სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება

9

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 17:58-ზე, მთვარე სასწორშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას; მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ხუთი თვის თავზე ისევ გვესიზმრება კოშმარები... ჩემს ოჯახს არანაირი ყურადღება და თანადგომა არ მიუღია ამ ხუთი თვის მანძილზე" - რას წერს შოვის ტრაგედიას გადარჩენილი გიო ადამია?
"ხუთი თვის თავზე ისევ გვესიზმრება კოშმარები... ჩემს ოჯახს არანაირი ყურადღება და თანადგომა არ მიუღია ამ ხუთი თვის მანძილზე" - რას წერს შოვის ტრაგედიას გადარჩენილი გიო ადამია?

ხუთი თვის წინ, სა­ქარ­თვე­ლო შეძ­რა რა­ჭის ტრა­გე­დი­ამ, რომ­ლის დრო­საც მე­წყერ-ღვარ­ცოფ­მა 33 ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლე შე­ი­წი­რა. მომ­ხდა­რის შე­დე­გად მი­წას­თან გა­ას­წორ­და ცნო­ბი­ლი კუ­რორ­ტი შოვი. ტრა­გე­დი­ის ერთ-ერთი და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი გიო ადა­მია სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ვრცელ პოსტს აქ­ვეყ­ნებს და წერს, რომ დღემ­დე არ მი­უ­ღია და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის სტა­ტუ­სი.

- ხუთი თვე გა­ვი­და შო­ვის ტრა­გე­დი­ი­დან, არც მე და არც სხვა ჩემ­თან ერ­თად გა­დარ­ჩე­ნილს დღემ­დე არ მიგ­ვი­ღია და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის სტა­ტუ­სი. პრო­კუ­რა­ტუ­რა ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნას ელო­დე­ბო­და, რო­მელ­მაც და­ად­გი­ნა, რომ მსუ­ბუ­ქად დავ­ზი­ან­დით და სი­ცო­ცხლის­თვის სა­ში­ში და­ზი­ა­ნე­ბა არ მიგ­ვი­ღია.

ჩვენ, ადა­მი­ა­ნე­ბი, რო­მე­ლიც ოთხი სა­ა­თი მე­წყერ­ში ვხო­ხავ­დით, ყო­ვე­ლი წამი სა­ში­ში იყო ჩვე­ნი და ჩვე­ნი ბავ­შვე­ბის სი­ცო­ცხლი­სათ­ვის. ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბი, რომ­ლებ­შიც ვის­ხე­დით წა­მებ­ში მე­წყერ­მა გაგვტა­ცა და გა­ა­ნად­გუ­რა, დღე­ე­ბი ფეხ­ზე ვერ ვდგე­ბო­დით. ხუთი თვის თავ­ზე ისევ გვე­სიზ­მრე­ბა კოშ­მა­რე­ბი თუ რო­გორ გა­ვურ­ბი­ვართ მე­წყერს, მე და თო­მას რა­ჭის გა­გო­ნე­ბა­ზე უსი­ა­მოვ­ნო გან­ცდა გვე­უფ­ლე­ბა, მთის და­ნახ­ვა­ზე ში­შის გრძნო­ბა გვი­პყრობს.

სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბამ სრუ­ლი ამ სი­ტყვის მნიშ­ვნე­ლო­ბით, ფეხ­ზე დაგ­ვი­კი­და, ჩემს ოჯახს მათ­გან არა­ნა­ი­რი ყუ­რა­დღე­ბა, თა­ნად­გო­მა არ მიგ­ვი­ღია ამ ხუთი თვის მან­ძილ­ზე. შობა-ახალ წელს გი­ლო­ცავთ ყვე­ლას! მად­ლო­ბა ღმერ­თს ჩვე­ნი გა­დარ­ჩე­ნის­თვის და იმ რაჭ­ველ ბი­ჭებს, ვინც გა­მოგ­ვიყ­ვა­ნა იმ სა­ში­ნე­ლე­ბი­დან. კი­დევ ერთხელ ვუ­თა­ნაგ­რძნობ გარ­დაც­ვლი­ლე­ბის ოჯა­ხებს.

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ლალა
0

მადლობდე უფალს, რომ დღეს ცოცხალი ხარ , გადარჩი 

ნიკას
1

რომც მასე იყოს როგორც ამბობთ მაინც რამ დაგაწერინა ეს კომენტარი?? ის ცოტაა ადამიანისტვის რასაც იქ გადაიტანდა???? რამ შეგაძულატ ერთმანეთი. ადამიანებო?????

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ პირი ჯარიმას არ გადაიხდის და რა ვადებს უკავშირდება მისი აღსრულება?
ავტორი:

"ხუთი თვის თავზე ისევ გვესიზმრება კოშმარები... ჩემს ოჯახს არანაირი ყურადღება და თანადგომა არ მიუღია ამ ხუთი თვის მანძილზე" - რას წერს შოვის ტრაგედიას გადარჩენილი გიო ადამია?

"ხუთი თვის თავზე ისევ გვესიზმრება კოშმარები... ჩემს ოჯახს არანაირი ყურადღება და თანადგომა არ მიუღია ამ ხუთი თვის მანძილზე" - რას წერს შოვის ტრაგედიას გადარჩენილი გიო ადამია?

ხუთი თვის წინ, საქართველო შეძრა რაჭის ტრაგედიამ, რომლის დროსაც მეწყერ-ღვარცოფმა 33 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. მომხდარის შედეგად მიწასთან გაასწორდა ცნობილი კურორტი შოვი. ტრაგედიის ერთ-ერთი დაზარალებული გიო ადამია სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ დღემდე არ მიუღია დაზარალებულის სტატუსი.

- ხუთი თვე გავიდა შოვის ტრაგედიიდან, არც მე და არც სხვა ჩემთან ერთად გადარჩენილს დღემდე არ მიგვიღია დაზარალებულის სტატუსი. პროკურატურა ექსპერტიზის დასკვნას ელოდებოდა, რომელმაც დაადგინა, რომ მსუბუქად დავზიანდით და სიცოცხლისთვის საშიში დაზიანება არ მიგვიღია.

ჩვენ, ადამიანები, რომელიც ოთხი საათი მეწყერში ვხოხავდით, ყოველი წამი საშიში იყო ჩვენი და ჩვენი ბავშვების სიცოცხლისათვის. ავტომობილები, რომლებშიც ვისხედით წამებში მეწყერმა გაგვტაცა და გაანადგურა, დღეები ფეხზე ვერ ვდგებოდით. ხუთი თვის თავზე ისევ გვესიზმრება კოშმარები თუ როგორ გავურბივართ მეწყერს, მე და თომას რაჭის გაგონებაზე უსიამოვნო განცდა გვეუფლება, მთის დანახვაზე შიშის გრძნობა გვიპყრობს.

საქართველოს მთავრობამ სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, ფეხზე დაგვიკიდა, ჩემს ოჯახს მათგან არანაირი ყურადღება, თანადგომა არ მიგვიღია ამ ხუთი თვის მანძილზე. შობა-ახალ წელს გილოცავთ ყველას! მადლობა ღმერთს ჩვენი გადარჩენისთვის და იმ რაჭველ ბიჭებს, ვინც გამოგვიყვანა იმ საშინელებიდან. კიდევ ერთხელ ვუთანაგრძნობ გარდაცვლილების ოჯახებს.