კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
კონფლიქტები
პოლიტიკა
მოზაიკა
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ხმაურიანი დაშორებები, არეული პირადი ცხოვრება, სანქციები და ბულინგი "ფრენისა" და რუსეთში სიმღერის გამო - 2023 წლის სკანდალები და ცნობილები, ვისზეც გასულ წელს ყველაზე მეტს საუბრობდნენ
ხმაურიანი დაშორებები, არეული პირადი ცხოვრება, სანქციები და ბულინგი "ფრენისა" და რუსეთში სიმღერის გამო - 2023 წლის სკანდალები და ცნობილები, ვისზეც გასულ წელს ყველაზე მეტს საუბრობდნენ

2023 წელი დატ­ვირ­თუ­ლი იყო სკან­და­ლუ­რი ამ­ბე­ბით, რო­გორც შო­უ­ბიზ­ნეს­ში, ისე პო­ლი­ტი­კა­ში. წლის შე­მა­ჯა­მე­ბელ სტა­ტი­ა­ში, წარ­მო­გიდ­გნეთ იმ პერ­სო­ნებ­სა და ამ­ბებს, ვის­ზეც წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ყვე­ლა­ზე ხში­რად წერ­და ქარ­თუ­ლი მე­დია.

თა­თია შა­რან­გია

პი­ა­ნის­ტი და ტე­ლე­წამ­ყვა­ნი ერთ-ერ­თია იმ ცნო­ბილ ქარ­თვე­ლებს შო­რის, რო­მელ­საც წლის მან­ძილ­ზე აქ­ტუ­ა­ლუ­რო­ბა არ და­უ­კარ­გავს. თა­თია შა­რან­გი­ამ ჯერ სან­დრო შე­ლი­ას­თან და­შო­რე­ბით ჩა­აგ­დო შოკ­ში სა­ზო­გა­დო­ე­ბა, შემ­დეგ კი საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნი, ჯარ­ჯი თო­რა­ძე წა­რუდ­გი­ნა სა­ზო­გა­დო­ე­ბას. ზა­ფხუ­ლის თემა სწო­რედ მათი სიყ­ვა­რუ­ლის ის­ტო­რია და შემ­დგომ ქორ­წი­ლი იყო, თუმ­ცა და­ო­ჯა­ხე­ბი­დან მალე, თა­თი­ამ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში სკან­და­ლუ­რი პოს­ტი გა­მო­აქ­ვეყ­ნა, სა­დაც წერ­და, რომ ახალ­შერ­თულ მე­უღ­ლეს და­შორ­და. წყვი­ლის შე­რი­გე­ბის შე­სა­ხებ ერთ კვი­რა­ში გახ­და ცნო­ბი­ლი. მაგ­რამ შა­რან­გია-თო­რა­ძის „ლავ­სთო­რის“ შე­სა­ხებ, ყვე­ლა­ზე ხში­რად იწე­რე­ბო­და მე­დი­ა­ში.

ბაბი კირ­კი­ტა­ძე

მომ­ღე­რა­ლი „ღა­მის შოუს ბენდთან“ ერ­თად წლის მან­ძილ­ზე არა­ერ­თხელ აღ­მოჩ­ნდა ყუ­რა­დღე­ბის ეპი­ცენ­ტრში, რო­დე­საც მე­დი­ე­ბი წერ­დნენ, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა კონ­ცერ­ტე­ბის­თვის კო­ლო­სა­ლურ თან­ხებს უხ­დი­და. თუმ­ცა წლის მი­წუ­რულს, ბენ­დი და ჰო­ნო­რა­რე­ბი ყვე­ლას და­ა­ვი­წყდა, რო­დე­საც ფი­ლარ­მო­ნი­ა­ში ანრი ჯო­ხა­ძის კონ­ცერ­ტზე ბაბი კირ­კი­ტა­ძემ იფ­რი­ნა. იქამ­დე, გამჭვირ­ვა­ლე კომ­ბი­ნი­ზო­ნის ჩაც­მით მო­ექ­ცა ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში, თუმ­ცა ამ ორი სკან­და­ლი­დან მა­ლე­ვე ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ ბა­ბის პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის ამ­სახ­ვე­ლი კად­რე­ბი გა­უვრცე­ლეს, რო­მე­ლიც მი­სი­ვე თქმით, ფაბ­რი­კა­ცია გახ­ლდათ.

