პოლიტიკა
მსოფლიო
Faceამბები
სამართალი
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ეს კიდევ ერთი გამარჯვებაა, რუსი ოლიგარქი იძულებული გახდა ღია თამაში დაეწყო, სააკაშვილის თავისუფლება, როგორც არასდროს, ისეთი აუცილებელია" - გიორგი ბარამიძე
"ეს კიდევ ერთი გამარჯვებაა, რუსი ოლიგარქი იძულებული გახდა ღია თამაში დაეწყო, სააკაშვილის თავისუფლება, როგორც არასდროს, ისეთი აუცილებელია" - გიორგი ბარამიძე

რუსი ოლი­გარ­ქი იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­და უკვე ღია თა­მა­ში და­ე­წყო. მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა და მის­მა გუნ­დმა ქარ­თველ ხალ­ხთან ერ­თად ოლი­გარ­ქი აი­ძუ­ლა, ეს ნა­ბი­ჯი გა­და­ედ­გა და თავი კი­დევ ერთხელ გა­მო­ემ­ჟღავ­ნე­ბი­ნა. ამი­ტომ, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის თა­ვი­სუფ­ლე­ბა ახლა ისე­თი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რო­გორც არას­დროს, - ასე გა­მო­ეხ­მა­უ­რა "ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ პო­ლი­ტი­კუ­რი მდი­ვა­ნი გი­ორ­გი ბა­რა­მი­ძე ყო­ფი­ლი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის პო­ლი­ტი­კა­ში დაბ­რუ­ნე­ბას.

ბა­რა­მი­ძის გან­მარ­ტე­ბით, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­და, "ღია თა­მა­ში და­ე­წყო“.

"ახალ წლამ­დე ძა­ლი­ან ცოტა დრო დარ­ჩა, მინ­და ქარ­თველ ხალ­ხს დამ­დე­გი შობა ახა­ლი წელი მი­ვუ­ლო­ცო და სა­ქარ­თვე­ლოს მალე გამ­თლი­ა­ნე­ბა, მშვი­დო­ბა, კე­თილ­დღე­ო­ბა და რა თქმა უნდა, იმ წლის ბო­ლოს გა­მარ­ჯვე­ბა ვუ­სურ­ვო, რო­გორც ამ რე­ჟი­მის­გან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის საქ­მე­ში, ისე ევ­რო­კავ­შირ­თან მო­ლა­პა­რა­კე­ბის და­წყე­ბის სა­ხით. კი­დევ ერთხელ მინ­და აღ­ვნიშ­ნო, რომ ეს გა­მარ­ჯვე­ბა ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის რე­ჟიმ­ზე, რო­მე­ლიც ქარ­თველ­მა ხალ­ხმა მო­ი­პო­ვა, იმის მი­ზე­ზი გახ­და, რომ ოლი­გარ­ქმა, აი, ამ აფე­რის­ტმა კაც­მა აუ­ცი­ლებ­ლად ჩათ­ვა­ლა, რომ კვლავ გა­მო­ე­ყო თავი და ღიად და­ე­ფიქ­სი­რე­ბი­ნა თავი პო­ლი­ტი­კა­ში, სა­ი­და­ნაც არ­სად წა­სუ­ლა. ეს ძა­ლი­ან კარ­გად ვი­ცო­დით მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მისი “ბან­დის” წევ­რე­ბი უტიფ­რად იტყუ­ე­ბოდ­ნენ, თით­ქოს, ის არა­ფერ შუ­ა­ში არის, რომ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი სა­ერ­თოდ არ ერე­ვა პო­ლი­ტი­კა­ში და ამ “ბან­დის” მარ­თვა­ში. ძა­ლი­ან კარ­გად და­ვი­ნა­ხეთ, სი­მარ­თლე რაც არის, ამ შე­ში­ნე­ბულ­მა ადა­მი­ან­მა, გა­აც­ნო­ბი­ე­რა, რომ ქარ­თველ­მა ხალ­ხმა ევ­რო­კავ­ში­რის­კენ მი­მა­ვალ გზა­ზე ჭი­და­ო­ბა მო­უ­გო და და­ი­ნა­ხა, რომ მისი რე­ჟი­მის დრო გა­ვი­და, ახლა კი მას ძა­ლი­ან გა­უ­ჭირ­დე­ბა კვლავ მო­ა­ტყუ­ოს ქარ­თვე­ლი ხალ­ხი, კვლავ გა­ა­ცუ­როს და კვლავ შე­ე­ცა­დოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში დარ­ჩეს, რათა ქარ­თვე­ლი ხალ­ხის, ქარ­თუ­ლი ბი­უ­ჯე­ტის და ჩვე­ნი ქვეყ­ნის შიგ­ნი­დან გა­მოხ­რა გა­ნაგ­რძოს და მის ხარ­ჯზე მისი “ბან­დი­სა”, მის გარ­შე­მო შე­მოკ­რე­ბი­ლი რამ­დე­ნი­მე ასე­უ­ლი ოჯა­ხის, ხალ­ხის ხარ­ჯზე გამ­დიდ­რე­ბა .ამი­ტომ, ეს კი­დევ ერთი გა­მარ­ჯვე­ბაა, რა თქმა უნდა, ოლი­გარ­ქი იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­და უკვე ღია თა­მა­ში და­ე­წყო. მინ­და ხაზი გა­ვუს­ვა, რომ ამ რუსი ოლი­გარ­ქის ერ­თა­დერ­თი სა­პირ­წო­ნე, შე­სა­ბა­მი­სი წო­ნი­სა და კა­ლიბ­რის მქო­ნე პო­ლი­ტი­კო­სი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლია, სწო­რედ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა და მის­მა გუნ­დმა მთელ ქარ­თველ ხალ­ხთან ერ­თად, აი­ძუ­ლა ოლი­გარ­ქი ეს ნა­ბი­ჯი გა­და­ედ­გა და თავი კი­დევ ერთხელ გა­მო­ემ­ჟღავ­ნე­ბი­ნა. ამი­ტომ, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის თა­ვი­სუფ­ლე­ბა არის, რო­გორც არას­დროს და­უ­ყოვ­ნებ­ლივ გან­სა­ხორ­ცი­ე­ლე­ბე­ლი და ეს ნა­ბი­ჯი უნდა გა­და­იდ­გას, რათა ქარ­თველ ხალ­ხს სა­შუ­ა­ლე­ბა ჰქონ­დეს მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­თან ერ­თად მშვი­დო­ბი­ან და მეტ-ნაკ­ლე­ბად მა­ინც სა­მარ­თლი­ან სა­არ­ჩევ­ნო პრო­ცეს­ში მი­ი­ღოს მო­ნა­წი­ლე­ო­ბა.

