პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 06:58-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია დაიცვათ მარხვა. ძილის წინ მიიღეთ შხაპი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
წონაში კლების რევოლუციურმა აბებმა შესაძლოა, საკვების მიღება 40%-ით შეამციროს - რას ამბობენ სპეციალისტები Vibe-ს შესახებ?
წონაში კლების რევოლუციურმა აბებმა შესაძლოა, საკვების მიღება 40%-ით შეამციროს - რას ამბობენ სპეციალისტები Vibe-ს შესახებ?

მა­სა­ჩუ­სე­ტის ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი ინ­სტი­ტუ­ტის ინ­ჟინ­რებ­მა შე­ი­მუ­შა­ვეს სი­ახ­ლე, რო­მე­ლიც ადა­მი­ანს სი­მა­ძღრის შეგ­რძნე­ბას უვი­თა­რებს. უფრო კონ­კრე­ტუ­ლად კი, ისი­ნი ახ­ლე­ბუ­რად მი­უდ­გე­ნენ პრობ­ლე­მას და შექ­მნეს ვიბ­რა­ცი­უ­ლი აბი - Vibe, რო­მე­ლიც ტვინს აძ­ლევს სიგ­ნალს, რომ საკ­ვე­ბის ად­გი­ლი აღარ არის.

"ვი­საც სურს წო­ნა­ში დაკ­ლე­ბა ან მა­დის კონ­ტრო­ლი, მისი მი­ღე­ბა შე­იძ­ლე­ბა ყო­ვე­ლი ჭა­მის წინ", - ამ­ბობს ინ­სტი­ტუ­ტის ყო­ფი­ლი სტუ­დენ­ტი შრია სრი­ნი­ვა­სა­ნი, რო­მე­ლიც ახლა ჰარ­ვარ­დის უნი­ვერ­სი­ტე­ტის ბი­ო­ინ­ჟი­ნე­რია.

მისი თქმით, სი­ახ­ლე მი­ნი­მუ­მამ­დე აყე­ნებს გვერ­დი­თი ეფექ­ტე­ბის რისკს, რომ­ლი­თაც სავ­სეა სხვა ფარ­მა­კო­ლო­გი­უ­რი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი .ყო­ვე­ლი 5 ზრდას­რუ­ლი ამე­რი­კე­ლი­დან და­ახ­ლო­ე­ბით 2-ს ზედ­მე­ტი წონა აქვს, ხოლო თით­ქმის მე­სა­მე­დი ჭარ­ბწო­ნი­ა­ნია. სი­ახ­ლის გა­მო­ყე­ნე­ბა საკ­მა­ოდ მარ­ტი­ვია.

იგი შედ­გე­ბა 30,65 მი­ლი­მეტ­რი­ა­ნი სიგ­რძის კაფ­სუ­ლის­გან, და­ფა­რუ­ლი ჟე­ლა­ტი­ნის გარ­სით, რო­მე­ლიც გა­დაყ­ლაპ­ვი­დან რამ­დე­ნი­მე წუთ­ში იხ­სნე­ბა. შიგ­ნით მას აქვს ზამ­ბა­რით დატ­ვირ­თუ­ლი მე­ქა­ნიზ­მი, რო­მე­ლიც ჩარ­თავს ვიბ­რა­ცი­ულ ძრავს მას შემ­დეგ, რაც კაფ­სუ­ლა უსაფრ­თხოდ მოხ­ვდე­ბა კუჭ­ში. ამის შემ­დეგ, ის ტვინს აწ­ვდის სიგ­ნალს იმის შე­სა­ხებ, რომ კუჭი და­ნაყ­რე­ბუ­ლია. აბე­ბი 10 იორკში­რულ ღო­რებ­ზე გა­ტეს­ტეს.

