მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

23

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 02:18-ზე, მთვარე ტყუპში გადავა 06:57-ზე – რეკომენდებულია საიდუმლო ცოდნის მიღება. რთული სიტუაციიდან გამოსავლის პოვნა. იყავით ყურადღებიანი ყველა ფინანსურ საკითხზე. გადაიხადეთ ვალები. შუადღის შემდეგ გააფორმეთ კონტრაქტები და დაიწყეთ ახალი საქმე. მოაგვარეთ პრობლემები პარტნიორებთან, კოლეგებთან და უფროსებთან. გამოიჩინეთ ტოლერანტობა, გაგება, დიპლომატია. დრო დაუთმეთ სწავლას. არ დალიოთ ალკოჰოლი. მოერიდეთ ხორცის კერძებს. კარგი დღეა რომანტიკული პაემნისთვის. ასევე ხელსაყრელი პერიოდია ჩხუბისა და კონფლიქტის შემდეგ შერიგებისთვის.
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თეგეტას“ "ზრუნვის კედელი" - ბენეფიციარების საახალწლო სურვილების ასასრულებლად
"თეგეტას“ "ზრუნვის კედელი" - ბენეფიციარების საახალწლო სურვილების ასასრულებლად

"თე­გე­ტას“ „ზრუნ­ვის კე­დე­ლი“ - ბე­ნე­ფი­ცი­ა­რე­ბის სა­ა­ხალ­წლო სურ­ვი­ლე­ბის ასას­რუ­ლებ­ლად უკვე მე­სა­მე წე­ლია, „თე­გე­ტას“ თა­ნამ­შრომ­ლე­ბი „ზრუნ­ვის კედ­ლის“ გარ­შე­მო ერ­თი­ან­დე­ბი­ან და ხან­დაზ­მუ­ლე­ბი­სა და ბავ­შვე­ბის სურ­ვი­ლე­ბის ას­რუ­ლე­ბა­ზე ზრუ­ნა­ვენ. Tegeta.Care-ის ბე­ნე­ფი­ცი­ა­რე­ბის­თვის ჯა­დოს­ნუ­რი ახა­ლი წლის შექ­მნა სწო­რედ მათი მო­ხა­ლი­სე­ო­ბით ხდე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი.

"ზრუნ­ვის კე­დე­ლი“ - ესაა პრო­ექ­ტი, რო­მე­ლიც ჰოლ­დინ­გის წევ­რებს ზრუნ­ვის იდე­ის გარ­შე­მო ენ­თუ­ზი­აზ­მით აერ­თი­ა­ნებს. ნაძ­ვის ხე, წიგ­ნი, ახა­ლი ქურ­თუ­კი, სა­თა­მა­შო­ე­ბი - ეს იმ სურ­ვი­ლე­ბის მცი­რე ჩა­მო­ნათ­ვა­ლია, რომ­ლე­ბიც, ას­რუ­ლე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, წე­რი­ლე­ბის ავ­ტო­რებს დღე­სას­წა­უ­ლის ჯა­დოს­ნუ­რო­ბის რწმე­ნას უჩენს და მო­ახ­ლო­ე­ბუ­ლი ახა­ლი წლის სი­ხა­რუ­ლით ავ­სებს. წე­რი­ლე­ბი ახალ წლამ­დე „ზრუნ­ვის კე­დელ­ზე“ თავ­სდე­ბა. წლის მი­წუ­რულს კი, „თე­გე­ტას“ თა­ნამ­შრომ­ლე­ბი კე­დელ­თან იკ­რი­ბე­ბი­ან, წე­რი­ლებს ეც­ნო­ბი­ან და ბე­ნე­ფი­ცი­არ­თა სურ­ვი­ლებს შე­სას­რუ­ლებ­ლად ინა­წი­ლე­ბენ. მათ გარ­კვე­უ­ლი დრო აქვთ იმის­თვის, რომ წე­რი­ლე­ბის­თვის გან­დო­ბი­ლი სურ­ვი­ლე­ბი - სა­ჩუქ­რე­ბად, მათი ავ­ტო­რე­ბის ახა­ლი წელი კი იმე­დე­ბის გა­მარ­თლე­ბის დღე­სას­წა­უ­ლად აქ­ცი­ონ.