ალექ­სან­დრა პა­ი­ჭა­ძე

ალექ­სან­დრა­სა და და­ვით კო­დუ­ას „ლავ­სთო­რი“ მე­სა­მე წე­ლია, რაც აქ­ტუ­ა­ლუ­რო­ბას არ კარ­გავს. წყვილს სა­ერ­თო შვი­ლიც ჰყავთ, თუმ­ცა ოფი­ცი­ა­ლუ­რად და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლე­ბი არ არი­ან. ერთი შე­ხედ­ვით რა შე­იძ­ლე­ბა მომ­ხდა­რი­ყო ახა­ლი, თუმ­ცა მთე­ლი წლის მან­ძილ­ზე კო­დუა-პა­ი­ჭა­ძის წყვი­ლი ყუ­რა­დღე­ბის ეპი­ცენ­ტრში გახ­ლდათ. ყვე­ლა­ფე­რი კი მას შემ­დეგ და­ი­წყო, რო­დე­საც კო­დუა ყო­ფილ ცოლ­თან და შვი­ლებ­თან ერ­თად ფო­ტო­ებ­ზე გა­მოჩ­ნდა. მოგ­ვი­ა­ნე­ბით, კო­დუ­ას დე­დამ, ლა­უ­რა ღა­ჭა­ვამ AMBEBI.GE-სთან გა­ნა­ცხა­და, რომ მისი შვი­ლი ცოლს არა­სო­დეს და­შო­რე­ბია და ალექ­სან­დრა მის­თვის შემ­თხვე­ვი­თი ქალი იყო. ამ ამ­ბის შემ­დეგ, ალექ­სან­დრა და და­ვი­თი მუდ­მი­ვად ერ­თად ჩნდე­ბი­ან, უცხო­ეთ­ში ის­ვე­ნე­ბენ, კაცი საყ­ვა­რელ ქალს სა­ჩუქ­რე­ბით ანე­ბივ­რებს. შე­სა­ბა­მი­სად, ისი­ნი ქარ­თუ­ლი ყვი­თე­ლი მე­დი­ის­თვის ყვე­ლა­ზე გემ­რი­ელ ლუკ­მად იქ­ცნენ.

მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი

მარ­თა­ლია, ჯერ კი­დევ და­პა­ტიმ­რე­ბამ­დე მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი აქ­ტუ­ა­ლუ­რო­ბას არ კარ­გავ­და, მაგ­რამ მისი ცი­ხე­ში მოხ­ვედ­რის შემ­დეგ, მე­დი­ის­თვის უფრო სა­ინ­ტე­რე­სო მისი პი­რა­დი ცხოვ­რე­ბა გახ­და. 2023 წელს გა­ირ­კვა, რომ ლიზა იას­კო და მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი ერ­თმა­ნეთს და­შორ­დნენ, ამა­ზე უკ­რა­ი­ნუ­ლი მე­დია წერ­და. ივ­ნის­ში აღ­მოჩ­ნდა, რომ იას­კოს სა­ა­კაშ­ვი­ლის­გან გო­გო­ნა ჟას­მინ სა­ა­კაშ­ვი­ლი ჰყავს. მა­ლე­ვე მი­შამ და­წე­რა, რომ ის სოფო ნი­ჟა­რა­ძეს და­უბ­რუნ­და, თუმ­ცა მოგ­ვი­ა­ნე­ბით სტა­ტუ­სი წა­შა­ლა. ცოტა ხან­ში კი ექ­სპრე­ზი­დენ­ტი პირ­ველ მე­უღ­ლე სან­დრა რუ­ლოვსს ოფი­ცი­ა­ლუ­რად და­შორ­და.

ოთარ ფარ­ცხა­ლა­ძე

სექ­ტემ­ბერ­ში ყო­ფი­ლი მთა­ვა­რი პრო­კუ­რო­რი ირაკ­ლი ფარ­ცხა­ლა­ძე სკან­დალ­ში გა­ეხ­ვა. აღ­მოჩ­ნდა, რომ ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ­მა შტა­ტებ­მა სან­ქცი­ე­ბი და­უ­წე­სეს. მოვ­ლე­ნე­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად გა­ირ­კვა, რომ ფარ­ცხა­ლა­ძეს ორ­მა­გი მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა ჰქონ­და, რო­გორც სა­ქარ­თვე­ლო­სი, ასე­ვე რუ­სე­თის. ერთი თვის მან­ძილ­ზე ყო­ფი­ლი მთა­ვა­რი პრო­კუ­რო­რის თემა აქ­ტუ­ა­ლუ­რი იყო ქარ­თულ მე­დი­ა­ში, რად­გან სან­ქცი­ებს სა­ქარ­თვე­ლო არ შე­უ­ერ­თდა და უფრო მე­ტიც, აღ­მოჩ­ნდა, რომ ფარ­ცხა­ლა­ძემ თა­ვი­სი ქო­ნე­ბა სას­წრა­ფო წე­სით უფ­როს შვილს გა­და­უ­ფორ­მა.

და­ვით კე­ზე­რაშ­ვი­ლი

2023 წლის აპ­რილ­ში ყო­ფი­ლი მა­ღალ­ჩი­ნო­სა­ნი და­ვით კე­ზე­რაშ­ვი­ლი მსოფ­ლიო მე­დი­ის­თვის სა­ინ­ტე­რე­სო ფი­გუ­რად იქცა. "კე­ზე­რაშ­ვი­ლი­სა და ევ­რო­პე­ლი პენ­სი­ო­ნე­რე­ბის საქ­მე“ დღემ­დე არ კარ­გავს აქ­ტუ­ა­ლო­ბას. „ბი­ბი­სის“ მიერ გა­მოქ­ვე­ყე­ბულ სტა­ტი­ა­ში ეწე­რა, რომ გლო­ბა­ლურ­მა თაღ­ლი­თურ­მა ქსელ­მა ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ინ­ვეს­ტო­რე­ბის­გან მი­ლი­არდ დო­ლარ­ზე მეტი მო­ი­პა­რა. გა­მო­ცე­მამ აღ­მო­ა­ჩი­ნა ბიზ­ნეს­მე­ნე­ბის ჩრდი­ლო­ვა­ნი ქსე­ლი, რომ­ლე­ბიც, რო­გორც ჩანს, მათ უკან იდ­გნენ. სტა­ტი­ის მი­ხედ­ვით, თაღ­ლი­თურ სქე­მა­ში ფი­გუ­რი­რებ­და 125 კომ­პა­ნია, მათ შო­რის სა­ქარ­თვე­ლო­ში მოქ­მე­დი კრიპ­ტო­ვა­ლუ­ტით მო­ვაჭ­რე ფირ­მა "სოლო ქე­ფი­თალ­ზი“. სტა­ტი­ის მი­ხედ­ვით, „მილ­ტო­ნის ჯგუ­ფის“ და მას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი კომ­პა­ნი­ე­ბის უკან ყვე­ლა­ზე ხში­რად, ხუთი ადა­მი­ა­ნი იდგა: და­ვით თო­დუა, რატი ჭე­ლი­ძე, გუ­რამ გო­გეშ­ვი­ლი, ჯო­ზეფ მგე­ლა­ძე და მა­იკლ ბე­ნი­მი­ნი. ამას­თან, „ბი­ბი­სი“ წერს, რომ ყვე­ლა ეს კომ­პა­ნია და­კავ­ში­რე­ბუ­ლია სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის ყო­ფილ მა­ღალ­ჩი­ნო­სან, და­ვით კე­ზე­რაშ­ვილ­თან.

ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლის შვი­ლი

სექ­ტემ­ბერ­ში „ნო­დარ მე­ლა­ძის შა­ბა­თის“ ინ­ფორ­მა­ცი­ით, პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა სამ­თავ­რო­ბო თვითმფრი­ნა­ვი პი­რა­დი ვი­ზი­ტის­თვის გა­მო­ი­ყე­ნა.

ტე­ლე­არ­ხის ცნო­ბით, მან უფ­რო­სი შვი­ლი, 18 წლის ნი­კო­ლოზ ღა­რი­ბაშ­ვი­ლი ჯერ მი­უნ­ხენ­ში ჩა­იყ­ვა­ნა სამ­თავ­რო­ბო თვითმფრი­ნა­ვით, შემ­დეგ კი ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ შტა­ტე­ბის­კენ გზა სამ­გზავ­რო თვითმფრი­ნა­ვით გა­აგ­რძე­ლა. ღა­რი­ბაშ­ვი­ლის ოჯა­ხის ფრე­ნა მე­დი­ის­თვის აქ­ტუ­ა­ლურ თე­მად იქცა. ინ­ფორ­მა­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბი­დან მალე, სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის სტრა­ტე­გი­უ­ლი კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­როს­მა ნინო გი­ორ­გო­ბი­ან­მა გა­მო­აქ­ვეყ­ნა ინ­ფორ­მა­ცია, რომ მიმ­დი­ნა­რე წლის აგ­ვის­ტო­ში პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლი სა­კუ­თარ შვილ­თან ერ­თად აშშ-ში გა­ემ­გზავ­რა, რო­მელ­საც პენ­სილ­ვა­ნი­ის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში სას­წავ­ლო წელი ეწყე­ბო­და. რო­გორც გი­ორ­გო­ბი­ა­ნი აღ­ნიშ­ნავს, პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი აშშ-ში კერ­ძო ვი­ზი­ტით იმ­ყო­ფე­ბო­და და მისი მგზავ­რო­ბის, ასე­ვე, ჩარ­ტე­რუ­ლი (კო­მერ­ცი­უ­ლი) რე­ი­სის ხარ­ჯი სა­ხელ­მწი­ფო ბი­უ­ჯე­ტი­დან არ გა­წე­უ­ლა.

ვინ გა­და­ი­ხა­და ნი­კო­ლოზ ღა­რი­ბაშ­ვი­ლის მგზავ­რო­ბის სა­ფა­სუ­რი, რო­დე­საც პრე­მი­ე­რის დეკ­ლა­რა­ცი­ის თა­ნახ­მად, მისი ხელ­ფა­სი წე­ლი­წად­ში 42 ათა­სი ლა­რია. ამ ფუ­ლით, ცოლს და 4 შვილს არ­ჩენს - ამ კი­თხვას მე­დია სვამ­და, თუმ­ცა მოგ­ვი­ა­ნე­ბით გა­ირ­კვა, რომ მგზავ­რო­ბის სა­ფა­სუ­რი ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლის მა­მამ გა­და­ი­ხა­და.