დღეს, რო­გორც არას­დროს კი­დევ ერთხელ გახ­და მკა­ფიო და ნა­თე­ლი, რომ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის თა­ვი­სუფ­ლე­ბა არის აუ­ცი­ლე­ბე­ლი. სწო­რედ, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი უნდა იყოს თა­ვი­სუფ­ლე­ბა­ზე და მას სა­შუ­ა­ლე­ბა უნდა ჰქონ­დეს მის გუნდთან - “ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბას­თან” და გა­მარ­ჯვე­ბის კო­ა­ლი­ცი­ას­თან ერ­თად ებ­რძო­ლოს რუს ოლი­გარ­ქს.

ოლი­გარ­ქი ვე­ღარ შეძ­ლებს ქარ­თვე­ლი ხალ­ხის მო­ტყუ­ე­ბას ,ვე­ღარ შეძ­ლებს ქარ­თვე­ლი ხალ­ხის გა­ცუ­რე­ბას. ოლი­გარ­ქი და მისი “რუ­სუ­ლი რე­ჟი­მი”აუ­ცი­ლებ­ლად და­მარ­ცხდე­ბა და ქარ­თვე­ლი ხალ­ხი კი­დევ ერთ გა­მარ­ჯვე­ბას მო­ი­პო­ვებს“, - გა­ნა­ცხა­და გი­ორ­გი ბა­რა­მი­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მასხარა
1

ბარამიძეს მშვენიერი საბანი ხურავს თქვენ იკითხეთ.. საბნ- გადახდილებო და ჩახდილებო აბა ჰეე ახლა თუ ბიძინა გახდა პრეზიდენტი... თუ დაფიქრდებიან ნაცები მიხვდებიან რომ ეს არის მისი ბოლო გაფართხალება მაშინ ჩუმად, ჩრდილიდან ვეღარ უკარნახბს ვერავის თავის იდიოტურ აზრებს , მოკლედ დამიჯერეთ უნდა მივცეთ ხმა ნაცებმაც გაპრეზიდენტდეს და გამომჟღავნდება მისი ნიცშეანუროი გენია...ბარამიძე კი უფრო კარგად დაიხურავს საბანს..

ალექს
1

ამ არაფრით გამაგრებულ ფრიალა განცხადებებს აკრიფავენ ერთ პაკეტად და დაიძვრებიან რევოლუციურ მწკრივებად, აბა გგონიათ ესენი აბდლებია და არ იციან რომ ვერასოდეს გაიმარჯვებენ არჩევნებით ? არა , უბრალოდ ავაზაკებია, ყაჩაღები და ამზადებენ რევოლუციას ! ესენი ყველა ციხეში !

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ყირიმის ანექსიისთვის დაწესებული სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა
ავტორი:

"ეს კიდევ ერთი გამარჯვებაა, რუსი ოლიგარქი იძულებული გახდა ღია თამაში დაეწყო, სააკაშვილის თავისუფლება, როგორც არასდროს, ისეთი აუცილებელია" - გიორგი ბარამიძე

"ეს კიდევ ერთი გამარჯვებაა, რუსი ოლიგარქი იძულებული გახდა ღია თამაში დაეწყო, სააკაშვილის თავისუფლება, როგორც არასდროს, ისეთი აუცილებელია" - გიორგი ბარამიძე

რუსი ოლიგარქი იძულებული გახდა უკვე ღია თამაში დაეწყო. მიხეილ სააკაშვილმა და მისმა გუნდმა ქართველ ხალხთან ერთად ოლიგარქი აიძულა, ეს ნაბიჯი გადაედგა და თავი კიდევ ერთხელ გამოემჟღავნებინა. ამიტომ, მიხეილ სააკაშვილის თავისუფლება ახლა ისეთი მნიშვნელოვანია, როგორც არასდროს, - ასე გამოეხმაურა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური მდივანი გიორგი ბარამიძე ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებას.

ბარამიძის განმარტებით, ბიძინა ივანიშვილი იძულებული გახდა, "ღია თამაში დაეწყო“.

"ახალ წლამდე ძალიან ცოტა დრო დარჩა, მინდა ქართველ ხალხს დამდეგი შობა ახალი წელი მივულოცო და საქართველოს მალე გამთლიანება, მშვიდობა, კეთილდღეობა და რა თქმა უნდა, იმ წლის ბოლოს გამარჯვება ვუსურვო, როგორც ამ რეჟიმისგან გათავისუფლების საქმეში, ისე ევროკავშირთან მოლაპარაკების დაწყების სახით. კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ ეს გამარჯვება ბიძინა ივანიშვილის რეჟიმზე, რომელიც ქართველმა ხალხმა მოიპოვა, იმის მიზეზი გახდა, რომ ოლიგარქმა, აი, ამ აფერისტმა კაცმა აუცილებლად ჩათვალა, რომ კვლავ გამოეყო თავი და ღიად დაეფიქსირებინა თავი პოლიტიკაში, საიდანაც არსად წასულა. ეს ძალიან კარგად ვიცოდით მიუხედავად იმისა, რომ მისი “ბანდის” წევრები უტიფრად იტყუებოდნენ, თითქოს, ის არაფერ შუაში არის, რომ ბიძინა ივანიშვილი საერთოდ არ ერევა პოლიტიკაში და ამ “ბანდის” მართვაში. ძალიან კარგად დავინახეთ, სიმართლე რაც არის, ამ შეშინებულმა ადამიანმა, გააცნობიერა, რომ ქართველმა ხალხმა ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე ჭიდაობა მოუგო და დაინახა, რომ მისი რეჟიმის დრო გავიდა, ახლა კი მას ძალიან გაუჭირდება კვლავ მოატყუოს ქართველი ხალხი, კვლავ გააცუროს და კვლავ შეეცადოს ხელისუფლებაში დარჩეს, რათა ქართველი ხალხის, ქართული ბიუჯეტის და ჩვენი ქვეყნის შიგნიდან გამოხრა განაგრძოს და მის ხარჯზე მისი “ბანდისა”, მის გარშემო შემოკრებილი რამდენიმე ასეული ოჯახის, ხალხის ხარჯზე გამდიდრება .ამიტომ, ეს კიდევ ერთი გამარჯვებაა, რა თქმა უნდა, ოლიგარქი იძულებული გახდა უკვე ღია თამაში დაეწყო. მინდა ხაზი გავუსვა, რომ ამ რუსი ოლიგარქის ერთადერთი საპირწონე, შესაბამისი წონისა და კალიბრის მქონე პოლიტიკოსი მიხეილ სააკაშვილია, სწორედ მიხეილ სააკაშვილმა და მისმა გუნდმა მთელ ქართველ ხალხთან ერთად, აიძულა ოლიგარქი ეს ნაბიჯი გადაედგა და თავი კიდევ ერთხელ გამოემჟღავნებინა. ამიტომ, მიხეილ სააკაშვილის თავისუფლება არის, როგორც არასდროს დაუყოვნებლივ განსახორციელებელი და ეს ნაბიჯი უნდა გადაიდგას, რათა ქართველ ხალხს საშუალება ჰქონდეს მიხეილ სააკაშვილთან ერთად მშვიდობიან და მეტ-ნაკლებად მაინც სამართლიან საარჩევნო პროცესში მიიღოს მონაწილეობა.

დღეს, როგორც არასდროს კიდევ ერთხელ გახდა მკაფიო და ნათელი, რომ მიხეილ სააკაშვილის თავისუფლება არის აუცილებელი. სწორედ, მიხეილ სააკაშვილი უნდა იყოს თავისუფლებაზე და მას საშუალება უნდა ჰქონდეს მის გუნდთან - “ნაციონალური მოძრაობასთან” და გამარჯვების კოალიციასთან ერთად ებრძოლოს რუს ოლიგარქს.

ოლიგარქი ვეღარ შეძლებს ქართველი ხალხის მოტყუებას ,ვეღარ შეძლებს ქართველი ხალხის გაცურებას. ოლიგარქი და მისი “რუსული რეჟიმი”აუცილებლად დამარცხდება და ქართველი ხალხი კიდევ ერთ გამარჯვებას მოიპოვებს“, - განაცხადა გიორგი ბარამიძემ.