თა­თია ხორ­ბა­ლა­ძე, "თე­გე­ტა ჰოლ­დინ­გის" სტრა­ტე­გი­უ­ლი კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის ხელ­მძღვა­ნე­ლი: "ზრუნ­ვის კე­დე­ლი“ თე­გე­ტას ერთ-ერთი საყ­ვა­რე­ლი და გა­მორ­ჩე­უ­ლი აქ­ტი­ვო­ბაა. ჩვენ­თვის უკვე ტრა­დი­ცი­ად იქცა, მათ­ზე ზრუნ­ვა ვი­საც ეს ყვე­ლა­ზე მე­ტად სჭირ­დე­ბა. ჰოლ­დინ­გის დიდი გუნ­დი წელს უკვე მე­სა­მედ გა­ერ­თი­ან­და ზრუნ­ვის იდე­ით. ძა­ლი­ან ემო­ცი­უ­რი იყო სა­ჩუქ­რე­ბის შეგ­რო­ვე­ბის პრო­ცე­სიც და იმის ყუ­რე­ბა, რო­გო­რი ენ­თუ­ზი­აზ­მით მოჰ­ქონ­დათ ჩვენს თა­ნამ­შრომ­ლებს მათ­თვის სრუ­ლი­ად უც­ნო­ბი ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის გან­კუთ­ვნი­ლი სა­ა­ხალ­წლო ფე­რა­დი სა­ჩუქ­რე­ბი. ვა­მა­ყობთ, რომ ეს ჯა­დოს­ნუ­რი პრო­ექ­ტი 3 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში უკვე 900-მდე ას­რუ­ლე­ბულ სურ­ვილ­სა და 1000-ზე მეტ მზრუნ­ველ თა­ნამ­შრო­მელს ით­ვლის“.

„ბავ­შვთა ჰოს­პი­სი - ცი­ცი­ნა­თე­ლა“, „დე­დე­ბის ფონ­დი“, „სა­ქარ­თვე­ლოს კა­რი­ტა­სის მცი­რე სა­ო­ჯა­ხო ტი­პის სახ­ლე­ბი - „ათი მნა­თი“ და „პირ­ვე­ლი სახ­ლი“, „ჰარ­მო­ნია“, „იმე­დის სახ­ლი“ - ეს ის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბია, სა­ი­და­ნაც „თე­გე­ტა ჰოლ­დინ­გმა“ წელს სა­ა­ხალ­წლო სურ­ვი­ლე­ბი შე­აგ­რო­ვა. ეს ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი ზრუ­ნა­ვენ მზრუნ­ვე­ლო­ბა­მოკ­ლე­ბულ, სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ველ, ონ­კო­ლო­გი­უ­რი და­ა­ვა­დე­ბე­ბი­თა და უკურ­ნე­ბე­ლი სე­ნით და­ა­ვა­დე­ბულ ბავ­შვებ­ზე, მარ­ტო დარ­ჩე­ნილ და მძი­მე და­ა­ვა­დე­ბე­ბის მქო­ნე ხან­დაზ­მუ­ლებ­ზე.

„თე­გე­ტას“ სა­ა­ხალ­წლო აქ­ტი­ვო­ბა­ში, ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად ან თა­ნა­გუნ­დე­ლებ­თან ერ­თად, წელს კომ­პა­ნი­ის 200-ზე მეტი თა­ნამ­შრო­მე­ლი ჩა­ერ­თო, რათა ახალ წელს ხან­დაზ­მუ­ლე­ბი და ბავ­შვე­ბი ახ­დე­ნი­ლი სურ­ვი­ლე­ბის გა­რე­შე არ დარ­ჩე­ნი­ლიყ­ვნენ. გან­სა­კუთ­რე­ბით შთამ­ბეჭ­და­ვი იყო პრო­ექ­ტში „თე­გე­ტას“ გუნ­დის წევ­რე­ბის მას­შტა­ბუ­რი მო­ნა­წი­ლე­ო­ბა.

პრო­ექ­ტის დას­კვნით ეტაპს - სა­ა­ხალ­წლო სა­ჩუქ­რე­ბის ად­რე­სა­ტებ­თან მი­ტა­ნას - ასე­ვე „თე­გე­ტა“ უზ­რუნ­ველ­ყოფს. ამ ფე­რად სა­ჩუქ­რებ­თან ერ­თად, კომ­პა­ნი­ას წე­რი­ლე­ბის ავ­ტო­რე­ბის­თვის ბედ­ნი­ე­რი ახა­ლი წლის იმე­დი და ოც­ნე­ბის გამ­ბე­და­ო­ბა მი­აქვს. 3 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში „ზრუნ­ვის კე­დელ­მა“ „თე­გე­ტას“ 1000-მდე თა­ნამ­შრო­მე­ლი გა­ა­ერ­თი­ა­ნა. მათ ჯამ­ში 900-ზე მეტი ბავ­შვი­სა და ხან­დაზ­მუ­ლის წი­ნა­სა­ა­ხალ­წლო სურ­ვი­ლე­ბის ას­რუ­ლე­ბა­ზე იზ­რუ­ნეს.

