საქართველოში მიწისძვრა მოხდა. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ეპიცენტრი ქალაქი ამბროლაურიდან - 15კმ-ში, სოფელ ბაჯიში იყო. მიწისძვრის სიმძლავრემ 4,3 მაგნიტუდა შეადგინა.
ბიძგები თბილისის დროით 11:44 საათზე დაფიქსირდა.