გი­ორ­გი ყიფ­ში­ძე

მსა­ხი­ო­ბი წლე­ბის მან­ძილ­ზე არ კარ­გავს აქ­ტუ­ა­ლუ­რო­ბას, მაგ­რამ 2023 წელი ყვე­ლა­ზე რთუ­ლი აღ­მოჩ­ნდა ყიფ­ში­ძე­ე­ბის ოჯა­ხის­თვის. რამ­დე­ნი­მე თვის წინ, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გავ­რცელ­და კად­რე­ბი, სა­დაც ერთ-ერთ ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე გი­ორ­გი ყიფ­ში­ძის მე­სა­მე ცოლი ენი გა­სო­ე­ვა ახალ­გაზ­რდა კაცს მკერ­დზე კოც­ნი­და. ვი­დე­ოს გავ­რცე­ლე­ბი­დან მალე, ლე­ნუ­კა ყიფ­ში­ძემ და­წე­რა, რომ ენი ექ­ვსი თვე მათი ოჯა­ხის რძა­ლი აღარ იყო. სკან­და­ლი ამით არ დას­რუ­ლე­ბუ­ლა, თვე­ე­ბის მან­ძილ­ზე გაგ­რძელ­და ინ­ტერ­ვი­უ­ე­ბის სე­რია რო­გორც გი­ორ­გი ყიფ­ში­ძეს­თან, ასე­ვე მის ყო­ფილ მე­უღ­ლეს­თან. სა­ბო­ლო­ოდ, ენიმ ყიფ­ში­ძე­ე­ბის სახ­ლი და­ტო­ვა და მსა­ხო­ბი ორ შვილს და­მო­უ­კი­დებ­ლად ზრდის.

ნუცა ბუ­ზა­ლა­ძე

მა­შინ, რო­დე­საც მომ­ღერ­ლის ამე­რი­კუ­ლი წარ­მა­ტე­ბით სა­ქარ­თვე­ლოს დიდი ნა­წი­ლი ხა­რობ­და, ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ ნუცა ბუ­ზა­ლა­ძემ რუ­სეთ­ში და­ბა­დე­ბის დღე­ზე იმ­ღე­რა. 22 ივ­ნისს, მოს­კოვ­ში გა­მარ­თულ წვე­უ­ლე­ბას, რო­მელ­საც სა­ქარ­თვე­ლო­დან ჩა­სუ­ლი მომ­ღერ­ლე­ბი ეს­წრე­ბოდ­ნენ, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში სე­რი­ო­ზუ­ლი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა. გავ­რცე­ლე­ბულ ვი­დე­ო­ებ­ში, რო­მე­ლიც ერთ-ერთ რეს­ტო­რან­შია გა­და­ღე­ბუ­ლი, ჩანს, რომ წვე­უ­ლე­ბას ეს­წრე­ბი­ან მომ­ღერ­ლე­ბი - ნუცა ბუ­ზა­ლა­ძე, მეგი გო­გი­ტი­ძე, დათო ხუ­ჯა­ძე, მიშა სუ­ლუ­ხია, ხვი­ჩა მაღ­ლა­კე­ლი­ძე. სა­ღა­მოს ეს­წრე­ბა ასე­ვე სოსო პავ­ლი­აშ­ვი­ლიც, რო­მე­ლიც სხვა ქარ­თვე­ლებ­თან ერ­თად "სამ­შობ­ლოს“ მღე­რის. მოგ­ვი­ა­ნე­ბით ნუ­ცამ გან­მარ­ტე­ბა გა­ა­კე­თა, რომ ის მე­გობ­რის ნია კო­ღუ­აშ­ვი­ლის და­ბა­დე­ბის დღე­ზე ჩა­ვი­და რუ­სეთ­ში, თუმ­ცა თა­ვის მარ­თლე­ბამ შე­დე­გი ვერ გა­მო­ი­ღო და იმ დღე­ებ­ში და­გეგ­მი­ლი ბუ­ზა­ლა­ძის ბა­თუ­მუ­რი კონ­ცერ­ტი გა­უქ­მდა.

