პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

16

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 01:14-ზე, მთვარე მერწყულშია – რეკომენდებულია კოლექტიური მუშაობა, ერთობლივი პრობლემების გადაჭრა. ფინანსური საკითხების მოგვარება. მშენებლობის დაწყება. ძველი კავშირების გაძლიერება. გამოავლინეთ ლიდერის თვისებები. არ არის რეკომენდებული შურისა და ბოროტების გამოვლენა. ეგოიზმის და საკუთარი შესაძლებლობების გადაჭარბებული შეფასება. გაუფრთხილდით ხერხემალს. დღე კარგია მარხვისთვის. კარგია რომანტიკული შეხვედრა წყნარ ატმოსფეროში.
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"შვილი აპარატზე მყავდა მიერთებული, მე სცენაზე გავდიოდი და ვმღეროდი" - მარიკო ებრალიძე ცხოვრების რთულ და განსაკუთრებულად იღბლიან პერიოდებზე
"შვილი აპარატზე მყავდა მიერთებული, მე სცენაზე გავდიოდი და ვმღეროდი" - მარიკო ებრალიძე ცხოვრების რთულ და განსაკუთრებულად იღბლიან პერიოდებზე

"სა­კუ­თარ შეც­დო­მებ­ზე ვის­წავ­ლე დის­ტან­ცი­რე­ბა, სა­კუ­თა­რი თა­ვის შორს და­ჭე­რა ადა­მი­ა­ნე­ბის­გან, სი­ტუ­ა­ცი­ის­გან, რო­მე­ლიც არ მომ­წონს", - ამ­ბობს მომ­ღე­რა­ლი მა­რი­კო ებ­რა­ლი­ძე. რას ნა­ნობს, რო­გო­რი ადა­მი­ა­ნე­ბი აკ­ვირ­ვე­ბენ, რას მი­იჩ­ნევს თა­ვის ყვე­ლა­ზე დიდ სი­სუს­ტედ და რა უსაყ­ვე­დუ­რა მე­უღ­ლემ? - ამ ყვე­ლა­ფერს მის მიერ დას­რუ­ლე­ბუ­ლი წი­ნა­და­დე­ბე­ბი­დან შე­ი­ტყობთ.

- და­ბა­დე­ბის თა­რი­ღი...

- ...1984 წლის 29 აგ­ვის­ტო.

- ჩემი სა­ვი­ზი­ტო ბა­რა­თია...

- ...ჩემი ხმა და თმა.

- ბავ­შვო­ბა­ში მინ­დო­და გა­მოვ­სუ­ლი­ყა­ვი...

- ...ჯერ იუ­რის­ტო­ბა მინ­დო­და, შემ­დეგ - სტო­მა­ტო­ლო­გო­ბა, ად­რე­ულ ბავ­შვო­ბა­ში სულ იმ ადა­მი­ა­ნებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა­ზე ვოც­ნე­ბობ­დი, ვი­საც ტე­ლე­ვი­ზორ­ში ვხე­დავ­დი, ოღონდ ეს არ იყო სნო­ბიზ­მი. სახ­ლში, ბაღ­ში ყველ­გან ვმღე­რო­დი. ღრმა ბავ­შვო­ბი­დან იმ სამ­ყა­რო­ზე ვოც­ნე­ბობ­დი, სა­დაც ახლა ვარ.

- ჩემ­ზე ამ­ბო­ბენ...

- ...მზე გოგო მო­ვი­და, შე­მო­ა­ნა­თაო. ოჯა­ხის წევ­რე­ბი ასე ვერ აღ­მიქ­ვა­მენ (იცი­ნის). ისი­ნი ამ­ბო­ბენ, მკაც­რი, წეს­რი­გა მო­ვი­დაო.

- ცხოვ­რე­ბას თა­ვი­დან რომ ვი­წყებ­დე...

