პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

24

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 03:53-ზე, მთვარის პირველი დღე დადგება 23:10-ზე, მთვარე ლომს ესტუმრება 19:32-ზე – არაფერი ახალი და მნიშვნელოვანი არ გააკეთოთ, დაასრულეთ ის, რაც ადრე დაიწყეთ. გაუფრთხილდით სახლს და ოჯახს, გაასუფთავეთ და მოაწესრიგეთ თქვენი სახლი. არ არის რეკომენდებული, რომ მოაგვაროთ ფინანსური საქმეები, ხელი მოაწეროთ დოკუმენტებს. არ გირჩევთ ფულის სესხება და გასესხებას, ახალი თანამშრომლების დაქირავებას. მოლაპარაკებების წარმოებას, უარყოფითი ემოციების გამოხატვას. ახალი მთვარის პირველი დღე არ არის ხელსაყრელი ქორწინებისთვის, ქორწილისთვის, თუმცა, დაგეგმვა შეგიძლიათ.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ორი უკრაინელი მომღერალი გოგონა რუსულმა რაკეტამ იმსხვერპლა - "მათი შესრულება მობილური ტელეფონითაა გადაღებული, თუმცა ამ ვიდეოს ყურება შეუძლებელია"
ორი უკრაინელი მომღერალი გოგონა რუსულმა რაკეტამ იმსხვერპლა - "მათი შესრულება მობილური ტელეფონითაა გადაღებული, თუმცა ამ ვიდეოს ყურება შეუძლებელია"

აგ­ვის­ტო­ში რუ­სულ­მა რა­კე­ტამ ორი უკ­რა­ი­ნე­ლი ახალ­გაზ­რდა გო­გო­ნა იმ­სხვერ­პლა. ტრა­გე­დი­ის დროს ისი­ნი სკამ­ზე ის­ხდნენ სა­თა­მა­შო მო­ე­დან­თან, ეკ­ლე­სი­ის მახ­ლობ­ლად. კრის­ტი­ნა სპი­ჩი­ნა და სვეტ­ლა­ნა სე­მე­ი­კი­ნა იმ 10 000 მშვი­დო­ბი­ან მო­ქა­ლა­ქეს შო­რის არი­ან, რომ­ლე­ბიც 2022 წლის თე­ბერ­ვლი­დან, რუ­სე­თის შე­მოჭ­რის შე­დე­გად და­ი­ღუპ­ნენ.

გა­ე­რო მი­იჩ­ნევს, რომ და­ღუ­პუ­ლი მა­მა­კა­ცე­ბის, ქა­ლე­ბი­სა და ბავ­შვე­ბის რე­ა­ლუ­რი რა­ო­დე­ნო­ბა გა­ცი­ლე­ბით დი­დია. რუ­სე­თის ომი უკ­რა­ი­ნა­ში ახლა უკვე მუდ­მი­ვო­ბად იქცა. ბევ­რი გარ­დაც­ვლი­ლის შე­სა­ხებ დე­ტა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცია აღარ ვრცელ­დე­ბა, თუმ­ცა BBC-მ ორი გო­გო­ნას ცხოვ­რე­ბი­სა და ბოლო მო­მენ­ტე­ბის შე­სა­ხებ ის­ტო­რია გა­მო­აქ­ვეყ­ნა.

გა­ლი­ნა სპი­ცი­ნას ქა­ლიშ­ვი­ლი, კრის­ტი­ნა, პერ­სპექ­ტი­უ­ლი ახალ­გაზ­რდა მომ­ღე­რა­ლი იყო. აგ­ვის­ტო­ში მე­გო­ბარ სვეტ­ლა­ნას­თან ერ­თად გარ­და­იც­ვა­ლა. მშობ­ლებ­მა ისი­ნი ერ­თმა­ნე­თის გვერ­დით დაკ­რძა­ლეს.

მათი საფ­ლა­ვე­ბი ღია ფე­რი­საა, გვირ­გვი­ნე­ბით შემ­კუ­ლი და ლურჯ-ყვი­თე­ლი უკ­რა­ი­ნის დრო­შე­ბი­თაა და­ფა­რუ­ლი. კრის­ტი­ნა და სვეტ­ლა­ნა ერ­თმა­ნეთს ომის დროს და­უ­ახ­ლოვ­დნენ. გო­გო­ნე­ბი მუ­სი­კი­სა და უკ­რა­ი­ნის სიყ­ვა­რულ­მა გა­ა­ერ­თი­ა­ნა. მათ შექ­მნეს დუ­ე­ტი სა­ხე­ლად Similar Girls. ისი­ნი მღე­როდ­ნენ ქორ­წი­ლებ­ში, რთავ­დნენ ლა­ი­ვებს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში, პირ­და­პირ ეთერ­ში გა­დას­ცემ­დნენ ქუ­ჩის კონ­ცერ­ტებს. აგ­რო­ვებ­დნენ ფულს ჯა­რის­კა­ცე­ბის­თვის და მშვი­დო­ბი­ა­ნი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­თვის.

9 აგ­ვის­ტოს გო­გო­ნე­ბი სუ­პერ­მარ­კე­ტის წინ, თა­ვი­ანთ მშობ­ლი­ურ ქა­ლაქ ზა­პო­რო­ჟი­ე­ში, გა­დატ­ვირ­თულ ქუ­ჩა­ზე მღე­როდ­ნენ. 18 წლის სვეტ­ლა­ნა გი­ტა­რას უკ­რავ­და და 21 წლის კრის­ტი­ნა მღე­რო­და. მათი შეს­რუ­ლე­ბა მო­ბი­ლურ ტე­ლე­ფონ­ზეა გა­და­ღე­ბუ­ლი, თუმ­ცა ამ ვი­დე­ოს ყუ­რე­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლია.

"ჩვე­ნი ბოლო სიმ­ღე­რა ეძღვნე­ბა ხერ­სო­ნის ხალ­ხსა და დამ­ცვე­ლებს", - ამ­ბობს კრის­ტი­ნა და იწყებს ცნო­ბილ უკ­რა­ი­ნულ სიმ­ღე­რას "Beat the war".

ეს სიმ­ღე­რა მათ რეკ­ვი­ე­მად იქცა. ოცი წუ­თის შემ­დეგ ორი­ვე გო­გო­ნა მო­ე­დან­ზე მოკ­ლეს. მთა­ვა­რი ქუ­ჩი­დან 300 მეტრში. გო­გო­ნას დედა ამ­ბობს, "რა მოხ­დე­ბო­და, თუ გო­გო­ე­ბი არ წა­ვი­დოდ­ნენ მო­ე­დან­ზე, თუ ისი­ნი ქუ­ჩა­ში დარ­ჩე­ბოდ­ნენ?".

სა­რა­კე­ტო თავ­დას­ხმის ხმა, რომ­ლის დრო­საც გო­გო­ნე­ბი და­ი­ღუპ­ნენ, მთელ ქა­ლაქ­ში გა­ი­გეს. სვეტ­ლა­ნას მა­მამ, იური სე­მი­ე­კინ­მა, გა­რე­უ­ბან­ში მდე­ბა­რე სა­კუ­თარ სახ­ლში გა­ი­გო აფეთ­ქე­ბის ხმა და მა­შინ­ვე მან­ქა­ნა და­ქო­ქა.

"ვი­ცო­დი, რომ ისი­ნი სა­დღაც იმ უბან­ში იყ­ვნენ." პო­ლი­ცი­ამ გა­მიშ­ვა. ჩემს წინ სვეტ­ლა­ნა იწვა”, – ამ­ბობს იური.

"რო­გორ შე­იძ­ლე­ბა 21-ე სა­უ­კუ­ნე­ში მსგავ­სი რამე მოხ­დეს", - კი­თხუ­ლობს 41 წლის იური. ის ამ­ბობს, რომ რუ­სებს არა­სო­დეს აპა­ტი­ე­ბენ. "ეს გაგ­რძელ­დე­ბა თა­ო­ბებ­ზე." ჩვენს შვი­ლიშ­ვი­ლებს ემახ­სოვ­რე­ბათ ყვე­ლა­ფე­რი, რაც აქ გა­ა­კე­თეს და რა­საც ახლა აკე­თე­ბენ“, - დას­ძენს იური.