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისრაელმა ირანზე მასშტაბური დარტყმები განახორციელა: განადგურებულია ბირთვულ იარაღი, დაიღუპნენ სამხედრო მეთაურები
ავტორი:

ხმაურიანი დაშორებები, არეული პირადი ცხოვრება, სანქციები და ბულინგი "ფრენისა" და რუსეთში სიმღერის გამო - 2023 წლის სკანდალები და ცნობილები, ვისზეც გასულ წელს ყველაზე მეტს საუბრობდნენ

ხმაურიანი დაშორებები, არეული პირადი ცხოვრება, სანქციები და ბულინგი "ფრენისა" და რუსეთში სიმღერის გამო - 2023 წლის სკანდალები და ცნობილები, ვისზეც გასულ წელს ყველაზე მეტს საუბრობდნენ

2023 წელი დატვირთული იყო სკანდალური ამბებით, როგორც შოუბიზნესში, ისე პოლიტიკაში. წლის შემაჯამებელ სტატიაში, წარმოგიდგნეთ იმ პერსონებსა და ამბებს, ვისზეც წლის განმავლობაში ყველაზე ხშირად წერდა ქართული მედია.

თათია შარანგია

პიანისტი და ტელეწამყვანი ერთ-ერთია იმ ცნობილ ქართველებს შორის, რომელსაც წლის მანძილზე აქტუალურობა არ დაუკარგავს. თათია შარანგიამ ჯერ სანდრო შელიასთან დაშორებით ჩააგდო შოკში საზოგადოება, შემდეგ კი საყვარელი ადამიანი, ჯარჯი თორაძე წარუდგინა საზოგადოებას. ზაფხულის თემა სწორედ მათი სიყვარულის ისტორია და შემდგომ ქორწილი იყო, თუმცა დაოჯახებიდან მალე, თათიამ სოციალურ ქსელში სკანდალური პოსტი გამოაქვეყნა, სადაც წერდა, რომ ახალშერთულ მეუღლეს დაშორდა. წყვილის შერიგების შესახებ ერთ კვირაში გახდა ცნობილი. მაგრამ შარანგია-თორაძის „ლავსთორის“ შესახებ, ყველაზე ხშირად იწერებოდა მედიაში.

ბაბი კირკიტაძე

მომღერალი „ღამის შოუს ბენდთან“ ერთად წლის მანძილზე არაერთხელ აღმოჩნდა ყურადღების ეპიცენტრში, როდესაც მედიები წერდნენ, რომ ხელისუფლება კონცერტებისთვის კოლოსალურ თანხებს უხდიდა. თუმცა წლის მიწურულს, ბენდი და ჰონორარები ყველას დაავიწყდა, როდესაც ფილარმონიაში ანრი ჯოხაძის კონცერტზე ბაბი კირკიტაძემ იფრინა. იქამდე, გამჭვირვალე კომბინიზონის ჩაცმით მოექცა ყურადღების ცენტრში, თუმცა ამ ორი სკანდალიდან მალევე ცნობილი გახდა, რომ ბაბის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები გაუვრცელეს, რომელიც მისივე თქმით, ფაბრიკაცია გახლდათ.

ალექსანდრა პაიჭაძე

ალექსანდრასა და დავით კოდუას „ლავსთორი“ მესამე წელია, რაც აქტუალურობას არ კარგავს. წყვილს საერთო შვილიც ჰყავთ, თუმცა ოფიციალურად დაქორწინებულები არ არიან. ერთი შეხედვით რა შეიძლება მომხდარიყო ახალი, თუმცა მთელი წლის მანძილზე კოდუა-პაიჭაძის წყვილი ყურადღების ეპიცენტრში გახლდათ. ყველაფერი კი მას შემდეგ დაიწყო, როდესაც კოდუა ყოფილ ცოლთან და შვილებთან ერთად ფოტოებზე გამოჩნდა. მოგვიანებით, კოდუას დედამ, ლაურა ღაჭავამ AMBEBI.GE-სთან განაცხადა, რომ მისი შვილი ცოლს არასოდეს დაშორებია და ალექსანდრა მისთვის შემთხვევითი ქალი იყო. ამ ამბის შემდეგ, ალექსანდრა და დავითი მუდმივად ერთად ჩნდებიან, უცხოეთში ისვენებენ, კაცი საყვარელ ქალს საჩუქრებით ანებივრებს. შესაბამისად, ისინი ქართული ყვითელი მედიისთვის ყველაზე გემრიელ ლუკმად იქცნენ.

