვრო ზომის კალეიდოსკოპში წარმოდგენას უყურებ, დიდხანს არ მჯეროდა რომ აქ ვიდექი და ამ მოვლენას საკუთარი თვალით ვუყურებდი. ავრორა კი უფრო და უფრო ძლიერდებოდა, ცეკვავდა, ფერებს იმატებდა და პრანჭია ქალბატონივით თავის მომხიბვლელობით თავს იწონებდა, მე კი ვიდექი, მისი სილამაზით მოჯადოებული და ბედნიერებისგან ცრემლებს აღარც ვიკავებდი...

ჩვენი დამუნჯებული სახეები არ იკმარა, კუდი მოიქნია და გამოწვევაშიც ჩაგვითრია. ყველაზე დიდი თავგადასავალიც მაშინ დაიწყო, უცებ მანქანაში ჩავხტით და მასთან ერთად შუაღამით გეიზერისკენ ავიღეთ გეზი. შემდეგი შოუ უკვე იქ უნდა მოეწყო, სადაც წითელი მოსასხამით შეიმოსა და ჰორიზონტალურად ისე დაეშვა ჩემკენ მეგონა ხელს შევახებდი. საბოლოოდ, გულფოსის ჩანჩქერამდე ვდიეთ, სადაც ჩემს ცხოვრებაში პირველად ცისარტყელა და ჩრდილოეთის ციალი ერთდროულად დავინახე.

  • "ძალიან იღბლიანი ვარ!"

- წინა კვირას მთელ ქვეყანაში გზა დაკეტილი იყო, ქარბუქი და ყინვა გადაადგილების საშუალებას არ იძლეოდა და უცებ ყველაფერი შეიცვალა: ამინდი იდეალური, გზების სტატუსი - "მწვანე“, სულო და გულო, წადი, სადაც გაგიხარდება.

საოცარია, ასე გაგიმართლოს ადამიანს ქვეყანაში, სადაც ამინდი ყველაზე არაპროგნოზირებადია. დილით თერმული ჯაკუზის ცდუნებას ვერ გავუძელით და, შესაბამისად, კემპინგიც გვიან დავტოვეთ. ერთი ძალიან საინტერესო და უნიკალური ადგილი ჰქონდა ვალიკოს ჩემთვის შერჩეული - პომიდვრის სათბური, სადაც რესტორანიცაა და შენ თვალწინ დაკრეფილი პომიდვრებით გიმზადებენ უგემრიელეს კერძებს. ეს სათბური განსაკუთრებულია იმიტომ, რომ თავიდან ბოლომდე თერმული წყლებით თბება, შემუშავებულია ჭკვიანი კლიმატის კონტროლის სისტემა, სათბური სრულად მწვანე ენერგიით იმართება და, რაც მთავარია, არანაირი პესტიციდები არ გამოიყენება, ასევე, მთელი ისლანდიის ბაზრის 40% ამ სათბურიდან მარაგდება. საგანგებოდ ჰოლანდიიდან ხორციელდება "კარგი მწერების“ იმპორტი, რომელთა საშუალებითაც პომიდვრის შეწამვლა არ წარმოადგენს საჭიროებას. ასევე, აღსანიშნავია, რომ ისლანდიაში არ ბინადრობენ ფუტკრები, მაგრამ არც ეს წარმოადგენს აქაურობისთვის დაბრკოლებას, ამიტომ, დამტვერვის მიზნით, მათი იმპორტიც ჰოლანდიიდან ხორციელდება და ისინიც მთელი შემართებით დაფუსფუსებენ. ახლა წარმოიდგინეთ, სხედხართ ამ უნიკალურ სათბურში, პომიდვრის ზღაპრული არომატით გაჯერებულ რიგებში, თქვენ გვერდით ფუტკრები დაბზუილებენ, იქვე თანამშრომლები მწიფე პომიდვრებს კრეფენ და თქვენ კი უგემრიელეს წვნიანს და ცხელ პურზე გადასმულ ნივრიან კარაქს შეექცევით... სწორედ ამიტომ მიყვარს ვალიკოსთან ერთად მოგზაურობა, ყოველთვის იპოვის რაღაც ძალიან განსხვავებულს, უნიკალურს, ისეთს, რომ ჩემი ცნობისმოყვარე სული დააკმაყოფილოს.

ლანჩის შემდეგ ერთ-ერთი პოპულარული ტურისტული ადგილი - 60 მეტრის სიმაღლის ჩანჩქერი სელიალანდსფოსი მოვინახულეთ, საღამოს კი ჩანჩქერ სკოგაფოსისკენ გავეშურეთ და ჩვენი მანქანით ზუსტად მის წინ დავკემპინგდით და დილის საოცნებო ხედის მოლოდინში დავიძინეთ. მთელი ღამე მისი მრისხანე ხმა ჩამესმოდა ყურში, ერთი სული მქონდა ყავით ხელში ჩემი ფურგონის კარი შემეღო და მისი ყურებით დავმტკბარიყავი...