თე­გე­ტა ჰოლ­დინ­გის შე­სა­ხებ: უმ­სხვი­ლე­სი სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო კომ­პა­ნია კავ­კა­სი­ა­სა და ცენ­ტრა­ლურ აზი­ა­ში მომ­ხმა­რე­ბელს სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო ეკო­სის­ტე­მის სრულ სპექტრს სთა­ვა­ზობს, რაც მსუ­ბუქ, სატ­ვირ­თო და სამ­შე­ნებ­ლო, ასე­ვე კო­მერ­ცი­ულ, სამ­გზავ­რო და ინ­დუსტრი­ულ ტრან­სპორ­ტს მო­ი­ცავს. მთე­ლი ქვეყ­ნის მას­შტა­ბით თე­გე­ტას 28 სერ­ვის­ცენ­ტრი აქვს, ხოლო სა­ერ­თა­შო­რი­სო ვაჭ­რო­ბას ჰოლ­დინ­გი ოთხ კონ­ტი­ნენტზე ახორ­ცი­ე­ლებს. თე­გე­ტა ექ­სკლუ­ზი­უ­რად წარ­მო­ად­გენს ცნო­ბილ ბრენ­დებს Porsche, Volvo, Toyota, Mazda. სატ­ვირ­თო და სპე­ცტექ­ნი­კის მი­მარ­თუ­ლე­ბით ჰოლ­დინ­გის პარტნი­ო­რე­ბი არი­ან ისე­თი დიდი ბრენ­დე­ბი, რო­გო­რე­ბი­ცაა: MAN, JCB, HINO, Liebherr, BOMAG და სხვე­ბი. თე­გე­ტა მსოფ­ლი­ოს 300-ზე მეტი წამ­ყვა­ნი სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო ბრენ­დის უმ­სხვი­ლე­სი იმ­პორ­ტი­ო­რია სა­ქარ­თვე­ლო­ში. თე­გე­ტა ჰოლ­დინ­გი, 3000-მდე თა­ნამ­შრომ­ლით, დღეს სა­ქარ­თვე­ლო­ში ერთ-ერთი უმ­სხვი­ლე­სი დამ­საქ­მე­ბე­ლია.

NS

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ზურაბ ჯაფარიძეს საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის საქმეზე, 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ასევე აეკრძალა 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავება
ავტორი:

"თეგეტას“ "ზრუნვის კედელი" - ბენეფიციარების საახალწლო სურვილების ასასრულებლად

"თეგეტას“ "ზრუნვის კედელი" - ბენეფიციარების საახალწლო სურვილების ასასრულებლად

"თეგეტას“ „ზრუნვის კედელი“ - ბენეფიციარების საახალწლო სურვილების ასასრულებლად უკვე მესამე წელია, „თეგეტას“ თანამშრომლები „ზრუნვის კედლის“ გარშემო ერთიანდებიან და ხანდაზმულებისა და ბავშვების სურვილების ასრულებაზე ზრუნავენ. Tegeta.Care-ის ბენეფიციარებისთვის ჯადოსნური ახალი წლის შექმნა სწორედ მათი მოხალისეობით ხდება შესაძლებელი.

"ზრუნვის კედელი“ - ესაა პროექტი, რომელიც ჰოლდინგის წევრებს ზრუნვის იდეის გარშემო ენთუზიაზმით აერთიანებს. ნაძვის ხე, წიგნი, ახალი ქურთუკი, სათამაშოები - ეს იმ სურვილების მცირე ჩამონათვალია, რომლებიც, ასრულების შემთხვევაში, წერილების ავტორებს დღესასწაულის ჯადოსნურობის რწმენას უჩენს და მოახლოებული ახალი წლის სიხარულით ავსებს. წერილები ახალ წლამდე „ზრუნვის კედელზე“ თავსდება. წლის მიწურულს კი, „თეგეტას“ თანამშრომლები კედელთან იკრიბებიან, წერილებს ეცნობიან და ბენეფიციართა სურვილებს შესასრულებლად ინაწილებენ. მათ გარკვეული დრო აქვთ იმისთვის, რომ წერილებისთვის განდობილი სურვილები - საჩუქრებად, მათი ავტორების ახალი წელი კი იმედების გამართლების დღესასწაულად აქციონ.