მიხეილ სააკაშვილი

მართალია, ჯერ კიდევ დაპატიმრებამდე მიხეილ სააკაშვილი აქტუალურობას არ კარგავდა, მაგრამ მისი ციხეში მოხვედრის შემდეგ, მედიისთვის უფრო საინტერესო მისი პირადი ცხოვრება გახდა. 2023 წელს გაირკვა, რომ ლიზა იასკო და მიხეილ სააკაშვილი ერთმანეთს დაშორდნენ, ამაზე უკრაინული მედია წერდა. ივნისში აღმოჩნდა, რომ იასკოს სააკაშვილისგან გოგონა ჟასმინ სააკაშვილი ჰყავს. მალევე მიშამ დაწერა, რომ ის სოფო ნიჟარაძეს დაუბრუნდა, თუმცა მოგვიანებით სტატუსი წაშალა. ცოტა ხანში კი ექსპრეზიდენტი პირველ მეუღლე სანდრა რულოვსს ოფიციალურად დაშორდა.

ოთარ ფარცხალაძე

სექტემბერში ყოფილი მთავარი პროკურორი ირაკლი ფარცხალაძე სკანდალში გაეხვა. აღმოჩნდა, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სანქციები დაუწესეს. მოვლენების პარალელურად გაირკვა, რომ ფარცხალაძეს ორმაგი მოქალაქეობა ჰქონდა, როგორც საქართველოსი, ასევე რუსეთის. ერთი თვის მანძილზე ყოფილი მთავარი პროკურორის თემა აქტუალური იყო ქართულ მედიაში, რადგან სანქციებს საქართველო არ შეუერთდა და უფრო მეტიც, აღმოჩნდა, რომ ფარცხალაძემ თავისი ქონება სასწრაფო წესით უფროს შვილს გადაუფორმა.

დავით კეზერაშვილი

2023 წლის აპრილში ყოფილი მაღალჩინოსანი დავით კეზერაშვილი მსოფლიო მედიისთვის საინტერესო ფიგურად იქცა. "კეზერაშვილისა და ევროპელი პენსიონერების საქმე“ დღემდე არ კარგავს აქტუალობას. „ბიბისის“ მიერ გამოქვეყებულ სტატიაში ეწერა, რომ გლობალურმა თაღლითურმა ქსელმა ჩვეულებრივი ინვესტორებისგან მილიარდ დოლარზე მეტი მოიპარა. გამოცემამ აღმოაჩინა ბიზნესმენების ჩრდილოვანი ქსელი, რომლებიც, როგორც ჩანს, მათ უკან იდგნენ. სტატიის მიხედვით, თაღლითურ სქემაში ფიგურირებდა 125 კომპანია, მათ შორის საქართველოში მოქმედი კრიპტოვალუტით მოვაჭრე ფირმა "სოლო ქეფითალზი“. სტატიის მიხედვით, „მილტონის ჯგუფის“ და მასთან დაკავშირებული კომპანიების უკან ყველაზე ხშირად, ხუთი ადამიანი იდგა: დავით თოდუა, რატი ჭელიძე, გურამ გოგეშვილი, ჯოზეფ მგელაძე და მაიკლ ბენიმინი. ამასთან, „ბიბისი“ წერს, რომ ყველა ეს კომპანია დაკავშირებულია საქართველოს მთავრობის ყოფილ მაღალჩინოსან, დავით კეზერაშვილთან.

ირაკლი ღარიბაშვილის შვილი

სექტემბერში „ნოდარ მელაძის შაბათის“ ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სამთავრობო თვითმფრინავი პირადი ვიზიტისთვის გამოიყენა.