ცხო­ვე­ლებს თითო აბი ჭა­მამ­დე 20 წუ­თით ადრე მის­ცეს. ექ­სპე­რი­მენ­ტმა ხან­გრძლი­ვი დაკ­ვირ­ვე­ბით აჩ­ვე­ნა, რომ ღო­რე­ბი უფრო ნელა იმა­ტებ­დნენ წო­ნა­ში და უფრო ნაკ­ლებს ჭამ­დნენ, ვიდ­რე ის ცხო­ვე­ლე­ბი, რომ­ლებ­საც წა­მა­ლი არ და­უ­ლე­ვი­ათ. ამ­ჟა­მად მკვლე­ვა­რე­ბი ეძე­ბენ ახალ გზებს, რათა გა­ზარ­დონ მო­წყო­ბი­ლო­ბის მუ­შა­ო­ბის დრო და მისი დი­ზა­ი­ნი ადა­მი­ა­ნებ­ზე კლი­ნი­კუ­რი კვლე­ვე­ბის­თვის გა­ა­ფარ­თო­ვონ...წყა­რო

ავ­ტო­რი: ეკა დარ­ჩი­აშ­ვი­ლი

ტოტო
0

ჩვენთან კახურ ღორზე,რომ შეამოწმონ ?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

წონაში კლების რევოლუციურმა აბებმა შესაძლოა, საკვების მიღება 40%-ით შეამციროს - რას ამბობენ სპეციალისტები Vibe-ს შესახებ?

წონაში კლების რევოლუციურმა აბებმა შესაძლოა, საკვების მიღება 40%-ით შეამციროს - რას ამბობენ სპეციალისტები Vibe-ს შესახებ?

მასაჩუსეტის ტექნოლოგიური ინსტიტუტის ინჟინრებმა შეიმუშავეს სიახლე, რომელიც ადამიანს სიმაძღრის შეგრძნებას უვითარებს. უფრო კონკრეტულად კი, ისინი ახლებურად მიუდგენენ პრობლემას და შექმნეს ვიბრაციული აბი - Vibe, რომელიც ტვინს აძლევს სიგნალს, რომ საკვების ადგილი აღარ არის.

"ვისაც სურს წონაში დაკლება ან მადის კონტროლი, მისი მიღება შეიძლება ყოველი ჭამის წინ", - ამბობს ინსტიტუტის ყოფილი სტუდენტი შრია სრინივასანი, რომელიც ახლა ჰარვარდის უნივერსიტეტის ბიოინჟინერია.

მისი თქმით, სიახლე მინიმუმამდე აყენებს გვერდითი ეფექტების რისკს, რომლითაც სავსეა სხვა ფარმაკოლოგიური საშუალებები .ყოველი 5 ზრდასრული ამერიკელიდან დაახლოებით 2-ს ზედმეტი წონა აქვს, ხოლო თითქმის მესამედი ჭარბწონიანია. სიახლის გამოყენება საკმაოდ მარტივია.

იგი შედგება 30,65 მილიმეტრიანი სიგრძის კაფსულისგან, დაფარული ჟელატინის გარსით, რომელიც გადაყლაპვიდან რამდენიმე წუთში იხსნება. შიგნით მას აქვს ზამბარით დატვირთული მექანიზმი, რომელიც ჩართავს ვიბრაციულ ძრავს მას შემდეგ, რაც კაფსულა უსაფრთხოდ მოხვდება კუჭში. ამის შემდეგ, ის ტვინს აწვდის სიგნალს იმის შესახებ, რომ კუჭი დანაყრებულია. აბები 10 იორკშირულ ღორებზე გატესტეს.

ცხოველებს თითო აბი ჭამამდე 20 წუთით ადრე მისცეს. ექსპერიმენტმა ხანგრძლივი დაკვირვებით აჩვენა, რომ ღორები უფრო ნელა იმატებდნენ წონაში და უფრო ნაკლებს ჭამდნენ, ვიდრე ის ცხოველები, რომლებსაც წამალი არ დაულევიათ. ამჟამად მკვლევარები ეძებენ ახალ გზებს, რათა გაზარდონ მოწყობილობის მუშაობის დრო და მისი დიზაინი ადამიანებზე კლინიკური კვლევებისთვის გააფართოვონ...წყარო

ავტორი: ეკა დარჩიაშვილი