სვეტ­ლა­ნა ბავ­შო­ბი­დან მუ­სი­კო­სი იყო. გო­გო­ნა სიმ­ღე­რებს თა­ვად წერ­და. უყ­ვარ­და კო­რე­უ­ლი მუ­სი­კა და სწავ­ლობ­და უცხო ენებს. მოკ­რძა­ლე­ბულ სახ­ლში მისი სა­ძი­ნე­ბე­ლი ისე­თი­ვეა, რო­გო­რიც მან და­ტო­ვა - კე­დელ­ზე Nirvana-ს და AC/DC-ის პლა­კა­ტე­ბით. გი­ტა­რა ისევ მის სა­წოლ­ზეა.

რო­დე­საც ომი და­ი­წყო, გა­ლი­ნამ შეს­თა­ვა­ზა შვი­ლებს ქვეყ­ნი­დან წას­ვლა, რა­ზეც მათ უარი გა­ნა­ცხა­დეს. ამ­ბობს, რომ სურ­და სიმ­ღე­რის გაგ­რძე­ლე­ბა და ხალ­ხის გან­წყო­ბის ამაღ­ლე­ბა. გა­ლი­ნა გლო­ვობს არა მარ­ტო მის და­კარ­გვას, არა­მედ იმა­საც, რა­საც მისი ქვე­ყა­ნა კარ­გავს ყო­ველ­დღე: "ძა­ლი­ან ნი­ჭი­ე­რი და ძა­ლი­ან ამ­ბი­ცი­უ­რი ახალ­გაზ­რდე­ბი კვდე­ბი­ან. თუ ბავ­შვე­ბი არ იქ­ნე­ბი­ან, რა მო­მა­ვა­ლი აქვს ქვე­ყა­ნას. ეს მხო­ლოდ ჩვენ­ზე არ მოქ­მე­დებს. ამას შე­უძ­ლია გა­ა­ნად­გუ­როს უკ­რა­ი­ნა“.

მკითხველის კომენტარები / 9 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
რეალისტი
0

😭😭😭😭

:(
3

სეირის მაყურებლები სლავ ძმებს ერთმანეთს ახოცინებენ. ვიღაც, შუამავლების გარეშე უნდა დაჯდნენ მაგიდასთან და დაზავდნენ ერთმანეთთან და საბოლოოდ უნდა დამთავრდეს ეს სამარცხვინო ძმათა მკვლელი ომი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ამალ კლუნი ჯორჯ კლუნთან ოჯახური ცხოვრების საიდუმლოზე საუბრებს
ავტორი:

ორი უკრაინელი მომღერალი გოგონა რუსულმა რაკეტამ იმსხვერპლა - "მათი შესრულება მობილური ტელეფონითაა გადაღებული, თუმცა ამ ვიდეოს ყურება შეუძლებელია"

ორი უკრაინელი მომღერალი გოგონა რუსულმა რაკეტამ იმსხვერპლა - "მათი შესრულება მობილური ტელეფონითაა გადაღებული, თუმცა ამ ვიდეოს ყურება შეუძლებელია"

აგვისტოში რუსულმა რაკეტამ ორი უკრაინელი ახალგაზრდა გოგონა იმსხვერპლა. ტრაგედიის დროს ისინი სკამზე ისხდნენ სათამაშო მოედანთან, ეკლესიის მახლობლად. კრისტინა სპიჩინა და სვეტლანა სემეიკინა იმ 10 000 მშვიდობიან მოქალაქეს შორის არიან, რომლებიც 2022 წლის თებერვლიდან, რუსეთის შემოჭრის შედეგად დაიღუპნენ.

გაერო მიიჩნევს, რომ დაღუპული მამაკაცების, ქალებისა და ბავშვების რეალური რაოდენობა გაცილებით დიდია. რუსეთის ომი უკრაინაში ახლა უკვე მუდმივობად იქცა. ბევრი გარდაცვლილის შესახებ დეტალური ინფორმაცია აღარ ვრცელდება, თუმცა BBC-მ ორი გოგონას ცხოვრებისა და ბოლო მომენტების შესახებ ისტორია გამოაქვეყნა.