ტელეარხის ცნობით, მან უფროსი შვილი, 18 წლის ნიკოლოზ ღარიბაშვილი ჯერ მიუნხენში ჩაიყვანა სამთავრობო თვითმფრინავით, შემდეგ კი ამერიკის შეერთებულ შტატებისკენ გზა სამგზავრო თვითმფრინავით გააგრძელა. ღარიბაშვილის ოჯახის ფრენა მედიისთვის აქტუალურ თემად იქცა. ინფორმაციის გავრცელებიდან მალე, საქართველოს მთავრობის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსმა ნინო გიორგობიანმა გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომ მიმდინარე წლის აგვისტოში პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საკუთარ შვილთან ერთად აშშ-ში გაემგზავრა, რომელსაც პენსილვანიის უნივერსიტეტში სასწავლო წელი ეწყებოდა. როგორც გიორგობიანი აღნიშნავს, პრემიერ-მინისტრი აშშ-ში კერძო ვიზიტით იმყოფებოდა და მისი მგზავრობის, ასევე, ჩარტერული (კომერციული) რეისის ხარჯი სახელმწიფო ბიუჯეტიდან არ გაწეულა.

ვინ გადაიხადა ნიკოლოზ ღარიბაშვილის მგზავრობის საფასური, როდესაც პრემიერის დეკლარაციის თანახმად, მისი ხელფასი წელიწადში 42 ათასი ლარია. ამ ფულით, ცოლს და 4 შვილს არჩენს - ამ კითხვას მედია სვამდა, თუმცა მოგვიანებით გაირკვა, რომ მგზავრობის საფასური ირაკლი ღარიბაშვილის მამამ გადაიხადა.

გიორგი ყიფშიძე

მსახიობი წლების მანძილზე არ კარგავს აქტუალურობას, მაგრამ 2023 წელი ყველაზე რთული აღმოჩნდა ყიფშიძეების ოჯახისთვის. რამდენიმე თვის წინ, სოციალურ ქსელში გავრცელდა კადრები, სადაც ერთ-ერთ ღონისძიებაზე გიორგი ყიფშიძის მესამე ცოლი ენი გასოევა ახალგაზრდა კაცს მკერდზე კოცნიდა. ვიდეოს გავრცელებიდან მალე, ლენუკა ყიფშიძემ დაწერა, რომ ენი ექვსი თვე მათი ოჯახის რძალი აღარ იყო. სკანდალი ამით არ დასრულებულა, თვეების მანძილზე გაგრძელდა ინტერვიუების სერია როგორც გიორგი ყიფშიძესთან, ასევე მის ყოფილ მეუღლესთან. საბოლოოდ, ენიმ ყიფშიძეების სახლი დატოვა და მსახობი ორ შვილს დამოუკიდებლად ზრდის.

ნუცა ბუზალაძე

მაშინ, როდესაც მომღერლის ამერიკული წარმატებით საქართველოს დიდი ნაწილი ხარობდა, ცნობილი გახდა, რომ ნუცა ბუზალაძემ რუსეთში დაბადების დღეზე იმღერა. 22 ივნისს, მოსკოვში გამართულ წვეულებას, რომელსაც საქართველოდან ჩასული მომღერლები ესწრებოდნენ, სოციალურ ქსელში სერიოზული გამოხმაურება მოჰყვა. გავრცელებულ ვიდეოებში, რომელიც ერთ-ერთ რესტორანშია გადაღებული, ჩანს, რომ წვეულებას ესწრებიან მომღერლები - ნუცა ბუზალაძე, მეგი გოგიტიძე, დათო ხუჯაძე, მიშა სულუხია, ხვიჩა მაღლაკელიძე. საღამოს ესწრება ასევე სოსო პავლიაშვილიც, რომელიც სხვა ქართველებთან ერთად "სამშობლოს“ მღერის. მოგვიანებით ნუცამ განმარტება გააკეთა, რომ ის მეგობრის ნია კოღუაშვილის დაბადების დღეზე ჩავიდა რუსეთში, თუმცა თავის მართლებამ შედეგი ვერ გამოიღო და იმ დღეებში დაგეგმილი ბუზალაძის ბათუმური კონცერტი გაუქმდა.

წაიკითხეთ ასევე: