ავტორი:

"მან თითქმის უარი თქვა კარიერაზე, რათა მთლიანად შეეგრძნო დედობის ბედნიერება" - რას ჰყვება ოდრი ჰეპბერნის ვაჟი ლეგენდარულ დედაზე "კვირის პალიტრის" ექსკლუზიურ ინტერვიუში

"მან თითქმის უარი თქვა კარიერაზე, რათა მთლიანად შეეგრძნო დედობის ბედნიერება" - რას ჰყვება ოდრი ჰეპბერნის ვაჟი ლეგენდარულ დედაზე "კვირის პალიტრის" ექსკლუზიურ ინტერვიუში

1929 წლის 4 მაისს, 90 წლის წინ, ბრიუსელში ინგლისელ-ირლანდიელი ბანკირის ჯოზეფ ენტონი რასტონისა და ფრანგ-ინგლისელი არისტოკრატის, ბარონესა ელა ვან ჰეემსტას ოჯახში დაიბადა ოდრი ჰეპბერნი, დღეს უკვე კინემატოგრაფის ლეგენდა და გამორჩეული სტილის მქონე ქალი. მისი დაბადებიდან 90 წლის აღსანიშნავად შვილმა, შონ ფერერმა, გამოფენა გამართა, სახელწოდებით "ინტიმური ოდრი", რომელიც არა მსახიობ ოდრიზე, არამედ, როგორც ამბობს, "შინ დაბრუნებული" კინოლეგენდის შესახებ მოგვითხრობს.

შონ ფერერი ოდრისა და არანაკლებ ეპოქალური მამაკაცის, მელ ფერერის ვაჟია. შონიც კინოინდუსტიაში საქმიანობს, ავტორია რამდენიმე ფილმის, მათ შორის დოკუმენტური ფილმისა ოდრი ჰეპბერნის შესახებ. "ინტიმური ოდრი" პირველად 2019 წელს მის მშობლიურ ბრიუსელში გაიხსნა, მას შემდეგ რამდენიმე ქალაქი მოიარა და ღონისძიებებიდან მიღებული თანხა ქველმოქმედებას მოხმარდა. შეუდარებელი მსახიობისა და ქალის დაბადების დღისადმი მიძღვნილ გამოფენაზე იმ ფოტოების ხილვაა შესაძლებელი, რომელიც საზოგადოებისთვის უცნობია. ამ ფოტომასალას შონ ფერერი ექსკლუზიურად "კვირის პალიტრის" მკითხველსაც უზიარებს და ოდრი ჰეპბერნის, როგორც "შინ დაბრუნებული ლეგენდის" შესახებ გვიამბობს.

- ბავშვობის მოგონებებით დავიწყოთ...

- როგორც ნებისმიერ ბავშვს, ბევრი წარმატება და მარცხი მქონია, არავის ბავშვობაა იდეალური, აი, ამიტომაც არის ასე მნიშვნელოვანი, რომ ყველაფერი გავაკეთოთ, რათა ბავშვებმა ბავშვობა შეიგრძნონ. ეს ადამიანის ცხოვრების ის პერიოდია, როდესაც განსაკუთრებული არაფერი გჭირდება, მაგრამ საჭიროა ფუნდამენტური ფასეულობების დაცვა. ისრაელ-პალესტინას შორის ვითარებას თუ გავიხსენებთ, მიხვდებით, რასაც ვგულისხმობ... ყველაზე ძვირფასი საჩუქარი, რაც დედამ მომცა, იყო მასთან გატარებული დრო, შემეძლო ვყოფილიყავი გადასაღებ მოედანზე ან კადრს მიღმა. მან თითქმის უარი თქვა კარიერაზე, რათა მთლიანად შეეგრძნო დედობის ბედნიერება. ყველაზე დიდი საჩუქარი, რაც ბავშვობაში მიმიღია, არის შინ მყოფი დედა, რომელიც მთლიანად მე მეკუთვნოდა. გააგრძელეთ კითხვა