- ...ორ­ნა­ი­რი პა­სუ­ხი მაქვს: ისევ აქ და­ვი­ბა­დე­ბო­დი და რა­ღაც შეც­დო­მებს გა­მო­ვას­წო­რებ­დი. მე­ო­რე პა­სუ­ხია, და­ვი­ბა­დე­ბო­დი პორ­ტუ­გა­ლი­ა­ში ან ამე­რი­კა­ში. ეს ქვეყ­ნე­ბი გა­მორ­ჩე­უ­ლად მიყ­ვარს და მი­ზი­დავს. პორ­ტუ­გა­ლი­ურ ენა­ზე სიმ­ღე­რა მსი­ა­მოვ­ნებს, ამე­რი­კა ოც­ნე­ბის ქვე­ყა­ნაა.

- ჩემი პირ­ვე­ლი წარ­მა­ტე­ბა...

- "ვარ­სკვლა­ვე­ბის აკა­დე­მი­ის შემ­დეგ" იყო, ამ დროს პო­პუ­ლა­რუ­ლიც გავ­ხდი.

- დღეს პო­პუ­ლა­რო­ბა გსი­ა­მოვ­ნებს?

- ...რა თქმა უნდა, ძა­ლი­ან კარ­გი გან­ცდაა. ყვე­ლა თბი­ლად მხვდე­ბა, მი­ღი­მის. მე­უბ­ნე­ბი­ან, - გი­ცა­ნი­თო, ზოგი მე­უბ­ნე­ბა - ეკ­რან­ზე სხვა­ნა­ი­რი ხარ, ცხოვ­რე­ბა­ში უფრო კარ­გი ყო­ფილ­ხა­რო. ადრე რომ მე­კი­თხე­ბოდ­ნენ, - "სა­ი­დან მეც­ნო­ბი?" მრცხვე­ნო­და და არ ვიცი-მეთ­ქი, ვპა­სუ­ხობ­დი. ახლა პირ­და­პირ ვე­უბ­ნე­ბი, - მა­რი­კო ებ­რა­ლი­ძე ვარ. მერე ამ სა­ხელს და გვარს ღი­მი­ლი მოჰ­ყვე­ბა, ეს რო­გორ არ უნდა მე­სი­ა­მოვ­ნოს?!

- ყო­ველ­თვის მაქვს სურ­ვი­ლი...

- ...ადა­მი­ა­ნებს იმა­ზე მე­ტად და­ვეხ­მა­რო, ვიდ­რე ახლა ვა­ხერ­ხებ.

- თვი­სე­ბა, რო­მე­ლიც ჩემ­ში ყვე­ლა­ზე მე­ტად მომ­წონს...

- ...კე­თი­ლი ვარ.

- თვი­სე­ბა, რო­მე­ლიც არ მომ­წონს და ვცდი­ლობ გა­მო­ვას­წო­რო...

- ...ფი­ცხი და ფეთ­ქე­ბა­დი ვარ. მინ­და უფრო დინ­ჯი ვიყო, დავ­ყოვ­ნდე, მო­ვით­მი­ნო, გა­ვა­ა­ნა­ლი­ზო და მერე ვი­მოქ­მე­დო ან ვთქვა, მაგ­რამ ვერ ვა­ხერ­ხებ, ეს ჩემი ემო­ცი­უ­რი ხა­სი­ა­თის ბრა­ლია. არა­ერ­თხელ მქონ­და შემ­თხვე­ვა, მარ­თა­ლი ვი­ყა­ვი, მაგ­რამ ფეთ­ქე­ბა­დო­ბით ის ჩემი სი­მარ­თლე "გა­ვა­ფუ­ჭე", ფასი და­ვუ­კარ­გე, ასეთ დროს სა­საყ­ვე­დუ­რო ჩემი ემო­ცი­ე­ბი ხდე­ბა და არა კონ­კრე­ტუ­ლი სი­ტუ­ა­ცია, რა­საც ეს ემო­ცია მოჰ­ყვა. ამით ადა­მი­ა­ნე­ბი ზოგ­ჯერ ცუ­დად სარ­გებ­ლო­ბენ.

- სა­კუ­თარ შეც­დო­მებ­ზე ვის­წავ­ლე...

- ...დის­ტან­ცი­რე­ბა, სა­კუ­თა­რი თა­ვის შორს და­ჭე­რა ადა­მი­ა­ნე­ბის­გან, სი­ტუ­ა­ცი­ის­გან, რო­მე­ლიც არ მომ­წონს. ვის­წავ­ლე, რომ ადრე რა­ზეც ვჩუმ­დე­ბო­დი, დღეს აღარ უნდა გავ­ჩუმ­დე.

- ვნა­ნობ...

- ...რომ ჩემი ემო­ცი­უ­რო­ბა, მი­ა­მი­ტო­ბა, სი­ა­ლა­ლე ბო­რო­ტად გა­მო­ი­ყე­ნეს. ჩემი თავი იქ ვერ და­ვა­ყე­ნე, სა­დაც უნდა და­მე­ყე­ნე­ბი­ნა.

- ამ შემ­თხვე­ვა­ში კა­რი­ე­რას გუ­ლის­ხმობ თუ პი­რად ცხოვ­რე­ბას?

- ორი­ვეს.

- წო­ნას­წო­რო­ბი­დან ჩემი გა­მოყ­ვა­ნა შე­უძ­ლია...

- ...ბევრ რა­მეს. ერთ დღეს რა­ღაც ამ­ბავ­მა შე­იძ­ლე­ბა წო­ნას­წო­რო­ბა და­მა­კარ­გვი­ნოს და მე­ო­რე დღეს მსგავ­სი სი­ტუ­ა­ცია შე­და­რე­ბით მშვი­დად მი­ვი­ღო, გა­აჩ­ნია, მე რო­გო­რი სუ­ლი­ე­რი მდგო­მა­რე­ო­ბა მაქვს.

- სიყ­ვა­რუ­ლი ეს...

- ...არის თა­ვი­სუფ­ლე­ბა. იმ ადა­მი­ან­თან, ვის­თა­ნაც ვარ, შე­ბო­ჭი­ლი არ უნდა ვიყო, ყვე­ლა­ფე­რი უნდა მი­ხა­რო­დეს, შეც­დო­მის დაშ­ვე­ბაც, სი­სუ­ლე­ლის თქმაც.

- შენი და გი­ორ­გის სიყ­ვა­რუ­ლის ამ­ბა­ვი რო­გორ და­ი­წყო?

- ერ­თმა­ნეთს სრუ­ლი­ად შემ­თხვე­ვით შევ­ხვდით. ნა­თე­სავს კლი­ნი­კა­ში მი­ვა­კი­თხე, გი­ორ­გი კი ექი­მია და პირ­ვე­ლად იქ შევ­ხვდით, მერე კი­დევ შევ­ხვდით, შევ­ხვდით, შევ­ხვდით და...

- რით მოგ­ხიბ­ლა?

- მისი სა­უბ­რის მა­ნე­რამ მომ­ხიბ­ლა, მის­მა სი­დინ­ჯემ, მერე აღ­მოჩ­ნდა, რომ არც ისე­თი დინ­ჯია (იცი­ნის). გი­ორ­გი ძა­ლი­ან საყ­ვა­რე­ლია, მის გვერ­დით ყოფ­ნა სა­სი­ა­მოვ­ნოა. სა­ნამ დავ­ქორ­წინ­დე­ბო­დით, შო­რი­დან რომ მეტ­რფო­და და ძა­ლი­ან მიფრ­თხილ­დე­ბო­და, ეს მომ­წონ­და.

- ყო­ველ­თვის შე­უძ­ლია კარგ ხა­სი­ათ­ზე და­მა­ყე­ნონ...

- ...კარ­გმა ადა­მი­ა­ნებ­მა. ახლა ამ სა­უ­ბარ­მაც კარგ ხა­სი­ათ­ზე და­მა­ყე­ნა. ახ­ლა­ხან მკი­თხეს, შენ­თვის მო­ტი­ვა­ცია რა არი­სო? შე­იძ­ლე­ბა ეს იყოს: კარ­გი ფილ­მი, უცხო ადა­მი­ა­ნის ღი­მი­ლი, ჩემი და­ნახ­ვი­სას რომ და­ე­უფ­ლა. ყო­ველ­თვის პა­ტა­რა დე­ტა­ლებ­ში ვე­ძებ ბედ­ნი­ე­რე­ბას.

- მაკ­ვირ­ვებს...

- ...ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­საც შე­უძ­ლია ბო­რო­ტე­ბა ჩა­ი­დი­ნოს. ყვე­ლა ჩვენ­განს ცუდი ერთხელ მა­ინც გაგ­ვი­ფიქ­რე­ბია, გა­მო­ნაკ­ლი­სი მეც არ ვარ, მაგ­რამ რო­გორც კი გულ­ში რა­ღაც ცუდი გა­მივ­ლია, ყვე­ლა­ფე­რი უკან დამ­ბრუ­ნე­ბია. არა­ვის ეგო­ნოს, რომ პა­ტა­რა ბო­რო­ტე­ბაც კი შერ­ჩე­ბა, სი­კე­თე ყო­ველ­თვის იმარ­ჯვებს ბო­რო­ტე­ბა­ზე. ჩემი მხარ­და­ჭე­რა ბაბი კირ­კი­ტა­ძეს, ამ უნი­ჭი­ე­რეს და მშრო­მელ, წარ­მა­ტე­ბულ გო­გოს. დე­ტა­ლე­ბი არ ვიცი, მაგ­რამ ის ვიცი, რომ გული ატ­კი­ნეს. პა­ტა­რა ქვე­ყა­ნა­ში ისევ ჩვენ რომ ვებ­რძვით ერ­თმა­ნეთს, ამის გამო გული მტკი­ვა. ბა­ბის ვთხოვ, თავი არ და­ზო­გოს, მე­ტად წარ­მა­ტე­ბუ­ლი იყოს. ვი­საც ის არ მოს­წონს, აღი­ზი­ა­ნებს, თვა­ლებ­ში კი­დევ უფრო მე­ტად გა­ე­ჩხი­როს!

- ჩემი ყვე­ლა­ზე დიდი სი­სუს­ტე...

- ...ჭამა, ჭამა და კი­დევ ჭამა, ამ სი­სუს­ტეს ვერ იქნა და ვერ მო­ვე­რიე. ლო­მის გა­ლი­ა­ში შე­ვალ, პა­რაპ­ლა­ნით გავფრინ­დე­ბი, არაფ­რის მე­ში­ნია, კლდე­ზე ბაწ­რით მი­ცო­ცია, რა არ გა­მი­კე­თე­ბია, რო­გო­რი ბრძო­ლი­დან არ გა­მოვ­სულ­ვარ გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი, მაგ­რამ ჭა­მის სურ­ვილს და ტკბი­ლე­უ­ლის სიყ­ვა­რულს ვერ მო­ვე­რიე.

- როცა სა­ჯა­როდ მა­ქე­ბენ...

- ...ვი­მორ­ცხვებ, თან მი­ხა­რია. შე­ქე­ბა კარ­გია, სა­სი­ა­მოვ­ნო, მაგ­რამ ამა­ვე დროს, ეს უდი­დე­სი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბაა, ამას ვაც­ნო­ბი­ე­რებ, მით უმე­ტეს, როცა სა­ქე­ბარ სი­ტყვებს კომ­პე­ტენ­ტუ­რი ადა­მი­ა­ნე­ბის­გან ის­მენ, შენ­თვის მეტ­რე­ბი რომ არი­ან.

- ხში­რად მსაყ­ვე­დუ­რო­ბენ...

