მნიშვნელოვანი ინფორმაცია
საზოგადოება

21

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 03:14, მთვარე თევზებშია - კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება. ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. კარგია ტერფების მასაჟი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სამართალი
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ბაბეტა მაგ ტერიტორიაზე ერთ-ერთ კლუბში მუშაობდა და დიდი ალბათობით, შინ ბრუნდებოდა" - ცნობილი მოცეკვავის გარდაცვალების რა ვერსიები ვრცელდება?
"ბაბეტა მაგ ტერიტორიაზე ერთ-ერთ კლუბში მუშაობდა და დიდი ალბათობით, შინ ბრუნდებოდა" - ცნობილი მოცეკვავის გარდაცვალების რა ვერსიები ვრცელდება?

წუ­ხელ, გვი­ან ღა­მით, თბი­ლის­ში ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვას მო­ცეკ­ვა­ვე მარი ბა­ბე­ტა ემსხვერ­პლა. ტრა­გი­კუ­ლი შემ­თხვე­ვა შარ­დე­ნის ქუ­ჩის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, და­ახ­ლო­ე­ბით, 03:30 სა­ათ­ზე მოხ­და.

მომ­ხდა­რის თა­ო­ბა­ზე არა­ერ­თი ინ­ფორ­მა­ცია გავ­რცელ­და, ერთ-ერთი ვერ­სი­ით ქალ­მა ჯერ თვით­მკვლე­ლო­ბა სცა­და, თუმ­ცა მას შემ­დეგ, რაც ხელი შე­უ­შა­ლეს, უკან გზა­ზე გად­მოს­ვლი­სას "მერ­სე­დე­სის" მარ­კის ავ­ტო­მო­ბი­ლი და­ე­ჯა­ხა. შსს-მ უკვე ამო­ი­ღო კა­მე­რე­ბის ჩა­ნა­წე­რე­ბი, თუმ­ცა ამ ეტაპ­ზე უც­ნო­ბია, რა მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს გა­მო­ძი­ე­ბა. სა­ვა­რა­უ­დოდ, გა­მო­კი­თხუ­ლია ავ­ტო­მო­ბი­ლის მძღო­ლიც.

და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ჟურ­ნა­ლის­ტი გუ­რამ არუ­თი­ნაშ­ვი­ლი პირ­ვე­ლი იყო, ვინც შემ­თხვე­ვის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გა­ავ­რცე­ლა და ად­გი­ლი­დან ფოტო გა­მო­აქ­ვეყ­ნა, რო­მელ­ზეც გარ­დაც­ვლი­ლი ჩანს. " გოგო მტკვრის სა­ნა­პი­რო­ზე გა­დარ­ბო­და, მან­ქა­ნამ და­არ­ტყა და გარ­და­იც­ვა­ლა...“ - წერ­და არუ­თი­ნაშ­ვი­ლი, თუმ­ცა ად­გილ­ზე ყოფ­ნი­სას მომ­ხდა­რის შე­სა­ხებ გა­ცი­ლე­ბით მეტი შე­ი­ტყო, რა­ზეც Ambebi.ge-სთან ისა­უბ­რა.

გუ­რამ არუ­თი­ნაშ­ვი­ლი:

- მარი ბა­ბე­ტას შო­რი­დან ვიც­ნობ­დი, მაგ­რამ ჩემი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბევ­რი მე­გო­ბა­რი არც ჰყო­ლია. წუ­ხელ, მომ­ხდა­რი­დან და­ახ­ლო­ე­ბით 20 წუთ­ში მი­ვე­დი ად­გილ­ზე, პო­ლი­ცია უკვე იქ იყო. თვითმხილ­ვე­ლე­ბი ყვე­ბოდ­ნენ, რომ მა­რიმ მტკვარ­ში სცა­და გა­დახ­ტო­მა და ად­გილ­ზე მყო­ფებ­მა ხელი შე­უ­შა­ლეს, რის შემ­დე­გაც, სცა­და, რომ მან­ქა­ნას შე­ვარ­დნო­და. ბა­ბე­ტა მაგ ტე­რი­რო­ტი­ა­ზე ერთ-ერთ კლუბ­ში მუ­შა­ობ­და და დიდი ალ­ბა­თო­ბით, ცეკ­ვის შემ­დეგ შინ ბრუნ­დე­ბო­და, რად­გან ცხე­და­რის გვერ­დით ნა­ხეს ჩან­თა, რო­მელ­შიც მისი გა­მო­საც­ვლე­ლი ტან­საც­მე­ლი იდო. სა­ვა­რა­უ­დოდ, იყო ნას­ვა­მი, ად­გილ­ზე ასე ამ­ბობ­დნენ, მტკვარ­ში გა­დახ­ტო­მი­სას ხელი შუ­შა­ლეს და შემ­დეგ მერ­სე­დე­სის მარ­კის მან­ქა­ნას შე­უ­ვარ­და.

- გუ­რამ, სა­უბ­რი­სას აღ­ნიშ­ნეთ თვითმხილ­ვე­ლე­ბი, ვინ იყ­ვნენ ეს ადა­მი­ა­ნე­ბი, ბა­ბე­ტას მე­გობ­რე­ბი თუ უბ­რა­ლოდ ადა­მი­ა­ნე­ბი, ვინც ამ ფაქტს შე­ეს­წრნენ?