გალინა სპიცინას ქალიშვილი, კრისტინა, პერსპექტიული ახალგაზრდა მომღერალი იყო. აგვისტოში მეგობარ სვეტლანასთან ერთად გარდაიცვალა. მშობლებმა ისინი ერთმანეთის გვერდით დაკრძალეს.

მათი საფლავები ღია ფერისაა, გვირგვინებით შემკული და ლურჯ-ყვითელი უკრაინის დროშებითაა დაფარული. კრისტინა და სვეტლანა ერთმანეთს ომის დროს დაუახლოვდნენ. გოგონები მუსიკისა და უკრაინის სიყვარულმა გააერთიანა. მათ შექმნეს დუეტი სახელად Similar Girls. ისინი მღეროდნენ ქორწილებში, რთავდნენ ლაივებს სოციალურ ქსელში, პირდაპირ ეთერში გადასცემდნენ ქუჩის კონცერტებს. აგროვებდნენ ფულს ჯარისკაცებისთვის და მშვიდობიანი მოქალაქეებისთვის.

9 აგვისტოს გოგონები სუპერმარკეტის წინ, თავიანთ მშობლიურ ქალაქ ზაპოროჟიეში, გადატვირთულ ქუჩაზე მღეროდნენ. 18 წლის სვეტლანა გიტარას უკრავდა და 21 წლის კრისტინა მღეროდა. მათი შესრულება მობილურ ტელეფონზეა გადაღებული, თუმცა ამ ვიდეოს ყურება შეუძლებელია.

"ჩვენი ბოლო სიმღერა ეძღვნება ხერსონის ხალხსა და დამცველებს", - ამბობს კრისტინა და იწყებს ცნობილ უკრაინულ სიმღერას "Beat the war".

ეს სიმღერა მათ რეკვიემად იქცა. ოცი წუთის შემდეგ ორივე გოგონა მოედანზე მოკლეს. მთავარი ქუჩიდან 300 მეტრში. გოგონას დედა ამბობს, "რა მოხდებოდა, თუ გოგოები არ წავიდოდნენ მოედანზე, თუ ისინი ქუჩაში დარჩებოდნენ?".

სარაკეტო თავდასხმის ხმა, რომლის დროსაც გოგონები დაიღუპნენ, მთელ ქალაქში გაიგეს. სვეტლანას მამამ, იური სემიეკინმა, გარეუბანში მდებარე საკუთარ სახლში გაიგო აფეთქების ხმა და მაშინვე მანქანა დაქოქა.

"ვიცოდი, რომ ისინი სადღაც იმ უბანში იყვნენ." პოლიციამ გამიშვა. ჩემს წინ სვეტლანა იწვა”, – ამბობს იური.

"როგორ შეიძლება 21-ე საუკუნეში მსგავსი რამე მოხდეს", - კითხულობს 41 წლის იური. ის ამბობს, რომ რუსებს არასოდეს აპატიებენ. "ეს გაგრძელდება თაობებზე." ჩვენს შვილიშვილებს ემახსოვრებათ ყველაფერი, რაც აქ გააკეთეს და რასაც ახლა აკეთებენ“, - დასძენს იური.

სვეტლანა ბავშობიდან მუსიკოსი იყო. გოგონა სიმღერებს თავად წერდა. უყვარდა კორეული მუსიკა და სწავლობდა უცხო ენებს. მოკრძალებულ სახლში მისი საძინებელი ისეთივეა, როგორიც მან დატოვა - კედელზე Nirvana-ს და AC/DC-ის პლაკატებით. გიტარა ისევ მის საწოლზეა.

როდესაც ომი დაიწყო, გალინამ შესთავაზა შვილებს ქვეყნიდან წასვლა, რაზეც მათ უარი განაცხადეს. ამბობს, რომ სურდა სიმღერის გაგრძელება და ხალხის განწყობის ამაღლება. გალინა გლოვობს არა მარტო მის დაკარგვას, არამედ იმასაც, რასაც მისი ქვეყანა კარგავს ყოველდღე: "ძალიან ნიჭიერი და ძალიან ამბიციური ახალგაზრდები კვდებიან. თუ ბავშვები არ იქნებიან, რა მომავალი აქვს ქვეყანას. ეს მხოლოდ ჩვენზე არ მოქმედებს. ამას შეუძლია გაანადგუროს უკრაინა“.