მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კონფლიქტები
პოლიტიკა
მსოფლიო

21

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 03:14, მთვარე თევზებშია - კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება. ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. კარგია ტერფების მასაჟი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
სამართალი
მეცნიერება
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
წიგნები
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გზები მოწყვეტილია, მაგრამ შენობებში ჩარჩენილი ადამიანები უნდა გადავარჩინოთ" - მძიმე ახალი წელი იაპონიაში: ძლიერი მიწისძვრა მსხვერპლით და ცუნამის საფრთხე: უახლესი ცნობები და ფოტოები
"გზები მოწყვეტილია, მაგრამ შენობებში ჩარჩენილი ადამიანები უნდა გადავარჩინოთ" - მძიმე ახალი წელი იაპონიაში: ძლიერი მიწისძვრა მსხვერპლით და ცუნამის საფრთხე: უახლესი ცნობები და ფოტოები

ია­პო­ნი­ა­ში მი­წისძვრის შე­დე­გად და­ღუ­პულ­თა რი­ცხვმა 30-ს მი­აღ­წია, - ინ­ფორ­მა­ცი­ას BBC ად­გი­ლობ­რივ მე­დი­ა­ზე დაყ­რდნო­ბით ავ­რცე­ლებს. მა­თი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, და­ღუ­პუ­ლე­ბი იში­კა­ვას პრე­ფექ­ტუ­რი­დან არი­ან, რო­მე­ლიც მი­წისძვრის ეპი­ცენ­ტრი იყო.

ამას­თან, რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ა­ნი და­შავ­და იში­კა­ვას, ნი­ი­გა­ტა­სა და ფუ­კუ­ის პრე­ფექ­ტუ­რებ­ში, ქა­ლაქ ვა­ჯი­მა­სა და სუ­ზას სა­მაშ­ვე­ლო სამ­სა­ხუ­რებ­მა მი­ი­ღეს შე­ტყო­ბი­ნე­ბე­ბი დან­გრე­უ­ლი შე­ნო­ბე­ბი­სა და ნან­გრე­ვებ­ში მო­ყო­ლი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის შე­სა­ხებ.

მი­წისძვრის ეპი­ცენ­ტრში 30 000-ზე მეტი ოჯა­ხი ელექტრო­ე­ნერ­გი­ის გა­რე­შე დარ­ჩა. ზო­გი­ერთ რა­ი­ონს კი წყლის მი­წო­დე­ბაც შე­უ­წყდა.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ია­პო­ნი­ის მე­ტე­ო­რო­ლო­გი­ურ­მა სა­ა­გენ­ტომ ცუ­ნა­მის საფრ­თხეს­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი გაფრ­თხი­ლე­ბე­ბი და რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი გა­ა­უქ­მა. ია­პო­ნი­ის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის, ფუ­მიო კი­ში­დას გან­ცხა­დე­ბით, სურს, მი­წისძვრით და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი მო­სახ­ლე­ო­ბა და­არ­წმუ­ნოს, რომ დახ­მა­რე­ბა გზა­შია.

"თავ­დაც­ვის ძა­ლებს ბევ­რი სირ­თუ­ლე შე­ექ­მნე­ბათ სტი­ქი­ის შე­დე­გად და­ზა­რა­ლე­ბულ ტე­რი­ტო­რი­ე­ბამ­დე მი­სას­ვლე­ლად, რად­გან გზე­ბი მო­წყვე­ტი­ლია, მაგ­რამ შე­ნო­ბებ­ში ჩარ­ჩე­ნი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი რაც შე­იძ­ლე­ბა მალე უნდა გა­და­ვარ­ჩი­ნოთ, სა­ნამ შე­ნო­ბე­ბი ჩა­მო­ინ­გრე­ვა. თავ­დაც­ვის ძა­ლე­ბის ჩი­ნოვ­ნი­კებს ვუბ­რძა­ნე, ყვე­ლა­ფე­რი გა­ა­კე­თონ სტი­ქი­ით და­ზა­რა­ლე­ბულ რა­ი­ო­ნებ­ში მი­სას­ვლე­ლად“, - აღ­ნიშ­ნა ფუ­მიო კი­ში­დამ.

რამ­დე­ნი­მე ქვე­ყა­ნამ, მათ შო­რის გა­ერ­თი­ა­ნე­ბულ­მა სა­მე­ფომ და შე­ერ­თე­ბულ­მა შტა­ტებ­მა, ია­პო­ნი­ის­თვის დახ­მა­რე­ბის გა­წე­ვის მზად­ყოფ­ნა გა­მოთ­ქვა.

"აშშ მზად არის, გა­უ­წი­ოს ნე­ბის­მი­ე­რი სა­ჭი­რო დახ­მა­რე­ბა ია­პო­ნელ ხალ­ხს", - აღ­ნიშ­ნა შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის პრე­ზი­დენ­ტმა, ჯო ბა­ი­დენ­მა.

რო­გორც სე­ის­მუ­რი სამ­სა­ხუ­რი იუ­წყე­ბა, უახ­ლო­ეს დღე­ებ­ში მო­სა­ლოდ­ნე­ლია უფრო ძლი­ე­რი მი­წისძვრე­ბი იმ მხა­რე­ში, სა­დაც სე­ის­მუ­რი აქ­ტი­ვო­ბა სამ წელ­ზე მეტი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში დუღ­და. "მა­ქა­ლა­ქე­ე­ბი უნდა იყ­ვნენ მზად­ყოფ­ნა­ში შემ­დგო­მი შე­საძ­ლო მი­წისძვრე­ბის­თვის და მო­ვუ­წო­დებ ხალ­ხს იმ ად­გი­ლებ­ში, სა­დაც ცუ­ნა­მია მო­სა­ლოდ­ნე­ლი, რაც შე­იძ­ლე­ბა მალე და­ტო­ვონ ეს ტე­რი­ტო­რი­ე­ბი“, - თქვა პრე­მი­ერ­მა კი­ში­დამ.

"გა­ი­ქე­ცი!" - სა­ტე­ლე­ვი­ზიო ეკ­რა­ნებ­ზე გა­მოჩ­ნდა ყვი­თე­ლი გაფრ­თხი­ლე­ბა, რო­მე­ლიც სა­ნა­პი­როს კონ­კრე­ტულ რა­ი­ო­ნებ­ში მცხოვ­რებ მო­სახ­ლე­ო­ბას ურ­ჩევს, სას­წრა­ფოდ და­ტო­ვონ სახ­ლე­ბი. მა­ღალ­სიჩ­ქა­რი­ა­ნი სარ­კი­ნიგ­ზო მი­მოს­ვლა იში­კა­ვას მი­მარ­თუ­ლე­ბით შე­ჩე­რე­ბუ­ლია. ია­პო­ნურ­მა ავი­ა­კომ­პა­ნი­ამ ANA (9202.T) უკან და­აბ­რუ­ნა თვითმფრი­ნა­ვე­ბი, რომ­ლე­ბიც მი­ე­მარ­თე­ბოდ­ნენ ტო­ი­ა­მა­სა და იში­კა­ვას აე­რო­პორ­ტებ­ში, ხოლო Japan Airlines-მა (9201.T) გა­ა­უქ­მა თა­ვი­სი სერ­ვი­სე­ბის უმე­ტე­სი ნა­წი­ლი ნი­ი­გა­ტა­სა და იში­კა­ვას რე­გი­ო­ნებ­ში. ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ გა­ნა­ცხა­და, რომ იში­კა­ვას ერთ-ერთი აე­რო­პორ­ტი და­კე­ტი­ლია.

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ყისა
24

იაპონიავ რუსეთზე რამდენჯერაც გააკეთე ცუდი განცხადება იმდენი მიგაცუნამეს ...და გაჩერდი ბიძიკო და შეირგე ტკბილი ცხოვრება .

სიძლიერე
2

გაძლება იაპონელი ხალხს, ყველაზე მაგრები არიან. მომზადებულები კატასტროფებისთვის. მაგხელა მიწისძვრა მოხდა თურქეთ, სირიაში და ათი ათასობით ადამიანი დაიღუპა. ნგრევაზე რომ არაფერი ვთქვათ. 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
პირველებმა ბექა ონიანზე სასტიკი ანგარიშსწორების პირველი კადრები მოიპოვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

"გზები მოწყვეტილია, მაგრამ შენობებში ჩარჩენილი ადამიანები უნდა გადავარჩინოთ" - მძიმე ახალი წელი იაპონიაში: ძლიერი მიწისძვრა მსხვერპლით და ცუნამის საფრთხე: უახლესი ცნობები და ფოტოები

"გზები მოწყვეტილია, მაგრამ შენობებში ჩარჩენილი ადამიანები უნდა გადავარჩინოთ" - მძიმე ახალი წელი იაპონიაში: ძლიერი მიწისძვრა მსხვერპლით და ცუნამის საფრთხე: უახლესი ცნობები და ფოტოები

იაპონიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 30-ს მიაღწია, - ინფორმაციას BBC ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, დაღუპულები იშიკავას პრეფექტურიდან არიან, რომელიც მიწისძვრის ეპიცენტრი იყო.

ამასთან, რამდენიმე ადამიანი დაშავდა იშიკავას, ნიიგატასა და ფუკუის პრეფექტურებში, ქალაქ ვაჯიმასა და სუზას სამაშველო სამსახურებმა მიიღეს შეტყობინებები დანგრეული შენობებისა და ნანგრევებში მოყოლილი ადამიანების შესახებ.

მიწისძვრის ეპიცენტრში 30 000-ზე მეტი ოჯახი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. ზოგიერთ რაიონს კი წყლის მიწოდებაც შეუწყდა.

აღსანიშნავია, რომ იაპონიის მეტეოროლოგიურმა სააგენტომ ცუნამის საფრთხესთან დაკავშირებული გაფრთხილებები და რეკომენდაციები გააუქმა. იაპონიის პრემიერ-მინისტრის, ფუმიო კიშიდას განცხადებით, სურს, მიწისძვრით დაზარალებული მოსახლეობა დაარწმუნოს, რომ დახმარება გზაშია.

"თავდაცვის ძალებს ბევრი სირთულე შეექმნებათ სტიქიის შედეგად დაზარალებულ ტერიტორიებამდე მისასვლელად, რადგან გზები მოწყვეტილია, მაგრამ შენობებში ჩარჩენილი ადამიანები რაც შეიძლება მალე უნდა გადავარჩინოთ, სანამ შენობები ჩამოინგრევა. თავდაცვის ძალების ჩინოვნიკებს ვუბრძანე, ყველაფერი გააკეთონ სტიქიით დაზარალებულ რაიონებში მისასვლელად“, - აღნიშნა ფუმიო კიშიდამ.

რამდენიმე ქვეყანამ, მათ შორის გაერთიანებულმა სამეფომ და შეერთებულმა შტატებმა, იაპონიისთვის დახმარების გაწევის მზადყოფნა გამოთქვა.

"აშშ მზად არის, გაუწიოს ნებისმიერი საჭირო დახმარება იაპონელ ხალხს", - აღნიშნა შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა.

როგორც სეისმური სამსახური იუწყება, უახლოეს დღეებში მოსალოდნელია უფრო ძლიერი მიწისძვრები იმ მხარეში, სადაც სეისმური აქტივობა სამ წელზე მეტი ხნის განმავლობაში დუღდა. "მაქალაქეები უნდა იყვნენ მზადყოფნაში შემდგომი შესაძლო მიწისძვრებისთვის და მოვუწოდებ ხალხს იმ ადგილებში, სადაც ცუნამია მოსალოდნელი, რაც შეიძლება მალე დატოვონ ეს ტერიტორიები“, - თქვა პრემიერმა კიშიდამ.

"გაიქეცი!" - სატელევიზიო ეკრანებზე გამოჩნდა ყვითელი გაფრთხილება, რომელიც სანაპიროს კონკრეტულ რაიონებში მცხოვრებ მოსახლეობას ურჩევს, სასწრაფოდ დატოვონ სახლები. მაღალსიჩქარიანი სარკინიგზო მიმოსვლა იშიკავას მიმართულებით შეჩერებულია. იაპონურმა ავიაკომპანიამ ANA (9202.T) უკან დააბრუნა თვითმფრინავები, რომლებიც მიემართებოდნენ ტოიამასა და იშიკავას აეროპორტებში, ხოლო Japan Airlines-მა (9201.T) გააუქმა თავისი სერვისების უმეტესი ნაწილი ნიიგატასა და იშიკავას რეგიონებში. ხელისუფლებამ განაცხადა, რომ იშიკავას ერთ-ერთი აეროპორტი დაკეტილია.