თათია ხორბალაძე, "თეგეტა ჰოლდინგის" სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელი: "ზრუნვის კედელი“ თეგეტას ერთ-ერთი საყვარელი და გამორჩეული აქტივობაა. ჩვენთვის უკვე ტრადიციად იქცა, მათზე ზრუნვა ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება. ჰოლდინგის დიდი გუნდი წელს უკვე მესამედ გაერთიანდა ზრუნვის იდეით. ძალიან ემოციური იყო საჩუქრების შეგროვების პროცესიც და იმის ყურება, როგორი ენთუზიაზმით მოჰქონდათ ჩვენს თანამშრომლებს მათთვის სრულიად უცნობი ადამიანებისთვის განკუთვნილი საახალწლო ფერადი საჩუქრები. ვამაყობთ, რომ ეს ჯადოსნური პროექტი 3 წლის განმავლობაში უკვე 900-მდე ასრულებულ სურვილსა და 1000-ზე მეტ მზრუნველ თანამშრომელს ითვლის“.

„ბავშვთა ჰოსპისი - ციცინათელა“, „დედების ფონდი“, „საქართველოს კარიტასის მცირე საოჯახო ტიპის სახლები - „ათი მნათი“ და „პირველი სახლი“, „ჰარმონია“, „იმედის სახლი“ - ეს ის ორგანიზაციებია, საიდანაც „თეგეტა ჰოლდინგმა“ წელს საახალწლო სურვილები შეაგროვა. ეს ორგანიზაციები ზრუნავენ მზრუნველობამოკლებულ, სოციალურად დაუცველ, ონკოლოგიური დაავადებებითა და უკურნებელი სენით დაავადებულ ბავშვებზე, მარტო დარჩენილ და მძიმე დაავადებების მქონე ხანდაზმულებზე.

„თეგეტას“ საახალწლო აქტივობაში, ინდივიდუალურად ან თანაგუნდელებთან ერთად, წელს კომპანიის 200-ზე მეტი თანამშრომელი ჩაერთო, რათა ახალ წელს ხანდაზმულები და ბავშვები ახდენილი სურვილების გარეშე არ დარჩენილიყვნენ. განსაკუთრებით შთამბეჭდავი იყო პროექტში „თეგეტას“ გუნდის წევრების მასშტაბური მონაწილეობა.

პროექტის დასკვნით ეტაპს - საახალწლო საჩუქრების ადრესატებთან მიტანას - ასევე „თეგეტა“ უზრუნველყოფს. ამ ფერად საჩუქრებთან ერთად, კომპანიას წერილების ავტორებისთვის ბედნიერი ახალი წლის იმედი და ოცნების გამბედაობა მიაქვს. 3 წლის განმავლობაში „ზრუნვის კედელმა“ „თეგეტას“ 1000-მდე თანამშრომელი გააერთიანა. მათ ჯამში 900-ზე მეტი ბავშვისა და ხანდაზმულის წინასაახალწლო სურვილების ასრულებაზე იზრუნეს.

თეგეტა ჰოლდინგის შესახებ: უმსხვილესი საავტომობილო კომპანია კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს სთავაზობს, რაც მსუბუქ, სატვირთო და სამშენებლო, ასევე კომერციულ, სამგზავრო და ინდუსტრიულ ტრანსპორტს მოიცავს. მთელი ქვეყნის მასშტაბით თეგეტას 28 სერვისცენტრი აქვს, ხოლო საერთაშორისო ვაჭრობას ჰოლდინგი ოთხ კონტინენტზე ახორციელებს. თეგეტა ექსკლუზიურად წარმოადგენს ცნობილ ბრენდებს Porsche, Volvo, Toyota, Mazda. სატვირთო და სპეცტექნიკის მიმართულებით ჰოლდინგის პარტნიორები არიან ისეთი დიდი ბრენდები, როგორებიცაა: MAN, JCB, HINO, Liebherr, BOMAG და სხვები. თეგეტა მსოფლიოს 300-ზე მეტი წამყვანი საავტომობილო ბრენდის უმსხვილესი იმპორტიორია საქართველოში. თეგეტა ჰოლდინგი, 3000-მდე თანამშრომლით, დღეს საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია.

NS