  • რეინისფჯარას მისტიკა და ავრორას კუდის მოქნევა

- ჩანჩქერების შემდეგ რეინისფჯარას - ისლანდიის ყველაზე სახიფათო ქვიშის სანაპიროს ვესტუმრეთ. ყინულივით ცივი წყალი, უცებ მოვარდნილი ტალღა და ძლიერი დინება სიცოცხლისთვის უკიდურესად დიდ საფრთხეს წარმოადგენს. ტალღები მოულოდნელად მოვარდება და თუ გაგიტაცა, ფაქტობრივად, შეუძლებელია უკან, ნაპირზე გამოსვლა, ხოლო წყალი იმდენად ცივია, რომ წუთებში ადამიანი შოკში ვარდება და იღუპება. ეს ადგილი რამდენადაც საშიშია, იმდენად - მიმზიდველია. შავზე შავი უკიდეგანო სანაპირო და მრისხანე ჩრდილოეთის ყინულოვანი ოკეანე მისტიკურ ტანდემს წარმოადგენს, თითქოს ჰიპნოზის ქვეშ ხარ, უსასრულოდ შეგიძლია აქ იდგე და ჰორიზონტს უყურო.

ტურისტები აქაც სანაპიროს მხოლოდ ერთ მხარეს სტუმრობენ, მე კი მეორეც ვიპოვე... უფრო იდუმალი, ნაკლებად შელახული და კიდევ უფრო მაგიური. ბევრი ვისეირნე, ვირბინე, ვიცინე, ცოტაც ვიტირე და გადავწყვიტე ამ ხედზე, ტალღების ხმაზე, ამ ბრიზზე და მზის ჩასვლაზე ლამაზ ადგილს სავახშმოდ ვერ შევარჩევდი, თან პროგნოზიც ავრორას იუწყებოდა. ციალის ლოდინს განსაკუთრებული ხიბლი აქვს, ყოველ ორ წუთში ცას ასცქერი და თითოეული მკრთალი ხაზის უკან მის ამოცნობას ცდილობ. თუ სტატისტიკას გადავხედავთ, ძალიან ხშირად მოგზაურები ისლანდიას ავრორას უნახავად ტოვებენ, მე კი 4️ დღეში რამდენჯერმე ვნახე. ჯერ ისევ მყინვარისკენ მიმავალ გზაზე ვიყავი რომ დაგვეწია, ვიღას ახსოვდა გზა და მარშუტი! ფაქტობრივად, მოძრაობა გაჩერდა, ყველა გარეთ გამოვიდა და ამ ზღაპრული სანახაობისგან მიღებული ემოციები ერთმანეთს გავუზიარეთ. ამ გაზიარებამ გარშემო კიდევ უფრო ჯადოსნური გარემო შეგვიქმნა. ავრორა ამჯერად ძალიან მოძრავი და ინტენსიური იყო, ცაში აჭრილ უდიდეს ფრანს მოგაგონებდა, ნარნარებდა და ფერებს იცვლიდა. იმ ღამეს თითქმის დილამდე თავს დაგვყურებდა, მერე კი კუდი ძლიერად მოიქნია და ულამაზესი მყინვარის ფონზე დაგვემშვიდობა.

ისლანდიისა და ევროპის ყველაზე დიდი მყინვარი ვატნაიეკუდლი საოცრება იყო. ყინულის სამეფოში ცისფრად მოელვარე ბორცვები და ლაგუნაში მოცურავე უზარმაზარი აისბერგები თავს სხვა სამყაროში გაგრძნობინებენ... ოდესმე მოგისმენია ყინულის სუნთქვა ან გიგრძნია, რომ ყინული ცოცხალია? წარმოიდგინე, რომ იქ ყველაფერს მთელი არსებით იაზრებ. თითქმის 2️ საათს იქაურობას მდუმარედ "ვუსმენდით“, მის ცისფერში ასობით ელფერს შევყურებდით და ამ, თითქოს ერთფეროვანი გარემოს უკიდეგანო მრავალფეროვნება გვაოგნებდა.

შემდეგი იყო სტოკქსნესი - ეს არის სამოთხე დედამიწაზე. სიტყვებითაც ვერ გადმოგცემთ შეგრძნებას, რასაც ეს ადგილი ანიჭებს ადამიანს. თავიდან მეგონა, არ გამიმართლა, ნისლი და ღრუბლიანი ამინდი დამხვდა, მაგრამ... აქაურობას ზუსტად ამ ყველაფერმა შეჰმატა სხვა ღირებულება: ზემოდან ნისლში გახვეული, ლაგუნადან ციცაბოდ აზრდილი კალთებით შემკული მთა - ვესტრაჰორნი დაგვყურებდა, გარშემო კი, შავი ქვიშის სანაპიროზე, მრისხანე ტალღების მიერ გამორიყული ნიჟარები ციმციმებდა. ხავსის ბორცვები, სანაპიროზე არეკლილი მთის რელიეფი, ნისლი და უზარმაზარი ტალღები თითქოს იდეალურად დადგმულ ინსტალაციას უფრო ჰგავდა, ვიდრე რეალობას. იცი, რამ გამაოცა? ავრორამ დამშვიდობება გადაწყვიტა და კიდევ ერთხელ წამოგვეწია შუა გზაში. სასწრაფოდ აქტივობის რუკა მოვძებნეთ და ჩვენი მარშრუტიც მისას ავუწყეთ. ასე აღმოვჩნდით ულამაზესი ტბის პირას და კრისუვიკის გამაოგნებელ გეოთერმულ მხარეში. მოგზაურობის დასრულების ასეთ საუკეთესო სცენარს ვერასდროს წარმოვიდგენდი, თუმცა ასეა - ხანდახან გეგმასაც უნდა გადაუხვიო.

  • ავტორი: ირმა ხარშილაძე