- ...ყვე­ლა­ფერ­ზე. უყუ­რა­დღე­ბო ვარ (ფიქ­რობს)? ბო­ლოს საყ­ვე­დუ­რი ჩემი მე­უღ­ლის­გან მი­ვი­ღე, საქ­მე კარ­გია, მაგ­რამ ცო­ტა­თი ჩვენც მოგ­ვხე­დეო. დე­კემ­ბე­რია და ძა­ლი­ან და­კა­ვე­ბუ­ლი ვარ. ახლო წარ­სულ­ში, 2 ისე­თი და­კა­ვე­ბუ­ლი დღე მქონ­და, მო­სა­კი­თხა­დაც კი ვერ და­ვუ­რე­კე.

- დღემ­დე ვე­რაფ­რით ვის­წავ­ლე...

- ...გერ­მა­ნუ­ლი ენა, არა­და, დიდი სურ­ვი­ლი მაქვს.

- თა­ვი­სუფ­ლე­ბა...

- ...სხვი­სი აზ­რის პა­ტი­ვის­ცე­მაა, და­ფიქ­რე­ბა არის თა­ვი­სუფ­ლე­ბა. "მე ვარ და ჩემი ნა­ბა­დი", "რაც მინ­და, იმას გა­ვა­კე­თებ" - ეს არას­წო­რი შე­ხე­დუ­ლე­ბაა.

- და­რი­გე­ბა, რო­მე­ლიც არას­დროს და­მა­ვი­წყდე­ბა...

- ...პა­ტა­რა რომ ვი­ყა­ვი, დედა მა­რი­გებ­და, რა­საც გა­ვა­კე­თებ, კე­თილ­სინ­დი­სი­ე­რად, სიყ­ვა­რუ­ლით, სუ­ლით და გუ­ლით უნდა ვა­კე­თო.

- რო­დე­საც და­ძა­ბუ­ლი პე­რი­ო­დი მაქვს...

- ...სიმ­ღე­რაა ჩემი "წა­მა­ლი". ჩემი პრო­ფე­სი­ის სა­ხით, მხარ­ზე თით­ქოს ან­გე­ლო­ზი მა­ზის და რომ მშვე­ლის, ეს არა­ერ­თხელ და­უმ­ტკი­ცე­ბია. გი­თხა­რი, პრო­ექ­ტის "მიმ­ღე­რე" ჩა­წე­რე­ბი ჩემი ოჯა­ხის­თვის ძა­ლი­ან რთულ პე­რი­ოდ­ში მიმ­დი­ნა­რე­ობ­და. ჩემი შვი­ლი რე­ა­ნი­მა­ცი­ულ გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში, აპა­რატ­ზე მყავ­და მი­ერ­თე­ბუ­ლი, მე სცე­ნა­ზე გავ­დი­ო­დი და ვმღე­რო­დი, მარ­თლა მა­ვი­წყდე­ბო­და ის მდგო­მა­რე­ო­ბა, რო­მელ­შიც ვი­ყა­ვი. შვი­ლი რო­გორ უნდა და­გა­ვი­წყდეს, ეს ხომ წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია? მხო­ლოდ კონ­ცერ­ტის დროს მა­ვი­წყდე­ბა ყვე­ლა­ნა­ი­რი ტკი­ვი­ლი. მქონ­და შემ­თხვე­ვა, კი­სე­რი ისე­თი გა­შე­შე­ბუ­ლი მქონ­და, გვერ­დზე ვერ ვხრი­დი, ხელს მაღ­ლა ვერ ვწევ­დი, გა­ვე­დი სცე­ნა­ზე და კი­სე­რიც მო­ვატ­რი­ა­ლე, ხე­ლიც ავ­წიე და არ მეტ­კი­ნა. სცე­ნი­დან გა­სულს კი ისევ აუ­ტა­ნე­ლი ტკი­ვი­ლი მქონ­და, ეს ხომ სას­წა­უ­ლია?! გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ მიმდინარეობს საქალაქო სასამართლოში „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის პროცესი
ავტორი:

"შვილი აპარატზე მყავდა მიერთებული, მე სცენაზე გავდიოდი და ვმღეროდი" - მარიკო ებრალიძე ცხოვრების რთულ და განსაკუთრებულად იღბლიან პერიოდებზე

"შვილი აპარატზე მყავდა მიერთებული, მე სცენაზე გავდიოდი და ვმღეროდი" - მარიკო ებრალიძე ცხოვრების რთულ და განსაკუთრებულად იღბლიან პერიოდებზე

"საკუთარ შეცდომებზე ვისწავლე დისტანცირება, საკუთარი თავის შორს დაჭერა ადამიანებისგან, სიტუაციისგან, რომელიც არ მომწონს", - ამბობს მომღერალი მარიკო ებრალიძე. რას ნანობს, როგორი ადამიანები აკვირვებენ, რას მიიჩნევს თავის ყველაზე დიდ სისუსტედ და რა უსაყვედურა მეუღლემ? - ამ ყველაფერს მის მიერ დასრულებული წინადადებებიდან შეიტყობთ.

- დაბადების თარიღი...

- ...1984 წლის 29 აგვისტო.

- ჩემი სავიზიტო ბარათია...

- ...ჩემი ხმა და თმა.

- ბავშვობაში მინდოდა გამოვსულიყავი...

- ...ჯერ იურისტობა მინდოდა, შემდეგ - სტომატოლოგობა, ადრეულ ბავშვობაში სულ იმ ადამიანებთან ურთიერთობაზე ვოცნებობდი, ვისაც ტელევიზორში ვხედავდი, ოღონდ ეს არ იყო სნობიზმი. სახლში, ბაღში ყველგან ვმღეროდი. ღრმა ბავშვობიდან იმ სამყაროზე ვოცნებობდი, სადაც ახლა ვარ.

- ჩემზე ამბობენ...

- ...მზე გოგო მოვიდა, შემოანათაო. ოჯახის წევრები ასე ვერ აღმიქვამენ (იცინის). ისინი ამბობენ, მკაცრი, წესრიგა მოვიდაო.

- ცხოვრებას თავიდან რომ ვიწყებდე...

- ...ორნაირი პასუხი მაქვს: ისევ აქ დავიბადებოდი და რაღაც შეცდომებს გამოვასწორებდი. მეორე პასუხია, დავიბადებოდი პორტუგალიაში ან ამერიკაში. ეს ქვეყნები გამორჩეულად მიყვარს და მიზიდავს. პორტუგალიურ ენაზე სიმღერა მსიამოვნებს, ამერიკა ოცნების ქვეყანაა.

- ჩემი პირველი წარმატება...

- "ვარსკვლავების აკადემიის შემდეგ" იყო, ამ დროს პოპულარულიც გავხდი.

- დღეს პოპულარობა გსიამოვნებს?

- ...რა თქმა უნდა, ძალიან კარგი განცდაა. ყველა თბილად მხვდება, მიღიმის. მეუბნებიან, - გიცანითო, ზოგი მეუბნება - ეკრანზე სხვანაირი ხარ, ცხოვრებაში უფრო კარგი ყოფილხარო. ადრე რომ მეკითხებოდნენ, - "საიდან მეცნობი?" მრცხვენოდა და არ ვიცი-მეთქი, ვპასუხობდი. ახლა პირდაპირ ვეუბნები, - მარიკო ებრალიძე ვარ. მერე ამ სახელს და გვარს ღიმილი მოჰყვება, ეს როგორ არ უნდა მესიამოვნოს?!

- ყოველთვის მაქვს სურვილი...

- ...ადამიანებს იმაზე მეტად დავეხმარო, ვიდრე ახლა ვახერხებ.

- თვისება, რომელიც ჩემში ყველაზე მეტად მომწონს...

- ...კეთილი ვარ.

- თვისება, რომელიც არ მომწონს და ვცდილობ გამოვასწორო...

- ...ფიცხი და ფეთქებადი ვარ. მინდა უფრო დინჯი ვიყო, დავყოვნდე, მოვითმინო, გავაანალიზო და მერე ვიმოქმედო ან ვთქვა, მაგრამ ვერ ვახერხებ, ეს ჩემი ემოციური ხასიათის ბრალია. არაერთხელ მქონდა შემთხვევა, მართალი ვიყავი, მაგრამ ფეთქებადობით ის ჩემი სიმართლე "გავაფუჭე", ფასი დავუკარგე, ასეთ დროს სასაყვედურო ჩემი ემოციები ხდება და არა კონკრეტული სიტუაცია, რასაც ეს ემოცია მოჰყვა. ამით ადამიანები ზოგჯერ ცუდად სარგებლობენ.

- საკუთარ შეცდომებზე ვისწავლე...

- ...დისტანცირება, საკუთარი თავის შორს დაჭერა ადამიანებისგან, სიტუაციისგან, რომელიც არ მომწონს. ვისწავლე, რომ ადრე რაზეც ვჩუმდებოდი, დღეს აღარ უნდა გავჩუმდე.

- ვნანობ...

- ...რომ ჩემი ემოციურობა, მიამიტობა, სიალალე ბოროტად გამოიყენეს. ჩემი თავი იქ ვერ დავაყენე, სადაც უნდა დამეყენებინა.

- ამ შემთხვევაში კარიერას გულისხმობ თუ პირად ცხოვრებას?

- ორივეს.

- წონასწორობიდან ჩემი გამოყვანა შეუძლია...

- ...ბევრ რამეს. ერთ დღეს რაღაც ამბავმა შეიძლება წონასწორობა დამაკარგვინოს და მეორე დღეს მსგავსი სიტუაცია შედარებით მშვიდად მივიღო, გააჩნია, მე როგორი სულიერი მდგომარეობა მაქვს.

- სიყვარული ეს...

- ...არის თავისუფლება. იმ ადამიანთან, ვისთანაც ვარ, შებოჭილი არ უნდა ვიყო, ყველაფერი უნდა მიხაროდეს, შეცდომის დაშვებაც, სისულელის თქმაც.

- შენი და გიორგის სიყვარულის ამბავი როგორ დაიწყო?

- ერთმანეთს სრულიად შემთხვევით შევხვდით. ნათესავს კლინიკაში მივაკითხე, გიორგი კი ექიმია და პირველად იქ შევხვდით, მერე კიდევ შევხვდით, შევხვდით, შევხვდით და...

- რით მოგხიბლა?

- მისი საუბრის მანერამ მომხიბლა, მისმა სიდინჯემ, მერე აღმოჩნდა, რომ არც ისეთი დინჯია (იცინის). გიორგი ძალიან საყვარელია, მის გვერდით ყოფნა სასიამოვნოა. სანამ დავქორწინდებოდით, შორიდან რომ მეტრფოდა და ძალიან მიფრთხილდებოდა, ეს მომწონდა.

- ყოველთვის შეუძლია კარგ ხასიათზე დამაყენონ...

- ...კარგმა ადამიანებმა. ახლა ამ საუბარმაც კარგ ხასიათზე დამაყენა. ახლახან მკითხეს, შენთვის მოტივაცია რა არისო? შეიძლება ეს იყოს: კარგი ფილმი, უცხო ადამიანის ღიმილი, ჩემი დანახვისას რომ დაეუფლა. ყოველთვის პატარა დეტალებში ვეძებ ბედნიერებას.

- მაკვირვებს...

- ...ადამიანი, რომელსაც შეუძლია ბოროტება ჩაიდინოს. ყველა ჩვენგანს ცუდი ერთხელ მაინც გაგვიფიქრებია, გამონაკლისი მეც არ ვარ, მაგრამ როგორც კი გულში რაღაც ცუდი გამივლია, ყველაფერი უკან დამბრუნებია. არავის ეგონოს, რომ პატარა ბოროტებაც კი შერჩება, სიკეთე ყოველთვის იმარჯვებს ბოროტებაზე. ჩემი მხარდაჭერა ბაბი კირკიტაძეს, ამ უნიჭიერეს და მშრომელ, წარმატებულ გოგოს. დეტალები არ ვიცი, მაგრამ ის ვიცი, რომ გული ატკინეს. პატარა ქვეყანაში ისევ ჩვენ რომ ვებრძვით ერთმანეთს, ამის გამო გული მტკივა. ბაბის ვთხოვ, თავი არ დაზოგოს, მეტად წარმატებული იყოს. ვისაც ის არ მოსწონს, აღიზიანებს, თვალებში კიდევ უფრო მეტად გაეჩხიროს!

- ჩემი ყველაზე დიდი სისუსტე...

- ...ჭამა, ჭამა და კიდევ ჭამა, ამ სისუსტეს ვერ იქნა და ვერ მოვერიე. ლომის გალიაში შევალ, პარაპლანით გავფრინდები, არაფრის მეშინია, კლდეზე ბაწრით მიცოცია, რა არ გამიკეთებია, როგორი ბრძოლიდან არ გამოვსულვარ გამარჯვებული, მაგრამ ჭამის სურვილს და ტკბილეულის სიყვარულს ვერ მოვერიე.

- როცა საჯაროდ მაქებენ...

- ...ვიმორცხვებ, თან მიხარია. შექება კარგია, სასიამოვნო, მაგრამ ამავე დროს, ეს უდიდესი პასუხისმგებლობაა, ამას ვაცნობიერებ, მით უმეტეს, როცა საქებარ სიტყვებს კომპეტენტური ადამიანებისგან ისმენ, შენთვის მეტრები რომ არიან.

- ხშირად მსაყვედურობენ...

- ...ყველაფერზე. უყურადღებო ვარ (ფიქრობს)? ბოლოს საყვედური ჩემი მეუღლისგან მივიღე, საქმე კარგია, მაგრამ ცოტათი ჩვენც მოგვხედეო. დეკემბერია და ძალიან დაკავებული ვარ. ახლო წარსულში, 2 ისეთი დაკავებული დღე მქონდა, მოსაკითხადაც კი ვერ დავურეკე.

- დღემდე ვერაფრით ვისწავლე...

- ...გერმანული ენა, არადა, დიდი სურვილი მაქვს.

- თავისუფლება...

- ...სხვისი აზრის პატივისცემაა, დაფიქრება არის თავისუფლება. "მე ვარ და ჩემი ნაბადი", "რაც მინდა, იმას გავაკეთებ" - ეს არასწორი შეხედულებაა.

- დარიგება, რომელიც არასდროს დამავიწყდება...

- ...პატარა რომ ვიყავი, დედა მარიგებდა, რასაც გავაკეთებ, კეთილსინდისიერად, სიყვარულით, სულით და გულით უნდა ვაკეთო.

- როდესაც დაძაბული პერიოდი მაქვს...

- ...სიმღერაა ჩემი "წამალი". ჩემი პროფესიის სახით, მხარზე თითქოს ანგელოზი მაზის და რომ მშველის, ეს არაერთხელ დაუმტკიცებია. გითხარი, პროექტის "მიმღერე" ჩაწერები ჩემი ოჯახისთვის ძალიან რთულ პერიოდში მიმდინარეობდა. ჩემი შვილი რეანიმაციულ განყოფილებაში, აპარატზე მყავდა მიერთებული, მე სცენაზე გავდიოდი და ვმღეროდი, მართლა მავიწყდებოდა ის მდგომარეობა, რომელშიც ვიყავი. შვილი როგორ უნდა დაგავიწყდეს, ეს ხომ წარმოუდგენელია? მხოლოდ კონცერტის დროს მავიწყდება ყველანაირი ტკივილი. მქონდა შემთხვევა, კისერი ისეთი გაშეშებული მქონდა, გვერდზე ვერ ვხრიდი, ხელს მაღლა ვერ ვწევდი, გავედი სცენაზე და კისერიც მოვატრიალე, ხელიც ავწიე და არ მეტკინა. სცენიდან გასულს კი ისევ აუტანელი ტკივილი მქონდა, ეს ხომ სასწაულია?! განაგრძეთ კითხვა