- არა, ის ადა­მი­ა­ნე­ბი, ვინც ად­გილ­ზე იყ­ვნენ. პო­ლი­ცი­ა­საც ვკი­თხე იმ ღა­მეს­ვე, რა მოხ­და - მეთ­ქი, მაგ­რამ არა­ფე­რი მი­თხრეს. დღეს გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ შე­საძ­ლე­ბე­ლია მომ­ხდა­რი მუ­ქა­რის შემ­ცველ სქ­რი­ნებს უკავ­შირ­დე­ბო­დეს, რო­მელ­საც ბა­ბე­ტას უგ­ზავ­ნიდ­ნენ. მისი მე­გობ­რის­გან ვიცი, რომ ქალს მას­ზე ძა­ლა­დო­ბის ბრალ­დე­ბით გა­სა­მარ­თლე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი ემუქ­რე­ბო­და, რო­მე­ლიც ცი­ხი­დან ახა­ლი გა­მო­სუ­ლია.

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
თამაზი
33

ის მძღოლი რაღას გახვია შარში :(

ქეთი
0

ეჰჰჰ... ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი სული... ვინ იცის როგორ უჭირდა იმ წუთებში....

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რას ჰყვება მამა, რომელმაც შვილს უიშვიათესი დიაგნოზი ChatGPT-ის დახმარებით დაუსვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

"ბაბეტა მაგ ტერიტორიაზე ერთ-ერთ კლუბში მუშაობდა და დიდი ალბათობით, შინ ბრუნდებოდა" - ცნობილი მოცეკვავის გარდაცვალების რა ვერსიები ვრცელდება?

"ბაბეტა მაგ ტერიტორიაზე ერთ-ერთ კლუბში მუშაობდა და დიდი ალბათობით, შინ ბრუნდებოდა" - ცნობილი მოცეკვავის გარდაცვალების რა ვერსიები ვრცელდება?

წუხელ, გვიან ღამით, თბილისში ავტოსაგზაო შემთხვევას მოცეკვავე მარი ბაბეტა ემსხვერპლა. ტრაგიკული შემთხვევა შარდენის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე, დაახლოებით, 03:30 საათზე მოხდა.

მომხდარის თაობაზე არაერთი ინფორმაცია გავრცელდა, ერთ-ერთი ვერსიით ქალმა ჯერ თვითმკვლელობა სცადა, თუმცა მას შემდეგ, რაც ხელი შეუშალეს, უკან გზაზე გადმოსვლისას "მერსედესის" მარკის ავტომობილი დაეჯახა. შსს-მ უკვე ამოიღო კამერების ჩანაწერები, თუმცა ამ ეტაპზე უცნობია, რა მუხლით მიმდინარეობს გამოძიება. სავარაუდოდ, გამოკითხულია ავტომობილის მძღოლიც.

დამოუკიდებელი ჟურნალისტი გურამ არუთინაშვილი პირველი იყო, ვინც შემთხვევის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში გაავრცელა და ადგილიდან ფოტო გამოაქვეყნა, რომელზეც გარდაცვლილი ჩანს. " გოგო მტკვრის სანაპიროზე გადარბოდა, მანქანამ დაარტყა და გარდაიცვალა...“ - წერდა არუთინაშვილი, თუმცა ადგილზე ყოფნისას მომხდარის შესახებ გაცილებით მეტი შეიტყო, რაზეც Ambebi.ge-სთან ისაუბრა.

გურამ არუთინაშვილი:

- მარი ბაბეტას შორიდან ვიცნობდი, მაგრამ ჩემი ინფორმაციით, ბევრი მეგობარი არც ჰყოლია. წუხელ, მომხდარიდან დაახლოებით 20 წუთში მივედი ადგილზე, პოლიცია უკვე იქ იყო. თვითმხილველები ყვებოდნენ, რომ მარიმ მტკვარში სცადა გადახტომა და ადგილზე მყოფებმა ხელი შეუშალეს, რის შემდეგაც, სცადა, რომ მანქანას შევარდნოდა. ბაბეტა მაგ ტერიროტიაზე ერთ-ერთ კლუბში მუშაობდა და დიდი ალბათობით, ცეკვის შემდეგ შინ ბრუნდებოდა, რადგან ცხედარის გვერდით ნახეს ჩანთა, რომელშიც მისი გამოსაცვლელი ტანსაცმელი იდო. სავარაუდოდ, იყო ნასვამი, ადგილზე ასე ამბობდნენ, მტკვარში გადახტომისას ხელი შუშალეს და შემდეგ მერსედესის მარკის მანქანას შეუვარდა.

- გურამ, საუბრისას აღნიშნეთ თვითმხილველები, ვინ იყვნენ ეს ადამიანები, ბაბეტას მეგობრები თუ უბრალოდ ადამიანები, ვინც ამ ფაქტს შეესწრნენ?

- არა, ის ადამიანები, ვინც ადგილზე იყვნენ. პოლიციასაც ვკითხე იმ ღამესვე, რა მოხდა - მეთქი, მაგრამ არაფერი მითხრეს. დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ შესაძლებელია მომხდარი მუქარის შემცველ სქრინებს უკავშირდებოდეს, რომელსაც ბაბეტას უგზავნიდნენ. მისი მეგობრისგან ვიცი, რომ ქალს მასზე ძალადობის ბრალდებით გასამართლებული ადამიანი ემუქრებოდა, რომელიც ციხიდან ახალი გამოსულია.

წაიკითხეთ ასევე: